საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 145 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

მაია ტო­რა­ძე

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბი­დან 145 წლის­თავს მი­ეძ­ღვნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფრენ­ცია, რო­მე­ლიც თსუ-ის ჰუ­მა­ნიტ­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუტ­მა გა­მარ­თა.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნით სხდო­მა­ზე კი­დევ ერ­თხელ გა­იხ­სე­ნეს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ღვაწ­ლი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ისა და მეც­ნი­ერ­ებ­ის წი­ნა­შე და აღ­ნიშ­ნეს, რომ მან არა­ერ­თი სა­ის­ტო­რიო დის­ციპ­ლი­ნის გან­ვი­თა­რე­ბას ჩა­უყ­არა სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ას კი და­უტ­ოვა სკო­ლა, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დღე­საც მეც­ნი­ერ­ებ­ის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის პატ­რი­არ­ქე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სიტყვით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლემ, პრო­ფე­სორ­მა თე­დო დუნ­დუ­ამ. მან ას­ევე წა­რად­გი­ნა ინ­სტი­ტუ­ტის შრო­მე­ბის მე-17 ტო­მი.

 

აღ­ინ­იშ­ნა, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ 14 სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რომ­თან ერ­თად კრე­ბულ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ელ­ენე გო­გი­აშ­ვი­ლის რე­ცენ­ზია წიგ­ნზე „ანა ჭე­იშ­ვი­ლი, ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი – ემ­ილ ლე­ვი­ეს მოგ­ზა­ურ­ობა კავ­კა­სი­აში“. ას­ევე ბიბ­ლი­ოგ­რა­ფუ­ლი ცნო­ბა­რი –“ის­ტო­რი­ული მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობ­ის აღ­დგე­ნის შემ­დეგ. და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რე­ბი (1993-2006 წლე­ბი)“ და ალ­ექ­სან­დრე ბო­შიშ­ვი­ლის, ლე­რი თა­ვა­ძის, ეკა კვირ­კვე­ლი­ას და აკ­აკი ჩი­ქო­ბა­ვას ან­გა­რი­ში „კვი­რი­კე რან­თა და კახ­თა მე­ფის ას­ულ­ის ელ­ენ­ეს ეპ­იტ­აფია“.

 

შრო­მე­ბის მე-17 ტომ­ში პრო­ფე­სორ თე­დო დუნ­დუ­ას 60 წლის იუბ­ილ­ეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მკითხვე­ლი იხ­ილ­ავს მის პუბ­ლი­კა­ცი­ათა სი­ას, აგ­რეთ­ვე – 12 აგ­ვის­ტოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის — დიდ­გო­რის ბრძო­ლა – 900 — მა­სა­ლებს.

 

ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ავე გა­მო­ცე­მა­ში იხ­სე­ნე­ბენ პრო­ფე­სორ გი­ორ­გი ოთხმე­ზურს, რო­მე­ლიც ცო­ტა ხნის წინ გა­მო­აკ­ლდა თბი­ლი­სის სა­ხემ­წი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ქარ­თვე­ლი სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის რი­გებს. „გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი სა­ის­ტო­რიო სა­ზო­გა­დო­ებ­ის იმ თა­ობ­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და, რო­მე­ლიც ღირ­სე­ულ­ად აგ­რძე­ლებ­და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და­სა­ხულ გზას, ის­ტო­რი­ის კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბი­სა და კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც მის ნაშ­რო­მებ­ზეც აის­ახ­ება. ამ­იტ­ომ მის კვლე­ვებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი დღეს აქ­ტუ­ალ­ურია და სა­მო­მავ­ლო­დაც არა­ერ­თი თა­ობ­ის­თვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ დარ­ჩე­ბა“, – წე­რია მი­სი ხსოვ­ნი­სად­მი მიძ­ვნილ წე­რილ­ში.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლე­რი თა­ვა­ძემ სა­კონ­ფე­რენ­ციო მოხ­სე­ნე­ბა­ში – „ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­მეც­ნი­ერო მემ­კვიდ­რე­ობა“ – ისა­უბ­რა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის აკ­ად­ემი­ურ და სა­მეც­ნი­ერო მიღ­წე­ვებ­ზე, მის მი­ზან­ზე – და­ეწ­ერა სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ის­ტო­რია, ძვე­ლი დრო­იდ­ან დღე­ვან­დე­ლო­ბამ­დე.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი თე­მა­ტი­კა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო მიგ­ნე­ბე­ბი გა­აც­ნეს აუდ­იტ­ორი­ას. თე­ირ­ან­ის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვარ­მა მაჰ­სა ვე­ის­იმ მოხ­სე­ნე­ბა­ში – „აქ­ემ­ენი­ან­ები კავ­კა­სი­აში PaxPersica -ს სა­ფუძ­ველ­ზე“, – ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა კავ­კა­სი­აში აქ­ემ­ენ­იდ­ებ­ის მმარ­თვე­ლო­ბა­ზე.

 

ნა­თია ფი­ფი­ამ და ეკ­ატ­ერ­ინე კო­ბა­ხი­ძემ წა­რად­გი­ნეს ნაშ­რო­მი – „მცხე­თა­ში აღ­მო­ჩე­ნილ სამ ბერ­ძნულ წარ­წე­რა­ში მოხ­სე­ნი­ებ­ული პი­რე­ბის – ან­აგ­რა­ნე­სის, დე­დო­ფალ დრა­კონ­ტი­სი­სა და იბ­ერი­ის მე­ფე ამ­აზ­ას­პის სა­კითხი­სათ­ვის“. მათ კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­აც­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­პოვ­ნი რამ­დე­ნი­მე ბერ­ძნუ­ლი წარ­წე­რის სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­პრე­ტა­ცია.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­მა ნი­ნო სი­ლა­გა­ძემ მოხ­სე­ნე­ბა­ში – „რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა მე­ფე­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­ნუ­რი მხატ­ვრუ­ლი ვერ­ცხლის ნა­კე­თო­ბებ­ზე“ – ისა­უბ­რა არ­ტე­ფაქ­ტებ­ზე სა­მე­ფო პორ­ტრე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მელ­თა­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე, მი­სი ვა­რა­უდ­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნ­და ყო­ფი­ლი­ყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

 

ის­მა­ილ შამ­სიმ თე­ირ­ან­იდ­ან მოხ­სე­ნე­ბა­ში ჩა­მო­აყ­ალ­იბა მუს­ლიმ და ქარ­თულ ძა­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­თა კლა­სი­ფი­კა­ცია მე-7-მე-11 სა­უკ­უნე­ებ­ში.

 

„ალ­ექ­სან­დრუ იოან კუ­ზას“ იაშ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა მირ­ჩა-კრის­ტი­ან გენ­გამ (რუ­მი­ნე­თი) ისა­უბ­რა დი­დი მიტ­რო­პო­ლი­ტის/არ­ქი­ეპ­ის­კო­პო­სის, ან­თი­მოზ ივ­ერი­ელ­ის სა­ხე­ზე ნი­კო­ლაე იორ­გას ნა­მუ­შევ­რებ­ში.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­მა ემ­ილ ავ­და­ლი­ან­მა აღ­წე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო გზე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აზე მე-18-21-ე სა­უკ­უნე­ებ­ში გა­დი­ოდა.

 

სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი წარ­მოდ­გი­ნეს ას­ევე მომ­ხსე­ნებ­ლებ­მა იული­ან მო­გამ („ალ­ექ­სან­დრუ იოან კუ­ზას“ იაშ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; „სა­ლო­სო­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის საქ­რის­ტი­ან­ოში. რუ­მი­ნუ­ლი და ქარ­თუ­ლი­პა­რა­დიგ­მე­ბი“); პოლ კრე­გომ (მკვლე­ვა­რი, ვა­შინ­გტო­ნი; „ქარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნა უოლ­ტერ­სის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში: მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი­ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა“), მარ­ჩინ ვი­ეჩ­ორ­ეკ­მა (პოზ­ნა­ნის ად­ამ მიც­კე­ვი­ჩის სა­ხე­ლო­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი (პო­ლო­ნე­თი) – „XIX სა­უკ­უნ­ეში პო­ლი­ტი­კურ გა­და­სახ­ლე­ბა­ში მყოფ პო­ლო­ნელ­თა თვა­ლით­და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“).

 

ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სერ­გეი ტამ­ბიმ (ეს­ტო­ნე­თი) მოხ­სე­ნე­ბა­ში — „თბი­ლი­სის ეს­ტო­ნუ­რი დი­ას­პო­რის წარ­სუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ობა“ — სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მი­აწ­ოდა აუდ­იტ­ორი­ას, კერ­ძოდ, მან ისა­უბ­რა ეს­ტო­ნუ­რი დი­ას­პო­რის წარ­სულ­სა და ახ­ლან­დელ ვი­თა­რე­ბა­ზე თბი­ლის­ში. აღ­ნიშ­ნა, რომ „პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომ­ის პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა იდეა, რომ ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი თბი­ლის­ში გა­და­ეტ­ან­ათ. ქა­ლაქ თბი­ლი­სის მმარ­თვე­ლო­ბა მზად იყო, გა­მო­ენ­ახ­ათ ად­გი­ლი ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სათ­ვის, მაგ­რამ ეს გეგ­მა არ შეს­რულ­და“.

 

მე­სა­მე სე­სია და­ეთ­მო ქარ­თველ მკვლევ­რებს, რომ­ლებ­მაც კონ­ფე­რენ­ცი­აზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტი­კა წარ­მო­ად­გი­ნეს: თენ­გიზ სე­მაშ­ვილ­მა თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან ისა­უბ­რა 1924 წლის სექ­ტემ­ბრის საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ებ­ზე კა­ხე­თის სოფ­ლებ­ში; აპ­ოლ­ონ თა­ბუ­აშ­ვილ­მა ისა­უბ­რა ქარ­თულ-რუ­სულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე 1782 წელს; ნი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა თბი­ლი­სი­დან წა­რად­გი­ნა გამ­ყრე­ლი­ძე­თა ოჯ­ახ­ური ის­ტო­რია; ალ­ექ­სან­დრე ბო­შიშ­ვილ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან ისა­უბ­რა 1829 წლის მღელ­ვა­რე­ბა­ზე თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­აში; დი­მიტ­რი შვე­ლი­ძემ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან წარ­მო­ად­გი­ნა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის ერ­თი თარ­გმა­ნი; ქე­თე­ვან ცი­მინ­ტი­ამ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტმა, ისა­უბ­რა ქორ­წი­ნე­ბის ამ­კრძა­ლავ გა­რე­მო­ებ­აზე სა­მეგ­რე­ლო­ში; აკ­აკი ჩი­ქო­ბა­ვამ თბი­ლი­სი­დან ისა­უბ­რა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აში გა­მო­ყე­ნე­ბულ მე­თო­დებ­ზე.

 

ყვე­ლა სე­სი­ის შემ­დგომ მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია იმ­არ­თე­ბო­და. აღ­ინ­იშ­ნა, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის ონ­ლა­ინ ფორ­მატს ხე­ლი არ შე­უშ­ლია მკვლე­ვარ­თათ­ვის, სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მე­ბი გა­ეც­ნოთ კო­ლე­გე­ბის­თვის, რაც თსუ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის აქ­ტი­ური და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ან­ობ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

თარიღი: 30/01/2022