საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით ვორქშოპი გაიმართა

თსუ-ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 4-5 მარ­ტს პრო­ექ­ტის „Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ ფარ­გლებ­ში, ცოდ­ნი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­და­ცე­მის ონ­ლა­ინ ვორ­ქშო­პი ჩა­ტარ­და.

 

პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ვი­შეგ­რა­დის პარ­ტნი­ორი ქვეყ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში სა­შუ­ალო და მცი­რე ბიზ­ნეს­ში კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის (R&D) პრაქ­ტი­კის და­ნერ­გვა, აკ­ად­ემი­ური, კვლე­ვი­თი და ბიზ­ნეს ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის და­კავ­ში­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა და მათ შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის კვლე­ვე­ბის კო­მერ­ცი­ალ­იზ­აცი­ის ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­ზი­არ­ება, გა­და­ცე­მა, მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით.

 

ვორ­ქშოპ­ზე და­რე­გის­ტრირ­და ქარ­თუ­ლი ეკ­ოს­ის­ტე­მის 60-ზე მე­ტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი; მკვლე­ვა­რე­ბი; აკ­ად­ემი­ური ინ­სტი­ტუ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი; მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი; თსუ-ის ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტნი­ორ­ები.

 

ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვორ­ქშოპ­ზე სპი­კე­რე­ბად მოწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ კო­ში­ცეს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, სი­ლე­ზი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და მა­სა­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

 

რო­გორც ვორ­ქშო­პის ერ­თერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა თსუ ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრის მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტმა ირ­ინა ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა: „ამ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს საკ­მა­ოდ დი­დი ბა­ზა აქ­ვთ კვლე­ვე­ბის კო­მერ­ცი­ალ­იზ­აცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული პრო­ექ­ტე­ბი­სა. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ებს გა­უზი­არ­ეს კო­მერ­ცი­ალ­იზ­აცი­ის­ათ­ვის სა­ჭი­რო ეტ­აპ­ები, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს პრო­ცე­სე­ბი მათ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში, გა­აც­ნეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ები და სხვა. ამ ფორ­მით, მო­ნა­წი­ლე­ები ეზი­არ­ნენ იმ ევ­რო­პულ მო­დე­ლებს, რო­მე­ლიც ამ ეკ­ოს­ის­ტე­მა­შია და­ნერ­გი­ლი და რო­მელ­თა იმ­პლე­მენ­ტა­ცი­აც იგ­ეგ­მე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრის მი­ერ.

 

იქ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვოქ­რშოპს ეს­წრე­ბოდ­ნენ რო­გორც კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე მცი­რე და სა­შუ­ალო მე­წარ­მე­ები, მოხ­და მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­არ­ება. ამ ფორ­მა­ტით უფ­რო გა­მარ­ტივ­და ამ მხა­რე­თა ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის უფ­რო ნა­თე­ლი გახ­და ის სა­კითხე­ბი, რა­ზეც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მუ­შა­ობ­ენ და მი­ეც­ათ შან­სი, რე­ალ­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­ენ­ახ­ათ.

 

ვორ­ქშო­პის შე­დე­გად, კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­იღ­ეს ცოდ­ნა, თუ რო­გორ უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ონ და მარ­თონ ცოდ­ნი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ის კო­მერ­ცი­ალ­იზ­აცი­ის პრო­ცე­სი ეფ­ექ­ტუ­რად, ხო­ლო მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­ეც­ათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ეღ­ოთ ცოდ­ნა, თუ რა­ტომ და რო­გორ უნ­და ით­ან­ამ­შრომ­ლონ კვლე­ვით და აკ­ად­ემი­ურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან,“ – აღ­ნიშ­ნა ირ­ინა ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა.

 

რა ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა მხა­რე­ებ­თან მუ­შა­ობ­ის­ას და რამ­დე­ნად ეფ­ექ­ტუ­რი იყო ვორ­ქშო­პი? – ამ შე­კითხვა­ზე ქალ­ბა­ტონ­მა ირ­ინ­ამ ასე გვი­პა­სუ­ხა: „სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფი, რა თქმა უნ­და, და­აკ­ვირ­და უკ­უკ­ავ­შირს, ამ­იტ­ომ, მა­თი კო­მენ­ტა­რე­ბის ში­ნა­არ­სი ყვე­ლა­ზე კარ­გად გას­ცემს ამ კითხვა­ზე პა­სუხს. მო­ნა­წი­ლე­ებ­ის შე­ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით, ვორ­ქშოპ­ზე გან­ხი­ლუ­ლი სა­კითხე­ბი მათ გა­მო­ად­გე­ბათ სა­მო­მავ­ლო კო­მერ­ცი­ალ­იზ­აცი­ის პრო­ცეს­ში, ამ­ას­თან, სპი­კე­რებ­მა ერ­თმა­ნეთს გა­უზი­არ­ეს თა­ვი­ან­თი მო­ცუ­ლო­ბი­თი პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­იც, რაც ას­ევე დი­დი ბე­ნე­ფი­ტია, რად­გან ამ თე­მა­ზე მა­სა­ლე­ბი საკ­მა­ოდ მწი­რია. ვორ­ქშო­პის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და ორი პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ოც, რაც მეც­ნი­ერ­ებს შე­ფა­სე­ბი­სა და ან­ალ­იზ­ის პრო­ცეს­ში წა­ად­გე­ბათ. ვორ­ქშოპ­ზე სა­უბ­არი იყო ერთ-ერთ პრობ­ლე­მურ სა­კითხეც — პა­ტენ­ტე­ბი და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, რა­ზეც პარ­ტნი­ორი ევ­რო­პუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა საკ­მა­ოდ ვრცლად ისა­უბ­რა და შე­ეხო გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებს, რო­მელ­თაც, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვხვდე­ბით,“ – აღ­ნიშ­ნა მან.

 

და ბო­ლოს, პრო­ექ­ტი „Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ჩე­ხე­თის, უნ­გრე­თის, პო­ლო­ნე­თი­სა და სლო­ვა­კე­თის მთავ­რო­ბე­ბის მი­ერ ვი­შეგ­რა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის ვი­შეგ­რა­დის გრან­ტე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით. ფონ­დის მი­სიაა, ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პა­ში მდგრა­დი რე­გი­ონ­ალ­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბის იდე­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა.

 

მოამზადა თა­მარ და­დი­ანმა

თარიღი: 26/03/2021