საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სტუ­დენ­ტის თა­ნად­გო­მის მა­გა­ლი­თი აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის საზღვარ­ზე

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სტუ­დენ­ტი გი­ორ­გი გა­გუა

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მე­ოთხე კურ­სის სტუ­დენ­ტი გი­ორ­გი გა­გუა, რო­მე­ლიც, ამ­ავე დროს, აკ­ად­ემ­იკ­ოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის პრე­ზი­დენ­ტი და ევ­რო­პის ნევ­რო­ლოგ­თა აკ­ად­ემი­ის სტუ­დენ­ტუ­რი წევ­რია, ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის საზღვარ­ზე სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და. მი­სი მო­ვა­ლე­ობაა საზღვარ­ზე გად­მო­სუ­ლი ყვე­ლა პი­რის გა­სინ­ჯვა და მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბის გან­საზღვრა. გი­ორ­გი გა­გუა თვლის, რომ ამ რთულ პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფოს გვერ­დით უნ­და და­უდ­გე და რი­თაც შე­გიძ­ლია, უნ­და აღ­მო­უჩ­ინო დახ­მა­რე­ბა. გი­ორ­გი გა­გუ­ას ბევრ თა­ნა­ტოლ­თან აქ­ვს მი­მო­წე­რა და თი­თოეულის შე­სა­ხებ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას — რო­გორ არ­თმე­ვენ ახ­ალ­გაზ­რდე­ბი თავს „კო­ვიდ-19“-ით გა­მოწ­ვე­ული ცხოვ­რე­ბის ახ­ალ წეს­რიგს.

- რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დად­გნენ ახ­ალ­გაზ­რდე­ბი ახ­ალ კო­რო­ნა­ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­ეკ­ვე­თათ და რო­გორ არ­თმე­ვენ თავს ამ პე­რი­ოდს?

- გა­მოწ­ვე­ვე­ბი არა მხო­ლოდ ახ­ალ­გაზ­რდებს, არ­ამ­ედ მთელ მსოფ­ლი­ოს აქ­ვს ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ულ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში და, რა თქმა უნ­და, ახ­ალ­გაზ­რდებ­საც. მათ მო­უწი­ათ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ზე გა­დას­ვლა, რა­მაც ზო­გი­ერთ ახ­ალ­გაზ­რდა­ში პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. მა­გა­ლი­თად, შე­იქ­მნა პე­ტი­ცია, სა­დაც ის­ინი მო­ითხო­ვენ, რომ მიმ­დი­ნა­რე წე­ლი აკ­ად­ემი­ურ წლად გა­მოცხად­დეს, ვი­ნა­იდ­ან ზო­გი­ერ­თი ეფ­ექ­ტუ­რად ვერ ერ­თვე­ბა ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში. ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ ხა­რის­ხი­ანი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი უშ­ლის ხელს. ჩე­მი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ვინც თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი­დან ვართ, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპ­რობ­ლე­მოდ, ძვე­ლე­ბუ­რად წა­რი­მარ­თა ონ­ლა­ინ კურ­სი ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბის პრინ­ცი­პით. დღეს ჩვე­ულ­ებ­რი­ვად დავ­წე­რეთ შუ­ალ­ედ­ურ­იც, რო­გორც რე­ალ­ურ­ად ვწერ­დით და, სა­ერ­თოდ, დიდ პრობ­ლე­მად არ მი­მაჩ­ნია ეს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა. გარ­და ამ­ისა, ზო­გი­ერ­თმა სტუ­დენ­ტმა, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სამ­სა­ხუ­რი­დან შე­მო­სავ­ლით იხ­დიდ­ნენ სწავ­ლის სა­ფა­სურს და საცხოვ­რებ­ლის თან­ხას, სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გეს ან შე­უჩ­ერ­დათ შე­მო­სა­ვა­ლი და ეს­ეც და­მა­ტე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვაა ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვის.

- რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის საზღვარ­თან მო­ხა­ლი­სედ წახ­ვე­დი. რა მო­ვა­ლე­ობა გა­კის­რია?

- ჩვენ საზღვარ­ზე ყვე­ლა შე­მო­სულ ად­ამი­ანს რის­კის გა­მო­სავ­ლე­ნად ვიკ­ვლევთ. ფე­ხით მო­სი­არ­ულე­ებ­ის­თვის დად­გე­ნი­ლი გრა­ფი­კია და მხო­ლოდ დი­ლის ცხრა სა­ათ­იდ­ან თორ­მეტ სა­ათ­ამ­დე შე­მო­დი­ან (უკ­ვე რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ეს მი­მოს­ვლაც შეწყდა). ყვე­ლა მა­შინ­ვე კა­რან­ტინ­ში გა­და­დის. ძა­ლი­ან ბევ­რი მან­ქა­ნა მოძ­რა­ობს, მათ შო­რის, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბიც. სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის ყვე­ლა მძღო­ლი ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ურ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას გა­დის. ვუ­ზო­მავთ სიცხეს და თუ სა­ეჭ­ვო პა­ცი­ენ­ტია, ვა­ყოვ­ნებთ. შემ­დეგ, თუ გა­მოვ­ლინ­დე­ბა სიცხე ან სხვა სიმ­პტო­მი, რაც ახ­ასი­ათ­ებს ახ­ალ კო­რო­ნა­ვი­რუსს, მა­შინ­ვე კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში ვა­თავ­სებთ ან ვაბ­რუ­ნებთ უკ­ან ქვე­ყა­ნა­ში, სა­იდ­ან­აც ჩა­მო­ვი­და (სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ყვე­ლა მი­დის კა­რან­ტინ­ში, ვინც უცხო­ელია, ყვე­ლა ბრუნ­დე­ბა უკ­ან). თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ­ას, რომ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლებს ნაკ­ლე­ბი შემ­ხებ­ლო­ბა აქ­ვთ ად­ამი­ან­ებ­თან, ის­ინი უბ­რა­ლოდ გა­ივ­ლი­ან ჩვენს გზას და მი­დი­ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ნაკ­ლე­ბად სა­ხი­ფა­თო­ნი არი­ან, მაგ­რამ მა­ინც ხდე­ბა მა­თი შე­ფა­სე­ბა რის­კის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად. ძა­ლი­ან რთუ­ლია, ას­ევე, უს­იმ­პტო­მო პა­ცი­ენ­ტის გა­მოვ­ლე­ნა საზღვარ­ზე. ამ­ას სპე­ცი­ალ­ური მოწყო­ბი­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. (დღეს­დღე­ობ­ით, COVID-19-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ული დი­აგ­ნოს­ტი­კის ოქ­როს სტან­დარ­ტს პო­ლი­მე­რა­ზუ­ლი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ის (პჯრ) მე­თო­დი წარ­მო­ად­გენს. ამ მე­თო­დის მგრძნო­ბე­ლო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში. SARS-CoV-2-ზე პჯრ ტეს­ტი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია. პჯრ მე­თო­დის გარ­და, COVID-19-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ული დი­აგ­ნოს­ტი­კა, ას­ევე, შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ­უნ­ოფ­ერ­მენ­ტუ­ლი ან­ალ­იზ­ის და/ან სწრა­ფი მარ­ტი­ვი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ უკ­ან­ას­კნე­ლი მე­თო­დე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­საზღვროს SARS-CoV-2-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო IgM და IgG სის­ხლში ან SARS-CoV-2-ის ან­ტი­გე­ნი ზე­მო სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან აღ­ებ­ულ ნაცხში.) ამ მე­თო­დის­თვის გა­მო­იყ­ენ­ება ზე­მო­სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან (ნა­ზო­ფა­რინ­გე­ალ­ური და ორ­ოფ­არ­ინ­გე­ალ­ური), ისე ქვე­მო სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან (ამ­ოღ­ებ­ული ნახ­ვე­ლი, ენ­დოტ­რა­ქე­ული ლა­ვა­ჟი) მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი.

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 14/04/2020