საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის ახალი ინიციატივა

ნატო ობოლაძე

 

დაიწყო სამეცნიერო სტატიათა საიუბილეო კრებულების გამოცემა, რომელიც თანამედროვე სამართლის აქტუალური საკითხების პრაქტიკული და თეორიული ანალიზის გარდა საზოგადოებას ფაკულტეტის პროფესურის მოღვაწეობას აცნობს. ამ დროისთვის ორი ახალი კრებული სისხლის სამართლის მიმართულებით გამოქვეყნდა, რომლებიც პროფესორ ნონა თოდუასა და ასოცირებულ პროფესორ ირინე აქუბარდიას ეძღვნება.

 

ორივე გამოცემაში შესულია იურიდიული ფაკულტეტის  აკადემიური  პერსონალისა და დოქტორანტების ახალი  სტატიები, მათ შორის არის:

 

  • „რას შეცვლის საგამოძიებო სისტემის დაგეგმილი რეფორმა სახელმწიფოში“ - თამარ გვასალია
  •  
  • „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საერთაშორისო კონტროლის სისტემის შედარებითი ანალიზი“ - ჯემალ ჯანაშია
  •  
  • „კონფიდენციალობა მედიცინაში და სისხლის სამართლის დანაშაულის გამიჯვნის მნიშნელოვანი ასპექტები“ - ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი
  •  
  • "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამოსამართლო სამართლის მიხედვით" - ლადო ჭანტურია
  •  
  • "არასწულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2 წლისაა" - მორის შალიკაშვილი
  •  
  • "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა სისხლის სამართლის სფეროში (პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან დამდგენი კანონის უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციური გარანტია)" - მაია კოპალეიშვილი
  •  
  • „არაპირდაპირი განზრახვის თავსებადობის საკითხი სისხლის სამართლის ინსტიტუტებთან" - ზურაბ გოგშელიძე
  •  
  • „ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის გამიჯვნის მნიშვნელოვანი ასპექტები“ - მარიამ ხუროშვილი.

 

ახალი საიუბილეო გამოცემების ელექტრონული ვერსია სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის  ვებ-გვერდზეა განთავსებული.

 

 „ახალი წამოწყების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის პროფესურის აკადემიური საქმიანობის შესახებ იმ ინფორმაციის მიწოდებაა, რაზეც ლექტორები თავად არ ისაუბრებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ეცნობოდნენ ახალ აქტუალურ კვლევებს და ასევე კარგად იცნობდნენ იმ პროფესურას, ვინც მათი პროფესიული განვითარებისთვის ზრუნავს. მომდევნო გამოცემა ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხს მიეძღვნება, რომელიც იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორი და თსუ-ს მოწვეული სპეციალისტია“ - აცხადებს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, გამოცემების რედაქტორი მაია ივანიძე.

 

საიუბილეო გამოცემებში არ ქვეყნდება პროფესურის ბიოგრაფია, მათ მოღვაწეობას სამართლის დარგის მეცნიერები აღწერენ და აფასებენ, რაც მკითხველს პროფესორის პიროვნებისა და  მისი სამეცნიერო ნაშრომების შესახებ უქმნის წარმოდგენას.

 

„ნონა თოდუა - მეცნიერი, რომელმაც იმთავითვე ქართული თანამედროვე სისხლის სამართლის ევროპეიზაციის კურსს დაუჭირა მხარი და, კონტინენტური ევროპის იურისტთა უმრავლესობის მსგავსად, ქვეყნის კოდიფიცირებული სისხლის სამართლის კანონმდებლობის კვლევასა და განათლებას მიუძღვნა 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ნონა თოდუას სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწოების უმეტესი ნაწილი დაემთხვა დამოუკიდებელი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შექმნისა და სრულყოფის პროცესს. ამდენად, პროფესორის ნააზრევი უმნიშვნელოვანესია საუნივერსიტეტო იურიდიული განათლების მისაღებად და სამართალწარმოების პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად“, - პროფესორ ნონა თოდუას მოღვაწეობის ამ ნაწილს კრებულში სამართლის დოქტორი ნინო გვენეტაძე აღწერს.

 

„მან არაერთი სტატია მიუძღვნა სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან საკითხებს. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მხარეთა თანასწორობასა და მოსამართლის როლს შეჯიბრებით სამართალწარმოებაში. მისი თანაავტორობით სხვადასხვა წლებში გამოიცა სისხლის სამართლის სახელმძღვანელოები, რომელზეც არაერთი იურისტთა თაობა აღიზარდა“, - წერს ირინე აქუბარდიას შესახებ  პროფესორი მაია ივანიძე.

 

ახალი საიუბილეო გამოცემების ელექტრონული ვერსია სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის  ვებ-გვერდზეა განთავსებული.

 

თარიღი: 31/10/2021