საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინდუსტრიული მძიმე ლითონების კვალი საქართველოს ნიადაგებში

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

„სა­ბედ­ნი­ერ­ოდ თუ სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­დი სა­წარ­მო­ები არ გვაქ­ვს, რომ­ლე­ბიც ამ ნი­ად­აგ­ებ­ზე მოყ­ვა­ნილ საკ­ვებ პრო­დუქ­ცი­ას გა­ყიდ­დნენ, მხო­ლოდ ამ­იტ­ომ მდგო­მა­რე­ობ­ას სა­გან­გა­შოს ვერ ვუ­წო­დებ“, — ამ­ბობს გუ­რან­და ავ­ქო­ფაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუს­ტრი­ული რაიონების ნი­ად­აგ­ებ­ში მძი­მე ლი­თო­ნე­ბის შემ­ცვე­ლო­ბას იკ­ვლევს. თუმ­ცა, მკვლე­ვა­რი აქ­ვე გან­მარ­ტავს, რომ „ვი­თა­რე­ბა სა­ყუ­რადღე­ბოა, რად­გან და­ბინ­ძუ­რე­ბულ ნი­ად­აგ­ებ­ზე მოყ­ვა­ნილ პრო­დუქ­ტს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ობა მო­იხ­მარს და მათ ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ოზ­ული საფ­რთხე ექ­მნე­ბა“.

 

თსუ ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლევ­რებ­მა ალ­ექ­სან­დრე ღონ­ღა­ძემ და გუ­რან­და ავ­ქო­ფაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუს­ტრი­ული რე­გი­ონ­ებ­ის — ბოლ­ნი­სის, დმა­ნი­სის, ჭი­ათ­ურ­ის, ზეს­ტა­ფო­ნის, ოზ­ურ­გე­თის, ამ­ბრო­ლა­ურ­ის, ონ­ის, მეს­ტი­ის და ჩხო­როწყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ნი­ად­აგ­ებ­ში მძი­მე ლი­თო­ნე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ ახ­ალი დას­კვნე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ჩხო­როწყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მეც­ნი­ერ­ებ­მა სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლად შე­არ­ჩი­ეს. სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლი არ­ის ად­გი­ლი, სა­დაც არ არ­ის და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი წყა­რო, ნი­ად­აგი სუფ­თაა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ რე­გი­ონ­იდ­ან აღ­ებ­ულ ნი­მუ­შებს მეც­ნი­ერ­ები კვლე­ვის პრო­ცეს­ში შე­დე­გე­ბის და­სა­და­რებ­ლად იყ­ენ­ებ­ენ.

 

ახ­ალი შე­დე­გე­ბი ბო­ლო 10 წლის მან­ძილ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ კვლე­ვებს ეფ­უძ­ნე­ბა. დას­კვნე­ბი მო­იც­ავს ოზ­ურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში რა­დი­აქ­ტი­ური ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი არე­ალ­ის შე­ფა­სე­ბა­საც, სა­დაც, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, მცე­ნა­რე­ებ­ის ზრდის პრო­ცეს­ზე რა­დი­აცი­ის გავ­ლე­ნის საკ­ვლე­ვად ნი­ად­აგ­ებს რა­დი­აქ­ტი­ური ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ით სპე­ცი­ალ­ურ­ად აბ­ინ­ძუ­რებ­დნენ. შემ­დეგ კი მი­ივ­იწყეს...

 

„მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ბოლ­ნი­სის რაიონში სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­რე­ვის შე­დე­გად მდგო­მა­რე­ობა უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ შე­იც­ვა­ლა, სხვა რე­გი­ონ­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა ჭი­ათ­ურა, ზეს­ტა­ფო­ნი, ტყი­ბუ­ლი, რუს­თა­ვი, ამ­ბრო­ლა­ური (ურ­ავი), ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ისა და ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის და­ნერ­გვა,“ — გან­მარ­ტა­ვენ მკვლევ­რე­ბი.

 

შე­სა­ბა­მი­სად, რე­გი­ონ­ებ­ში წერ­ტი­ლო­ვა­ნი და­ბინ­ძუ­რე­ბის კე­რე­ბი ნარ­ჩუნ­დე­ბა, სა­იდ­ან­აც ნი­ად­აგ­ებ­ში ტოქ­სი­კუ­რი ლი­თო­ნე­ბის — სპი­ლენ­ძი, თუ­თია, კად­მი­უმი, ტყვია, და­რიშ­ხა­ნი და მან­გა­ნუ­მი — ად­სორ­ბი­რე­ბა ხდე­ბა. სი­ზუს­ტის­თვის, ად­ამი­ან­ის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შად და­რიშ­ხა­ნი, კად­მი­უმი, ვერ­ცხლის­წყა­ლი და ტყვია მი­იჩ­ნე­ვა.

 

„მძი­მე ლი­თონ­თა ბევ­რი მათ­გა­ნი აკ­უმ­ულ­აცი­ას ყვე­ლა სა­ხის სურ­სათ­ში გა­ნიც­დის, ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­სას ის­ინი აზი­ან­ებ­ენ ნერ­ვულ, რეპ­რო­დუქ­ცი­ულ და გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას, ტვინს, თირ­კმე­ლებს; იწ­ვევს ჰი­პერ­ტენ­ზი­ას, ზრდის შე­ნე­ლე­ბას, ენ­ცე­ფა­ლო­პა­თი­ას, მუც­ლის ტკი­ვილს, ჰორ­მო­ნა­ლურ დარ­ღვე­ვებს, ან­ემი­ას და ა.შ.; ხელს უწყობს სიმ­სივ­ნის და სხვა მძი­მე და­ავ­ად­ებ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას ბავ­შვებ­სა და ორ­სუ­ლებ­ში.

 

მძი­მე ლი­თო­ნე­ბი­დან ტყვია ად­ამი­ან­ის ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა წყლი­დან, ჰა­ერ­იდ­ან, საკ­ვე­ბი-სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო პრო­დუქ­ცი­იდ­ან და მტვრი­დან. და­რიშ­ხა­ნი, მეტ­წი­ლად, სას­მე­ლი წყლის სა­შუ­ალ­ებ­ით ხვდე­ბა ორ­გა­ნიზ­მში და იწ­ვევს კა­ნის ძლი­ერ და­ავ­ად­ებ­ებს. ვერ­ცხლის­წყა­ლი, ძი­რი­თა­დად, თევ­ზებ­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­თილ ვერ­ცხლის­წყლის სა­ხით, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ნივ­თი­ერ­ებაა. კად­მი­უმი საკ­ვე­ბის მეშ­ვე­ობ­ით ხვდე­ბა ორ­გა­ნიზ­მში, რად­გან ნი­ად­აგ­ში მი­სი შემ­ცვე­ლო­ბი­სას საკ­ვე­ბი მცე­ნა­რე­ები დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით ით­ვი­სე­ბენ კად­მი­უმს“, — აღ­ნიშ­ნა­ვენ მეც­ნი­ერ­ები.

 

კვლე­ვის პრო­ცეს­ში ნი­ად­აგ­ებ­იდ­ან სინ­ჯე­ბის აღ­ება ყო­ველ­წლი­ური დი­ნა­მი­კით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მცე­ნა­რე­ებ­ში მძი­მე ლი­თო­ნე­ბის ფი­ტო­მიგ­რა­ცი­ის გან­სა­საზღვრად რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში სპე­ცი­ალ­ურ­ად და­ით­ესა ერ­თწლი­ანი მცე­ნა­რე­ები. ამ­ავე ნი­ად­აგ­ებ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი სუ­ნელ-სა­ნე­ლებ­ლებ­ში მძი­მე ლი­თო­ნე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, გუ­რან­და ავ­ქო­ფაშ­ვილ­მა ნი­მუ­შე­ბი თსუ-ის ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუტ­ში და ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში კვლე­ვით-სას­წავ­ლო ვი­ზი­ტე­ბი­სას შე­ის­წავ­ლა. ლა­ბო­რა­ტო­რი­ული კვლე­ვე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ჯორ­ჯი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ვა­ნა რი­ვე­რის ეკ­ოლ­ოგი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­აში, კენ­ტუ­კის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, სამ­ხრეთ ფლო­რი­დის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, არ­გო­ნის ნა­ცი­ონ­ალ­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­აში და მა­სა­ჩუ­სეტ­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში.

 

უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც მა­სა­ჩუ­სეტ­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გა­ირ­კვა, რომ ერ­თა­დერ­თი რე­გი­ონი, სა­დაც ბო­ლო 2 წლის მან­ძილ­ზე ნი­ად­აგ­ებ­ში მძი­მე ლი­თო­ნე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის კლე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა — ბოლ­ნი­სია. მი­ზე­ზი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ებ­ებია, რო­მე­ლიც სხვა ინ­დუს­ტრი­ულ რე­გი­ონ­ებ­ში ამ დრომ­დე არ გა­მო­უყ­ენ­ები­ათ.

 

დარ­ღვე­ული ბა­ლან­სი ინ­დუს­ტრი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­რე­მოს­დაც­ვით ღო­ნის­ძი­ებ­ებს შო­რის ამ რე­გი­ონ­ებ­ში ბუ­ნე­ბას ნაიარევივით ამ დრომ­დე დაჰ­ყვე­ბა.

 

 

საბ­ჭო­თა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის რა­დი­აცი­ული ზო­ნა ან­ასე­ულ­ში

 

სო­ფე­ლი ან­ასე­ული ოზ­ურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს. აქ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს რა­დი­ოლ­ოგი­ური ლა­ბო­რა­ტო­რია ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­და. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში სპე­ცი­ალ­ურ­ად აბ­ინ­ძუ­რებ­დნენ ნი­ად­აგს რა­დიოაქტიური ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ით ცე­ზი­უმ-137-ით, რა­დი­უმ­ით და მცე­ნა­რე­ებ­ის მი­ერ მათ შეთ­ვი­სე­ბას სწავ­ლობ­დნენ. 2016 წელს თსუ ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის კვლე­ვა და­იწყო. ად­გილ­ზე მი­სულ მეც­ნი­ერ­ებს ტე­რი­ტო­რია შე­მო­საზღვრუ­ლი არ დახ­ვდათ, რა­დი­აქ­ტი­ურ­ად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია მხო­ლოდ მეც­ნი­ერ­ებ­ის რე­კო­მენ­და­ცი­ის შემ­დეგ შე­მო­ღო­ბეს, მა­ნამ­დე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ობა სა­ქონ­ლის სა­ბა­ლა­ხოდ ტე­რი­ტო­რი­ას ყო­ველ­გვა­რი შეზღუდ­ვის გა­რე­შე იყ­ენ­ებ­და.

 

„რა­დი­აცი­ული და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნის გან­მსაზღვრე­ლი მო­ბი­ლუ­რი გა­მა-სპექ­ტრო­მეტ­რის სა­შუ­ალ­ებ­ით ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლა­ქა და­ვა­ფიქ­სი­რეთ: 1. ყო­ფი­ლი რა­დი­ოლ­ოგი­ური ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ნან­გრე­ვე­ბის უკ­ან (და­ბინ­ძუ­რე­ბა 3000 ბე­კე­რე­ლი/კგ), რო­მე­ლიც სოფ­ლის გზა­ზე გა­დის; 2. მავ­თულ­ხლარ­თე­ბით შე­მო­საზღვრუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ქვე­ვით, დაღ­მარ­თის და­საწყის­ში (აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­ნა შე­მო­ფარ­გლუ­ლია რა­დი­აცი­ული ნარ­ჩე­ნე­ბის იზ­ოლ­აცი­ის მიზ­ნით). აღ­მო­ჩე­ნი­ლი ლა­ქე­ბის მახ­ლობ­ლად და­ფიქ­სირ­და ფო­ნურ­ზე მე­ტი გა­მა-რა­დი­აცია (Cs137).

 

რა­დი­ონ­უკ­ლი­დე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ებ­ის ად­გილ­მდე­ბა­რე­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, სიღ­რმი­სე­ული კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აუც­ილ­ებ­ელია, რად­გან იქ არ­სე­ბუ­ლი რა­დი­აცი­ული ფო­ნი ად­ამი­ან­ებ­ის ჯან­მრთე­ლო­ბას საფ­რთხეს უქ­მნის. ან­ასე­ულ­ის ტე­რი­ტო­რი­აზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის რა­დი­აცი­ული ფო­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­მარ­ხში მო­თავ­სე­ბულ რა­დი­ონ­უკ­ლი­დე­ბის წყა­რო­ებ­თან, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლე­ბე­ლია დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­დეს რა­დი­აცი­ის გა­და­ტა­ნის წყა­რო მო­მიჯ­ნა­ვე ტე­რი­ტო­რი­აზე, მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის მეშ­ვე­ობ­ით,“ — აღ­ნიშ­ნავს ალ­ექ­სან­დრე ღონ­ღა­ძე.

 

მეც­ნი­ერი ამ­ბობს, რომ ჯერ-ჯე­რო­ბით მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის რა­დი­აქ­ტი­ური და­ბინ­ძუ­რე­ბა არ შე­ინ­იშ­ნე­ბა, რად­გან ნი­ად­აგი თი­ხო­ვა­ნია და გა­ჟოვ­ნის პრო­ცესს აფ­ერ­ხებს.

 

„უც­ნა­ური შე­დე­გი მი­ვი­ღეთ მცე­ნა­რე­ებ­ის კვლე­ვი­სას. მრა­ვალ­წლი­ანი მცე­ნა­რე­ები, თუ ნი­ად­აგ­ში რა­დი­აცი­ის მა­ღა­ლი დო­ნეა, რა­დი­აცი­ას არ იღ­ებს, ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და და­ზი­ან­ებ­ას „თავს არ­იდ­ებს“. რაც შე­ეხ­ება ერ­თწლი­ან მცე­ნა­რე­ებს — ჩვენ ამ­არ­ან­და და ნა­ცარ­ქა­თა­მა შე­ვის­წავ­ლეთ, მცე­ნა­რე აქ­აც ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბა, მაგ­რამ რო­ცა კვდო­მის პრო­ცე­სი იწყე­ბა, რა­დი­აცი­ას დი­დი დო­ზით იღ­ებს“, — აღ­ნიშ­ნავს ალ­ექ­სან­დრე ღონ­ღა­ძე.

 

მკვლევ­რებ­მა რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცია გას­ცეს: „1. უნ­და ჩა­ტარ­დეს ამ ტე­რი­ტო­რი­ის ნი­ად­აგ­ის დე­ტა­ლუ­რი ან­ალ­იზი მას­ში რა­დი­ონ­უკ­ლი­დე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დად­გე­ნის მიზ­ნით. 2. უნ­და ჩა­ტარ­დეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის სრუ­ლი ჰიდ­რო­გე­ოლ­ოგი­ური ექ­სპერ­ტი­ზა. 3. აუც­ილ­ებ­ელია სა­მაგ­რი სა­ინ­ჟინ­რო სა­მუ­შაოების ჩა­ტა­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.“

 

ამ დრო­ის­თვის შეს­რუ­ლე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი 2 რე­კო­მენ­და­ცია.

 

 

 

და­რიშ­ხა­ნის წარ­მო­ება და საფ­რთხე­ები

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­რიშ­ხა­ნის წარ­მო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა მე-20 სა­უკ­უნ­ის ოც­და­ათი­ანი წლე­ბი­დან — სო­ფელ ცა­ნა­ში ყო­ფილ სამ­თო-ქი­მი­ურ ქარ­ხა­ნა­სა და სო­ფელ ურ­ავ­ში ყო­ფილ რა­ჭის სამ­თო ქი­მი­ურ ქარ­ხა­ნა­ში და­იწყო. და­რიშ­ხან­შემ­ცვე­ლი სა­წარ­მო­ებ­ის გა­ჩე­რე­ბამ და უყ­ურ­ადღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბამ ქვეყ­ნის ეს რაიონები ეკ­ოლ­ოგი­ური კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე და­აყ­ენა.

 

„დღე­ის­ათ­ვის ორ­ივე სა­ბა­დო და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლია. პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს და­რიშ­ხან­შემ­ცვე­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ები, სახ­ნავ-სა­თე­სი ნი­ად­აგ­ები. დღემ­დე სოფ­ლებ­ში — ურ­ავი და ცა­ნა — სამ­თო­ქი­მი­ური ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­აზე საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­იდ­ან შე­მორ­ჩე­ნი­ლი და­რიშ­ხა­ნის წარ­მო­ებ­ის შე­დე­გად დარ­ჩე­ნი­ლი ტოქ­სი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის გარ­კვე­ული რა­ოდ­ენ­ობა ინ­ახ­ება, რო­მე­ლიც წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით გა­ნა­მარ­ხე­ბუ­ლი არ იქ­ნა და მდი­ნა­რე­ებს, გრუნ­ტის წყლებს და ნი­ად­აგ­ებს ეკ­ოლ­ოგი­ურ პრობ­ლე­მებს დღემ­დე უქ­მნის.

 

მი­მობ­ნე­ულია რკი­ნის 200 ლიტ­რი­ანი კონ­ტე­ინ­ერ­ები, სა­დაც, სა­ვა­რა­უდ­ოდ, სა­ში­ში ქი­მი­ური ნივ­თი­ერ­ებ­ები იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. ღია ცის ქვეშ მი­მობ­ნე­ულ­მა მე­ტა­ლის კას­რებ­მა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ზია გა­ნი­ცა­დეს და დღეს თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ზი­ან­ებ­ულია. ეს ქი­მი­ური ნარ­ჩე­ნე­ბი ნი­ად­აგს, წყალს, ჰა­ერ­ის აბ­ინ­ძუ­რებს და იქ მცხოვ­რე­ბი ცოცხალ ორ­გა­ნიზ­მებს აზი­ან­ებს.

 

მა­სა­ჩუ­სეტ­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად და­ვად­გი­ნეთ, რომ და­რიშ­ხა­ნის წარ­მო­ებ­ამ მძი­მე და­ღი და­ას­ვა ამ­ბრო­ლა­ურ­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ურ­ავს. ამ სო­ფელ­ში აღ­ებ­ულ სინ­ჯებ­ში და­რიშ­ხა­ნი ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას 40-ჯე­რაც კი აღ­ემ­ატ­ება. ეს ნიშ­ნუ­ლი ად­ამი­ან­ის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. ამ ად­გი­ლებ­ში მო­სახ­ლე­ობა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ან­ობ­ას ეწ­ევა. მა­თი ერთ-ერ­თი სარ­ჩო მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის შე­ნახ­ვა და მის­გან მი­ღე­ბუ­ლი რძის ნა­წარ­მია. კვლე­ვე­ბით და­ვად­გი­ნეთ, რომ რძის ნა­წარ­მი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბელ აგ­ენ­ტებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ით­ვი­სებს“, — გან­მარ­ტა­ვენ მეც­ნი­ერ­ები.

 

რე­გი­ონ­ში უკ­ვე ჩა­ტარ­და გარ­კვე­ული გა­რე­მოს დაც­ვი­თი სა­მუ­შაოები, თუმ­ცა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზო­ნის მას­შტა­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

 

 

 

 

ბოლ­ნი­სი — და­ბინ­ძუ­რე­ბის გაუარესების ტენ­დენ­ცია გა­რე­მოს­დაც­ვით­მა პრო­ექ­ტებ­მა შე­აჩ­ერა

 

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ქა­ლაქ ბოლ­ნისს, და­ბა კაზ­რეთ­სა და 45 სო­ფელს მო­იც­ავს. ნი­ად­აგ­ებ­ის და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­როს სა­წარ­მო­ები — RMG Gold და RMG Copper — წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც მა­დანს ღია კა­რი­ერ­ული წე­სით მო­იპ­ოვ­ებ­ენ. გუ­რან­და ავ­ქო­ფაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ სა­ბა­დოს და­მუ­შა­ვე­ბის ეს მე­თო­დი ძა­ლი­ან იაფი და მომ­გე­ბი­ანია, თუმ­ცა გა­რე­მოს მძი­მე ეკ­ოლ­ოგი­ურ ზი­ანს აყ­ენ­ებს.

 

„ბოლო წლებში ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ კონ­ცენ­ტრა­ცი­ებ­ზე შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის ნი­ად­აგ­ები უმ­თავ­რე­სად მად­ნე­ულ­ის სამ­თო­მომ­პო­ვე­ბე­ლი კა­რი­ერ­ის გა­რე­მომ­ცველ ტე­რი­ტო­რი­აზე — მდი­ნა­რე­ებ­ის კაზ­რე­თუ­ლას და ფო­ლა­და­ურ­ის წყალ­შუ­ეთ­ში — იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. აქ მიკ­რო­კომ­პო­ნენ­ტით ერ­თდრო­ულ­ად რამ­დე­ნი­მე ფარ­თო­ბია გა­ჭუჭყი­ან­ებ­ული. გა­ჭუჭყი­ან­ებ­ული ლა­ქე­ბი შე­ინ­იშ­ნე­ბა მდ. მა­შა­ვე­რას სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მდი­ნა­რის წყალს სარ­წყა­ვად იყ­ენ­ებ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­შა­ვე­რა ბოლ­ნი­სის რაიონის ძი­რი­თა­დი სარ­წყა­ვი ობი­ექ­ტია. ამ წყლით ირ­წყვე­ბა რა­ტე­ვა­ნის, ბოლ­ნი­სის, რა­ჭი­სუბ­ნის, მწყნე­თის, ხი­დის­ყუ­რის, ნა­ხი­დუ­რის და სხვა სოფ­ლე­ბის სა­ვარ­გუ­ლე­ბი. ამ ნი­ად­აგ­ებ­ზე მო­წე­ულ კვე­ბის პრო­დუქ­ტებს კი მო­იხ­მა­რენ არ­ამ­არ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, არ­ამ­ედ გა­დის სა­რე­ალ­იზ­აცი­ოდ: ბოლ­ნი­სის, თბი­ლი­სის, დმა­ნი­სის, რუს­თა­ვის და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რაიონებში“, — აცხა­დებს მკვლე­ვა­რი.

 

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში რე­გი­ონ­ში და­ბინ­ძუ­რე­ბის გაუარესების ტენ­დენ­ცია შე­ჩერ­და. და­იწყო გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება. შე­იქ­მნა „ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში გა­რე­მოს შემ­სწავ­ლე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­მუ­შაო ჯგუ­ფი“, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: „საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის­თვის“, „მწვა­ნე პლატ­ფორ­მა“ და მკვლე­ვა­რი გუ­რან­და ავ­ქო­ფაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტე­ბი ამ კო­მი­ტე­ტის მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­ით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­მუ­შაოების შე­დე­გად შეწყდა კა­რი­ერ­ული წყლე­ბის უკ­ონ­ტრო­ლო გა­დი­ნე­ბა, რაც 2018 წლამ­დე ქი­მი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას მძი­მე ლი­თო­ნე­ბით, მად­ნის ნარ­ჩე­ნე­ბით, თი­ხე­ბით, წი­დით, pH-ის შეც­ვლით იწ­ვევ­და. მჟა­ვა­შემ­ცვე­ლი კა­რი­ერ­ული წყლე­ბი აბ­ინ­ძუ­რებ­და არა მარ­ტო მი­წის­ქვე­შა, არ­ამ­ედ მი­წის­ზე­და წყლებ­საც, კერ­ძოდ, მდი­ნა­რე­ებს: კაზ­რე­თუ­ლას, ფო­ლა­და­ურს და მა­შა­ვე­რას.

 

„კომ­პა­ნი­ამ RMG მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის გა­ტა­რე­ბა 2018 წლი­დან და­იწყო. მთა­ვა­რი პრო­ექ­ტე­ბია: მდი­ნა­რე კაზ­რე­თუ­ლას აუზ­ში სა­წარ­მოო წყალ­შემ­კრე­ბი კას­კა­დე­ბის მოწყო­ბა, კუდ­სა­ცა­ვის დრე­ნი­რე­ბუ­ლი წყლე­ბის და­ჭე­რა და უკ­ან დაბ­რუ­ნე­ბა; მდი­ნა­რე კაზ­რე­თუ­ლა­ზე ქი­მი­ური გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბის მოწყო­ბა, რო­მე­ლიც ექ­სპლუ­ატ­აცი­აში გერ­მა­ნელ­მა სპე­ცი­ალ­ის­ტებ­მა 2021 წლის შე­მოდ­გო­მი­დან ჩა­უშ­ვეს.

 

სა­სურ­ვე­ლია მდი­ნა­რე მა­შა­ვე­რას, კაზ­რე­თუ­ლას და ფო­ლა­და­ურ­ის ამ წერ­ტი­ლებ­ზე მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი და­ინ­ერ­გოს, რა­თა სხვა და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი თა­ვი­დან ავ­იც­ლოთ“, — აცხა­დებს მკვლე­ვა­რი გუ­რან­და ავ­ქო­ფაშ­ვი­ლი.

 

მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი ბოლ­ნი­სის რაიონში კვლე­ვებს 2010 წლი­დან აწ­არ­მო­ებს. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლით მორ­წყუ­ლი ნი­ად­აგ­ები უფ­რო და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია მძი­მე ლი­თო­ნე­ბით, ვიდ­რე მი­სი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ები. თუმ­ცა, 2018 და 2019 წლებ­ში ლი­თონ­თა კლე­ბა და­ფიქ­სირ­და. „ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ზღვრულ და­საშ­ვებ კონ­ცენ­ტრა­ცი­აზე ნაკ­ლე­ბიც კია, რო­ცა წი­ნა წლებ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­ით აღ­ემ­ატ­ებ­ოდა, რა თქმა უნ­და, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, თუმ­ცა მუდ­მი­ვი კვლე­ვა და მო­ნი­ტო­რინ­გი აუც­ილ­ებ­ელია,“ — გან­მარ­ტავს გუ­რან­და ავ­ქო­ფაშ­ვი­ლი.

 

 

 

ჭი­ათ­ურა — მდი­ნა­რე ყვი­რი­ლა­ში, ჯრუ­ჭუ­ლა­სა და რგა­ნის ღე­ლე­ში და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლე­ბი დღემ­დე ჩა­ედ­ინ­ება

 

კვლე­ვით დას­ტურ­დე­ბა, რომ ჭი­ათ­ურ­აში მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბა იქ არ­სე­ბულ ჰიდ­როგ­რა­ფი­ულ ქსელს დიდ ზი­ანს აყ­ენ­ებს. კომ­პა­ნია „ჭი­ათ­ურ მან­გა­ნუ­მი“ სა­მუ­შაოებს შახ­ტუ­რი მე­თო­დით ახ­ორ­ცი­ელ­ებს, თუმ­ცა წვრი­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ები გა­რე­მოს დაც­ვით ღო­ნის­ძი­ებ­ებს არ ატ­არ­ებ­ენ.

 

„მან­გა­ნუ­მის მომ­პო­ვე­ბე­ლი სა­ბა­დო ჭი­ათ­ურ­ისა და საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­აზე მდე­ბა­რე­ობს. სა­ბა­დო მდი­ნა­რე ყვი­რი­ლას მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ებ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი წყლე­ბის ჩაშ­ვე­ბა მდი­ნა­რე ყვი­რი­ლა­ში, ჯრუ­ჭუ­ლა­სა და რგა­ნის ღე­ლე­ში დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

 

მდი­ნა­რე ყვი­რი­ლა გა­მო­იყ­ენ­ება ზეს­ტა­ფო­ნის, თერ­ჯო­ლის და ბაღ­და­თის სოფ­ლე­ბის ჰიდ­რო­მე­ლი­ორ­აცი­ის­ათ­ვის, რაც სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბას იწ­ვევს. მად­ნის ღია კა­რი­ერ­ებ­იდ­ან მო­პო­ვე­ბის, მი­სი გა­და­ზიდ­ვის მსხვრე­ვის და გა­და­მუ­შა­ვე­ბის დროს წარ­მო­იქ­მნე­ბა მტვე­რი, რო­მე­ლიც შე­იც­ავს მყარ ნა­წი­ლა­კებს და მან­გა­ნუ­მის ნა­ერ­თებს. სა­წარ­მოო მტვე­რი კი გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ქა­რე­ბის მეშ­ვე­ობ­ით გა­იფ­ან­ტე­ბა შორ მან­ძილ­ზე.

 

დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს აგ­რეთ­ვე ქა­ლაქ ჭი­ათ­ურ­ის სი­ახ­ლო­ვეს არ­სე­ბულ სოფ­ლებ­ში მცი­რე ღია კა­რი­ერ­ები, რომ­ლე­ბიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მად­ნის ამ­ოღ­ებ­ის შემ­დეგ რჩე­ბა გა­დახ­სნი­ლი. კა­რი­ერ­ებ­ის გა­დახ­სნის დროს არ ხდე­ბა მი­წის ნა­ყო­ფი­ერი ფე­ნის შე­ნახ­ვა და­საწყო­ბე­ბა შემ­დგო­მი რე­კულ­ტი­ვა­ცი­ის­თვის. ნი­ად­აგ­ის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შაოები ძალ­ზედ იშ­ვი­ათ­ად არ­ის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ან თუ არ­ის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, არ არ­ის სწო­რედ და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი. ჭი­ათ­ურ­ის მო­სახ­ლე­ობ­ის უმ­ეტ­ეს­ობა მო­იხ­მარს მი­წის­ქვე­შა არ­ტე­ზი­ულ წყლებს, ხო­ლო ას­ეთ ად­გი­ლებ­ში დი­დია მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა მძი­მე ლი­თო­ნე­ბით, რაც ად­ამი­ან­ის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნეა“, — აღ­ნიშ­ნუ­ლია გუ­რან­და ავ­ქო­ფაშ­ვი­ლის დას­კვნა­ში.

 

 

 

ზეს­ტა­ფო­ნი — „ფე­რო­შე­ნად­ნო­ბი ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აზე და ახ­ლოს მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში
მან­გა­ნუ­მის კონ­ცენ­ტრა­ცია სა­გან­გა­შოდ დი­დია“

 

ზეს­ტა­ფონ­ში ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ერ­ის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ზე სტა­ცი­ონ­არ­ული დაკ­ვირ­ვე­ბა წლე­ბის მან­ძილ­ზე ტარ­დე­ბო­და და და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღა­ლი დო­ნე აღ­ინ­იშ­ნე­ბო­და. ოფ­იცი­ალ­ური მო­ნა­ცე­მე­ბით, მან­გა­ნუ­მის კონ­ცენ­ტრა­ცია ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ ნორ­მას 5-10-ჯერ და ხში­რად უფ­რო მე­ტა­დაც აღ­ემ­ატ­ებ­ოდა.

 

„ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნო­ბი ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აზე და მას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან აღ­ებ­ულ სინ­ჯებ­ში მან­გა­ნუ­მის კონ­ცენ­ტრა­ცია სა­გან­გა­შოდ დი­დია. ქვე­და სა­ქა­რა­ში მან­გა­ნუ­მის კონ­ცენ­ტრა­ცია 1.9-ჯერ აღ­ემ­ატ­ება და­საშ­ვებ ნორ­მას, სვირ­ში — 12-ჯერ, ხო­ლო ზეს­ტა­ფონ­ში სა­წარ­მოს­თან სი­ახ­ლო­ვეს — 16-ჯერ აღ­ემ­ატ­ება ნი­ად­აგ­ებ­ში მან­გა­ნუ­მის კონ­ცენ­ტრა­ცია ზღვრუ­ლად დად­გე­ნილ ნორ­მას. მან­გა­ნუ­მით და­ბინ­ძუ­რე­ბა შე­ინ­იშ­ნე­ბა მდი­ნა­რე ყვი­რი­ლას სა­ირ­იგ­აციო სის­ტე­მა­ში, რო­მელ­საც რაიონის სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ან­ობ­აში დი­დი რო­ლი უჭ­ირ­ავს.

 

ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნო­ბი ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რებ­ზე მან­გა­ნუ­მის კონ­ცენ­ტრა­ცია სა­გან­გა­შო ნიშ­ნულ­საც კი აღ­წევ­და.

 

ამ დრო­ის­თვის ზეს­ტა­ფო­ნის ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ზე სტა­ცი­ონ­არ­ული დაკ­ვირ­ვე­ბა წარ­მო­ებს ერთ სტა­ცი­ონ­არ­ულ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პუნ­ქტზე, სა­დაც გა­ნი­საზღვრე­ბა 5 ინ­გრე­დი­ენ­ტი: მტვე­რი, აზ­ოტ­ის დი­ოქ­სი­დი, გო­გირ­დის დი­ოქ­სი­დი, ნახ­შირ­ბა­დის ოქ­სი­დი და მან­გა­ნუ­მის დი­ოქ­სი­დი. ცხა­დია, ერ­თი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პუნ­ქტი არ იძ­ლე­ვა ქა­ლა­ქის და რე­გი­ონ­ის ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ერ­ის და­ბინ­ძუ­რე­ბის სრულ სუ­რათს“, — აღ­ნიშ­ნუ­ლია მეც­ნი­ერ­ებ­ის დას­კვნა­ში.

 

 

თსუ ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუტ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნი­ად­აგ­ის გაწ­მენ­დის ტექ­ნო­ლო­გია

 

ტექ­ნო­ლო­გია გუ­რან­და ავ­ქო­ფაშ­ვილ­მა შე­იმ­უშ­ავა. მი­სი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მი ტექ­ნო­გე­ნუ­რად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ნი­ად­აგ­ებ­ის ფი­ტო­რე­მე­დი­აცი­ას ეხ­ება, რაც და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ნი­ად­აგ­ებ­ის გაწ­მენ­და-აღ­დგე­ნას მცე­ნა­რე­ებ­ის სა­შუ­ალ­ებ­ით გუ­ლის­ხმობს.

 

„პირ­ვე­ლა­დი სა­პი­ლო­ტე კვლე­ვე­ბი ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუტ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­დაც სა­წარ­მოო ნარ­ჩე­ნე­ბი ე.წ. ფუ­ჭი ქა­ნე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ამ პრო­ცეს­ში სხვა­დას­ხვა სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო მე­თო­დე­ბით მჟა­ვა­შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რე­ებ­ის აღ­მო­ცე­ნე­ბა და მა­თი კვლე­ვა მოხ­და. ეს მე­თო­დი ველ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტის სა­ხით კომ­პა­ნია RMG-ის ხელ­შეწყო­ბით მის­სა­ვე ტე­რი­ტო­რი­აზე გა­მოვ­ცა­დეთ, სა­დაც 5 ჰექ­ტა­რი მჟა­ვა­შემ­ცვე­ლი ფუ­ჭი ქა­ნე­ბის ტე­რი­ტო­რია წარ­მა­ტე­ბით აღ­ვად­გი­ნეთ.

 

მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ ეს მე­თო­დი სა­ნა­ყა­რო­ებ­ის რე­კულ­ტი­ვა­ცი­ისა და დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი ნი­ად­აგ­ებ­ის აღ­დგე­ნის­თვის მო­მა­ვალ­შიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე, იაფი და მომ­გე­ბი­ანია. მას გარ­კვე­ულ დრო სჭირ­დე­ბა ამა თუ იმ ტოქ­სი­ნე­ბის თუ კან­ცე­რო­გე­ნუ­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის ნი­ად­აგ­იდ­ან ამ­ოს­აკ­რე­ფად, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­მა­ბინ­ძუ­რე­ბელ წყა­რო­ზე — თუ რა მას­შტა­ბით, რით და რა დო­ზით აბ­ინ­ძუ­რებს ნი­ად­აგს“, — გან­მარ­ტავს ავ­ქო­ფაშ­ვი­ლი.

თარიღი: 31/03/2022