საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თუკი „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, სიკვდილიც არაფერია გურამ ხოსიშვილის ხსოვნას

მაია ტო­რა­ძე

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი იმ ად­ამი­ან­ებ­ით ფა­სობს, ვი­საც ერ­თი აგ­ური მა­ინც გა­დაუადგილებია მის სა­სი­კე­თოდ და ამ კედ­ლე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ელ­ფე­რი შე­უძ­ენია. ას­ეთ­ები უჩ­უმ­რად, ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან დი­დი წი­ნაპ­რე­ბის და­ტო­ვე­ბულ სა­გან­ძურს და ხში­რად ას­ევე უჩ­უმ­რად მი­დი­ან ჩვენ­გან.

 

ცო­ტა ხნის წინ სწო­რედ ას­ეთი გა­მორ­ჩე­ული ად­ამი­ანი წა­ვი­და და და­ტო­ვა პრო­ფე­სი­ონ­ალ­ურ­ად ნა­კე­თე­ბი საქ­მის, სი­კე­თი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის კვა­ლი, რო­მე­ლიც ახ­ლაც აჩ­ნია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტამ­ბის პა­ტა­რა კო­ლექ­ტივს.

 

გუ­რამ ხო­სიშ­ვი­ლი 1970 წლი­დან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტამ­ბა­ში ამ­კინ­ძა­ვი სა­ამ­ქროს ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობ­და. მა­ნამ­დე გა­მოიარა სა­უკ­ეთ­ესო სკო­ლა წიგ­ნის ფაბ­რი­კა­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, რის შემ­დე­გაც ხუ­თი ათე­ული წე­ლი შე­ალია უნ­ივ­ერ­სი­ტეტს. სწო­რედ აქ ჩა­მო­ყა­ლიბ­და იგი ბრწყინ­ვა­ლე სპე­ცი­ალ­ის­ტად, რომ­ლის ხე­ლი­თაც არა­ერ­თი წიგ­ნი რეს­ტავ­რირ­და და და­უბ­რუნ­და სი­ცოცხლეს.

 

თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნე­ბენ ამ დი­დე­ბულ ად­ამი­ანს, რო­მელ­მაც უამ­რავ ახ­ალ­გაზ­რდას ას­წავ­ლა საქ­მე და გა­უღ­ვი­ვა წიგ­ნის, რო­გორც გან­ძის, სიყ­ვა­რუ­ლი. „მო­დით, ნა­ხეთ, ეს რო­გორ კეთ­დე­ბა“, – და­უძ­ახ­ებ­და თურ­მე ახ­ალ­გაზ­რდებს და მუ­ყა­ოს ყდა­ზე მუ­შა­ობ­ის სირ­თუ­ლეს აზი­არ­ებ­და. „ის ერ­თნა­ირ­ად თავ­და­დე­ბუ­ლი იყო შრო­მა­შიც და მე­გობ­რო­ბა­შიც. რა­საც ხელს მო­კი­დებ­და, მას უკ­ვე ხა­რის­ხის ნი­შა­ნი ახ­ლდა“, – იხ­სე­ნებს სტამ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გიზ სი­რა­ძე და მოგ­ვითხრობს, რო­გორ მე­გობ­რობ­და ბა­ტო­ნი გუ­რა­მი ჩვენს დიდ მეც­ნი­ერ­ებ­თან, რო­გორ ელ­ოლი­ავ­ებ­ოდა და და­ფო­ფი­ნებ­და თავ­ზე წიგ­ნს – ახ­ალ­გა­მო­ცე­მულ­საც და ძველ­საც. ახ­ლაც, თუ­კი ვინ­მეს­თან გუ­რამ ხო­სიშ­ვილ­ზე ჩა­მო­აგ­დებთ სიტყვას, სი­ნა­ნუ­ლით გა­იხ­სე­ნე­ბენ ამ სა­ოც­რად კე­თილ­შო­ბილ პი­როვ­ნე­ბას. „ას­ეთი გულ­წრფე­ლი წუ­ხი­ლი ად­ამი­ან­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო იშ­ვი­ათ­ად გვი­ნა­ხავ­სო“, – ამ­ბო­ბენ სტამ­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ ას­წავ­ლი­დათ, პატ­რო­ნობ­დათ, მხარ­ში ედ­გათ.

 

...უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი იმ ად­ამი­ან­ებ­ით ფა­სობს, ვი­საც ერ­თი აგ­ური მა­ინც გა­დაუადგილებია მის სა­სი­კე­თოდ და ამ კედ­ლე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ელ­ფე­რი შე­უძ­ენია. გუ­რამ ხო­საშ­ვი­ლის­ნა­ირი ად­ამი­ან­ებ­ის წას­ვლა მარ­თლა აფ­ერ­მკრთა­ლებს ად­ამი­ან­თა ყო­ფას, თუმ­ცა, თუ­კი „დე­და­მი­წას სიყ­ვა­რუ­ლი ატ­რი­ალ­ებს“, სიკ­ვდი­ლიც არ­აფ­ერია – ად­ამი­ან­ებ­ის ხსოვ­ნაც ხომ სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც დე­და­მი­წას „დაქ­ცე­ვის­გან“ იფ­არ­ავს.

თარიღი: 18/04/2021