საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა ახ­ალი სას­წავ­ლო ფორ­მა­ტის უკ­ეთ ას­ათ­ვი­სებ­ლად სტუ­დენ­ტებს და პრო­ფე­სუ­რას ეხ­მა­რე­ბა

თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა სტუ­დენ­ტებს სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის ას­ლე­ბის გა­და­ღე­ბას უფ­ას­ოდ სთა­ვა­ზობს. ახ­ალი ინ­იცი­ატ­ივ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ება დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის მო­დელ­ზე გა­დას­ვლის­თა­ნა­ვე და­იწყო. სტუ­დენ­ტურ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­ის ჩა­სა­წე­რად დახ­მა­რე­ბა აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალ­საც შეს­თა­ვა­ზა.

„სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი შე­იც­ვა­ლა, ახ­ლა სტუ­დენ­ტე­ბი სო­ცი­ალ­ური ქსე­ლის სა­შუ­ალ­ებ­ით გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას ვუ­წევთ. რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სორს უკ­ვე და­ვეხ­მა­რეთ, რომ ახ­ალ სას­წავ­ლო ფორ­მატს უკ­ეთ მორ­გე­ბოდ­ნენ. ჩვენ­თვის ახ­ლა პრი­ორ­იტ­ეტ­ულია მაქ­სი­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ფა­კულ­ტე­ტებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან იმ­ის­ათ­ვის, რომ აკ­ად­ემი­ურ­მა პერ­სო­ნალ­მა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში თა­ვი­სი საქ­მი­ან­ობა ეფ­ექ­ტი­ან­ად წარ­მარ­თოს. სტუ­დენ­ტებ­თან მუდ­მივ კავ­შირ­ში ვართ, პრობ­ლე­მის წარ­მოქ­მნის შემ­თხვე­ვა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­სა­ბა­მის დე­პარ­ტა­მენ­ტს ვუ­კავ­შირ­დე­ბით.

აქ­ტი­ურ­ად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ფა­კულ­ტე­ტე­ბის საბ­ჭო­ებ­ის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში. გან­ვი­ხი­ლეთ შე­ფა­სე­ბის ახ­ალი კრი­ტე­რი­უმ­ები, რიგ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დის შე­ფა­სე­ბის ქუ­ლამ აიწია და 40-ის ნაც­ვლად 50, 60 ან 70 შე­ად­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, და­იკ­ლო დას­წრე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბის ქუ­ლებ­მა.

გვქონ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სტუ­დენ­ტე­ბი გვი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათ არ აქ­ვთ წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­თან ან კომ­პი­უტ­ერ­თან. იმ რე­სურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც უნ­ივ­ერ­სი­ტეტს აქ­ვს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ დახ­მა­რე­ბას, თუმ­ცა აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ თსუ-ს ახ­ლა იმ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქ­ვს, რომ სტუ­დენ­ტე­ბი ტექ­ნი­კით უზ­რუნ­ველ­ყოს,“ — აცხა­დებს თსუ სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტი შო­თა კე­ჟე­რაშ­ვი­ლი.

ესა­უბ­რა ნა­ტო ობ­ოლ­აძე

თარიღი: 10/04/2020