საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიულ ფაკულტეტზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას გეგმავენ

ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ული კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო პო­ლი­ტი­კი­სა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და სრულ­ყო­ფა — ას­ეთი გახ­ლავთ თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ამ­ოც­ანა, რის შე­სა­ხე­ბაც ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ ზა­რან­დი­ამ 8 მარ­ტს გა­მარ­თულ ონ­ლა­ინ ღო­ნის­ძი­ებ­აზე — „ქალ­თა გაძ­ლი­ერ­ებ­ის ფო­რუ­მი 2021“ — გა­ნაცხა­და. ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამ­ერ­იკ­ის ელ­ჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­ლი დეგ­ნა­ნი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნი­ნო ლომ­ჯა­რია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ნი­ნო წი­ლო­სა­ნი, აკ­ად­ემი­ური წრე­ებ­ისა და ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ფო­რუმ­ზე ორი ძი­რი­თა­დი თე­მა გა­ნი­ხი­ლეს: „დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა“ და „ქალ­თა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ერ­ება.“

 

ფო­რუმ­ზე იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ ზა­რან­დი­ამ ისა­უბ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ ინ­იც­ირ­ებ­ული აკ­ად­ემი­ური ეთ­იკ­ის პრო­ექ­ტის თა­ობ­აზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს 9 უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ით­ვა­ლის­წი­ნებს უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ული კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო პო­ლი­ტი­კი­სა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და სრულ­ყო­ფას.

 

„დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვი­სა და გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბა და დი­რექ­ტი­ვე­ბი, მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი­სა და საბ­ჭოს დი­რექ­ტი­ვა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს და­საქ­მე­ბი­სა და საქ­მი­ან­ობ­ას­თან მი­მარ­თე­ბით მა­მა­კაც­თა და ქალ­თა თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და თა­ნა­ბა­რი მოპყრო­ბის პრინ­ცი­პის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას. ას­ევე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტამ­ბო­ლის კონ­ვენ­ცია და მას­ში დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, უახ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ქარ­თულ სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში მო­ითხოვს სა­ხელ­მწი­ფო და არ­ას­ახ­ელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ის­აგ­ან სექ­სუ­ალ­ური შე­ვიწ­რო­ებ­ისა და სი­ძულ­ვი­ლის ენ­ის ამ­კრძა­ლა­ვი დე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბას მათ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ აქ­ტებ­ში და ამ გა­რან­ტი­ებ­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ეფ­ექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერ­გვას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სხვა­დას­ხვა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ აქ­ტებ­ში, მათ შო­რის, ეთ­იკ­ის კო­დექ­სებ­ში აქ­ვთ ას­ახ­ული ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ული რე­გუ­ლა­ცი­ები, მაგ­რამ ეს რე­გუ­ლა­ცი­ები მა­ინც სა­ჭი­რო­ებ­ენ სრულ­ყო­ფას და გა­ფარ­თო­ებ­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით სი­ძულ­ვი­ლის ენ­ისა და სექ­სუ­ალ­ური შე­ვიწ­რო­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ აქ­ტე­ბი­სა და ეთ­იკ­ის კო­დექ­სე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა მო­ითხოვს, ას­ევე, ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას. ნორ­მა­ტი­ული დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად უმ­ოქ­მე­დოა მა­თი აღ­სრუ­ლე­ბი­სათ­ვის აუც­ილ­ებ­ელი პრო­ცე­დუ­რუ­ლი გა­რან­ტი­ებ­ის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე, რო­მე­ლიც პი­რებს მა­თი უფ­ლე­ბე­ბის რე­ალ­იზ­აცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს. ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეხ­ება მტკი­ცე­ბის ტვირ­თის, მტკი­ცე­ბის სტან­დარ­ტი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე წვდო­მის სა­კითხებს (დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვებ­ში).

 

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ექ­ტი, რო­გორც უკ­ვე აღ­ინ­იშ­ნა, აერ­თი­ან­ებს სა­ქარ­თვე­ლოს 9 უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, მათ შო­რის არი­ან რე­გი­ონ­ალ­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბიც. პრო­ექ­ტის აკ­ად­ემი­ურ მხარ­და­ჭე­რას ახ­ორ­ცი­ელ­ებს ვოშ­ბორ­ნის სა­მარ­თლის სკო­ლა. სა­უკ­ეთ­ესო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვე­ნი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­იმ­უშ­ავ­ებს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის, მათ შო­რის, ეთ­იკ­ის კო­დექ­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ექ­ტებს და წე­სებს, ას­ევე შე­სა­ბა­მის საქ­მე­თა პრო­ცე­დუ­რუ­ლი გან­ხილ­ვის სა­რე­კო­მენ­და­ციო სტან­დარ­ტებს. სხვა და სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გაც­ვლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას და მხარს და­უჭ­ერ­ენ მათ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის ას­ახ­ვას მა­თი­ვე ეთ­იკ­ის კო­დექ­სებ­ში. ვოშ­ბორ­ნის სა­მარ­თლის სკო­ლის ექ­სპერ­ტე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან სა­მუ­შაო ჯგუ­ფის საქ­მი­ან­ობ­აში და დის­ტან­ცი­ურ­ად გაგ­ვი­წე­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ას სა­უკ­ეთ­ესო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ, გაგ­ვი­ზი­არ­ებ­ენ მო­საზ­რე­ბებს ჩვენს პრო­ექ­ტებ­ზე და, ას­ევე, ჩა­ატ­არ­ებ­ენ შე­სა­ბა­მის თე­მა­ტურ ვორ­ქშოპს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ ზა­რან­დი­ამ.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ას­ევე, შე­იმ­უშ­ავ­ებს ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ული პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტს, რის თა­ობ­აზე მუ­შა­ობ­აც ეთ­იკ­ის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა. რო­გორც თა­მარ ზა­რან­დია აცხა­დებს: „დო­კუ­მენ­ტი გააერთიანებს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას, ას­ევე ერ­ოვ­ნულ ტექ­სტს და იქ­ნე­ბა აკ­ად­ემი­ური წრე­ებ­ის­ათ­ვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის წარ­მარ­თვი­სა და გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში. ეს დო­კუ­მენ­ტი მეც­ნი­ერ­ულ გან­მარ­ტე­ბას მის­ცემს ყვე­ლა იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­რან­ტი­ას, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სი­ძულ­ვი­ლის ენ­ისა და სექ­სუ­ალ­ური აკ­რძალ­ვის სფე­რო­ში, მათ შო­რის, მტკი­ცე­ბის ტვირ­თის გა­და­ნა­წი­ლე­ბის, მტკი­ცე­ბის სტან­დარ­ტის, კონ­ფი­დენ­ცი­ალ­ურ­ობ­ის, თა­ნას­წო­რო­ბის, მი­უკ­ერ­ძო­ებ­ლო­ბის, კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ებ­ის პრინ­ცი­პის პრაქ­ტი­კუ­ლი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­თვის. პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე სხვა უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად აღი­არ­ებს, რომ სექ­სუ­ალ­ური შე­ვიწ­რო­ება და სი­ძულ­ვი­ლის ენა საფ­რთხეს უქ­მნის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან­ობ­ას“, — აღ­ნიშ­ნა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა.

 

პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტის სრულ­ყო­ფის შემ­დეგ აქ­ტუ­ალ­ური იქ­ნე­ბა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში ამ წე­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მართ ნდო­ბის, ცნო­ბი­ერ­ებ­ისა და კულ­ტუ­რის ამ­აღ­ლე­ბის სა­კითხი. თა­მარ ზა­რან­დი­ას თქმით, აუც­ილ­ებ­ელია, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი­სა და შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის მო­ნა­წი­ლე პი­რებს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა შეს­თა­ვა­ზოს ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი გეგ­მა­ზო­მი­ერი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი კამ­პა­ნია.

 

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

თარიღი: 13/03/2021