საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში მენეჯერებისთვის ტრენინგ-კურსი „თანამედროვე მენეჯერის უნარები“ ჩატარდა

თე­ბერ­ვლის თვე­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრში ჩა­ტარ­და ტრე­ნინგ-კურ­სი „თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ნე­ჯე­რის უნ­არ­ები“. კურ­სი გან­კუთ­ვნი­ლი იყო სა­შუ­ალო და მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სურთ მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­კუ­თა­რი მო­ტი­ვა­ცი­ის და მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბის გაზ­რდით გუნ­დის მო­ტი­ვა­ცი­ისა და ჩარ­თუ­ლო­ბის ამ­აღ­ლე­ბა და ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ, გუნ­დურ და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ დო­ნე­ზე პრო­დუქ­ტი­ულ­ობ­ის გაზ­რდა.

 

კურ­სს უძ­ღვე­ბო­და რუ­სუ­დან კვა­ჭან­ტი­რა­ძე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტია. მის რე­გა­ლი­ებს შო­რი­საა: ქო­უჩ­ინ­გის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (ICF) მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი PCC ქო­უჩი, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მენ­ტო­რი, ბრი­ტა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Thrive Partners-ის ქო­უჩი, მენ­ტო­რი და ტრე­ნე­რი; Erickson Coaching International-ის აზი­ისა და კავ­კა­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მენ­ტორ-ქო­უჩი.

 

კურ­სი დის­ტან­ცი­ურ­ად წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა ამ­ას ხე­ლი არ შე­უშ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ად­ამი­ან­ებ­ის­თვის – გაეუმჯობესებინათ მე­ნე­ჯე­რის უნ­არ­ები, შე­ეს­წავ­ლათ მარ­თვის სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტი და კრი­ტი­კუ­ლად შე­ეხ­ედ­ათ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის – შე­უძ­ლი­ათ თუ არა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი და პრო­დუქ­ტი­ულ­ები გა­ხა­დონ.

 

„ტრე­ნინგ-კურ­სით ნამ­დვი­ლად კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ვის­წავ­ლეთ და გა­ვა­ან­ალ­იზ­ეთ მარ­თვის პრინ­ცი­პე­ბი, მო­ტი­ვა­ცი­ის და დე­მო­ტი­ვა­ცი­ის ას­პექ­ტე­ბი, გვქონ­და დის­კუ­სია და უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თის და შემ­თხვე­ვის ან­ალ­იზი. კურ­სის შემ­დეგ და­ვიწყე ჩე­მი ქცე­ვის კრი­ტი­კუ­ლად გან­სჯა. მგო­ნია, რომ, პრაქ­ტი­კას­თან ერ­თად, მე­ნე­ჯე­რის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის და უნ­არ-ჩვე­ვე­ბის თე­ორი­ული გა­აზ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ძა­ლი­ან კარ­გი ჯგუ­ფი შე­იკ­რი­ბა. გვყავ­და ძა­ლი­ან კარ­გი ტრე­ნე­რი, რო­მე­ლიც ჯგუ­ფის არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვად მარ­თვას ახ­ერ­ხებ­და“, – გვითხრა თსუ-ის რექ­ტო­რის აპ­არ­ატ­ის და აკ­ად­ემი­ური საბ­ჭოს სამ­დივ­ნოს უფ­როს­მა მზე­ქა­ლა აჭა­იძ­ემ.

 

ტრე­ნინგ-კურ­სის პრაქ­ტი­კულ სეგ­მენ­ტზე გა­ამ­ახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა თსუ-ის პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა კა­ხა­ბერ ჭე­იშ­ვილ­მა. მი­სი თქმით, კურ­სე­ბი იყო სწო­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და დატ­ვირ­თუ­ლი ში­ნა­არ­სი­ანი, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო სა­ვარ­ჯი­შო­ებ­ით. „კურ­სი აგ­ებ­ული იყო პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ებ­ის ძა­ლი­ან კარგ მე­თოდ­ზე. გვყავ­და გუ­ლის­ხმი­ერი და თი­თოეული მო­ნა­წი­ლის მოთხოვ­ნებ­სა თუ სა­ჭი­რო­ებ­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქო­უჩ ტრე­ნე­რი, რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა ფრი­ად სა­სი­ამ­ოვ­ნო იყო. ას­ევე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის უაღ­რე­სად ღია და გამ­ჭვირ­ვა­ლე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რა­მაც კი­დევ უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ხა­და ეს კურ­სე­ბი“, – გვითხრა მან.

 

რო­გორ აიგო ტრე­ნინგ-კურ­სი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­შუ­ალო და მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხებ­ზე და რა შე­ის­წავ­ლეს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა? — ამ სა­კითხებ­ზე მენ­ტო­რი და ტრე­ნე­რი რუ­სუ­დან კვა­ჭან­ტი­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

 

– ქალ­ბა­ტო­ნო რუ­სუ­დან, რა­ზე გა­მახ­ვილ­და ყუ­რადღე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ამ ტრე­ნინგ-კურ­სის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­კითხე­ბი, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­შუ­ალო და მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და?

 

– ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თა­ვი­სი მოთხოვ­ნე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი და სა­ჭი­რო­ებ­ები აქ­ვს და, სწო­რედ მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თი­თოეული გუნ­დის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური პროგ­რა­მა მუ­შავ­დე­ბა; ვით­ვა­ლის­წი­ნებთ — თუ რი­სი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სურთ მე­ნე­ჯე­რებს; რო­მე­ლია მათ­თვის „მტკივ­ნე­ული“ სა­კითხე­ბი. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ყვე­ლა­ზე ხში­რად კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი მარ­თვის უნ­არ­ებ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

 

რაც შე­ეხ­ება ამ კურ­სს, რო­მე­ლიც თსუ უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრთან ერ­თად გა­ვა­კე­თეთ, მას­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო თა­ვად უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და მა­თი მე­ნე­ჯე­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. ტრე­ნინ­გის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის გა­მოკ­ვლე­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის მხი­დან იღ­ებ­და ქე­თი ცინ­ცა­ძე. უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გუნ­დი შე­იქ­მნა. თი­თოეულის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ობ­ამ კი უფ­რო მე­ტი ხიბ­ლი შეს­ძი­ნა ტრე­ნინ­გს.

 

– რა შე­ის­წავ­ლეს ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლებ­მა? რა­ზე ამ­ახ­ვი­ლებ­დნენ ყუ­რადღე­ბას?

 

– რო­გორ მო­ახ­ერ­ხებს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მარ­თვას და მო­ტი­ვი­რე­ბას მე­ნე­ჯე­რი, ამ­აში დი­დი რო­ლი უჭ­ირ­ავს მის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს და უნ­არ­ებს. ამ­იტ­ომ კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი დე­ტა­ლუ­რად და ღრმად გა­ნი­ხი­ლავს სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის შეც­ნო­ბის სა­კითხს – „რო­გო­რი ვარ მე ად­ამი­ან­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?“ „რა არ­ის ჩე­მი, რო­გორც მე­ნე­ჯე­რის, ძლი­ერი ან გან­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი ზო­ნე­ბი?“ და სხვ. ას­ეთი ტი­პის ტრე­ნინ­გში ხში­რად ვრთავ გუნ­დუ­რი ქო­უჩ­ინ­გის ელ­ემ­ენ­ტებ­საც, რო­ცა მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქ­ვთ, რომ არა მხო­ლოდ ტრე­ნე­რის­გან მი­იღ­ონ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, არ­ამ­ედ ას­ევე თვით­შე­მეც­ნე­ბის და მო­საზ­რე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თგა­ზი­არ­ებ­ით­აც. უმ­ეტ­ეს­ად სწო­რედ ასე იბ­ად­ება სა­უკ­ეთ­ესო გა­მო­სა­ვა­ლი.

 

ტრე­ნინ­გის მთა­ვა­რი ფო­კუ­სი მა­ინც იმ­აზე კეთ­დე­ბა, რომ მე­ნე­ჯერ­მა ჯერ ყვე­ლა­ფე­რი მო­ირ­გოს სა­კუ­თარ თავ­ზე და შემ­დეგ ეს უნ­არ­ები მო­არ­გოს ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად თი­თოეულ თა­ნამ­შრო­მელს. ამ დროს მთა­ვა­რია, მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უქ­მნა ის­ეთი ვე­ლი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ფიქ­რდნენ და მო­ახ­ერ­ხონ გულ­წრფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და აზ­რთა გა­ზი­არ­ება. ეს არ ნიშ­ნავს იმ­ას, რომ ად­ამი­ანს, რო­მე­ლიც არ არ­ის მზად გულ­წრფე­ლო­ბის­თვის, ხე­ლი შე­ეშ­ლე­ბა ტრე­ნინ­გი­დან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა­ში. პი­რი­ქით, თუ­კი მათ­თვის სხვა ფორ­მა­ტია უფ­რო მე­ტად მი­სა­ღე­ბი, ამ­აშ­იც ვეხ­მა­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ შე­იქ­მნას მაქ­სი­მა­ლუ­რად ეკ­ოლ­ოგი­ური გა­რე­მო და თი­თოეულმა მი­იღ­ოს მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი.

 

– თქვენ უცხო­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თა­ნაც მუ­შა­ობთ. რა მსგავ­სე­ბას და გან­სხვა­ვე­ბას ხე­დავთ მარ­თვი­თი რგო­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­ში?

 

– შვიდ წელ­ზე მე­ტია, რაც სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში მსგავ­სი ტი­პის ტრე­ნინ­გებს ვა­ტა­რებ, აქ­ტი­ურ­ად ვმუ­შა­ობ უცხო­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თა­ნაც და ეს მაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ვი­ნა­ხო — რე­ალ­ურ­ად რა გან­გვას­ხვა­ვებს. უმ­ეტ­ეს­ად ჩვენ გვგო­ნია, რომ იქ ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა და პო­ლა­რუ­ლი გან­სხვა­ვე­ბაა ქარ­თულ რე­ალ­ობ­ას­თან, თუმ­ცა ეს ასე არ არ­ის. სი­ნამ­დვი­ლე­ში მე­ნე­ჯე­რებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ას­ევე ევ­რო­პა­სა და ამ­ერ­იკ­აში ძა­ლი­ან ბევ­რი მსგავ­სი პრობ­ლე­მა აქ­ვთ. იქ­აც აქ­ტუ­ალ­ურია ის­ეთი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა გუნ­დის მარ­თვა, რო­გორ მივ­ცეთ და­ვა­ლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლებს, რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ოთ დე­ლე­გი­რე­ბა, რო­გორ მივ­ცეთ და მი­ვი­ღოთ უკ­უკ­ავ­ში­რი, რო­გორ გავ­ხსნათ მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ალი და ავ­უმ­აღ­ლოთ მო­ტი­ვა­ცია, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­კუ­თა­რი დრო უფ­რო ეფ­ექ­ტუ­რად და სხვ. ეს თე­მა­ტი­კა აქ­ტუ­ალ­ურია უცხო­ეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ამ­იტ­ომ ყველ­გან ერ­თნა­ირ­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ობა.

 

მაია ტო­რა­ძე

თარიღი: 31/03/2022