საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ხელოვნების ფაკულტეტს უნივერსიტეტში ბეგოს ფაკულტეტად მოიხსენიებდნენ

თა­მარ და­დი­ანი

 

სა­მა­გა­ლი­თო ხელ­მძღვა­ნე­ლი და პე­და­გო­გი გა­მო­აკ­ლდა სულ ცო­ტა ხნის წინ (2 მარ­ტი, 2022) სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას — ბე­გო ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი, დე­და­მი­წა­ზე სი­კე­თის და სიყ­ვა­რუ­ლის გან­სა­ხი­ერ­ება, სა­ოც­არი მას­წავ­ლე­ბე­ლი და გზის გამ­კვა­ლა­ვი, ერ­ოვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ობ­ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, უბ­რა­ლოდ პა­ტი­ოს­ნე­ბის, ღირ­სე­ბის, თავ­მდაბ­ლო­ბის გან­სა­ხი­ერ­ება — ასე ახ­ასი­ათ­ებ­ენ მას კო­ლე­გე­ბი და მო­წა­ფე­ები.

 

ბე­გო ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი და­იბ­ადა 1940 წლის 18 ნო­ემ­ბერს ქ. სამ­ტრე­დი­აში. აქ­ვე და­ამ­თავ­რა სა­შუ­ალო სკო­ლა წარ­ჩი­ნე­ბით და 1956 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ობა და­იწყო თსუ-ის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრო­ფე­სი­ათა ფა­კულ­ტე­ტის წამ­ყვან სპე­ცი­ალ­ის­ტად. 1985-93 წლებ­ში ის ამ­ავე ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლეა, ხო­ლო 1993 წელს დე­კა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ინ­იშ­ნე­ბა.

 

ბე­გო ბე­ჟუ­აშ­ვილ­მა თსუ-ში კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია ჩა­მო­აყ­ალ­იბა, ფი­ლო­ლო­გი­ური ფა­კულ­ტე­ტის ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რუ­ლი კომ­პი­უტ­ერ­ული კი­ნო-ტე­ლე სა­მონ­ტა­ჟო ტექ­ნი­კით შე­ავ­სო და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სპე­ცი­ალ­ობ­ები უცხო­ური წარ­მო­ებ­ის საქ­სოვ-სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნე­ბით აღ­ჭურ­ვა. მი­სი უდ­იდ­ესი ძა­ლის­ხმე­ვით, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრო­ფე­სი­ათა ფა­კულ­ტე­ტი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის ნიშ­ნით გა­მორ­ჩე­ულ ხე­ლოვ­ნე­ბის კე­რად გა­და­იქ­ცა.

 

სა­მეც­ნი­ერო-პე­და­გო­გი­ური მოღ­ვა­წე­ობ­ის გარ­და, ბე­გო ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის: „მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რჩე­ული მოთხრო­ბე­ბი, 12 ტო­მე­ული“ და „დი­მიტ­რი ყი­ფი­ანი, თხზუ­ლე­ბა­ნი 10 ტო­მად“ შემ­დგე­ნე­ლი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია.

 

ბე­გო ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი იყო ერ­ოვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ობ­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი (წევ­რი) ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, მე­რამ კოს­ტა­ვა­სა და ვიქ­ტორ რცხი­ლა­ძეს­თან ერ­თად. ბე­გო ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი 1998 წლის 18 აგ­ვის­ტოს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­და.

 

აი, ასე იხ­სე­ნე­ბენ მის ცხოვ­რე­ბას და მოღ­ვა­წე­ობ­ას თსუ-ის პრო­ფე­სო­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოსი ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვი­ლი და თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის კი­ნო-ტე­ლე ხე­ლოვ­ნე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ხელ­ძღვა­ნე­ლი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი.

 

ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი:

ბე­გო ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის დი­დი კო­ლო­რი­ტი იყო. მე მას­თან ორ­მოც­წლი­ანი კო­ლე­გი­ალ­ური ურ­თი­ერ­თო­ბა და მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებ­და. რო­დე­საც ბე­გო გა­ვი­ცა­ნი, ის თსუ ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ფე­სი­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე იყო, შემ­დეგ — დე­კა­ნი. ის გახ­ლდათ გა­მორ­ჩე­ული ერ­უდ­იცი­ისა და გუ­ლის­ხმი­ერი ბუ­ნე­ბის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ამ ფა­კულ­ტე­ტის გარ­შე­მო შე­მო­იკ­რი­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა დი­დი შე­მოქ­მე­დი.

 

რო­დე­საც ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე (1990 წელს) თარ­გმა­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ვა­არ­სე, მას­თან შე­თან­ხმე­ბით უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­უკ­ეთ­ესო პე­და­გო­გე­ბი მო­ვიწ­ვიე. ბე­გოს ძა­ლის­ხმე­ვი­თა და კონ­ტაქ­ტე­ბით, ამ გუნ­დს შე­ემ­ატ­ნენ: მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი და აკ­აკი გა­წე­რე­ლია. ვის არ შეხ­ვდე­ბო­დით ამ ფა­კულ­ტეტ­ზე: ცნო­ბილ ლი­ტე­რა­ტო­რებს, დრა­მა­ტურ­გებს, რე­ჟი­სო­რებს, მხატ­ვრებს, მუ­სი­კის­მცოდ­ნე­ებს, მე­ლო­მა­ნებს, თა­ვად მომ­ღერ­ლებ­სა და მსა­ხი­ობ­ებს... ბე­გო ან­და­მა­ტი­ვით იზ­იდ­ავ­და ყვე­ლას და მა­თაც თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შეჰ­ქონ­დათ ამ ფა­კულ­ტე­ტი­სა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მუ­შა­ობ­აში. და­ვა­სა­ხე­ლებ კი­დევ რამ­დე­ნი­მე მათ­განს: ელ­დარ შენ­გე­ლაია, რე­ზო ეს­აძე, ტა­ტა თვალ­ჭრე­ლი­ძე, ბუ­ბა ხო­ტი­ვა­რი, გო­გი ნი­ჟა­რა­ძე, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ რო­დო­ნაია, გუ­ლავ­რი ჭა­რე­ლიშ­ვი­ლი, გი­ვი სი­და­მო­ნი­ძე, კო­ტე ჯან­დი­ერი, გო­გი ხუ­ციშ­ვი­ლი, მალ­ხაზ კუ­ხაშ­ვი­ლი, ლა­დო ას­ათი­ანი, რო­მე­ლიც დღე­საც ფერ­წე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. ბა­ტო­ნი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი ამ გუნ­დის ძირ­ძვე­ლი წევ­რია, რო­მე­ლიც დღე­საც აგ­რძე­ლებს თსუ-ში კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

 

მახ­სოვს, ოპ­ერა „ტოს­კას“ პრე­მი­ერ­ისა და ლა­დო ათ­ან­ელ­ის მი­ერ „სკარ­პი­ას“ უბ­ად­ლო შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რა სი­ხა­რუ­ლი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და ვნე­ბა­თა­ღელ­ვა სუ­ფევ­და ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე. ბე­გო უბ­ედ­ნი­ერ­ესი იყო ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ამ დი­დი გა­მარ­ჯვე­ბით. დღეს ჩე­მი ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ესო მე­გო­ბა­რი ლა­დო ათ­ან­ელი, ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახ­ალ­გაზ­რდა, პირ­ვე­ლად ბე­გოს­თან სტუმ­რად მო­სუ­ლი ვი­ხი­ლე.

 

ერ­თხელ მე და ბე­გო „ტრა­ვი­ატ­ას“ მე­ორე აქ­ტში ქარ­თუ­ლი ცი­ცი­ნა­თე­ლას მო­ტი­ვის არ­სე­ბო­ბა­ზე შევ­კა­მათ­დით. ბე­გოს ვთხო­ვე, შინ რომ მიხ­ვალ, „ტრა­ვი­ატ­ას“ მო­უს­მი­ნე და დარ­წმუნ­დე­ბით­ქო. მან კი ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით მი­პა­სუ­ხა: „ინ­ესა, ღა­მე ისე ვერ და­ვი­ძი­ნებ, თუ „ტრა­ვი­ატ­ას“ არ მო­ვუს­მი­ნეო“. მა­შინ მივ­ხვდი, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, მის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში, ბე­გოს რა­ტომ ჰქონ­და მხო­ლოდ ერ­თი მუ­სი­კო­სის პორ­ტრე­ტი კე­დელ­ზე — ეს გახ­ლდათ ვერ­დი.

 

მი­სი უშ­ურ­ვე­ლი რჩე­ვე­ბი და ფარ­თო მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­თი ხედ­ვა ყვე­ლა­სათ­ვის ჰა­ერ­ივ­ით იყო სა­ჭი­რო. ჰქონ­და არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა და ალ­ღო.

 

მახ­სოვს, რო­გორ და­მიდ­გა გვერ­დში, რო­დე­საც 1988 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­კუთ­რივ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ლორდ ბა­ირ­ონ­ის სა­ზო­გა­დო­ება და­ვა­არ­სეთ. ეს თა­რი­ღი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ით, ბა­ირ­ონ­ის გა­მო­ცე­მე­ბი­სა და მათ­ში არ­სე­ბუ­ლი ილ­უს­ტრა­ცი­ებ­ის ფარ­თო გა­მო­ფე­ნით აღ­ვნიშ­ნეთ. ის­იც შე­სა­ნიშ­ნა­ვად მახ­სოვს, რო­გორ გა­იხ­არა ჩე­მი პირ­ვე­ლი გამ­გზავ­რე­ბი­თა და მოხ­სე­ნე­ბით ბა­ირ­ონ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აზე ლონ­დონ­ში.

 

თსუ-ის ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ბე­გოს ფა­კულ­ტე­ტად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო რე­ფორ­მამ მთლი­ან­ად და­შა­ლა ეს კე­რა, ხო­ლო ბე­გოს ად­გი­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში აღ­არ მო­იძ­ებ­ნა. თქვენ თა­ვად გან­სა­ჯეთ, რა და­კარ­გა ამ­ით დე­და­უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა და რა ტკი­ვი­ლი შეს­ძი­ნა ამ­ან თა­ვად ბე­გო ბე­ჟუ­აშ­ვილს.

 

ამ­ის შემ­დეგ მე და ბე­გო, ძი­რი­თა­დად, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დით, რა­თა ერ­თმა­ნე­თის­თვის მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა და სა­კუ­თა­რი აზ­რი გაგ­ვე­ზი­არ­ებ­ინა. გულ­წრფე­ლად უხ­არ­ოდა, რომ ბრძო­ლის ფა­სად არ დავ­თმე ჩე­მი საქ­მე და ჩე­მი­ვე შექ­მნი­ლი კა­თედ­რა უნ­ივ­ერ­სი­ტეტს გა­და­ვურ­ჩი­ნე.

 

ბე­გო ბა­გებ­ში ცხოვ­რობ­და და იქ­იდ­ან, რო­გორც ვი­ცი, ყო­ველ დი­ლით ფე­ხით მო­დი­ოდა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში იყო და შინ გვი­ან ბრუნ­დე­ბო­და თა­ვი­სი უც­ვლე­ლი ტყა­ვის პორ­თვე­ლით ხელ­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლით იყო სავ­სე: სხვის­თვის გა­და­სა­ცე­მი წიგ­ნე­ბი თუ ახ­ალი გა­მო­ცე­მე­ბი, რო­მელ­საც თვი­თო­ნაც ხარ­ბად ეწ­აფ­ებ­ოდა. ქა­ლა­ქის სა­უკ­ეთ­ესო ბუ­კინ­ბის­ტე­ბიც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბე­გოს ირ­გვლივ ტრი­ალ­ებ­დნენ.

 

ბე­გო არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი მე­ოჯ­ახე, მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­უღ­ლე, შვი­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლი მა­მა და უს­აყ­ვარ­ლე­სი ბა­ბუა იყო.

 

დი­დი საქ­მის მკე­თე­ბელ­მა და ბუ­ნე­ბით მო­ფუს­ფუ­სე კაც­მა მა­ინც უჩ­უმ­რად იღ­ვა­წა და იცხოვ­რა. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ის ას­ევე უჩ­უმ­რად გა­ნე­რი­და წუ­თი­სო­ფელს და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თან გა­იყ­ოლა ჯერ კი­დევ და­უმ­შვი­დე­ბე­ლი და ბო­ლომ­დე და­ულ­აგ­ებ­ელი სამ­შობ­ლოს დარ­დი.

 

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი:

ბე­გო ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში კი­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბის და­მა­არ­სე­ბე­ლია. თა­ვი­დან ის მე­ორ­ადი სას­წავ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც შემ­დგომ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად გა­და­იქ­ცა, სა­დაც კი­ნო­შე­მოქ­მე­დე­ბის ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ალ­ობ­ები ის­წავ­ლე­ბო­და: კი­ნო-ტე­ლე დრა­მა­ტურ­გი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი, რე­ჟი­სუ­რი­სა და ოპ­ერ­ატ­ორ­ის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი; სრულ და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან მხატ­ვრულ, დო­კუ­მენ­ტურ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო და სხვა­დას­ხვა ჟან­რის ფილ­მზე მუ­შა­ობ­ის სპე­ცი­ფი­კა; რე­ჟი­სუ­რა, სას­ცე­ნა­რო ხე­ლოვ­ნე­ბა, ოპ­ერ­ატ­ორ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და სხვა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­ერ­თი­ან­ებ­ულ­მა მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა კი­ნოს, ენ­ისა და სტრუქ­ტუ­რის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რია შექ­მნა, სა­დაც ჩვე­ნი კი­ნომ­ცოდ­ნე­ები მოღ­ვა­წე­ობ­დნენ. ლა­ბო­რა­ტო­რი­აში მათ მი­ერ მომ­ზად­და ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო კი­ნოს ენ­ციკ­ლო­პე­დია, რომ­ლის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­ის­ას ბა­ტო­ნი ბე­გო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ურ­ობ­ით გა­მო­ირ­ჩე­ოდა.

 

ბა­ტო­ნი ბე­გოს კა­ბი­ნე­ტი სავ­სე იყო კი­ნო­ფი­რე­ბით, დის­კე­ბი­თა და ჩა­ნა­წე­რე­ბით. იგი უდ­იდ­ესი მოყ­ვა­რუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნე­ბის, სა­ოპ­ერო მუ­სი­კის. ის ას­ევე შემ­დგე­ნელ-რე­დაქ­ტო­რი და ავ­ტო­რია შე­სა­ნიშ­ნა­ვი კრე­ბუ­ლე­ბი­სა, სა­ინ­ტე­რე­სო სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი­სა. ბე­გო ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ფა­კულ­ტეტ­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის, მოღ­ვა­წე­ებ­ის მოწ­ვე­ვით.

 

მან თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ობ­ით ღრმა კვა­ლი და­ტო­ვა ვი­ზუ­ალ­ური ხე­ლოვ­ნე­ბის, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის ინ­ტე­რაქ­ტი­ული კავ­ში­რის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. ის გა­მორ­ჩე­ული ად­ამი­ანი იყო არა მარ­ტო საქ­მი­ან­ობ­ით, პი­როვ­ნუ­ლა­დაც, რო­მე­ლიც ღირ­სე­ულ­ად, ჩუ­მად აკ­ეთ­ებ­და დიდ საქ­მე­ებს და მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით იღ­წვო­და ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­ის ნა­თე­ლი მო­მავ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

თარიღი: 16/03/2022