საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სტუდენტის პოეტური გატაცება

გა­იც­ან­ით ლა­რა შუკ­ვა­ნი — თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის სპე­ცი­ალ­ობ­ის სტუ­დენ­ტი, მი­სი ლექ­სე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნდა სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე. ღრმა ემ­ოცი­ებ­ით და­სუ­რა­თე­ბუ­ლი პო­ეზი­ის ავ­ტო­რი ბავ­შვო­ბა­ზე, სტუ­დენ­ტო­ბა­სა და სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა... ვე­ცა­დეთ, გაგ­ვე­გო — რო­გორ და­იბ­ადა რით­მი, თა­ვი­სე­ბუ­რი მე­ლო­დია და ფერ­წე­რუ­ლი ელ­ემ­ენ­ტე­ბი ლა­რა შუკ­ვა­ნის პო­ეზი­აში.

 

რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით ბავ­შვო­ბას? რა გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბო­დით? ამ ყვე­ლა­ფერ­მა რამ­დე­ნად მო­ახ­დი­ნა თქვენს პო­ეზი­აზე გავ­ლე­ნა?

 

ბავ­შვო­ბა­ში რა­ღაც პე­რი­ოდი (ორი­ოდე წე­ლი) სვა­ნეთ­ში გა­ვა­ტა­რე. მარ­თა­ლია, ეს იმ­დე­ნად ად­რე იყო, რომ ჩემს მეხ­სი­ერ­ებ­აში ზუს­ტი ან­აბ­ეჭ­დი არ და­უტ­ოვ­ებია და თა­ნაც მას შემ­დეგ სულ სხვა გა­რე­მო­ში გა­ვი­ზარ­დე (აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ქვე­მო ქარ­თლში და­ვამ­თავ­რე სკო­ლაც), მაგ­რამ თვი­თონ ამ „საწყის­მა“, ვფიქ­რობ, ბევ­რი რამ გან­საზღვრა ჩემს ხა­სი­ათ­სა და მსოფ­ლაღ­ქმა­ში, რაც, მეტ­წი­ლად, ჩემს ლექ­სებ­შიც გა­მო­იხ­ატ­ება.

 

რა­ტომ და­იწყეთ წე­რა? რა­ტომ აირ­ჩი­ეთ პო­ეზია და არა — პრო­ზა?

 

ეს შე­კითხვა, თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, ჩემ­თვის ახ­ლა უკ­ვე არ­აბ­უნ­ებ­რი­ვია, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­პა­სუ­ხოთ, რომ გა­მო­უთ­ქმე­ლი აზ­რე­ბის, სიტყვე­ბი­სა და იმ მეხ­სი­ერ­ებ­ის­თვის, რო­მე­ლიც რა­ღაც სიმ­ძაფ­რით ილ­ექ­ება ჩვენ­ში, პო­ეზია კარ­გი ყა­ლი­ბია. უფ­რო სწო­რად, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასე აღ­მოჩ­ნდა. რაც შე­ეხ­ება პო­ეზი­ისა და პრო­ზის მი­მარ­თე­ბას, უბ­რა­ლოდ ვფიქ­რობ, რომ ჩემს პრო­ზა­ში უფ­რო მე­ტი მა­ინც პო­ეზია იქ­ნე­ბო­და, რაც თა­ვის­თა­ვად ის­ევ პო­ეზი­ას­თან მაბ­რუ­ნებს.

 

წერთ სი­ცოცხლი­სა და სიკ­ვდი­ლის კავ­შირ­ზე, მათ შო­რის არ­სე­ბულ ზღვარ­ზე...

 

სიკ­ვდილ­ზე ვწერ იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ამ­აზე გან­წყო­ბა და სიმ­ბო­ლო­ები მეტყვე­ლე­ბენ ჩემს ნა­წერ­ში. ამ­ას, ალ­ბათ, ის გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ ხსოვ­ნის ძაფ­ზე გა­მობ­მუ­ლი ად­ამი­ანი ვარ და ბავ­შვო­ბი­დან ვგრძნობ ერ­თგვარ სი­ახ­ლო­ვეს მიღ­მი­ერ­თან.

 

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყო­ფი­ერ­ებ­ას აღ­იქ­ვამთ ბუ­ნე­ბას­თან ერ­თი­ან­ობ­ის კონ­ტექ­სტში და შემ­დეგ იყ­ენ­ებთ თქვენს პო­ეზი­აში, რო­გორც მხატ­ვრულ გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით სა­შუ­ალ­ებ­ას?

 

ნა­ნახს, მეხ­სი­ერ­ებ­აში აღ­ბეჭ­დილს, იქ­ნე­ბა ეს ხსოვ­ნა, სი­ხა­რუ­ლი, ნოს­ტალ­გია თუ სხვა რო­მე­ლი­მე გულ­წრფე­ლი გან­ცდა, წე­რის დროს, რა საკ­ვირ­ვე­ლია, ვერ და­აშ­ოშ­მი­ნებ. არ ვი­ცი, რამ­დე­ნად ვა­კავ­ში­რებ ამ ყვე­ლა­ფერს ბუ­ნე­ბას­თან (ფორ­მის თვალ­საზ­რი­სით), თუმ­ცა ხში­რად მა­ინც გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით სა­შუ­ალ­ებ­ად იქ­ცე­ვა ხოლ­მე ლექ­სებ­ში.

 

ვი­ცი, რომ მუ­სი­კას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქ­ვთ...

 

სი­ამ­ოვ­ნე­ბა­ზე მე­ტად, მუ­სი­კა ჩემ­თვის სა­კუ­თარ თავ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას, რა­ღა­ცის შეხ­სე­ნე­ბას, ძი­ებ­ას გუ­ლის­ხმობს, მაგ­რამ ეს­ეც თა­ვი­სე­ბუ­რად სა­სი­ამ­ოვ­ნოა. ჩე­მი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა საკ­მა­ოდ გან­საზღვრუ­ლია და ყვე­ლა­ფერს ნამ­დვი­ლად ვერ ვუს­მენ.

 

რას ფიქ­რობთ, რო­მე­ლი უფ­რო უკ­ეთ გა­მო­ხა­ტავს ად­ამი­ან­ის ემ­ოცი­ებს — მუ­სი­კა თუ სიტყვა?

 

მუ­სი­კა თუ სიტყვა? — სი­ცოცხლი­სუ­ნა­რი­ანი შე­კითხვაა. მე ამ შემ­თხვე­ვა­შიც აღ­ქმას ვა­ნი­ჭებ უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას და ვფიქ­რობ — გა­მო­ხა­ტულ ემ­ოცი­ას სმე­ნა უკ­ეთ ირ­ეკ­ლავს, ვიდ­რე კითხვა.

 

რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია და რას გეგ­მავთ სა­მო­მავ­ლოდ?

 

უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის არ­ჩე­ვა და სწავ­ლის სურ­ვი­ლი (მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, აღ­მოჩ­ნდა თუ არა ეს იგ­ივე, რა­საც ვფიქ­რობ­დი), გა­ნა­პი­რო­ბა ჩემ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ სიტყვას­თან. სიტყვა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დაკ­ვირ­ვე­ბის სა­გა­ნი იყო ჩემ­თვის (თა­ნაც, მე ორ მშობ­ლი­ურ ენ­აზე ვმეტყვე­ლებ­დი (თუ შე­იძ­ლე­ბა, ასე ით­ქვას) — ქარ­თუ­ლად და სვა­ნუ­რად, მომ­წონ­და ამ სიტყვე­ბის და­კავ­ში­რე­ბა და მათ შო­რის რა­ღაც მსგავ­სე­ბა-გან­სხვა­ვე­ბის შემ­ჩნე­ვა). მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში სულ­ხან-სა­ბას იგ­ავ-არ­აკ­ებ­ის გაც­ნო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა სწო­რედ „ენ­ით და­კო­დილ­მა“ და­მი­ტო­ვა.

 

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი მოქ­მე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს და ვიდ­რე არ იმ­ოქ­მე­დებ, სა­უბ­არი არ­აფ­ერს ნიშ­ნავს.

 

 

* * *

ლა­რა შუკ­ვა­ნის ლექ­სე­ბი

 

 

„მინ­დვრებ­ში დაღ­ლი­ლი ფიფ­ქე­ბი მოც­ვი­ვა...“

 

თვალ­სა­წი­ერი ნიშ­ნავს ბევრ რა­მეს:

ფე­რე­ბის გან­ზო­მი­ლე­ბებს,

საგ­ნე­ბის თვით­მყო­ფა­დო­ბას,

დრო­ის სხვა­დას­ხვა რით­მა­სა და

ბგე­რა­თა ათ­ას­გვარ გა­და­ნა­წი­ლე­ბა­საც კი.

ნიშ­ნავს სიმ­ჭიდ­რო­ვეს ხედ­ვის სა­მიზ­ნეს­თან,

სა­პოვ­ნე­ლი სა­მიზ­ნე­ებ­ის ძებ­ნას

და არ­სე­ბულ­თან თვა­ლუწ­ვდე­ნელ სი­შო­რეს.

 

პრო­ვინ­ცი­ული პე­რი­ფე­რი­ებ­იდ­ან ქა­ლა­ქის

ნა­თე­ბე­ბი პრი­მი­ტი­ულ ხედ­ვას

აღ­ვი­ძე­ბენ — იქ, სადღაც,

არ­ის პა­რა­ლე­ლი ჩვენს

ძილ­სა და ღვი­ძილს შო­რის.

იქ, სა­დაც მამ­ლის ყი­ვი­ლი მხო­ლოდ

ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი მსუ­ბუ­ქი მო­გო­ნე­ბაა,

ხო­ლო ნაწ­ვი­მა­რი მინ­დვრის შფოთ­ვა

ქა­რი­ან ამ­ინ­დში — მო­საწყე­ნი ფილ­მის ნა­რა­ტივს იმე­ორ­ებს.

 

მზე ერ­თად დგე­ბა ფან­ჯრებს შო­რის

და ძი­ლის აპ­კში,

გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბი­დან ცვი­ვა ყვი­თე­ლი ქვი­შა,

გა­მომ­წვა­რი ბა­ლა­ხის და აზ­ელ­ილი

ყო­ველ­დღი­ურ­ობ­ის ლე­ში.

სახ­ლის თვა­ლი­დან, ფან­ჯრე­ბი­დან,

თი­ვის მომ­წვა­ნო დღე­სას­წა­ული

პირ­ველ­ქმნი­ლი სიმ­შვი­დით ერ­წყმის

კაჭ­კა­ჭის ენ­ას — გა­უგ­ებ­არს, მაგ­რამ მშობ­ლი­ურს.

ყვა­ვი­ლე­ბი ივ­იწყე­ბენ სუნ­თქვას.

ხე­ები მი­ტო­ვე­ბულ ქა­ლებს ჰგვა­ნან.

სოფ­ლის თავ­სარ­თი ბო­ლო­სარ­თის შებ­რუ­ნე­ბაა.

 

 

პუ­რი და წყა­ლი

 

გა­მი­ფერ­დდა და შე­მო­მა­ღამ­და.

მარ­ცვლებს შო­რის ად­ენ­ილ კვამ­ლს ვა­ტან

პურ­საც და წყალ­საც,

სვე­ლი მი­წა სა­იდ­ან მომ­ყვა?

სა­იდ­ან არ­ის?

ხე­ლებს თი­თე­ბი ხომ არ სცვი­ვათ,

ძვლებს აბ­რე­შუ­მად ქცე­ვა მხო­ლოდ ენ­ამ არ­გუ­ნოს,

თვა­ლებს ორ­მო­ში დაც­ვე­ნი­ლი

ფოთ­ლე­ბით ავ­სებს ეს შე­მოდ­გო­მა.

მე კი ის­ევ

გა­მი­ფერ­დდა და შე­მო­მა­ღამ­და...

 

მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ შე­ნი აბ­ები ობს იკ­იდ­ებს,

ბავ­შვო­ბის ში­შებს რომ აქ­ვთ ფე­რი, აი, ის­ეთს.

გთხოვ, არ მოკ­ვდე და ნუ მო­მიკ­ლავ

ჩემს სა­დარ­დე­ბელს.

ქა­რი ფან­ჯრის­კენ გა­დახ­რილ ცას ჰგავს,

მე კი ნაწ­ვი­მარ დი­ლებს ვამ­სგავ­სებ

შენს მო­ნატ­რე­ბას.

დე­და, ნუ­თუ მხო­ლოდ

ამ­ის­თვის ღვი­ვის ის მწვა­ნე რტო

ჩემს სა­სუ­ლე­ში?

მაშ, ეს ნი­ავი რი­ღას­თვის და ან წყა­ლი რი­სად?

დე­და, ჩემს ფიქ­რებს

იმ ყავ­ლგა­სუ­ლი ში­შის­ფე­რი აქ­ვთ,

ობ­ის­ფე­რი, რო­მე­ლიც გვახ­სოვს

მე და შენ, სხვას კი —

არა ვფიქ­რობ, არა მგო­ნია...

 

ესა­უბ­რა ნა­ტო ობ­ოლ­აძე

თარიღი: 13/12/2020