საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სტუდენტმა გამოავლინა მედიასაშუალება, რომელიც ილია ჭავჭავაძის ანტიდასავლურობას კონტექსტების დამახინჯებით წარმოაჩენდა

თა­მარ და­დი­ანი

 

რო­გორ იყ­ენ­ებ­ენ პრო­რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხელ­სა და ავ­ტო­რი­ტეტს ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ნა­რა­ტი­ვე­ბის გა­სავ­რცე­ლებ­ლად — ამ თე­მა­ზე შექ­მნა სა­კონ­კურ­სო ნაშ­რო­მი თსუ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტმა რა­ტი კო­ბა­ხი­ძემ, რო­მე­ლიც მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის პრო­ექ­ტის — „მი­თე­ბის დე­ტექ­ტო­რის“ მე-10 გა­მოშ­ვე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და რჩე­ული გახ­და.

 

„ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ობ­ის შეს­წავ­ლა უკ­ვე დი­დი ხა­ნია ჩე­მი ერ­თგვა­რი ჰო­ბია. სა­ზო­გა­დო­ებ­ის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბი ცდი­ლო­ბენ მის მოღ­ვა­წე­ობ­აზე და ნა­აზ­რევ­ზე ერ­თგვა­რი მო­ნო­პო­ლი­ის მო­პო­ვე­ბას, მის მი­სა­კუთ­რე­ბას. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია, რო­დე­საც ამ­ას შავ­რაზ­მუ­ლი, პრო­რუ­სუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი აკ­ეთ­ებ­ენ. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ქარ­თულ ერ­ოვ­ნულ ნა­რა­ტივ­ში იმ იდე­ის ერთ-ერ­თი უპ­ირ­ობო შე­მომ­ტა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ოჯ­ახ­ის შვი­ლია. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­სი ან­ტი­და­სავ­ლე­ლად გა­მოყ­ვა­ნა ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. მსგავ­სი პრო­პა­გან­და, ერ­თი მხრივ, ილი­ას სა­ხელს ჩრდილს აყ­ენ­ებს, მი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის სწო­რად წარ­მო­ჩე­ნას უშ­ლის ხელს; მე­ორე მხრივ კი, მი­სი დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ან­ტი­და­სავ­ლურ და პრო­რუ­სულ პრო­პა­გან­დის­ტულ ნა­რა­ტი­ვებს კი­დევ უფ­რო აძ­ლი­ერ­ებს. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვი­ნა­ხე სა­ჭი­რო­ება და ერ­თგვა­რი მო­ვა­ლე­ობ­აც კი, რომ და­მე­წე­რა სწო­რედ ამ თე­მის შე­სა­ხებ და და­მეც­ვა ილი­ას სა­ხე­ლი ამ პრო­პა­გან­დის­გან“, — აცხადებს რატი კობახიძე, რომელმაც გა­ზეთ „სა­ქარ­თვე­ლო და მსოფ­ლი­ოს“ 68 ნო­მერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი წარ­მო­აჩ­ინა. კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ავ­ტო­რი­ტე­ტი ამ გა­ზე­თის ფურ­ცლებ­ზე ყვე­ლა­ზე ხში­რად ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­თვის გა­მო­იყ­ენ­ება.

 

„გა­ზეთ „სა­ქარ­თვე­ლო და მსოფ­ლი­ოს“ ფურ­ცლებ­ზე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ყო­ველ­გვა­რი და­სავ­ლუ­რის მტრად, რუ­სუ­ლის მოტ­რფი­ალ­ედ და თა­ნა­მედ­რო­ვის მო­ძუ­ლედ არ­ის გა­მოყ­ვა­ნი­ლი. სწო­რედ ამ­იტ­ომ და­ვი­სა­ხე მიზ­ნად შე­მეს­წავ­ლა — თუ რო­გორ იყ­ენ­ებ­ენ ილი­ას ავ­ტო­რი­ტეტს ან­ტი­და­სავ­ლუ­რი მე­დია სა­შუ­ალ­ებ­ები თა­ვი­ან­თი პრო­პა­გან­დის­თვის, ას­ევე მინ­დო­და გა­მე­ბა­თი­ლე­ბი­ნა მა­თი არ­გუ­მენ­ტე­ბი ილი­ას ან­ტი­და­სავ­ლუ­რო­ბა­სა თუ პრო­რუ­სუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, — აცხა­დებს რა­ტი კო­ბა­ხი­ძე, რო­მელ­საც უპ­ირ­ვე­ლეს მო­ვა­ლე­ობ­ად სწო­რედ ას­ეთი გა­მო­ცე­მე­ბის, ავ­ტო­რე­ბის მხი­ლე­ბა მი­აჩ­ნია: „მა­თი მხი­ლე­ბა ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ობაა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის, სამ­შობ­ლო­სა და ილი­ას წი­ნა­შე აღ­ებ­ული მო­ვა­ლე­ობა.“

 

პრო­რუ­სუ­ლი და ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პრო­პა­გან­და რა­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე­ობ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად მი­აჩ­ნია. „გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია, თუ­კი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი მო­ახ­ერ­ხე­ბენ ხელ­ში ჩა­იგ­დონ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ული მეხ­სი­ერ­ება და ნა­რა­ტი­ვე­ბი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. ის­ინი ამ მიზ­ნის­გან ჯერ კი­დევ შორს არი­ან, თუმ­ცა ეს ბრძო­ლა „წარ­სუ­ლის­თვის“, რა­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქ­ვს აწ­მყო­ზე, მუდ­მი­ვია და მას­ში აუც­ილ­ებ­ელია გა­იმ­არ­ჯვოს არა პრო­პა­გან­დამ, არ­ამ­ედ ჭეშ­მა­რი­ტე­ბამ. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა კი ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ გა­აკ­ეთა არ­ჩე­ვა­ნი და­სავ­ლე­თის სა­სარ­გებ­ლოდ. ამ არ­ჩე­ვანს კი სა­ბო­ლოო ფორ­მა და ერ­ოვ­ნუ­ლი ნა­რა­ტი­ვის სა­ხე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და მის­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა მის­ცეს. ამ სა­კითხის წინ წა­მო­წე­ვა კი­დევ ერთ რა­მეს უს­ვამს ხაზს — თუ რამ­დე­ნად სა­ჭი­როა აკ­ად­ემი­ურ­ად გა­მარ­თუ­ლი კვლე­ვე­ბის შექ­მნა მშობ­ლი­ური ქვეყ­ნის ის­ტო­რი­აზე“, — აცხა­დებს რა­ტი, რო­მე­ლიც კვლე­ვის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ას­კვნის მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ებ­ის არ­აკ­ეთ­ილ­სინ­დი­სი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ნა­აზ­რე­ვის მი­მართ. გა­ზეთ „სა­ქარ­თვე­ლო და მსოფ­ლიო“-ს ფურ­ცლებ­ზე ყვე­ლა­ზე ხში­რად ვრცელ­დე­ბა ნა­რა­ტი­ვე­ბი იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე იყო პრო­რუ­სი და ან­ტი­და­სავ­ლე­ლი. ამ ნა­რა­ტი­ვე­ბის შე­საქ­მნე­ლად ის­ინი კონ­ტექ­სტი­დან იღ­ებ­ენ გარ­კვე­ულ ცი­ტა­ტებს და ხში­რად ქმნი­ან სრუ­ლი­ად აბ­სურ­დულ კავ­ში­რებს. უმ­ეტ­ეს­წი­ლად, უბ­რა­ლოდ საკ­მა­რი­სია ხოლ­მე, რომ ვნა­ხოთ მათ მი­ერ მოყ­ვა­ნი­ლი ცი­ტა­ტის გაგ­რძე­ლე­ბა და ნა­თე­ლი გახ­დე­ბა — ილია არც პრო­რუ­სი ყო­ფი­ლა და არც ან­ტი­და­სავ­ლე­ლი. მას არ­ას­დროს და­უყ­ენ­ებია ეჭ­ვვეშ ევ­რო­პა — რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი!“

 

თუ რა­ტომ არ­ის მომ­გე­ბი­ანი დღეს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლი­სა და ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­თვის და რა მი­ზე­ზე­ბით აიხ­სნე­ბა მე­დი­ას­აშუ­ალ­ებ­ებ­ის ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? — ამ თე­მა­ზე რა­ტი გულ­წრფე­ლად გვპა­სუ­ხობს: „კო­ლექ­ტი­ური მეხ­სი­ერ­ებ­ით მა­ნი­პუ­ლა­ცია პო­ლი­ტი­კა­ში ჩვე­ულ­ებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­აში ერ­თე­ულ­ებს თუ იპ­ოვ­ით, ვინც იტყო­და, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე დი­დი ვე­რა­ფე­რი კა­ცი იყო, მის შე­სა­ხებ თით­ქმის ყვე­ლას აქ­ვს გა­გო­ნი­ლი და მხო­ლოდ და­დე­ბით კონ­ტექ­სტში. შე­სა­ბა­მი­სად, თუ­კი შენს სათ­ქმელს ილი­ას „პი­რით“ იტყვი, მის ცი­ტა­ტას მო­იხ­მობ ან რა­იმ­ენა­ირ­ად და­უკ­ავ­ში­რებ მას, მა­შინ შე­ნი ნათ­ქვა­მის სან­დო­ობა და ავ­ტო­რი­ტე­ტი ერ­თი ათ­ად იზ­რდე­ბა. სწო­რედ ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ცნო­ბა­დო­ბი­სა და სან­დო­ობ­ის გა­მო ცდი­ლობ­დნენ მი­სი სა­ხე­ლის ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს სრუ­ლი­ადაა აც­დე­ნი­ლი რე­ალ­ობ­ას და ცა­რი­ელი პრო­პა­გან­დაა“, — აცხა­დებს რა­ტი, რო­მე­ლიც თვლის რომ მი­თე­ბის დე­ტექ­ტო­რის ლა­ბო­რა­ტო­რია ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­ული პრო­ექ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვებს მე­დია წიგ­ნი­ერ­ებ­ისა და მე­დია პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ებ­ის გზით უპ­ას­უხ­ოს. „ის სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს სტუ­დენ­ტებს და­ვაკ­ვირ­დეთ მე­დია სივ­რცეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ე.წ Fake News-ები და შე­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი წვლი­ლი პრო­პა­გან­დას­თან ბრძო­ლა­ში. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი გვას­წავ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ის ვი­ზუ­ალ­იზ­აცი­ის ხერ­ხებს, რაც არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­შინ, რო­ცა სა­კუ­თა­რი სათ­ქმე­ლის ფარ­თო აუდ­იტ­ორი­ამ­დე მი­ტა­ნა გსურს“, — ამ­ბობს რა­ტი და მად­ლო­ბას უხ­დის მით­ლა­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც სა­შუ­ალ­ება მის­ცეს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე ემ­უშ­ავა.

თარიღი: 31/10/2021