საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირ­ან­ელი სტუ­დენ­ტი კო­რო­ნა­ვის­რუს­თან ბრძო­ლის ამ ეტ­აპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან გა­აზ­რე­ბულ ნა­ბი­ჯებ­ზე სა­უბ­რობს

უცხო­ელი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლობს, რო­გორ უყ­ურ­ებს ახ­ალ გა­მოწ­ვე­ვა­ზე (პან­დე­მი­აზე) სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუხს? რო­გორ მოს­წონს ახ­ალ ვი­რუს­თან ბრძო­ლის სტრა­ტე­გია? — ამ კითხვებ­ზე გვპა­სუ­ხობს ირ­ან­ელი სტუ­დენ­ტი აქ­რამ ხო­და და­დე, რო­მე­ლიც თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს.

- პან­დე­მი­აზე სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხი მო­იც­ავს ორ ნა­წილს: პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ეხ­ება ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­კითხებს და მთავ­რო­ბის რე­აგ­ირ­ებ­ას, ხო­ლო მე­ორე ნა­წი­ლი მო­იც­ავს სა­ზო­გა­დო­ებ­ის რე­აგ­ირ­ებ­ას. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის რე­აქ­ცი­ები ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბა­ზე ნამ­დვი­ლად გა­აზ­რე­ბუ­ლი იყო. სკო­ლე­ბის და უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ხურ­ვა და ქვეყ­ნებ­თან საზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა ძა­ლი­ან დრო­ული ნა­ბი­ჯი გახ­ლდათ. შემ­დეგ გა­მოცხად­და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­აცია და სა­კა­რან­ტი­ნო წე­სე­ბი, რაც ას­ევე ძა­ლი­ან სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ებ­ად მი­მაჩ­ნია მთავ­რო­ბის მხრი­დან. სწო­რად გა­აზ­რე­ბუ­ლია ის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბაც, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ობა შეწყდა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სამ­ზე მე­ტი ად­ამი­ანი არ და­იშ­ვე­ბა. თუ გვინ­და ამ სე­რი­ოზ­ული პან­დე­მი­ის კონ­ტრო­ლი, ჩვენ ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ამ წე­სებს, და­ვიც­ვათ ის­ინი. ვფიქ­რობ, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის მკაც­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი გზაა კო­რო­ნა­ვი­რუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად, რა­თა შევ­ძლოთ და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ობ­ას.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში სწო­რი პრე­ვენ­ცი­ული ზო­მე­ბი დრო­ულ­ად არ მი­იღ­ეს. მათ გა­აგ­რძე­ლეს ჩი­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მას შემ­დე­გაც კი, რაც ეს ქვე­ყა­ნა ჯან­მოს მი­ერ მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნად გა­მოცხად­და. მათ დრო­ულ­ად არ შე­მო­იღ­ეს სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ან­ებ­ული იყო, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო ვი­რუ­სის სწრაფ გავ­რცე­ლე­ბას.

იმ­ედი მაქ­ვს, რომ არა მარ­ტო ჩემს ქვე­ყა­ნა­ში და აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­ამ­ედ მთელ მსოფ­ლი­ოში ეს პან­დე­მი­ური ვი­თა­რე­ბა მა­ლე დას­რულ­დე­ბა.

ესა­უბ­რა ანა ბოლ­ქვა­ძე

თარიღი: 06/04/2020