საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის პრო­ფე­სო­რის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ლა­დო პა­პა­ვას რე­კო­მენ­და­ცი­ები „კო­რო­ნო­მი­კუ­რი“ კრი­ზი­სის ფონ­ზე და პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი

- თქვენ ბრძა­ნეთ, რომ ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის მსოფ­ლი­ოში გავ­რცე­ლე­ბის გა­მო მო­სა­ლოდ­ნე­ლია „ეკ­ონ­ომ­იკ­ური პან­დე­მია“. რა არ­ის თქვე­ნი, რო­გორც ეკ­ონ­ომ­ის­ტის, რე­კო­მენ­და­ცი­ები?

- პირ­ველ რიგ­ში, რომ ვი­სა­უბ­როთ ამ კრი­ზის­ზე, აუც­ილ­ებ­ელია გა­ვერ­კვეთ მის არ­სში, რად­გან ეს კრი­ზი­სი თვი­სებ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერი წი­ნა ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც 2008-2009 წლებ­ში იყო, ჩა­ის­ახა ეკ­ონ­ომ­იკ­აში, ანუ სა­ფუძ­ვე­ლი თა­ვად ეკ­ონ­ომ­იკა იყო, ამ­იტ­ომ ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბის­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი გახ­ლდათ კრი­ზი­სის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ იც­ოდ­ნენ — რო­გორ უნ­და ემ­ოქ­მე­დათ მის წი­ნა­აღ­მდეგ. რაც შე­ეხ­ება ამ ახ­ალ კრი­ზისს, ამ­ის სა­ფუძ­ვე­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­აში არ ძევს, ამ­ის სა­ფუძ­ვე­ლია მე­დი­ცი­ნა და სა­ნამ მე­დი­ცი­ნა კონ­კრე­ტულ იარ­აღს არ შექ­მნის ამ ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად, ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბის საქ­მი­ან­ობა მა­ნამ­დე შეზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ არ ვი­ცით, რამ­დე­ნი ხა­ნი დას­ჭირ­დე­ბა მე­დი­ცი­ნას სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის ან საპ­რო­ფი­ლაქ­ტი­კო ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად. მე­დი­კო­სე­ბის­გან მსმე­ნია, რომ არ იცი­ან კო­რო­ნა­ვი­რუ­სი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, აღ­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბა თუ დაღ­მა­ვა­ლი მი­სი ტრენ­დი — ეს არ­ავ­ინ იც­ის, ამ­იტ­ომ სხვა სიტყვე­ბით რომ ვთქვათ, ეკ­ომ­ომ­იკა, ამ ეტ­აპ­ზე, მე­დი­ცი­ნის მძე­ვა­ლია. სწო­რედ ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ფა­სებ­ლად პრო­ფე­სორ­მა შრი­ლან­კი­დან აჯ­ით დე ალ­ვის­მა შექ­მნა ას­ეთი ტერ­მი­ნი — „კო­რო­ნო­მი­კა“, რაც არ­ის ორი ტერ­მი­ნის — კო­რო­ნას და ეკ­ონ­ომ­იკ­ის გა­ერ­თი­ან­ება. „კო­რო­ნო­მი­კა“ იმ­ით არ­ის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ის გან­საზღვრავს — რო­გო­რი უნ­და იყ­ოს ეკ­ონ­ომ­იკა ამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და პან­დე­მი­ის შემ­დეგ. დღეს ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი მსჯე­ლო­ბენ იმ­აზე, თუ რა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა უშ­ვე­ლონ ეკ­ონ­ომ­იკ­ას. ეს ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რო­გორც გითხა­რით, არ­ის 2008-2009 წლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი და ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სის დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი. იქ­ვე, საკ­მა­ოდ სა­ხე­ლო­ვან ეკ­ონ­ომ­ის­ტთა მე­ორე ჯგუ­ფი აკ­ეთ­ებს ას­ეთ დას­კვნას, რომ ძვე­ლი მე­თო­დე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ­აფ­ერ­ში არ გა­მოდ­გე­ბა ან დი­დად ვერ გა­მოდ­გე­ბა, რად­გან ეს კრი­ზი­სი პრინ­ცი­პუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩე­მი აზ­რით, დღეს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს, გავ­მიჯ­ნოთ — ერ­თი მხრივ, რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში (მსოფ­ლი­ომ, ცალ­კე­ულ­მა ქვე­ყა­ნამ და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლომ) და, მე­ორე მხრივ, რა უნ­და გა­კეთ­დეს პოს­ტკრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში. რო­ცა სახ­ლი იწ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და იფ­იქ­რო იმ­აზე — რო­გორ ჩა­აქ­რო ხან­ძა­რი და გა­და­არ­ჩი­ნო რაც შე­იძ­ლე­ბა სახ­ლის დი­დი ნა­წი­ლი. ეს სულ სხვა ქმე­დე­ბაა, ხო­ლო რო­ცა სახ­ლის ნა­წილს გა­და­არ­ჩენ, მე­რე უნ­და გაიაზრო — რო­გორ უნ­და აღ­ად­გი­ნო და გა­აკ­ეთო უკ­ეთ­ესი სახ­ლი. და­ახ­ლო­ებ­ით იგ­ივე მდგო­მა­რე­ობ­აში ვართ ჩვენ, ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი. ზე­მოთ ვთქვი და ვი­მე­ორ­ებ, რომ ეკ­ონ­ომ­ის­ტებს ახ­ალი იარ­აღი, ახ­ალი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი ამ პრობ­ლე­მის და­საძ­ლე­ვად არ აქ­ვთ. ამ­იტ­ომ, უწ­ინ­არ­ეს ყოვ­ლი­სა, დღეს რა­საც აკ­ეთ­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, მას ორ­ივე ხე­ლით მი­ვე­სალ­მე­ბი და მხარს ვუ­ჭერ, რად­გან ეს არ­ის სწო­რედ იმ­ის მცდე­ლო­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ზი­ანი მი­ად­გეს ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ას. ამ­ის სა­ფუძ­ვე­ლია ყო­ველ­დღი­ური თავ­და­დე­ბუ­ლი ზრუნ­ვა იმ­აზე, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა შევ­ზღუ­დოთ კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი. თუ ეს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­იზღუ­დე­ბა, ეკ­ონ­ომ­იკ­ას­აც ნაკ­ლე­ბი ზი­ანი მი­ად­გე­ბა. რა უნ­და გა­კეთ­დეს შემ­დგომ? რო­გო­რი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი უნ­და იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი? სად არ­ის სა­ჭი­რო სუბ­სი­დი­რე­ბა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ებ­ის ფეხ­ზე და­სა­ყე­ნებ­ლად? — ეს არ­ის ცალ­კე პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი პროგ­რა­მა.

გითხა­რით, რომ მთავ­რო­ბის გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ, მაგ­რამ, იმ­ავე დროს, კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ზე იყო გა­და­სუ­ლი. მან მხო­ლოდ ბო­ლო დღე­ებ­ში გა­მო­იჩ­ინა აქ­ტი­ურ­ობა (რო­გორც იტყვი­ან, „სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არ­ას­დროს“), მაგ­რამ ვთვლი, რომ ეს ერ­თობ დაგ­ვი­ან­ებ­ულია. მათ არ აქ­ვთ სწო­რი ხედ­ვა. ის რომ ხმა ამო­იღ­ეს, გა­მოჩ­დნენ ტე­ლე­ეთ­ერ­ებ­ში, კო­მენ­ტა­რებს აკ­ეთ­ებ­ენ და თქვეს, რომ სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯვას და­ვიწყებ­თო — ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რია, მაგ­რამ დაგ­ვი­ან­ებ­ულია. ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ზი­ანი მი­ად­გე­ბო­და ჩვენს სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარს და მთლი­ან­ად სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ას, ის­ინი რომ დრო­ზე ამ­ოქ­მე­დე­ბუ­ლიყ­ვნენ. არ ვი­ცი, რის გა­მოა ასე? იმ­ის გა­მო, რომ არ ყოფ­ნით პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი, თუ არ ყოფ­ნით გამ­ბე­და­ობა, ან არც ერ­თი და არც მე­ორე — არ ვი­ცი. მათ­მა დაგ­ვი­ან­ებ­ამ ჩვენს სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე გა­მო­იწ­ვია არ­ნა­ხუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ბევ­რად უფ­რო უარ­ესი მდგო­მა­რე­ობაა კო­რო­ნა­ვი­რუ­სის ეპ­იდ­ემი­ური სი­ტუ­აცი­ის გა­მო, მა­თი ერ­ოვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტე­ბი ისე არ გა­უფ­ას­ურ­ებ­ულა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­სი, სა­დაც პან­დე­მია არ არ­ის ის­ეთი მას­შტა­ბუ­რი, რო­გორც, თუნ­დაც, ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში. მაშ რა ხდე­ბა? იმ ქვეყ­ნებ­ში ხალ­ხს ში­ში არ აქ­ვს? იმ­ათი ვა­ლუ­ტა ისე ძლი­ერ ­არ უფ­ას­ურ­დე­ბა, ჩვენ­თან კი რა ხდე­ბა? შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს ლა­რი უფ­ას­ურ­დე­ბო­დეს 21 თეთ­რით, ხო­ლო ორი დღის მე­რე უც­ებ მყარ­დე­ბო­დეს 19 თეთ­რით?! ეს არ არ­ის ლა­რის მერ­ყე­ობა, ეს სე­რი­ოზ­ული ნახ­ტო­მე­ბია, რო­მე­ლიც აზი­ან­ებს რო­გორც სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარს, ისე აზი­ან­ებს მთელ ეკ­ონ­ომ­იკ­ას. თა­ნაც ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ანი ეჭ­ვი, რომ შე­საძ­ლოა მა­ვან­მა და მა­ვან­მა ხე­ლიც კი მო­ით­ბო ხალ­ხის გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ებ­ის მხრი­დან გა­მოკ­ვლე­ვის სა­გა­ნი უნ­და გახ­დეს.

იმ რე­ჟიმ­ში, რა რე­ჟიმ­შიც არი­ან ჩვე­ნი მე­დი­კო­სე­ბი, ბა­ტო­ნე­ბი ამ­ირ­ან გამ­ყრე­ლი­ძე, პა­ატა იმ­ნა­ძე, თენ­გიზ ცერ­ვა­ძე, მა­რი­ნა ეზ­უგ­ბაია, მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე და მთე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ება (თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა თუ რე­გი­ონ­ებ­ში), რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ას პრაქ­ტი­კუ­ლად უწყვე­ტად აწ­ვდი­ან მო­სახ­ლე­ობ­ას, ას­ეთ რე­ჟიმ­ში უნ­და ჩამ­დგა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­ის და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის (მთავ­რო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ური გუნ­დის, სა­გა­რეო საქ­მე­თა, ში­ნა­გან საქ­მე­თა, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის და მა­თი მო­ად­გი­ლე­ებ­ის) სა­ჯა­რო აქ­ტი­ურ­ობ­აც. გა­ვი­მე­ორ­ებ, ას­ეთ რე­ჟიმ­ში უნ­და ყო­ფი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კიც, მაგ­რამ მან ხე­ლე­ბი და­იბ­ანა, ამ­ჯო­ბი­ნა დუ­მი­ლი და ამ დუ­მი­ლით ძა­ლი­ან დი­დი ზი­ანი მი­აყ­ენა ლარს. აუც­ილ­ებ­ელია, ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ჰქო­ნო­და კო­მუ­ნი­კა­ცია ბიზ­ნეს­თან და სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან.

უნ­და ვი­ცო­დეთ, დღეს ლა­რის გა­უფ­ას­ურ­ება არ­ის გარ­და­უვ­ალი პრო­ცე­სი. ლა­რი აუც­ილ­ებ­ლად უნ­და გა­უფ­ას­ურ­დეს, სხვა­ნა­ირ­ად არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ცუ­დია, რო­დე­საც ად­გი­ლი აქ­ვს დიდ ნახ­ტო­მებს. ეს დი­დი ნახ­ტო­მე­ბი ან­გრევს ჩვენს სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარს და ქმნის და­მა­ტე­ბით სირ­თუ­ლე­ებს. ას­ეთ ვი­თა­რე­ბა­ში ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის ქმე­დე­ბა ძა­ლი­ან ემ­სგავ­სე­ბა სა­ბო­ტაჟს. ვფიქ­რობ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არ­ის შე­მო­ღე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობა, ქვეყ­ნის პირ­ველ პირს, პრე­მი­ერ მი­ნის­ტრს აქ­ვს ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი იმ­ის­თვის, რომ ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის მი­მართ გა­ტა­რე­ბულ იქ­ნას შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი. ეს არ­ის დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ის ყვე­ლა­ზე სუს­ტი რგო­ლი. ამ­ას არ სჭირ­დე­ბა არ­ანა­ირი პროგ­რა­მა, სა­ჭი­როა სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე ცეცხლის ჩაქ­რო­ბა და არა უაზ­როდ რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯვა, არ­ამ­ედ გო­ნივ­რუ­ლი ხარ­ჯვა. ის, ვი­საც ამ­ის უნ­არი არ აქ­ვს, ყვე­ლა ამ ად­ამი­ან­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხი აუც­ილ­ებ­ლად უნ­და და­ის­ვას.

რაც შე­ეხ­ება თა­ვად ან­ტიკ­რი­ზი­სულ პროგ­რა­მას, ვფიქ­რობ, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნას ყვე­ლა ის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ულ­ად გა­მო­იყ­ენ­ება კრი­ზი­სე­ბის დროს, მაგ­რამ ამ­ას ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ დღეს. დღეს სა­ჭი­როა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი, მი­ნი­მა­ლუ­რი ზა­რა­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის­თვის, ეპ­იდ­ემი­ის დას­რუ­ლე­ბა, ხო­ლო შემ­დეგ უკ­ვე, ამ ზა­რა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უწ­ინ­არ­ეს ყოვ­ლი­სა, იმ სექ­ტო­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ას. დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკა, ძი­რი­თა­დად, ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლია ტუ­რიზ­მზე, რა­მაც კი­დევ ერ­თხელ და­ად­ას­ტუ­რა, რომ ეს მო­დე­ლი არ­ის მცდა­რი. აუც­ილ­ებ­ელია ქვე­ყა­ნა­ში შე­მუ­შავ­დეს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კა. აუც­ილ­ებ­ელია ქვე­ყა­ნამ ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ აიღ­ოს გე­ზი ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის შე­საქ­მნე­ლად, მაგ­რამ ეს თე­მე­ბი უკ­ვე პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი თე­მე­ბია. ეს თე­მე­ბი დღეს ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რად­გან ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით „კო­რო­ნო­მი­კუ­რი“ კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში.

თარიღი: 07/04/2020