საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იური ანანიაშვილი: „პროფესორმა სტუდენტის პატივისცემა უნდა დაიმსახუროს თავისი ცოდნით, ქცევითა და სტუდენტთან დამოკიდებულებით“

თა­მარ და­დი­ანი

 

ქარ­თველ მეც­ნი­ერ-ეკ­ონ­ომ­ის­ტს და ღვაწ­ლმო­სილ პე­და­გოგს, თსუ-ის ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნელს, პრო­ფე­სორ იური ან­ანი­აშ­ვილს 70 წე­ლი შე­უს­რულ­და.

 

პრო­ფე­სორ­მა იური ან­ანი­აშ­ვილ­მა 1973 წელს და­ამ­თავ­რა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო-ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფა­კულ­ტე­ტი ეკ­ონ­ომ­იკ­ური კი­ბერ­ნე­ტი­კის სპე­ცი­ალ­ობ­ით. ამ­ავე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გაიარა გზა ეკ­ონ­ომ­იკ­ური კი­ბერ­ნე­ტი­კის კა­თედ­რის ას­ის­ტენ­ტო­ბი­დან კა­თედ­რის გამ­გე­ობ­ამ­დე და დღე­საც დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს მას.

 

ყვე­ლა­ფე­რი კი ბავ­შვო­ბი­დან და­იწყო... პრო­ფე­სორ იური ან­ანი­აშ­ვილს ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი პა­ტა­რა­ობ­იდ­ან­ვე გა­უჩ­ნდა, მაგ­რამ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა ით­ამ­აშა: გა­დაწყდა — მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია აუც­ილ­ებ­ლად მა­თე­მა­ტი­კას უნ­და და­კავ­ში­რე­ბო­და. მოგ­ვი­ან­ებ­ით, აბ­იტ­ური­ენ­ტმა, სულ შემ­თხვე­ვით მი­აქ­ცია ყუ­რადღე­ბა სპე­ცი­ალ­ობ­ას: „ეკ­ონ­ომ­იკ­ური კი­ბერ­ნე­ტი­კა“ და აირ­ჩია პრო­ფე­სია, რო­მელ­ზე­დაც არ­ავ­ით­არი წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, თუმ­ცა გრძნობ­და, რომ მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცოდ­ნის გა­რე­შე ამ პრო­ფე­სი­აში წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ­და. ბა­ტო­ნი იურ­ის მოღ­ვა­წე­ობ­ის პე­რი­ოდ­ში, მის ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად ჩნდე­ბოდ­ნენ ის­ეთი ად­ამი­ან­ები, ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც გან­საზღვრავ­და სა­მო­მავ­ლოდ გა­და­სად­გმელ ნა­ბი­ჯებს. ეს იყო კი­დევ ერ­თი და­დას­ტუ­რე­ბა იმ­ისა, თუ რა ძა­ლა აქ­ვს ახ­ალ­გაზ­რდის­თვის დიდ მეც­ნი­ერ­ებ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­ას, ურ­თი­ერ­თო­ბას, მათ მხარ­დაჭ­რა­სა და თა­ნად­გო­მას.

 

მი­სი პე­და­გო­გი­ური საქ­მი­ან­ობა ყო­ველ­თვის სცდე­ბო­და ლექ­ტო­რი­სა და სტუ­დენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა­ლურ მხა­რე­ებს. „სტუ­დენ­ტს ვერ აიძ­ულ­ებ, რომ პა­ტი­ვი სცეს პრო­ფე­სორს; პრო­ფე­სორ­მა ეს უნ­და და­იმ­სა­ხუ­როს თა­ვი­სი ცოდ­ნით, ქცე­ვი­თა და სტუ­დენ­ტთან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რაც მა­ში­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­ცა პრო­ფე­სო­რი თვი­თონ სცემს პა­ტივს სტუ­დენ­ტებს,“- ამ­ბობს ბა­ტო­ნი იური და ამ წე­სის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა დღემ­დე.

 

რაც შე­ხე­ბა სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ას, ბა­ტო­ნი იური მას რამ­დე­ნი­მე ეტ­აპ­ად ჰყოფს, ყვე­ლა ეტ­აპი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ერია, რო­მელ­მაც არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი, არ­ამ­ედ უცხო­ელი კო­ლე­გე­ბის აღი­არ­ებ­აც მო­უტ­ანა. ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორ იური ან­ანი­აშ­ვილს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქ­ვს 80-მდე სა­მეც­ნი­ერო შრო­მა, მათ შო­რის 3 მო­ნოგ­რა­ფია; 2005-2012 წლებ­ში ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური საბ­ჭოს წევ­რი იყო, ხო­ლო 2012 წლი­დან – სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რი. ბა­ტონ­მა იურ­იმ 2004 წელს მი­იღო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ტექ­ნი­კის დარ­გში (ერ­თობ­ლი­ვი გა­მარ­ჯვე­ბა) შრო­მა­თა ციკ­ლის­თვის — „მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ური რე­გუ­ლი­რე­ბის მე­თო­დე­ბი და მო­დე­ლე­ბი.

 

დღეს პრო­ფე­სო­რი იური ან­ანი­აშ­ვი­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­სა და ურ­თი­ერ­ობ­ებ­ზე, სა­მეც­ნი­ერო და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ან­ობ­აზე გვე­სა­უბ­რე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბებ­საც გვი­ზი­არ­ებს:

 

— ბა­ტო­ნო იური, ჩვენს მო­მა­ვალს ხში­რად ის გა­რე­მო და ოჯ­ახი გან­საზღვრავს სა­დაც ვიზ­რდე­ბით და ვყა­ლიბ­დე­ბით. რა რო­ლი შე­ას­რულ­მა ოჯ­ახ­მა თქვენს პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რო­გო­რი ბავ­შვო­ბა გა­მოიარეთ და იყო თუ არა ის პრო­ფე­სი­ული არ­ჩე­ვა­ნის გან­მსაზღვრე­ლი?

 

– და­ვი­ბა­დე ახ­ალ­ქა­ლა­ქის რაიონის სო­ფელ კო­თე­ლი­აში. მა­მა, შალ­ვა ან­ანი­აშ­ვი­ლი, ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო კო­თე­ლი­ის სა­შუ­ალო სკო­ლა­ში. წე­რა-კითხვა დე­დამ შე­მას­წავ­ლა, სა­ნამ სკო­ლა­ში მი­ვი­დო­დი. პირ­ველ კლას­ში უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­ვე­დი და დაწყე­ბით კლა­სებ­ში სწავ­ლა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. შემ­დეგ­ში კარ­გად სწავ­ლი­სათ­ვის ყვე­ლა პი­რო­ბა მქონ­და, რო­გორც ოჯ­ახ­ის, ას­ევე სკო­ლის მხრი­დან. მი­მაჩ­ნია, რომ კო­თე­ლი­ის სა­შუ­ალო სკო­ლა, იმ პე­რი­ოდ­ში, ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ესო იყო, რო­გორც რაიონის, ას­ევე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. სკო­ლა­ში ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა სა­გა­ნი კარ­გად მეს­წავ­ლა, მაგ­რამ თან­და­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. ამ­აში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა ით­ამ­აშა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი საქ­მის ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ონ­ალი იყო. მე-10 კლასს რომ ვამ­თავ­რებ­დი, ვფიქ­რობ­დი, სწავ­ლა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. მაგ­რამ, რო­ცა მა­მას­თან ერ­თად თბი­ლი­სის­კენ მო­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვათ­ვა­ლი­ერე გა­ზეთ­ში და­ბეჭ­დი­ლი თსუ-ის გან­ცხა­დე­ბა მი­სა­ღე­ბი სპე­ცი­ალ­ობ­ებ­ის შე­სა­ხებ და, რა­ტომ­ღაც, ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ციე სპე­ცი­ალ­ობ­ას: „ეკ­ონ­ომ­იკ­ური კი­ბერ­ნე­ტი­კა“. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ აქ­აც ზუს­ტად ის საგ­ნე­ბი ბარ­დე­ბო­და, რაც მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. არ ვი­ცი, რამ მი­ბიძ­გა (შე­იძ­ლე­ბა სიტყვა კი­ბერ­ნე­ტი­კა მო­მე­წო­ნა), უც­ებ გა­დავ­წყვი­ტე ამ­ერ­ჩია სპე­ცი­ელ­ობა, რო­მელ­ზეც არ­ავ­ით­არი წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და. რო­გორც მოგ­ვი­ან­ებ­ით გა­ვი­გე, თურ­მე სპე­ცი­ალ­ობ­ის და­მა­არ­სე­ბელ „მა­მებ­საც“ ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ ეკ­ონ­ომ­იკ­ური კი­ბერ­ნე­ტი­კის შე­სა­ხებ. არ­ჩე­ული სპე­ცი­ალ­ობ­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მო­მე­ნი­ჭა ეკ­ონ­ომ­ისტ-მა­თე­მა­ტი­კო­სის კვა­ლი­ფი­კა­ცია. აი ასე გავ­ხდი ეკ­ონ­ომ­ის­ტი, რო­მე­ლიც კვლე­ვის ინ­სტრუ­მენ­ტად ძი­რი­თა­დად მა­თე­მა­ტი­კას იყ­ენ­ებს.

 

– ბა­ტო­ნო იური, თქვე­ნი თა­ობ­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წი­წე­ბით და პა­ტი­ვის­ცე­მით ყვე­ბი­ან სტუ­დენ­ტებ­სა და პრო­ფე­სო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე…

 

– არ­ამ­გო­ნია, რომ ეს მარ­ტო ჩე­მი თა­ობ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ეხ­ებ­ოდ­ეს. ორ­ივ­ეს, რო­გორც სტუ­დენ­ტს, ას­ევე პრო­ფე­სორს, გვაქ­ვს უფ­ლე­ბე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეს ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა­ლუ­რი მხა­რეა და მას პირ­ნათ­ლად უნ­და ვი­ცავ­დეთ. მაგ­რამ არ­სე­ბობს ას­ევე არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი მხა­რე. სტუ­დენ­ტს ვერ აიძ­ულ­ებ, პა­ტი­ვი სცეს პრო­ფე­სორს; პრო­ფე­სორ­მა ეს უნ­და და­იმ­სა­ხუ­როს თა­ვი­სი ცოდ­ნით, ქცე­ვი­თა და სტუ­დენ­ტთან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რაც მა­ში­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­ცა პრო­ფე­სო­რი თვი­თონ სცემს პა­ტივს სტუ­დენ­ტებს. მაგ­რამ ის­იც უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სტუ­დენ­ტთა ორი კა­ტე­გო­რია არ­სე­ბობს: ერთ მათ­განს ცოდ­ნის მი­ღე­ბა სურს, მე­ორ­ეს კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ დიპ­ლო­მის აღ­ება. პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ას­თან ად­ვი­ლად მყარ­დე­ბა ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე აგ­ებ­ული ურ­თი­ერ­თო­ბა. მე­ორ­ეს­თან, კე­თილ­სინ­დი­სი­ერ პრო­ფე­სორს, მცდე­ლო­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, უჭ­ირს ას­ეთი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა.

 

– ბა­ტო­ნო იური, მეც­ნი­ერ­ული მუ­შა­ობ­ის სურ­ვილ­მა რო­დის გა­იღ­ვი­ძა თქვენ­ში, რო­დის გა­დაწყვი­ტეთ საქ­მი­ან­ობა სა­მეც­ნი­ერო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ?

 

– შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემ­ში ას­ეთი სურ­ვი­ლი ცხა­დად გა­მო­იკ­ვე­თა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის მე-5 კურ­სზე. ჩე­მი სპე­ცი­ალ­ობ­ის მა­შინ­დე­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­სზე ით­ვა­ლის­წი­ნებ­და წი­ნა­სა­დიპ­ლო­მო პრაქ­ტი­კას, სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მის მომ­ზა­დე­ბა­სა და დაც­ვას. გა­მი­მარ­თლა და წი­ნა­სა­დიპ­ლო­მო პრაქ­ტი­კის გა­სავ­ლე­ლად ერ­თი სე­მეს­ტრით მი­მავ­ლი­ნეს მოს­კოვ­ში, ცენ­ტრა­ლურ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ-მა­თე­მა­ტი­კურ ინ­სტი­ტუტ­ში (შე­მოკ­ლე­ბით, ცე­მი-ში). ასე აღ­მოვ­ჩნდი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ დიდ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პრო­ფე­სო­რი ე. ბა­რა­ნო­ვი. ამ ად­ამი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­საზღვრა ჩე­მი შემ­დგო­მი სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობა. სწო­რედ მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მის ძი­რი­თა­დი შე­დე­გე­ბი და­ედო სა­ფუძ­ლად ჩემს პირ­ველ სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­მეც­ნი­ერო შრო­მე­ბის კრე­ბულ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

 

– შთამ­ბეჭ­და­ვი სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ის ის­ტო­რია გაქ­ვთ, თქვე­ნი მეც­ნი­ერ­ული ნაშ­რო­მე­ბი­დან რო­მელს გა­მოჰ­ყოფ­დით?

 

– ჩემს სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­აში რამ­დე­ნი­მე ეტ­აპს გა­მოვ­ყოფ. ერ­თი ეტ­აპი ე.წ. ლე­ონ­ტი­ევ­ის სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბის კვლე­ვას ეხ­ება. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის 90-იან წლე­ბამ­დე ვმუ­შობ­დი და ვფიქ­რობ, რომ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბი მაქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი. შემ­დე­გი ეტ­აპი მო­იც­ავს ნაშ­რო­მე­ბის ციკ­ლს, რო­მე­ლიც მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრობ­ლე­მე­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ-მა­თე­მა­ტი­კურ ან­ალ­იზს ეხ­ება. აქ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ სა­ერ­თო წო­ნას­წო­რო­ბის მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც შე­სუ­ლია კო­ლექ­ტი­ურ მო­ნოგ­რა­ფი­აში „მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ური რე­გუ­ლი­რე­ბის მე­თო­დე­ბი და მო­დე­ლე­ბი“. ამ ნაშ­რო­მი­სათ­ვის ეკ­ონ­ომ­ის­ტთა ჯგუფს 2004 წელს მოგ­ვე­ნი­ჭა მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ტექ­ნი­კის დარ­გში სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია. შემ­დე­გი ეტ­აპი ე. წ. ლა­ფერ-კე­ინ­ზი­ან­ური სინ­თე­ზის მო­დე­ლი­სა და თე­ორი­ის აგ­ებ­ის სა­კითხე­ბის კვლე­ვას ეხ­ება. ამ პრობ­ლე­მა­ზე პრო­ფე­სორ ლა­დო პა­პა­ვას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი და ჩვენ მი­ერ მი­ღე­ბულ­მა შე­დე­გებ­მა, რო­მე­ლიც 2014 წელს აშშ-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წიგ­ნში აის­ახა, ძალ­ზე და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­ურ­ება ჰპო­ვა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის და­ინ­ტე­რე­ბულ მეც­ნი­ერ­თა მხრი­დან. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვით მუ­შა­ობ­ას ვაგ­რძე­ლებ და რო­გო­რი იქ­ნე­ბა მე-4 ეტ­აპი, ამ­ას უახ­ლე­სი მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

 

– ბა­ტო­ნო იური, რო­გორ ხე­დავთ მეც­ნი­ერ­ებ­ის როლს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში?

 

– მე, მრა­ვა­ლი ჩე­მი კო­ლე­გა ეკ­ონ­ომ­ის­ტის მსგავ­სად, სრუ­ლად ვი­ზი­არ­ებ იმ აზ­რს, რომ ჩვე­ნი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და, შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, აუც­ილ­ებ­ელია ახ­ალი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის მო­ზიდ­ვა და მეც­ნი­ერ­ებ­ატ­ევ­ად წარ­მო­ებ­აზე გა­დას­ვლა. ცხა­დია, ამ­ის გა­კე­თე­ბა გარ­კვე­ულ დრო­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ნა­ხარ­ჯებს მო­ითხოვს მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მაგ­რამ, რო­გორც არა­ერ­თი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი მოწ­მობს, ას­ეთი და­ნა­ხარ­ჯე­ბი მა­ღა­ლი ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ით ხა­სი­ათ­დე­ბა და სრუ­ლი­ად გა­მარ­თლე­ბუ­ლია.

 

– ბა­ტო­ნო იური, თქვენ ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი და შემ­დგე­ნე­ლი ბრძან­დე­ბით... თა­ნა­მედ­რო­ვე ეკ­ონ­ომ­იკ­ური ან­ალ­იზი და პროგ­ნო­ზი­რე­ბა კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კის გა­რე­შე, რო­მე­ლიც ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის პრობ­ლე­მა­ტი­კას სწავ­ლობს. დღეს უკ­ვე აღ­არ დარ­ჩა ეკ­ონ­ომ­იკ­ის დარ­გი, სა­დაც ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კა ემ­პი­რი­ულ დო­ნე­ზე არ გა­მო­იყ­ენ­ებ­ოდ­ეს. თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბი მეტ მოთხოვ­ნებს უყ­ენ­ებს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ან­ალ­იზს. რა პრობ­ლე­მა­ტი­კის წი­ნა­შე დგას დღეს ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბა?

 

– თა­ნა­მედ­რო­ვე ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კა ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გან­ვი­თა­რე­ბა­დი დარ­გია. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კა სულ უფ­რო დიდ როლს ას­რუ­ლებს გა­მო­ყე­ნე­ბით ეკ­ონ­ომ­იკ­აში, იგი არ წარ­მო­ად­გენს „უნ­ივ­ერ­სა­ლურ გამ­ხსნელს“. სხვა­ნა­ირ­ად არ შე­იძ­ლე­ბა მას იმ­აზე მე­ტი მოვ­თხო­ვოთ, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ამ ეტ­აპ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეს ემ­პი­რი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ას. ამ გა­რე­მო­ებ­ას ეკ­ონ­ომ­ის­ტთა ნა­წი­ლი ხში­რად არ ით­ვა­ლის­წი­ნებს და გა­მოთ­ქვამს პრე­ტენ­ზი­ას იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კუ­ლი მო­დე­ლე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბი ზოგ­ჯერ არ მარ­თლდე­ბა, ზოგ­ჯერ კი ის­ეთი დი­დი ინ­ტერ­ვა­ლით არ­ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რებ­ლებს უჭ­ირთ კონ­კრე­ტუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ეკ­ონ­ომ­ის­ტთა ეს ნა­წი­ლი, ნე­ბით თუ უნ­ებ­ლი­ედ, ას­ეთი მსჯე­ლო­ბით ეჭ­ვის ქვეშ აყ­ენ­ებს სა­კუთ­რივ ეკ­ონ­ომ­იკ­ის, რო­გორც მეც­ნი­ერ­ებ­ის, არ­სე­ბო­ბის სა­კითხს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ხელს არ უშ­ლის ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სრულ­ყო­ფას. დღეს უკ­ვე ცხა­დად ჩა­მო­ყა­ლიბ­და მი­სი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა: კლა­სი­კუ­რი და ბაიესური. ამ უკ­ან­ას­კნელ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გააუმჯობესა ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კუ­ლი მო­დე­ლე­ბით პროგ­ნო­ზი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

 

– რამ­დე­ნად მოთხოვ­ნა­დია დღეს ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კო­სე­ბი სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ბიზ­ნე­სის სექ­ტო­რის, კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ისა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის მხრი­დან? მმარ­თვე­ლო­ბი­თი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხომ უნ­და იყ­ოს მეც­ნი­ერ­ული და­სა­ბუ­თე­ბუ­ლე­ბა?

 

– ამ კითხვა­ზე პა­სუ­ხი რომ გაგ­ცეთ, ჯერ უნ­და გითხრათ რით გან­სხვავ­დე­ბა ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კო­სი ეკ­ონ­ომ­ის­ტი­სა­გან. საქ­მე ისაა, რომ ორ­ივე ეკ­ონ­ომ­ის­ტია, მაგ­რამ ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კო­სი, და­მა­ტე­ბით, კარ­გად ფლობს ეკ­ონ­ომ­იკ­ის რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი ან­ალ­იზ­ის მე­თო­დებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მო, ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კოსს შე­უძ­ლია წარ­მა­ტე­ბით იმ­უშა­ოს ყველ­გან, სა­დაც კი ეკ­ონ­ომ­ის­ტია სა­ჭი­რო, ანუ მათ­ზე მოთხოვ­ნა ეკ­ონ­ომ­ის­ტებ­ზე მოთხოვ­ნით გა­ნი­საზღვრე­ბა. უფ­რო მე­ტიც, ჩვე­ნი კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის გა­მო­კითხვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში დამ­საქ­მებ­ლე­ბი გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ებ­ზე მი­ღე­ბი­სას უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას, სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კო­სებს ან­იჭ­ებ­ენ. აქ­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ იშ­ვი­ათია შემ­თხვე­ვა, რო­ცა რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია უშუ­ალ­ოდ ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კოსს ითხოვ­დეს.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კო­სის საშ­ტა­ტო ერ­თე­ულ­ები, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს ას­ეთი ფარ­თოპ­რო­ფი­ლი­ანი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­მა­გის­ტრო მო­დუ­ლი. ყო­ველ­წლი­ურ­ად ამ მო­დულს ამ­თავ­რებს სა­შუ­ალ­ოდ 5-6 მა­გის­ტრან­ტი და ის­ინი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ან­ობ­ენ.

 

– სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ პარ­ლა­მენ­ტს პან­დე­მი­ის რთულ პე­რი­ოდ­ში უწ­ევს მუ­შა­ობ­ის დაწყე­ბა. რო­გორ უნ­და იმ­უშა­ოს ახ­ალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ­ის­თვის, რომ ეკ­ონ­ომ­იკა სწრა­ფად აღ­დგეს და ქვე­ყა­ნა პროგ­რე­სის რელ­სებ­ზე გა­და­ვი­დეს?

 

– ახ­ალს ვე­რა­ფერს გეტყვით. გა­მო­სა­ვა­ლი ხე­ლის­გულ­ზეა: შექ­მნილ სი­ტუ­აცი­აში პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა გა­უმ­არ­თლე­ბე­ლი ამ­ბი­ცი­ები და ინ­ტე­რე­სე­ბი უნ­და გა­დას­წი­ონ მე­ორე პლან­ზე და ჩად­გნენ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი ეკ­ონ­ომ­იკა ხან­გრძლი­ვი დეპ­რე­სი­ის მდგო­მა­რე­ობ­აში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

 

– ბა­ტო­ნო იური, მო­დით ის­ევ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს და­ვუბ­რუნ­დეთ... რო­გორ ხე­დავთ მთავ­რო­ბის როლს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ერ­ებ­ის საქ­მე­ში?

 

– კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მთავ­რო­ბა გარ­კვე­ული სტა­ბი­ლუ­რი სა­ბა­ზო და­ფი­ნან­სე­ბით, უნ­ივ­ერ­სი­ტეტს იმ­ის სა­შუ­ალ­ებ­ას მის­ცემს, რომ სტუ­დენ­ტე­ბი­დან მო­ზი­დუ­ლი თან­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­მო­იყ­ენ­ოს შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის ხა­რის­ხის ას­ამ­აღ­ლებ­ლად.

 

– აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბი ხში­რად პრეს­ტი­ჟუ­ლი კო­მერ­ცი­ული სას­წავ­ლებ­ლე­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ფა­კულ­ტეტს ირ­ჩე­ვენ, რად­გან გო­ნი­ათ რომ თსუ-ში ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბად თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი და მე­თო­დე­ბია, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რაც ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლია. რას ეტყო­დით ას­ეთი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გან­წყო­ბილ აბ­იტ­ური­ენ­ტებს?

 

– არ­ამ­გო­ნია, რომ რო­მე­ლი­მე კერ­ძო უნ­ივ­ეს­იტ­ეტ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფა­კულ­ტე­ტი აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის თვალ­ში უფ­რო პრეს­ტი­ჟუ­ლი იყ­ოს, ვიდ­რე ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ამ­ას ის გა­ნაცხა­დე­ბიც მოწ­მობს, რა­საც ბო­ლო წლებ­ში აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბი ავ­სე­ბენ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის არ­ჩე­ვი­სას. გარ­და ამ­ისა, იყო პე­რი­ოდი, რო­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად რან­დე­ნი­მე კერ­ძო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ვკითხუ­ლობ­დი ლექ­ცი­ებს და კარ­გად ვი­ცი, რას ნიშ­ნავს მათ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი. მაგ­რამ თუ მა­ინც არ­სე­ბო­ბენ ის­ეთი აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­ივ­ერ­სი­ტეტს მხო­ლოდ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რით ირ­ჩე­ვენ, ას­ეთ­ებს არ ვი­სურ­ვებ­დი ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში.

 

– და ბო­ლოს, ბა­ტო­ნო იური, თქვე­ნი ნაშ­რო­მე­ბის სა­მეც­ნი­ერო თე­მა­ტი­კა ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მებს უკ­ავ­შირ­დე­ბა. რა სი­ახ­ლე­ებს უნ­და ვე­ლო­დოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

– გეგ­მე­ბი ბევ­რი მაქ­ვს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დრო არ მყოფ­ნის მათ შე­სას­რუ­ლებ­ლად. ამ­ას­თან, წი­ნას­წარ არ მიყ­ვარს კვლე­ვის მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებ­ზე სა­უბ­არი. მთა­ვა­რი ისაა, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჯერ ბო­ლომ­დე არ მაქ­ვს ამ­ოწ­ურ­ული.

თარიღი: 26/03/2021