საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ახალი ხელმძღვანელების სამომავლო გეგმები

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ხა­რის­ხი­ანი სწავ­ლა, სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის გა­ფარ­თო­ება, დარ­გის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია — თსუ-ის კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის ახ­ალი დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად ვექ­ტო­რებს ას­ახ­ელ­ებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კავ­ში­რე­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად პრო­ფე­სო­რი ევ­რო­პა­სა და ამ­ერ­იკ­აში 8 წლი­ანი მოღ­ვა­წე­ობ­ის­ას დამ­ყა­რე­ბუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის ამ­ოქ­მე­დე­ბას გეგ­მავს.

 

„კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კის და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რად არ­ჩე­ვა ჩემ­თვის არ­ის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­ცა ვფიქ­რობ იმ­აზე, თუ ვინ იყ­ვნენ ამ ინ­სტი­ტუ­ტის, ად­რე კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის კა­თედ­რის და­მა­არ­სებ­ლე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი. გვი­ანი შუ­ასა­უკ­უნ­ელი ავ­ტო­რე­ბი იტყოდ­ნენ — „ჩვენ ჯუ­ჯე­ბი ვართ გი­გან­ტე­ბის მხრებ­ზეო“, ჰო­და მეც და­ახ­ლო­ებ­ით ასე ვგრძობ თავს. ჩე­მი უპ­ირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი ამ პოს­ტზე ყოფ­ნი­სას, ცხა­დია, იქ­ნე­ბა ის, რომ არ შევ­ცა­ლო ის გა­ნუ­მე­ორ­ებ­ელი და მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­მეც­ნი­ერო და ად­ამი­ან­ური ატ­მოს­ფე­რო, რაც ამ ინ­სტი­ტუტს უკ­ვე ათ­წლე­ულ­ებია მოჰ­ყვე­ბა და რა­მაც თვი­თონ მე გა­და­მაწყვე­ტი­ნა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე. გა­მოთ­ქმა κτῆμα εἰς ἀεί — ანუ, „გან­ძი მა­რა­დი­სო­ბის­კენ", თუ რო­მე­ლი­მე აკ­ად­ემი­ური ინ­სტი­ტუ­ცი­ის ინ­ტე­რე­სის საგ­ნებს შე­ეფ­ერ­ება სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი სწო­რედ ეს ინ­სტი­ტუ­ტია. ვეც­დე­ბი, ის­ევე, რო­გორც აქ­ამ­დე იყო, გა­ვაგ­რძე­ლო ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და კო­ლე­გე­ბის მჭიდ­რო სა­მეც­ნი­ერო ურ­თი­ერ­თო­ბა პე­რი­ოდ­ული შეხ­ვედ­რე­ბით და ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის სა­კუ­თა­რი კვლე­ვის არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობ­ისა და შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბით.

 

ამ­ავე დროს, შე­ვეც­დე­ბი ევ­რო­პა­ში და ამ­ერ­იკ­აში ჩე­მი 8-წლი­ანი სწავ­ლი­სა და კვლე­ვის პე­რი­ოდ­ში დამ­ყა­რე­ბუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ერო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ამ­ოქ­მე­დე­ბას, უცხო­ურ შე­სა­ფე­რის აკ­ად­ემი­ურ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ერ­თო კვლე­ვით პრო­ექ­ტებს, გაც­ვლით სა­ლექ­ციო კურ­სებს და გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­არ­ებ­ას. ვეც­დე­ბი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ვუ­წიო ჩვენს ინ­სტი­ტუტს და მი­სი კვლე­ვის სფე­როს რო­გორც უცხო­ეთ­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­ვი­ზი­დო სტუ­დენ­ტე­ბი, ვი­საც სურს სიღ­რმი­სე­ულ­ად შე­ის­წავ­ლოს კა­ცობ­რი­ობ­ის ის­ტო­რი­ის ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და მა­ფორ­მი­რე­ბე­ლი ფე­ნო­მე­ნე­ბი — კლა­სი­კუ­რი ელ­ინ­ური და რო­მა­ული, შემ­დეგ, ბი­ზან­ტი­ური ქრის­ტი­ან­ული იმ­პე­რი­ის კულ­ტუ­რა და, ას­ევე, კლა­სი­კუ­რი ბერ­ძნუ­ლი და ბი­ზან­ტი­ური კულ­ტუ­რე­ბის ენ­ობ­რი­ვი და არა მარ­ტო ენ­ობ­რი­ვი მემ­კვიდ­რის — თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბერ­ძნე­თის კულ­ტუ­რა. ჩემ­თვის, პი­რა­დად, მარ­ტო იმ­ის ფიქ­რი იყო უკ­ვე მო­ტი­ვა­ცი­ის მომ­ცე­მი — ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა კლა­სი­კურ ფი­ლო­ლო­გი­აზე, რომ ჰო­მე­როსს წაგ­ვა­კითხებ­დნენ ორ­იგ­ინ­ალ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­თა­ნა­დო სა­უბ­რე­ბი­სა და სა­მო­ტი­ვა­ციო შეხ­ვედ­რე­ბის შე­დე­გად ჩვენს ინ­სტი­ტუტ­ში სწავ­ლის ძა­ლი­ან ბევ­რი მსურ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა. რო­გორც ფრიდ­რიხ ნიც­შე (თვი­თო­ნაც კლა­სი­კო­სი ფი­ლო­ლო­გი) წერს „ასე იტყო­და ზა­რა­ტუს­ტრა­ში“: „მე მიყ­ვარს ის, ვინც ოქ­როს სიტყვებს წი­ნას­წარ აპ­ნევს და შემ­დეგ იმ­აზე მეტს აკ­ეთ­ებს, რი­სი პი­რო­ბაც და­დო“, ვეც­დე­ბი მე­ტი თუ არა, ის მა­ინც გა­ვა­კე­თო, რაც უკ­ვე ზე­მოთ და­ვაპ­ნიე“, — აცხა­დებს ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი.

 

ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი თსუ-ის კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რად ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სორ­თა საბ­ჭო­სა და თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით აირ­ჩი­ეს. ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე კი კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის კა­თედ­რის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ირ­ინე დარ­ჩია იქ­ნე­ბა.

 

ირ­ინე დარ­ჩია 2022 წელს გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ას აან­ონ­სებს.

 

„მას შემ­დეგ, რაც ბა­ტო­ნი რის­მა­გი ემ­ერ­იტ­უსი გახ­და, კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო და ბერ­ძნულ-რო­მა­ული ფი­ლო­ლო­გი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მე ვიტ­ვირ­თე იმ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო, რაც ბო­ლო წლებ­ში კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბის და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მიგ­როვ­და. გარ­და ამ­ისა, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ოთხი მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხებ­საც გა­ვუ­წიე კო­ორ­დი­ნი­რე­ბა. ამ­დე­ნად, ინ­სტი­ტუტ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობა აქ­ამ­დეც მი­წევ­და, თუმ­ცა ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ობა და­მა­ტე­ბი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ძა­ლი­ან დიდ პა­ტივ­თან ერ­თად.

 

ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვილ­თან ერ­თად მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბი, რომ გაგ­რძელ­დეს ის კურ­სი, რაც არ­ჩე­ული ჰქონ­და ბა­ტონ რის­მაგს და რაც მარ­თლაც დი­დი წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლა ქალ­ბა­ტონ­მა თი­ნა დო­ლი­ძემ. ეს გახ­ლავთ ხა­რის­ხი­ანი სწავ­ლე­ბა, კვლე­ვა და ინ­ტენ­სი­ური სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ბერ­ძნულ-რო­მა­ული სამ­ყა­როს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მთე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის სა­ხე­ლით ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქალ­ბა­ტონ თი­ნას ინ­სტი­ტუ­ტის ღირ­სე­ულ­ად გაძ­ღო­ლის­თვის, რაც ჩემ­თვის და ლე­ვა­ნის­თვის სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა.

 

მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე, უკ­ვე კონ­კრე­ტულ გეგ­მას გა­გი­ზი­არ­ებთ. 2022 წელს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვა­და გას­დის. ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის პროგ­რა­მებ­საც ვამ­ზა­დებთ რე­აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თვის და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შევ­ძე­ლით შე­სა­ბა­მი­სი და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ება, ვეც­დე­ბით მო­ვი­პო­ვოთ ერთ-ერ­თი აღი­არ­ებ­ული სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­აკ­რე­დი­ტა­ციო სა­აგ­ენ­ტოს აკ­რე­დი­ტა­ცი­აც.

 

გვექ­ნე­ბა სი­ახ­ლე ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. წელს პირ­ვე­ლად ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ული სტუ­დენ­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცია — „ან­ტი­კუ­რო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ობა“ — სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მატს შე­იძ­ენს და ივ­ნის­ში ჩა­ტარ­დე­ბა. იმ­ედი გვაქ­ვს, რომ იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბა ბევ­რი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან.

 

2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კი ვგეგ­მავთ მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას: „კავ­კა­სი­ის აღ­ქმა მი­თებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ან­ტი­კუ­რო­ბი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე­ობ­ამ­დე“. კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­დე­ბა იენ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და იქ­ნე­ბა გაგ­რძე­ლე­ბა იენა-თბი­ლი­სის ტრა­დი­ცი­ული ერ­თობ­ლი­ვი კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ისა.

 

და­ბო­ლოს, ვფიქ­რობ, ბა­ტო­ნი რის­მა­გის ერთ-ერ­თი დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბა ის არ­ის, რომ მან შეძ­ლო და შექ­მნა ძლი­ერი სკო­ლა და ინ­სტი­ტუ­ტის მარ­თვის ეფ­ექ­ტი­ანი სის­ტე­მა. მის მი­ერ დაწყე­ბუ­ლი საქ­მე გრძელ­დე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, უკ­ვე მი­სი მოს­წავ­ლე­ებ­ის მი­ერ“, — ამ­ბობს ირ­ინე დარ­ჩია.

 

თსუ-ის კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუტს 2017-2021 წლებ­ში პრო­ფე­სო­რი თი­ნა დო­ლი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

თარიღი: 16/02/2022