საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის რექტორის ვიზიტი დუბლინში

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე ირ­ლან­დი­აში დუბ­ლი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის (UCD) პრე­ზი­დენ­ტსა და ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს შეხ­ვდა.
ოფ­იცი­ალ­ურ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც UCD-ს პრე­ზი­დენ­ტი ენ­დრიუ დიკ­სი, UCD-ს პრო­ფე­სო­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩი ირ­ლან­დი­აში გი­ორ­გი ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ თსუ-სა და დუბ­ლი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ისა­უბ­რა.
შეხ­ვედ­რა­ზე აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და ეკ­ონ­ომ­იკ­ის და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თობ­ლივ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე, არ­ქე­ოლ­ოგი­აში სა­ერ­თო სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და მე­დი­ცი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.
რექ­ტორ­მა, ას­ევე, ისა­უბ­რა თსუ-ში ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მო­ლე­კუ­ლუ­რი, გე­ნე­ტი­კუ­რი და უჯ­რე­დუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­მეც­ნი­ერო-სას­წავ­ლო ცენ­ტრის შე­სა­ხებ და ირ­ლან­დი­ელ კო­ლე­გებს ცენ­ტრის ერ­თობ­ლივ კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობა შეს­თა­ვა­ზა.
ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ მა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას არ­სე­ბულ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე გა­აკ­ეთა აქ­ცენ­ტი.
დუბ­ლინ­ში თსუ-ის რექ­ტო­რის ვი­ზი­ტი ორი წლის წინ, დუბ­ლი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტის ენ­დრიუ დიკ­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის სა­პა­სუ­ხოდ შედ­გა, რომ­ლის დრო­საც UCD-ს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის სხვა წევ­რებ­თან გა­მარ­თა შეხ­ვედ­რე­ბი.

თარიღი: 28/02/2020