საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

მაია ტო­რა­ძე

 

28 ოქ­ტომ­ბერს ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ჟი­ურ­იმ იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ერო პრე­მია მი­ან­იჭა ავ­ტორ­თა კო­ლექ­ტივს ნაშ­რო­მის­თვის „აღ­მო­სავ­ლე­თი და და­სავ­ლე­თი ქარ­თულ ხალ­ხურ ზღაპ­რებ­ში: ზე­პი­რი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ები“. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს, პრე­მი­ის სა­ხით, ფუ­ლა­დი ჯილ­დო 5 000 ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით გა­და­ცე­მათ. პრე­მი­ის ლა­ურე­ატ­ები გახ­დნენ ნაშ­რო­მის ავ­ტო­რე­ბი: და­რე­ჯან გარ­და­ვა­ძე, ელ­ენე გო­გი­აშ­ვი­ლი, ნი­ნო ქავ­თა­რა­ძე, თეა თა­თეშ­ვი­ლი და ან­დრო გო­გო­ლა­ძე. პრე­მია ლა­ურე­ატ­ებს იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სად­მი მიძ­ღვნილ სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­აძე გა­და­ეცა. კონ­ფე­რენ­ცია ონ­ლა­ინ გა­იმ­არ­თა და მას­ში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის დარ­გში მოღ­ვა­წე მეც­ნი­ერ­ებ­მა მი­იღ­ეს მო­ნა­წი­ლე­ობა.

 

„რაც დღეს გვაქ­ვს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­თან. ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს ერ­ოვ­ნუ­ლი სკო­ლე­ბი, შე­იქ­მნა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები და ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბა, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. გო­გე­ბაშ­ვი­ლის საქ­მი­ან­ობა 20-იან წლებ­ში, ხან­მოკ­ლე და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, დაგ­ვირ­გვინ­და დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის მი­ერ შექ­მნი­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ით, რო­მელ­მაც გააერთიანა და ჩა­მო­აყ­ალ­იბა ის, რა­საც დღეს ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ეწ­ოდ­ება“,- აღ­ნიშ­ნა თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნი­სას და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­უს­ვა ხა­ზი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

 

წელს კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის 29 ნაშ­რო­მი შე­ირ­ჩა, მათ შო­რის 3 პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი: გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი — „დი­მიტ­რი ყი­ფი­ანი და იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები“; ლა­დო მი­ნაშ­ვი­ლი — „იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ბავ­შვო მოთხრო­ბე­ბი“ და რუ­სუ­დან ნიშ­ნი­ან­იძე — „იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „თბი­ლი­სი და სი­ონ­ის ტა­ძა­რი“ და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­და­ძა­ხი­ლი ქარ­თულ ემ­იგ­რან­ტულ პო­ეზი­აში“.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ეს­ალ­მა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ალ­იბ­ეგ­აშ­ვი­ლი. მან აღ­ნიშ­ნა, რომ იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღვაწ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ჩანს ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ებ­ისა და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­ხა­მე­ბა­ში: „რო­ცა უკ­ვე ხდე­ბო­და ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ევ­რო­პე­იზ­აცია, აუც­ილ­ებ­ელი გახ­და ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ებ­ის შე­ხა­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­თან. იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა ეს მო­ახ­ერ­ხა არა მარ­ტო დე­და ენ­ის და უნ­იკ­ალ­ური ფორ­მუ­ლის „აი ია“-ს შექ­მნით, არ­ამ­ედ სხვა არა­ერ­თი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი, რო­მელ­თა გა­რე­შეც იმ პე­რი­ოდ­ის ახ­ალ­გაზ­რდა ვერ გა­იზ­რდე­ბო­და“, — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ალ­იბ­ეგ­აშ­ვილ­მა.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­ში შე­დი­ოდ­ნენ: ეკ­ატ­ერ­ინე ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი – თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე; ქე­თე­ვან ჭკუ­ას­ელი – თსუ ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე; მე­დეა ღლონ­ტი – თსუ არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე; მა­კა ლა­ბარ­ტყა­ვა – თსუ არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერი თა­ნამ­შრო­მე­ლი; ზა­ქა­რია ქი­ტი­აშ­ვი­ლი – თსუ ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი; ეკა ჩიკ­ვა­იძე – თსუ შო­თა რუს­თა­ვე­ლის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერი თა­ნამ­შრო­მე­ლი; ნა­ნა მრევ­ლიშ­ვი­ლი – თსუ შო­თა რუს­თა­ვე­ლის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერი თა­ნამ­შრო­მე­ლი; ეკა კვა­ჭან­ტი­რა­ძე – თსუ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მთა­ვა­რი მეც­ნი­ერი თა­ნამ­შრო­მე­ლი; რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ანი – თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი; ინ­გა სა­ნი­კი­ძე – თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი; სო­ფიო თო­თი­ბა­ძე – თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი სპე­ცი­ალ­ის­ტი.

 

პლე­ნა­რულ სხდო­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და თსუ–ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. მან იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის არ­სზე, მიზ­ნებ­ზე და პრე­მი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. „თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს მი­აგ­ებ­და და მი­აგ­ებს ამ ღირ­სე­ულ ერ­ოვ­ნულ მოღ­ვა­წეს. თსუ-ში გრძელ­დე­ბა იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ტრა­დი­ცი­ები, ხდე­ბა მი­სი ღვაწ­ლის კვლე­ვა და პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა. იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­მართ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია უპ­რეს­ტი­ჟუ­ლე­სი პრე­მი­ის და­არ­სე­ბაც. 2015 წლი­დან, რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით, იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია და გა­იც­ემა ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის დარ­გში იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ერო პრე­მია“,- თქვა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

 

იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი მო­რი­გი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია, ტრა­დი­ცი­ის­ამ­ებრ, 2023 წელს ჩა­ტარ­დე­ბა.

თარიღი: 21/11/2021