საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირაკლი იმედაძე: სრულყოფილი ფსიქოლოგიზაციისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

რო­გორ აფ­ას­ებს დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფსი­ქო­ლო­გი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის, ფსი­ქო­ლო­გი­ის სწავ­ლე­ბი­სა და თა­ვად ფსი­ქო­ლოგ­თა მომ­ზა­დე­ბის დო­ნეს თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი, ფსი­ქო­ლო­გი ირ­აკ­ლი იმ­დე­აძე

 

ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე:

 

ვფიქ­რობ, რომ ჩვენ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ არ­ის შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­თა­ნა­დოდ. სა­ზო­გა­დოდ ის, თუ რო­გორ აფ­ას­ებს სა­ხელ­მწი­ფო ამა თუ იმ მეც­ნი­ერ­ებ­ას, ძი­რი­თა­დად შემ­დეგ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ში ვლინ­დე­ბა: 1. რო­გო­რაა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი კვლე­ვა-ძი­ება შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით; 2. რო­გო­რაა აწყო­ბი­ლი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ამ სფე­რო­ში და 3. რო­გო­რაა გახ­მა­ურ­ებ­ული და და­ნერ­გი­ლი ამ მეც­ნი­ერ­ებ­ის მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. ვნა­ხოთ, რა მდგო­მა­რე­ობაა ამ მხრივ ჩვენ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

 

ახ­ლა იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ჩვენ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ური ცოდ­ნის ათ­ვი­სე­ბის საქ­მე. მე არ ვსა­უბ­რობ უმ­აღ­ლეს სკო­ლა­ში ფსი­ქო­ლო­გი­ური კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე. ამ მხრივ ვი­თა­რე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რა­დაა. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ახ­ალ­გაზ­რდას შე­უძ­ლია სრულ­ყო­ფი­ლად დაეუფლოს ფსი­ქო­ლო­გი­ის სპე­ცი­ალ­ობ­ას რამ­დე­ნი­მე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. ეს გა­რე­მო­ებ­აც გა­მო­ძა­ხი­ლია ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური სკო­ლის მუდ­მი­ვი ორი­ენ­ტა­ცი­ისა მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე. ცხა­დია, აქ­აც არ­სე­ბობს გარ­კვე­ული პრობ­ლე­მე­ბი. ერთ-ერ­თია, მა­გა­ლი­თად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის რე­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ულ კვლე­ვას­თან და­ახ­ლო­ებ­ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მე­ტის­მე­ტად გამ­ძაფ­რდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის დაკ­ნი­ნე­ბის კვა­ლო­ბა­ზე.

 

დი­დად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის, რაც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ხდე­ბა. აქ ფსი­ქო­ლო­გია არც ერთ დო­ნე­ზე არ ის­წავ­ლე­ბა. სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ზარ­დი თა­ობ­ის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­ური ცოდ­ნის მი­ცე­მას. ძნე­ლი გა­სა­გე­ბია — რა­ტომ არ­ის ეს ასე. სა­ღი აზ­რის დო­ნე­ზეც ნა­თე­ლია — თუ ამ­ოვ­დი­ვართ ამ­ოც­ან­იდ­ან, რომ მივ­ცეთ ჩვენს ბავ­შვებს სრულ­ფა­სო­ვა­ნი, ყო­ველ­მხრი­ვი გა­ნათ­ლე­ბა, გვერ­დს ვერ ავ­უვ­ლით ფსი­ქო­ლო­გი­ას, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის რე­ალ­ობ­ის ერთ-ერთ ფე­ნას — სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს. ხომ ნა­თე­ლია, რომ ეს რე­ალ­ობა არც ერთ სხვა რე­ალ­ობ­აზე (ფი­ზი­კურ­ზე, ბი­ოლ­ოგი­ურ­ზე, სო­ცი­ალ­ურ­ზე) ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბის არ არ­ის არც ერ­თი თვალ­საზ­რი­სით. მი­თუ­მე­ტეს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მო­ზარ­დე­ბის ინ­ტე­რე­სებს, რომ­ლე­ბიც, პირ­ველ რიგ­ში, ამ სი­ნამ­დვი­ლი­სა­კენ არი­ან მი­მარ­თუ­ლი. რა ყო­ველ­მხრივ გა­ნათ­ლე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც ად­ამი­ანი სკო­ლას ამ­თავ­რებს ფსი­ქი­კურ სი­ნამ­დვი­ლე­ზე ელ­ემ­ენ­ტა­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გა­რე­შე; რო­ცა მან არ­აფ­ერი იც­ის ცნო­ბი­ერ­ებ­აზე, აზ­როვ­ნე­ბა­ზე, მეხ­სი­ერ­ებ­აზე, წარ­მო­სახ­ვა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­აზე, პი­როვ­ნე­ბის თვი­სე­ბებ­ზე და ა.შ. ას­ეთი რამ, უბ­რა­ლოდ, გა­უნ­ათ­ლებ­ლო­ბას ნიშ­ნავს.

 

გარ­და­მა­ვა­ლი ას­აკ­იდ­ან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებთ გა­ერ­კვნენ, თუ რა ხდე­ბა სა­კუ­თარ და სხვა­თა სუ­ლი­ერ სამ­ყა­რო­ში, რო­გორ უნ­და აიხ­სნას ფსი­ქი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ესა თუ ის ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ან არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ბავ­შვე­ბი ამ კითხვებ­ზე პა­სუხს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში ვერ პო­ულ­ობ­ენ და ამ­იტ­ომ სხვა წყა­რო­ებს მი­მარ­თა­ვენ. ხში­რად ეს ხდე­ბა სხვა­დას­ხვა ცრურ­წმე­ნე­ბი­სა და არ­ამ­ეც­ნი­ერ­ული ინ­სი­ნუ­აცი­ებ­ის სა­თა­ვე. არც თუ იშ­ვი­ათ­ად, ფსი­ქი­კა­ზე მეც­ნი­ერ­ული ცოდ­ნის ად­გილს თე­ოლ­ოგი­ური შე­ხე­დუ­ლე­ბა­ნი იკ­ავ­ებ­ენ. შე­დე­გად, სტუ­დენ­ტე­ბი ხში­რად, აღ­ქმის ნაც­ვლად აღ­თქმას ამ­ბო­ბენ და ას­ეთი ბევ­რი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა. ას­ეთი ვი­თა­რე­ბის მი­უღ­ებ­ლო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით თა­ვად ეკ­ლე­სი­ის მეს­ვე­ურთ. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ეპ­ის­ტო­ლე­ებ­ში, ქა­და­გე­ბებ­სა თუ მოხ­სე­ნე­ბებ­ში მრა­ვალ­ჯერ არ­ის მი­თი­თე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და მი­სი სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზე.

 

სა­კითხი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გი­ური ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის მას­შტა­ბებს ეხ­ება. ქვეყ­ნის სა­ერ­თო კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ კრი­ტე­რი­უმ­ად იუნ­ეს­კოს მი­ერ მი­სი ფსი­ქო­ლო­გი­ზა­ცი­ის დო­ნეა მიჩ­ნე­ული. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქ­ვს ის, თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის რამ­დენ სფე­როს მო­იც­ავს ფსი­ქო­ლო­გი­ური მომ­სა­ხუ­რე­ბა. ამ მხრი­ვაც სა­ქარ­თვე­ლო საგ­რძნობ­ლად ჩა­მორ­ჩე­ბა გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს.

 

საჩ­ვე­ნებ­ლად სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაც გა­მოდ­გე­ბა. სკო­ლის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება პრაქ­ტი­კუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. სკო­ლებ­ში აქა იქ, ის­იც მხო­ლოდ სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ინ­იცი­ატ­ივ­ით, გაჩ­ნდა სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი. ერ­თი ფსი­ქო­ლო­გი დი­დი სკო­ლის პრობ­ლე­მებს თავს ვერ გა­არ­თმევს. ამ­იტ­ომ სა­ჭი­როა ქა­ლა­ქებ­ში არ­სე­ბობ­დეს სკო­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ური ცენ­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­აში იმ­უშ­ავ­ებ­ენ კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყვე­ტა­ზე. ერ­თი სიტყვით, აუც­ილ­ებ­ელია სრულ­ყო­ფი­ლი სას­კო­ლო ფსი­ქო­ლო­გი­ური სამ­სა­ხუ­რის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ოპ­ტი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა პრაქ­ტი­კო­სი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის ჩარ­თვა ფსი­ქო­ლო­გი­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ეს ვი­თა­რე­ბა უნ­და აის­ახ­ოს კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ზე. სა­ზო­გა­დოდ, მთე­ლი ამ სის­ტე­მის და­ნერ­გვა რი­გი თე­ორი­ული, მე­თო­დუ­რი და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბის გა­დაწყვე­ტას მო­ითხოვს. არ­სე­ბობს ამ სის­ტე­მის ორ­გა­ნი­ზე­ბის გეგ­მის მო­ნა­ხა­ზი, აგ­რეთ­ვე სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გის სა­მუ­შა­ოს აღ­წე­რი­ლო­ბა. მოკ­ლედ, სა­ჭი­როა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, თო­რემ ქარ­თულ ფსი­ქო­ლო­გი­ას შეს­წევს ძა­ლა აწი­ოს ეს ტვირ­თი.

 

სა­ზო­გა­დოდ, ფსი­ქო­ლო­გია იმ­დე­ნად მჭიდ­როდ არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­კას­თან, რომ ბო­ლო დროს ამ უკ­ან­ას­კნე­ლის ნაც­ვლად პირ­და­პირ ლა­პა­რა­კო­ბენ გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­აზე. სას­წავ­ლო და აღ­მზრდე­ლო­ბი­თი პრო­ცე­სის აწყო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ური ცოდ­ნის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ურ (კოგ­ნი­ტურ), ნე­ბე­ლო­ბით, მო­რა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას თა­ვი­სი კა­ნონ­ზო­მი­ერ­ება აქ­ვს და გარ­კვე­ულ სა­ფე­ხუ­რებს გა­ივ­ლის. ამ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად აუც­ილ­ებ­ელია, თუ გვინ­და სწო­რად გა­დავ­წყვი­ტოთ კონ­კრე­ტუ­ლი პე­და­გო­გი­ური პრობ­ლე­მე­ბი, დაწყე­ბუ­ლი იქ­იდ­ან, რო­დის უნ­და და­ვიწყოთ სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბა, რო­გორ დავ­ტვირ­თოთ ბავ­შვე­ბი... დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმ­ით, რა და რო­გორ უნ­და ვას­წავ­ლოთ, რო­გორ წარ­ვმარ­თოთ ზნე­ობ­რი­ვი აღ­ზრდა და ა.შ.

 

ცხა­დია, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ფსი­ქო­ლო­გია გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კით არ შე­მო­იფ­არ­გლე­ბა. ძა­ლი­ან თუ გან­ვა­ზო­გა­დებთ, ფსი­ქო­ლო­გი­ური პრაქ­ტი­კა ორ რა­იმ­ეს გუ­ლის­ხმობს — დი­აგ­ნოს­ტი­კას და კო­რექ­ცი­ას. ასეა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა უბ­ან­ზე: ოჯ­ახი, სპორ­ტი, სა­წარ­მო თუ ოფ­ისი, სა­ბან­კო სექ­ტო­რი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სამ­სა­ხუ­რე­ბი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა თუ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მა და მრა­ვა­ლი სხვა. რაც უფ­რო მე­ტა­დაა აქ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური ცოდ­ნა, მით უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ება. ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კის გა­რე­შეც დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სრულ­ყო­ფი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ზა­ცი­ის­გან ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან შორს ვართ. ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის მა­ტე­რი­ალ­ურ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში ამ­დე­ნი მძი­მე პრობ­ლე­მაა დაგ­რო­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­ჭი­რო­ებ­აზე უხ­ერ­ხუ­ლიც კია ლა­პა­რა­კი. უამ­რა­ვი დევ­ნი­ლი და პოს­ტსტრე­სუ­ლი სინ­დრო­მის მქო­ნე პი­რი, გა­უს­აძ­ლი­სი მა­ტე­რი­ალ­ური ყო­ფით და­ტან­ჯუ­ლი ად­ამი­ანი, საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მა, მომ­ძლავ­რე­ბუ­ლი ნარ­კო­მა­ნია, უმ­ძი­მე­სი დე­მოგ­რა­ფი­ული მდგო­მა­რე­ბა, სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო სის­ტე­მა­ში და მრა­ვა­ლი სხვა...

 

გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­ის წა­ხა­ლი­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ფსი­ქო­დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და ფსი­ქო­კო­რექ­ცი­ის მე­თო­დუ­რი აპ­არ­ატ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ოც­ანა დად­გე­ბა. აუც­ილ­ებ­ელია ქვე­ყა­ნას ჰქონ­დეს ად­აპ­ტი­რე­ბუ­ლი კოგ­ნი­ტუ­რი, პი­როვ­ნუ­ლი თუ სხვა ტეს­ტე­ბის ბა­ტა­რეა. ეს სა­ხელ­მწი­ფოს სტრა­ტე­გი­ული რე­სურ­სია. მი­სი შექ­მნა ძა­ლი­ან დი­დი მას­შტა­ბის სა­მუ­შა­ოს გუ­ლის­მობს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ალ­ური კვლე­ვი­თი და მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბე­ლი ცენ­ტრის გა­რე­შე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. არ­ას­ახ­არ­ბი­ელო მდგო­მა­რე­ობაა ფსი­ქო­კო­რექ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ამ სფე­როს და, კერ­ძოდ, ფსი­ქო­თე­რა­პი­ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცია ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს, რაც ბევრ პრობ­ლე­მას ქმნის და სრუ­ლე­ბით და­უშ­ვე­ბე­ლია. ფსი­ქო­თე­რა­პია თე­რა­პიაა, მკურ­ნა­ლო­ბაა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ საქ­მი­ან­ობ­ას ეწე­ოდ­ეს ყვე­ლა, ვი­საც მო­ეს­ურ­ვე­ბა?

თარიღი: 16/02/2022