საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირაკლი კახიძე შედარებითი საპარლამენტო სამართლისა და შედარებითი მუნიციპალური სამართლის ახალ სახელმძღვანელოზე მუშაობს

თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ირ­აკ­ლი კა­ხი­ძე შე­და­რე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­მარ­თლი­სა და შე­და­რე­ბი­თი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი (ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის) სა­მარ­თლის ახ­ალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე მუ­შა­ობს და პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ას იკ­ვლევს.

 

„უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სამ სა­განს ვკითხუ­ლობ: შე­და­რე­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლურ სა­მარ­თალს, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ებ­ის სა­მარ­თალს და სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლურ სა­მარ­თალს, ას­ევე, ვუძ­ღვე­ბი სა­მუ­შაო ჯგუ­ფებს შე­სა­ვა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თლის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩე­მი კვლე­ვი­თი ინ­ტე­რე­სე­ბიც სწო­რედ ამ საგ­ნე­ბის სფე­რო­შია თავ­მოყ­რი­ლი. იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ერთ-ერ­თი პრი­ორ­იტ­ეტ­ული და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია ძვე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის გა­ნახ­ლე­ბა და ახ­ალი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის გა­მო­ცე­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით, შე­და­რე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან ამ დარ­გში ქარ­თულ ენ­აზე და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ნაკ­ლე­ბად მო­იპ­ოვ­ება. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ შე­და­რე­ბი­თი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­მარ­თა­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე. ამ დრო­ის­თვის არ გაქ­ვს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გარ­კვე­ულ კრი­ტი­კულ, შე­და­რე­ბით ან­ალ­იზს კომ­პლექ­სუ­რად მო­იც­ავ­და. მა­სა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად სხვა­დას­ხვა წიგ­ნებ­ში და სტა­ტი­ებ­შია გაბ­ნე­ული. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი ის­წავ­ლე­ბა“, — აცხა­დებს თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ირ­აკ­ლი კა­ხი­ძე.

 

გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (GIZ) მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ სა­მეც­ნი­ერო საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ირ­აკ­ლი კა­ხი­ძემ უკ­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ელა კვლე­ვა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის პრო­ცეს­ში მო­ქა­ლა­ქე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის შეს­წავ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი, ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ფი­ნან­სუ­რი ავ­ტო­ნო­მი­ის ცალ­კე­ულ ას­პექ­ტე­ბის კვლე­ვას ახ­ორ­ცი­ელ­ებს.

 

„კვლე­ვის მი­ზა­ნია და­ვად­გი­ნოთ, რამ­დე­ნად შე­ეს­აბ­ამ­ება ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტი­ის მი­ერ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ფი­ნან­სუ­რი ავ­ტო­ნო­მი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თვალ­საზ­რი­სით დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს. ას­ევე, ვფიქ­რობთ გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ და საპ­რო­ექ­ტო წი­ნა­და­დე­ბა მო­ვამ­ზა­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მე­რი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის სა­მარ­თლებ­რივ და პრაქ­ტი­კულ ას­პექ­ტებ­ზე, კერ­ძოდ, რო­გორ და რამ­დე­ნად ეფ­ექ­ტუ­რად არ­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად მუ­შა­ობს მე­რის საქ­მი­ან­ობ­აზე საკ­რე­ბუ­ლოს კონ­ტრო­ლის არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რა ხარ­ვე­ზე­ბია კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და ხომ არ არ­ის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბის წარ­მო­შო­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა. ვფიქ­რობთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ება, რო­მე­ლიც სა­მა­გი­დო კვლე­ვას­თან ერ­თად მო­ითხოვს „სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ობ­ის“ წარ­მო­ებ­ას, კერ­ძოდ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გას­ვლას, ინ­ტერ­ვიუების ჩა­წე­რას და ასე შემ­დეგ, რა­თა არ­სე­ბულ სი­ტუ­აცი­აზე სრულ­ყო­ფი­ლი სუ­რა­თი შე­იქ­მნას და, სა­ჭი­რო­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ობ­აზე რე­კო­მენ­და­ცი­ებ­იც შე­მუ­შავ­დეს“, — გან­მარ­ტავს ირ­აკ­ლი კა­ხი­ძე.

თარიღი: 16/03/2022