საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2021 - დავა სასამართლოში (აქცენტები, პოზიციები)

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

 

12 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ნიშ­ნუ­ლი თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი გა­და­იდო. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის მოთხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს VIII მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბა და­ავ­ალა.

 

სტუ­დენ­ტურ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ არ­ჩევ­ნე­ბის ახ­ალი თა­რი­ღი უკ­ვე გან­საზღვრა — კენ­ჭის­ყრის პრო­ცე­სი 6 ნო­ემ­ბერს ჩა­ინ­იშ­ნა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა 6 ნო­ემ­ბრამ­დე არ დას­რულ­დე­ბა, კენ­ჭის­ყრის თა­რი­ღი ის­ევ გა­და­ვად­დე­ბა. სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს 2 არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია აკ­ვირ­დე­ბა — „ევ­რო­პის იურ­ისტ სტუ­დენ­ტთა ას­ოცი­აცია" და „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ება".

 

 

ალ­ტერ­ნა­ტი­ული სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი

 

იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ული სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი, 10 ოქ­ტომ­ბერს, ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ობ­ით უკ­ვე ჩა­ტარ­და — არ­ჩე­ულია 20 სტუ­დენ­ტი, ანუ თი­თოეული კურ­სი­დან 5-5 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. კენჭისყრა „Election Runner“-ის გამოყენებით ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყენებს და აღიარებს. ონლაინ პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით სტუდენტებმა კონსულტაციები საია-სთან გაიარეს. სტუ­დენ­ტთა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ული არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას მხა­რი და­უჭ­ირა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის თით­ქმის სრულ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ.

 

იურ­იდი­ულ­მა ფა­კულ­ტეტ­მა VII მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭოს მუ­შა­ობ­ას მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლი­სის თვი­დან ჩა­მო­აშ­ორა. სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭომ ოფ­იცი­ალ­ურ მი­ზე­ზად VII მოწ­ვე­ვის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის 6 თვით მე­ორ­ედ გა­ხან­გრძლი­ვე­ბა და­ას­ახ­ელა. ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ურ­მა პერ­სო­ნალ­მა მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა და ას­ევე იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რა 27 სექ­ტემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში და­ას­აბ­უთა. წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია: „2020-2021 სას­წავ­ლო წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მნა ვი­თა­რე­ბა, რაც ამ დრომ­დე და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არ გა­მო­უც­დია. კერ­ძოდ, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მე-7 მოწ­ვე­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი 2 წლი­ანი და და­მა­ტე­ბი­თი 6 თვი­ანი ვა­დის ამ­ოწ­ურ­ვის შემ­დეგ, 2021 წლის მა­ის-ივ­ნი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო, იურ­იდი­ული სა­ფუძ­ვლის არ­ქო­ნის მი­უხ­ედ­ავ­ად, კვლავ ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნევს თავს. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ერ­თგვა­რი მით­ვი­სე­ბა ფა­კულ­ტე­ტე­ბის საბ­ჭო­ებ­ის მუ­შა­ობ­ის­თვის, ას­ევე, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური საბ­ჭოს წევ­რთა არ­ჩევ­ნე­ბი­სა და მი­სი შემ­დგო­მი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­ათ­ვის გარ­კვე­ულ სა­მარ­თლებ­რივ რის­კებს ქმნის. რაც ძალ­ზე სა­ყუ­რადღე­ბოა, სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის გა­დაწყვე­ტას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ერ­თი მხრივ, იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭო­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნა­ბი­ჯე­ბი — გა­დად­გმუ­ლი 2021 წლის გა­ზაფხუ­ლი­დან (ცენ­ტრა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ზე­პი­რი და წე­რი­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მი­რე­ბა და სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის მოთხოვ­ნა, ას­ევე, ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს მი­ერ სტუ­დენ­ტი წევ­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­კითხის დას­მა) და, მე­ორე მხრივ, სტუ­დენ­ტთა ინ­იცი­ატ­ივ­ით შექ­მნი­ლი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის საქ­მი­ან­ობა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის და­გეგ­მვი­სა და ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით“. აღ­ნიშ­ნულ მი­მარ­თვას ხელს აწ­ერს იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბა.

 

 

სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­მოხ­მა­ურ­ება

 

სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას 12 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­დე­ბის თა­ობ­აზე გა­მო­ეხ­მა­ურა თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ალ­ექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის საქ­მი­ან­ობა მარ­თუ­ლია ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნა­ტის მხრი­დან, რაც სტუ­დენ­ტთა თვით­თმმარ­თვე­ლო­ბის საქ­მი­ან­ობ­აში ჩა­რე­ვა­ზე მი­უთ­ით­ებს და ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბა კა­ნონს „უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“.

 

„ბო­ლო პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ინ­ტენ­სი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რი სტუ­დენ­ტე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბა და დევ­ნა. ყო­ვე­ლი­ვე ამ­ის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და უთ­ან­ხმო­ება ამ­ავე ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნატ­სა და ფა­კულ­ტე­ტის წევრ სტუ­დენ­ტებს შო­რის. ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სურ­და მა­გის­ტრან­ტე­ბის ად­გი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­აპ­რო­ტეს­ტეს ჩვენ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭო­ში. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბის მი­უღ­ებ­ლო­ბა გახ­და დე­კა­ნა­ტის მხრი­დან მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­ზე­ზი ჩვენს მი­მართ. „კო­ვიდ 19“-ის მი­ერ გა­მოწ­ვე­ული პან­დე­მი­ის გა­მო გა­და­დე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ­ალ­ეგ­იტ­იმ­ურ­ად გა­მო­აცხა­და იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნატ­მა და ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი საბ­ჭო­დან გა­მო­აძ­ევა. შემ­დეგ სტუ­დენ­ტთა ჯგუ­ფის/კო­მი­ტე­ტის მეშ­ვე­ობ­ით ალ­ტერ­ნა­ტი­ული არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და­იწყეს. ამ წუ­თამ­დე ყვე­ლა ის ნა­ბი­ჯი, რაც კო­მი­ტეტ­მა გა­დად­გა, იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნა­ტის მხრი­დან და მა­თი უშუ­ალო ჩა­რე­ვით. მთე­ლი ამ პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმ­ის­ათ­ვის, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა თა­ვი­დან, თუმ­ცა, რაც მოხ­და, არ­ის ყოვ­ლად მი­უღ­ებ­ელი და და­უშ­ვე­ბე­ლი. მო­სა­მარ­თლე მი­ხე­ილ ჯინ­ჯო­ლი­ამ მი­იღო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ­ის უს­ამ­არ­თლო და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მყო­ფი კა­ნონ­თან „უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, სა­დაც გარ­კვე­ვით წე­რია, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცია არ უნ­და ჩა­ერი­ოს სტუ­დენ­ტუ­რი თით­მმარ­თვე­ლო­ბის საქ­მი­ან­ობ­აში. სა­სა­მარ­თლომ მი­მარ­თა თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რომ შე­აჩ­ერ­ოს ჩვე­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვენ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ კა­ნონს და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ინ­ტე­რე­სებს, ამ­იტ­ომ ვაცხა­დებთ არ­ჩევ­ნებს გა­და­დე­ბუ­ლად, თუმ­ცა ამ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტიც და ჩვენც გა­ვა­სა­ჩივ­რებთ და აუც­ილ­ებ­ლად მი­ვიყ­ვანთ ამ ბრძო­ლას ბო­ლომ­დე, რო­მე­ლიც ის­ეთი კლა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­გო­რი­ცაა ირ­აკ­ლი ბურ­დუ­ლის კლა­ნი იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე და ქალ­ბა­ტონ თა­მარ ზა­რან­დი­ას მა­რი­ონ­ეტ­ობა. ამ­ას­თა­ნა­ვე სა­მარ­ცხვი­ნოდ მიგ­ვაჩ­ნია, რო­დე­საც იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის არ­ალ­ეგ­იტ­იმ­ურ­ობ­აზე სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნამ­დე სა­უბ­რობს“, — გა­ნაცხა­და მე-7 მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ალ­ექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა.

 

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის პა­სუ­ხი

 

VII მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თე­ლო­ბის გან­ცხა­დე­ბებს იურ­იდ­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი თა­მარ ზა­რან­დია პა­სუ­ხობს. დე­კა­ნი აცხა­დებს, რომ მე-7 მოწ­ვე­ვის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა კა­ნო­ნი­ერი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე იგ­რძე­ლებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და ამ მოქ­მე­დე­ბე­ბით საფ­რთხეს უქ­მნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ას, შე­დე­გად კი სტუ­დენ­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას იწ­ვევს.

 

„რაც შე­ეხ­ება იმ გან­ცხა­დე­ბას, თით­ქოს იურ­იდი­ულ­მა ფა­კულ­ტეტ­მა შე­ამ­ცი­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე მი­სა­ღე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა, არ შე­ეს­აბ­ამ­ება სი­ნამ­დვი­ლეს და ამ­ის გა­და­მოწ­მე­ბა ად­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია. ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს არ­ას­ოდ­ეს არ მი­უღია გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სტუ­დენ­ტთა რა­ოდ­ენ­ობ­ის შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც დად­გე­ნი­ლია პრო­ცე­დუ­რით, ან­კე­ტა-კითხვა­რის დამ­ტკი­ცე­ბა ხდე­ბა ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს მი­ერ და რო­დე­საც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნი­საზღვრა მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე მი­სა­ღე­ბი კონ­ტინ­გენ­ტის რა­ოდ­ენ­ობა 150-ით, ამ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას მა­შინ მხა­რი და­უჭ­ირ­ეს მათ შო­რის მე-7 მოწ­ვე­ვის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რებ­მა. თუმ­ცა უკ­ვე იმ დროს, რო­დე­საც მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი ტარ­დე­ბო­და, იმ მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რებ­მა მო­ითხო­ვეს მი­სა­ღე­ბი კონ­ტი­გენ­ტის გაზ­რდა, რა­საც ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭო არ და­ეთ­ან­ხმა. რაც შე­ეხ­ება საბ­ჭოს მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას, მას მე­რე, რაც თა­ვად მე-7 მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რებ­მა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნაცხა­დეს მა­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის ამ­ოწ­ურ­ვის თა­ობ­აზე, საბ­ჭომ იმ­სჯე­ლა ამ­აზე და გა­დაწყვი­ტა, რომ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭო­ზე მა­თი მოწ­ვე­ვა არ მოხ­დე­ბო­და, მათ არ შეწყვე­ტი­ათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რად­გან საბ­ჭო ვერ შეწყვეტ­და იმ­ას, რაც მათ არ ჰქონ­დათ. სხვა­თა შო­რის, ეს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ამ პი­რებს, მე-7 მოწ­ვე­ვის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რებს სა­სა­მარ­თლო­ში არ გა­უს­აჩ­ივ­რე­ბი­ათ, რი­თაც ცხა­დია და­ეთ­ან­ხმნენ მას. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭო­სათ­ვის ცხა­დი გახ­და, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მე-7 მოწ­ვე­ვის დე­ლე­გა­ტებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და ჰქონ­დათ ამ­ოწ­ურ­ული და ეს სა­და­ვო არ იყო“, — აცხა­დებს იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი თა­მარ ზა­რან­დია.

 

 

ოფ­იცი­ალ­ური გან­მარ­ტე­ბა

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის VIII მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ერ­თი წლის წინ უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გა­მო ორ­ჯერ 6 თვით გა­და­ვად­და. კენ­ჭის­ყრის თა­რი­ღის გა­და­ტა­ნის მი­ზე­ზი სტუ­დენ­ტურ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში გან­მარ­ტა:

 

„ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის 2020 წლის 23 იან­ვრის „ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ N 014 დად­გე­ნი­ლე­ბის მე-2 მუხ­ლი­სა და 24-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის დე­ლე­გა­ტე­ბი და პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩე­ვა 2 (ორი) წლის ვა­დით. ხო­ლო ამ­ავე დე­ბუ­ლე­ბის 30-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის „ზ“ ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტი, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიჩ­ნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს გა­და­ავ­ად­ებს არა­უმ­ეტ­ეს ექ­ვსი თვი­სა. ტერ­მი­ნი — მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე — არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გო­ნივ­რუ­ლი რა­ოდ­ენ­ობ­ით არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­აცი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩევ­ნე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­და­იდ­ოს ორ­ჯე­რაც, თუ ამ­ის სა­ჭი­რო­ება არ­სე­ბობს. თსუ სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მე-7 მოწ­ვე­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ორ­წლი­ანი ვა­და ამო­იწ­ურა 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ხო­ლო ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თლე­ბი­ვი ნორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე 6 თვის ვა­დით გა­ხან­გრძლივ­და მე-7 მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა 2021 წლის მა­ის­ის ჩათ­ვლით, ხო­ლო მე­ორ­ეჯ­ერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და გაგ­რძელ­და კი­დევ 6 თვით.“

 

 

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის საქ­მი­ან­ობ­აში ჩა­ერია თუ არა აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი?

 

თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის ჩა­რე­ვის ფაქ­ტე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად VII მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რე­ბი იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რის მი­ერ სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბე­ბის სქრი­ნებ­სა და, ას­ევე, სა­ლექ­ციო პე­რი­ოდ­ში ზუ­მის პლატ­ფორ­მა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს იმ­ოწ­მე­ბენ, სა­დაც პრო­ფე­სუ­რა სტუ­დენ­ტებს 10 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­კენ მო­უწ­ოდ­ებს. იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე მოქ­მე­დი სტუ­დენ­ტთა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი კი მათ საქ­მი­ან­ობ­აში ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან ჩა­რე­ვას გა­მო­რიცხავს და აცხა­დებს, რომ VII მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე მიმ­დი­ნა­რე ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ცე­სის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის უს­აფ­უძ­ვლო მცდე­ლო­ბაა.

 

„სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის საქ­მი­ან­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბა ყვე­ლა სტუ­დენ­ტის­თვის იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამ­ის­ათ­ვის მხო­ლოდ სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მის შევ­სე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ. პრო­ცე­სის ღიაობა დე­მონ­სტრი­რე­ბაა იმ­ისა, რომ თა­ვი­დან­ვე სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის მი­ზანს ფარ­თო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მიღ­წე­ვა და მიმ­დი­ნა­რე სა­კითხე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ გა­დაწყვე­ტა წარ­მო­ად­გენ­და. სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­ში ხმის უფ­ლე­ბით თი­თოეული სტუ­დენ­ტი (და არ­ავ­ინ სხვა) თა­ნაბ­რად სარ­გებ­ლობ­და და გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი წი­ნას­წარ დად­გე­ნი­ლი წე­სით, შე­სა­ბა­მი­სი კვო­რუ­მის დაც­ვით მი­იღ­ებ­ოდა — სხვა­დას­ხვა კურ­სის 42 სტუ­დენ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად პლუ­რა­ლის­ტურ გა­რე­მო­ში თა­ვად წყვეტ­და ყვე­ლა წა­მოჭ­რილ სა­კითხს.

 

სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის საქ­მი­ან­ობ­ის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ოქ­მე­ბი და გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი მი­მარ­თვი­თა და თხოვ­ნით ქვეყ­ნდე­ბო­და ფა­კულ­ტე­ტის ვებ-გვერ­დზე. შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბე­ბი ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­არ­ელ­ევ­ან­ტუ­რია, რად­გან ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა სტუ­დენ­ტე­ბის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, სა­ჯა­რო­ობა და ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ცე­სი­სად­მი ხელ­შეწყო­ბა.

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის, ისე აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის, გა­მომ­დი­ნა­რე­ობს არა პრო­ცე­სის ვინ­მეს მი­ერ მარ­თუ­ლო­ბი­დან, არ­ამ­ედ იქ­იდ­ან, რომ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი და მი­სი პრო­ფე­სუ­რა, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­ული იურ­ის­ტე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, ერ­თსუ­ლო­ვა­ნია სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის იმ­გვა­რად გან­მარ­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც 10 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას აღი­არ­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერი პრე­ტენ­ზია სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი­სად­მი, რო­მე­ლიც მის მი­მართ აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ მხარ­და­ჭე­რას ეფ­უძ­ნე­ბა, გა­მო­ხა­ტავს არ­აპ­ირ­ოვ­ნულ მი­კერ­ძო­ებ­ას, არ­ამ­ედ წმინ­დად სა­მარ­თლებ­რივ მიდ­გო­მას, რო­მე­ლიც არ ტო­ვებს იმ­ის არე­ალს, რომ 10 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი იურ­იდი­ული თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მუ­რად ჩა­ით­ვა­ლოს“, — გვითხრა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის წევ­რმა ნი­ნო დო­ლუ­აშ­ვილ­მა.

 

 

სპე­ცი­ალ­ური კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კითხი

 

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას VIII მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ მი­კერ­ძო­ებ­ულს უწ­ოდ­ებს იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ელ­ენე წო­წო­ნა­ვა. თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა ას­ევე მო­უწ­ოდ­ებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, საქ­მე გო­ნივ­რულ ვა­და­ში გა­ნი­ხი­ლოს, რა­თა არ­ჩევ­ნე­ბი დრო­ულ­ად ჩა­ტარ­დეს. ალ­ექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი სპე­ცი­ალ­ური კო­მი­სი­ის შექ­მნის თხოვ­ნით მი­მარ­თავს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­აც, რო­მე­ლიც იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის თა­მარ ზა­რან­დი­ას და მი­სი მო­ად­გი­ლე­ებ­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბის სა­კითხს შე­ის­წავ­ლის.

 

„ერ­თი შე­ხედ­ვი­თაც აშ­კა­რაა, რომ ეს არ­ის ვი­ღა­ცის ნა­კარ­ნა­ხე­ვი და მი­კერ­ძო­ებ­ული გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით — ვის­თა­ნაც გვაქ­ვს საქ­მე, რო­დე­საც იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსა­უბ­რობთ. ამ ად­ამი­ან­ებს არ გა­უჭ­ირ­დე­ბათ თა­ვი­სი­ან­ებ­ის გა­მო­ძებ­ნა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში. მო­ვუ­წო­დებთ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას — ჩა­ერ­თოს ამ პრო­ცეს­ში, ამ­ჯე­რად ჩუ­მად ყოფ­ნა და ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცუდ შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. აუც­ილ­ებ­ლად უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ (მი­უხ­ედ­ავ­ად ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ებ­ისა) მო­ცე­მუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მცდა­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ — ეს არ­ის მხო­ლოდ დრო­ებ­ითი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც დრო­ებ­ით აჩ­ერ­ებს ამ არ­ჩევ­ნებს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა არ­ის არ­ალ­ეგ­იტ­იმ­ური ან არ­ჩევ­ნე­ბი გა­მოცხა­დე­ბუ­ლია არ­აკ­ან­ონი­ერ­ად. კა­ნო­ნი­ერ­ებ­ის ფარ­გლებ­ში თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა უახ­ლო­ეს ვა­დებ­ში ჩა­ატ­არ­ებს არ­ჩევ­ნებს და კვლა­ვინ­დე­ბუ­რად გა­აგ­რძე­ლებს ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ნო­მერ პირ­ველ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტუ­რი და ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი დღის წეს­რი­გის შექ­მნა­სა და სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას“, — გა­ნაცხა­და მე-7 მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ელ­ენე წო­წო­ნა­ვამ.

 

 

* * *

 

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში თსუ-ის VII მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მე­ორ­ედ 6 თვით ვა­დით საქ­მი­ან­ობ­ის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის საქ­მის გან­ხილ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას, თსუ-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით საბ­ჭო­სა და სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი VII მოწ­ვე­ვის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რე­ბი მო­ვა­ლე­ობ­ის შეს­რუ­ლე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. რაც შე­ეხ­ება იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს, სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ში სტუ­დენ­ტთა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას 10 ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თულ ალ­ეტ­ერ­ნა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში არ­ჩე­ული დე­ლე­გა­ტე­ბი ას­რუ­ლე­ბენ.

თარიღი: 13/10/2021