საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრა 50 წლის შემდეგ

მაია ტო­რა­ძემ

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას მდი­და­რი ის­ტო­რი­ული წარ­სუ­ლი აქ­ვს. 2019 წელს ამ ის­ტო­რი­ას კი­დევ ერ­თი ღი­რე­ბუ­ლი ფურ­ცე­ლი შე­ემ­ატა – მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის კა­თედ­რას 50 წე­ლი შე­უს­რულ­და.

 

მა­ღალ­მო­ლე­კუ­ლურ ნა­ერ­თთა ქი­მი­ის კა­თედ­რა 1969 წლის 16 დე­კემ­ბერს ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ის კა­თედ­რის ბა­ზა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და. კა­თედ­რის და­მა­არ­სე­ბე­ლი და პირ­ვე­ლი გამ­გე (1969-1978) იყო მეც­ნი­ერ­ებ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, ქი­მი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ახ­მედ ნო­ღა­იდ­ელი, რო­მელ­მაც დი­დი წვლი­ლი შე­იტ­ანა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის და­არ­სე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მი­სი ხელმ­ძღვა­ნე­ლო­ბით და­ცუ­ლია მრა­ვა­ლი სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია, გა­მოქ­ვეყ­ნებ­ულია ათე­ულ­ობ­ით სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი (რეს­პუბ­ლი­კურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლებ­ში), მი­ღე­ბუ­ლია არა­ერ­თი სა­ავ­ტო­რო მოწ­მო­ბა და პა­ტენ­ტი. ახ­მედ ნო­ღა­იდ­ელ­ის ხელ­მძ­ღვა­ნელ­ობ­ით დამ­ყარ­და სა­მეც­ნი­ერო კავ­ში­რე­ბი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან და სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებ­თან­. იგი, ს. ზო­ნის­თან ერ­თად, არ­ის ავ­ტო­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­სი – „ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ის კურ­სი“ და „სა­ვარ­ჯი­შო კრე­ბუ­ლი ორ­გა­ნულ ქი­მი­აში“. ახ­მედ ნო­ღა­იდ­ელ­მა აღ­ზარ­და მრა­ვა­ლი თა­ობა, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ მოღ­ვა­წე­ობ­ას რო­გორც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, ას­ევე, სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. სწო­რედ ამ დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გა­მო, მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის 156-ე ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, თსუ–ს მე­ორე კორ­პუს­ში, პრო­ფე­სორ ახ­მედ ნო­ღა­იდ­ელ­ის სა­ხე­ლი მი­ენ­იჭა.

 

1978 წლი­დან მა­ღალ­მო­ლე­კუ­ლურ ნა­ერ­თთა ქი­მი­ის კა­თედ­რის გამ­გედ არ­ჩე­ულ იქ­ნა პრო­ფე­სო­რი (1978-2000 წწ) ლო­ტარ ხა­ნა­ნაშ­ვი­ლი. იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო საბ­ჭოს, მათ შო­რის, სპე­ცი­ალ­იზ­ირ­ებ­ული სა­დოქ­ტო­რო და სა­კან­დი­და­ტო ხა­რის­ხის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი საბ­ჭო­ებ­ის წევ­რი. მი­სი პე­და­გო­გი­ური და სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი მუ­შა­ობ­ის შერ­წყმა გან­სა­კუთ­რე­ბით ეფ­ექ­ტუ­რი გახ­და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და შექ­მნის დროს.

 

ლო­ტარ ხა­ნა­ნაშ­ვი­ლის ძა­ლის­ხმე­ვით 1980 წელს თსუ-ის მა­ღალ­მო­ლე­კუ­ლურ ნა­ერ­თთა ქი­მი­ის კა­თედ­რას­თან გა­იხ­სნა ჰე­ტე­რო­ჯაჭ­ვუ­რი პო­ლი­მე­რე­ბის და კომ­პო­ზი­ცი­ური მა­სა­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც 2000 წელს პრობ­ლე­მურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ად გა­და­კეთ­და და 2006 წლამ­დე ფუნ­ქცი­ონი­რებ­და. მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ბა­ზის შექ­მნა მეც­ნი­ერ­ებ­ის, ას­პი­რან­ტე­ბი­სა დ სტუ­დენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი მუ­შა­ობ­ის­ათ­ვის. 1984 წელს პრო­ფე­სო­რი ლო­ტარ ხა­ნა­ნაშ­ვი­ლი არ­ჩე­ულ იქ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნიე­რე­ბა­თა აკ­ად­ემი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტად. მი­სი უშუ­ალო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დამ­ყარ­და კავ­ში­რე­ბი მოს­კო­ვის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და ინ­სტი­ტუ­ტებ­თან. მათ შო­რის იყო სა­ავია­ციო მა­სა­ლე­ბის სა­კავ­ში­რო ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­თა­ნაც სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თე­მე­ბი 1993 წლამ­დე მუ­შავ­დე­ბო­და. მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ები მივ­ლი­ნე­­ბულ იქ­ნენ გერ­მა­ნი­ის (დრეზ­დე­ნი, იენა, როს­ტო­კი, ნი­უნ­ხრი­ცის), რუ­სე­თის (მოს­კო­ვის და ლე­ნინგ­რა­დის) წამ­ყვან სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრებ­ში. მა­ღალ­მო­ლე­კუ­ლურ ნა­ერ­თთა ქი­მი­ის კა­თე­დრა­ზე სტა­ჟი­რე­ბას გა­დი­ოდ­ნენ იენ­ის და დრეზ­დე­ნის ახ­ალ­გაზ­რდა მკვლე­­ვრე­ბი.

 

პრო­ფე­სორ­მა ლო­ტარ ხა­ნა­ნაშ­ვილ­მა 1975 წელს პირ­ვე­ლად, აკ­ად­ემ­იკ­ოს კუზ­მა ან­დრი­ან­ოვ­თან ერთ­ად და 1980 წელს მე­ორ­ედ (გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი) გა­მოს­ცა წიგ­ნი ელ­ემ­ენ­ტორ­გა­ნუ­ლი მო­­­­­ნო­მერ­ებ­ისა და პო­ლი­მე­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის დარ­გში. 2006 წელს გა­მო­ვი­და აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნის გა­და­მ­უშ­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი ინ­გლი­სურ ენ­აზე: L.M. Khananashvili, O.V. Mukbaniani and G.E. Zai­k­ov. The book, New Concepts in Po­ly­mer Science, „Elementorganic Monomers: Technology, Pro­perties, Applications“. Printed in Ne­th­er­lands, ///VSP///, Utrecht, 2006, pp. 1-496. მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ცუ­ლია ათ­ამ­დე სა­დოქ­ტო­რო და 30-მდე სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­­ტა­ცია.

 

ლო­ტარ ხა­ნა­ნაშ­ვილს სი­ლი­ცი­უმ­ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბის პირ­და­პი­რი სინ­თე­ზის და ორ­გა­ნო­არა­ორ­გა­ნუ­ლი პო­ლი­მე­რე­ბის სინ­თე­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ვს რამ­დე­ნი­მე ათე­ული სა­ავ­ტო­რო გა­მო­გო­ნე­ბა და 600-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცია. 1983 წელს ლო­ტარ ხა­ნა­ნაშ­ვი­ლი, ავ­ტორ­თა კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად (ო. მუკ­ბა­ნი­ანი, ლ. ნა­კა­იძე და ვ. ცხოვ­რე­ბაშ­ვი­ლი) და­ჯილ­დო­ებ­ულ იქ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის პ. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ით: „სა­ქარ­თვე­ლოს საბ­უნ­ებ­ის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­აში სა­უკ­ეთ­ესო სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რომ­თა ციკ­ლი­სათ­ვის“. სწო­რედ ამ დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თვის მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის 121-ე ლა­ბო­რა­ტო­რი­ას მერ­ვე კორ­პუს­ში პრო­ფე­სორ ლო­ტარ ხა­ნა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მი­ენ­იჭა.

 

2001 წლი­დან კა­თედ­რას ხელ­მძღვა­ნე­ლობს პრო­ფე­სო­რი ომ­არ მუკ­ბა­ნი­ანი, სა­ქართ­ვე­ლოს სა­­ბ­უ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის წევ­რი. მი­სი ერთ-ერ­თი სა­მეც­ნი­ერო მი­მარ­თუ­ლე­ბა ეხ­ება ორ­გა­ნო-არა­ორ­გა­ნუ­ლი პო­ლი­მე­რე­ბის სინ­თეზს, კვლე­ვას და გა­მო­ყე­ნე­ბის სფე­რო­ებ­ის ძი­ებ­ას. კა­თედ­რის თა­ნამშ­რომ­ლებ­თან ერ­თად, გა­მო­ცე­მუ­ლია რამ­დე­ნი­მე მო­ნოგ­რა­ფია საზღ­ვარ­გა­რე­თის გა­მო­ცე­მებ­ში. ას­ევე თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ქარ­თულ ენ­აზე გა­მო­ცე­მუ­ლია სა­ხელ­მძ­ღვ­ან­ელო მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­აში, ორ­ტო­მე­ული პო­ლი­მე­რულ მა­სა­ლებ­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­ული პრაქ­ტი­კუ­მი პო­ლი­მე­რულ მა­სა­ლებ­ში და დამ­ხმა­რე სა­ხელ­მძღ­ვა­ნე­ლო­ები, რო­გორც აბ­იტ­ური­ენტ­თათ­ვის, ისე ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის, სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტ­თა და მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­აში მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ერ­თათ­ვის.

 

2009 წელს შე­იქ­მნა მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ისა და პო­ლი­მე­რუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნია ამ დარ­გებ­ში მო­მუ­შა­ვე სა­მეც­ნი­ერო პო­ტენ­ცი­ალ­ის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა, სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სათ­ვის ხელ­შეწყო­ბა. ინ­სტი­ტუტ­ში ტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი რო­გორც ფუნ­და­მენ­ტუ­რი, ას­ევე გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით, კა­თედ­რის მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი – ომ­არ მუკ­ბა­ნი­ანი, ჯიმ­შერ ან­ელი, თა­მარ თათ­რიშ­ვი­ლი და ელ­იზა მარ­ქა­რაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოღ­ვა­წე 2018 წლის სა­უკ­ეთ­ესო სა­მეც­ნი­ერო ჯგუ­ფად და და­ჯილ­დოვ­დნენ სი­გე­ლე­ბით.

 

მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ისა და პო­ლი­მე­რუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ინ­იცი­ატ­ივ­ით, 2007 წლი­დან ჩა­ეყ­არა სა­ფუძ­ვე­ლი კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმს პო­ლი­მე­რებ­სა და მო­წი­ნა­ვე პო­ლი­მე­რულ მა­სა­ლებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმ­პო­ზი­უმი ტარ­დე­ბა ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ.

 

2019 წლის 17-20 ივ­ლისს ბა­თუმ­ში ჩა­ტარ­და კავ­კა­სი­ის მე-6 სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმი პო­ლი­მე­რებ­სა და მო­წი­ნა­ვე პო­ლი­მე­რულ მა­სა­ლებ­ში, რო­მე­ლიც მი­ეძ­ღვნა მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის კა­თედ­რის და­მა­არ­სებ­ლის, პრო­ფე­სორ ახ­მედ ნო­ღა­იდ­ელ­ის ხსოვ­ნას და კა­თედ­რის 50 წლის იუბ­ილ­ეს. სიმ­პო­ზი­უმ­ში მო­ნა­წი­ლე და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ები და­ჯილ­დო­ებ­ული იქ­ნენ ახ­მედ ნო­ღა­იდ­ელ­ის და ლო­ტარ ხა­ნა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სი­გე­ლე­ბით და პრე­მი­ებ­ით. სიმ­პო­ზი­უმ­ში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს ევ­რო­პის, ამ­ერ­იკ­ისა და აზი­ის წამ­ყვან­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა, კერ­ძოდ, გერ­მა­ნი­იდ­ან, ეს­პა­ნე­თი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან, უკ­რაი­ნი­დან, თურ­ქე­თი­დან, ირ­ან­იდ­ან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

 

* * *

კა­თედ­რა დღე­საც აქ­ტი­ურდ მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა კვლე­ვით პრო­ექ­ტზე და, ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებ­ის აღ­ზრდის მიზ­ნით, ხელს უწყობს მათ სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­აში. კვლე­ვით საქ­მია­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით და აქ­ტი­ურ­ად არი­ან ჩარ­თულ­ნი მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­გის­ტრან­ტე­ბი და დოქ­ტო­რან­ტე­ბი, კერ­ძოდ ლე­ვან სხირ­ტლა­ძე იმ­ყო­ფე­ბა ლიტ­ვა­ში, სა­დაც ის ერ­თობ­ლივ სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ას აკე­თებს პრო­ფე­სორ იუზ­ას ვი­დას გრა­ზა­ვი­ლი­ჩი­უს­თან. ას­ევე გერ­მა­ნი­აში წარ­მა­ტე­ბით მო­იპ­ოვ­ეს ქი­მი­ის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ალ­ექ­სან­დრე დონ­დუ­ამ და მი­ხე­ილ დო­რო­შენ­კომ და ის­ინი კვლავ აგ­რძე­ლე­ბენ მოღ­ვა­წე­ობ­ას გერ­მა­ნიიის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვით ცენ­ტრებ­ში.

 

2021 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბის მი­ერ ხელ­მე­ორ­ედ გა­მო­იცა ორ­ტო­მე­ული სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­აში (ავ­ტო­რე­ბი ო. მუკ­ბა­ნი­ანი და თ. თათ­რიშ­ვი­ლი).

 

2021 წელს კა­თედ­რის და არა­ორ­გა­ნუ­ლი და ელ­ექ­ტრო­ქი­მი­ის ერ­თობ­ლივ­მა დოქ­ტო­რან­ტმა ნა­თე­ლა ძე­ბი­საშ­ვილ­მა დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გრან­ტით და­ფი­ნან­სე­ბის კონ­კურ­სში მო­იპ­ოვა შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფო­ნდის სამ­სე­მეს­ტრი­ანი გრან­ტი.

 

2021 წელს მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის და უჯ­რე­დუ­ლი ბი­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის ერ­თობ­ლი­ვი დოქ­ტო­რან­ტის ქე­თე­ვან ჩუ­ბი­ნი­ძის მი­ერ (ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი დ. ძი­ძი­გუ­რი და ო. მუკ­ბა­ნი­ანი) წარ­მატ­ე­­ბით იქ­ნა და­ცუ­ლი დი­სერ­ტა­ცია ბი­ოლ­ოგი­ის დოქ­ტო­რის აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად პან­დე­მი­ისა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე-2 კორ­პუს­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შაოებისა, ერ­თი წუ­თი­თაც არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა მუ­შა­ობა მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის კა­თედ­რა­ზე.უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე-8 კორ­პუს­ში მუ­შა­ობს ორი ლა­ბო­რა­ტო­რია პო­ლი­მე­რუ­ლი მა­სა­ლე­ბის კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც გრძელ­დე­ბა სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი სა­მუ­შაოები. 2020 წლის მარ­ტი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სა­მეც­ნი­ერო გრან­ტე­ბის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის – „ახ­ალი ეკ­ოლ­ოგი­ურ­ად სუფ­თა კომ­პო­ზი­ტე­ბი მცე­ნა­რე­ული ნედ­ლე­ულ­ისა და ტრი­ეთ­ოქ­სი­სი­ლი­ლი­რე­ბუ­ლი პო­ლის­ტი­რო­ლის ბა­ზა­ზე“ – გან­ხორ­ცი­ლე­ბის­თვის. ამ გრან­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია მაკ­რო­მო­ლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის და უჯ­რე­დუ­ლი ბი­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის დოქ­ტო­რან­ტი ლე­ვან ლონ­და­რი­ძე.

 

კა­თედ­რის სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­აში აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობს და აგ­რძე­ლებს ტრა­დი­ცი­ებს ას­ევე ახ­ალ­გაზ­რდა თაო­ბა: დოქ­ტო­რან­ტი შო­თა ჩიხ­ლა­ძე და უფ­რო­სი ლა­ბო­რან­ტი ნი­კო­ლოზ კვი­ნი­კა­ძე, მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი: თა­მარ აბუ­აშ­ვი­ლი, სო­ფო ცქი­ტიშ­ვი­ლი, ლი­ზა კა­კა­ლაშ­ვი­ლი და ანა ზედ­გი­ნი­ძე. ის­ინი აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ სტუ­დენ­ტურ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე. მათ აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს კავ­კა­სი­ის მე-7 სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ზე პო­ლი­მე­რებ­სა და პო­ლი­მე­რულ მა­სა­ლებ­ში, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და 2021 წლის 27-30 ივ­ლისს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლ­ის­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. 2019 წელს ნი­კო­ლოზ კვი­ნი­კა­ძემ მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო ამ­ერ­იკ­ის ქი­მი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის და სან დი­ეგ­ოს სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სიმ­პო­ზი­უმ­ზე. აგ­რეთ­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2021 წლის 1-8 ივ­ლისს გა­მარ­თულ მეცხრე სტუ­დენ­ტურ კონ­ფე­რენ­ცი­აში ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ში.

 

ლიტ­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ამ­ჟა­მად ერ­თობ­ლი­ვი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მით იმ­ყო­ფე­ბა და აქ­ტი­ურ­ად მუ­შა­ობს სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­აზე კა­თედ­რის ორი დოქ­ტო­რან­ტი: ლე­ვან სხირ­ტლა­ძე და გი­ორ­გი ფა­რუ­ლა­ვა. კა­თედ­რის სტუ­დენ­ტებ­მა ბი­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად (ხელ­მძ. პროფ. დი­ანა ძი­ძი­გუ­რი) მო­იპ­ოვ­ეს და შე­ას­რუ­ლეს ორი სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტი – ბი­ოდ­ეგ­რა­დი­რე­ბად პო­ლი­მე­რულ მატ­რი­ცა­ზე იმ­ობ­ილ­იზ­ირ­ებ­ულ მა­ტ­რი­ცა­ზე სამ­კურ­ნა­ლო ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის და­ტა­ნა და გა­მოც­და ცოცხალ ორ­გა­ნიზ­მებ­ში, ვირ­თა­გვებ­ზე. კა­თედ­რის მა­გის­ტრან­ტე­ბის – ნი­კო­ლოზ კვი­ნი­კა­ძი­სა და სო­ფო ცქი­ტიშ­ვი­ლის გა­ნაცხა­დი გაგ­ზავ­ნი­ლია შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ მა­გისტ­რან­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სში.

 

მო­მა­ვალ­ში სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის სპექ­ტრი კვლავ გა­ფარ­თოვ­დე­ბა. და­გეგ­მი­ლია ახ­ალი ინო­ვა­ცი­ური პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება, რაც კი­დევ ერ­თხელ და­ად­ას­ტუ­რებს, რომ ახ­მედ ნო­ღა­იდ­ელ­ის და ლო­ტარ ხა­ნა­ნაშ­ვი­ლის მი­ერ დაწყე­ბუ­ლი საქ­მე 50 წლის შემ­დე­გაც ცოცხლობს და მეც­ნი­ერ­ებ­ის რთულ ლა­ბი­რინ­თებ­ში მი­იკ­ვლევს გზას.

თარიღი: 21/11/2021