საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტი — „ზღაპ­რის ტრან­სფორ­მა­ცია“ ახ­ალ გმი­რებს გვაც­ნობს

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

 

თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ახ­ალ პრო­ექ­ტს — „ზღაპ­რის ტრან­სფორ­მა­ცია“ თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ები გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. პრო­ექ­ტი ორი კვი­რის წინ თბი­ლი­სის კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ას­თან და თბი­ლი­სის 133-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­იწყო. შე­დე­გად, ამ დრო­ის­თვის, უკ­ვე ორი ქარ­თუ­ლი და ორი უცხო­ური ზღაპ­რის არა­ერ­თი თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­პრე­ტა­ცია არ­სე­ბობს, ავ­ტო­რე­ბი კი I, II, III და IV კლა­სის მოს­წავ­ლე­ები არი­ან. ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ები წე­რი­ლო­ბი­თი, ჩა­ნა­ხა­ტე­ბის, კო­მიქ­სე­ბი­სა თუ ვი­დეოების სა­ხით თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფა­ცე­ბო­ოკ-გვერ­დზე პერ­მა­ნენ­ტუ­ლად იტ­ვირ­თე­ბა.

„თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მიზ­ნე აუდ­იტ­ორია უმ­ეტ­ეს­ად უფ­რო­სი კლა­სის მოს­წავ­ლე­ები არი­ან. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ები გა­მო­ვიწ­ვი­ეთ, რად­გან მათ პან­დე­მი­ის გა­მო, ფი­ზი­კუ­რი იზ­ოლ­აცი­ის პი­რო­ბებ­ში, სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვის ნაკ­ლე­ბი სა­შუ­ალ­ება აქ­ვთ. ბავ­შვებს ოთხი ზღაპ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის გა­მო­გო­ნე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ, ეს­ენია: „სა­მი გო­ჭი“, „წი­თელ­ქუ­და“, „კომ­ბლე“ და „ნა­ცარ­ქე­ქია“. მათ უნ­და მო­ეთხროთ, რო­გო­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ ამ ზღაპ­რის გმი­რე­ბი XXI სა­უკ­უნ­ეში. თავ­და­პირ­ვე­ლად თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის პე­და­გოგ­თან თე­ონა მა­მუ­ჩიშ­ვილ­თან, თბი­ლი­სის 133-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გოგ­თან ხა­თუ­ნა ლო­ლო­მა­ძეს­თან და ფო­თის 1-ელ და მე-12 სა­ჯა­რო სკო­ლებ­თან და­ვიწყეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ამ დრო­ის­თვის უკ­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე გა­მოგ­ვეხ­მა­ურა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბი მი­ვი­ღეთ. მა­გა­ლი­თად, გვაქ­ვს ვი­დეოები, სა­დაც ბავ­შვე­ბი თა­ვად თა­მა­შო­ბენ ზღაპ­რის გმი­რე­ბის რო­ლებს ან გვიყ­ვე­ბი­ან ზღაპ­რის ინ­ტერ­პრე­ტი­რე­ბულ ვერ­სი­ას; გვაქ­ვს კო­მიქ­სე­ბი, ჩა­ნა­ხა­ტე­ბი; ზო­გან სა­მი გო­ჭი სა­მი რო­ბო­ტია, მგე­ლი კი ჰა­კე­რი და რო­ბო­ტე­ბის­თვის კო­დე­ბის წარ­თმე­ვას ცდი­ლობს; წი­თელ­ქუ­და ექ­იმია და მგელს „COVID-19“-ის­გან კურ­ნავს; კომ­ბლე გა­მომ­ძი­ებ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა, რო­მე­ლიც და­კარ­გულ მე­გობ­რებს ეძ­ებს; ნა­ცარ­ქე­ქია ინ­ტერ­ნეტ­ქე­ქიაა და ა.შ. სი­კე­თე ბო­ლოს ყველ­გან იმ­არ­ჯვებს, შე­სა­ბა­მი­სად, ზღაპ­რის მთა­ვა­რი მო­რა­ლი და­ცუ­ლია. ჩვენს ფა­ცე­ბო­ოკ-გვერ­დზე არ აგ­ვიტ­ვირ­თავს ის ვი­დეოები, სა­დაც უფ­რო­სე­ბიც ჩა­ნან, რად­გან მთა­ვა­რი მოთხოვ­ნა გახ­ლდათ, რომ ას­ახ­ული ყო­ფი­ლი­ყო ბავ­შვე­ბის და­მო­უკ­იდ­ებ­ელი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

სა­ბავ­შვი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დი­რექ­ცი­ას­თან, ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნე ლო­მო­ურ­თან და დე­მეტ­რე მო­დე­ბა­ძეს­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ 1 ივ­ნისს სა­უკ­ეთ­ესო ათე­ულს გა­მო­ვავ­ლენთ, რომ­ლებ­საც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­გან სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ეც­ემ­ათ“, — გა­ნაცხა­და ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა, თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა ნი­ნო პო­პი­აშ­ვილ­მა.

თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მომ­დევ­ნო ეტ­აპ­ზე ახ­ალ პრო­ექ­ტს — „შექ­მე­ნი შე­ნი იგ­ავ-არ­აკი“ V-VIII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ის­თვის და­იწყებს. კონ­კურ­სის დაწყე­ბის თა­რი­ღი მოს­წავ­ლე­ებს თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის facebook- გვერ­დის სა­შუ­ალ­ებ­ით ეც­ნო­ბე­ბათ.

 

თარიღი: 08/05/2020