საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის მკვლევართა ჯგუფი ტრანსლატოლოგიური კორპუსის შექმნას იწყებს

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და­ვით გო­ცი­რი­ძე მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­თან ერ­თად ტრან­სლა­ტო­ლო­გი­ური კორ­პუ­სის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს. საკ­ვლე­ვი პა­რა­ლე­ლუ­რი კორ­პუ­სის წყვი­ლე­ბია: ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი, გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლი და რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბი. არე­ალი XIX სა­უკ­უნ­ის ევ­რო­პუ­ლი მხატ­ვრუ­ლი პრო­ზის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბით შე­მო­იფ­არ­გლე­ბა, რად­გან, რო­გორც მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს არ­ის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის კულ­ტუ­რულ არე­ალ­ში დაბ­რუ­ნე­ბის პე­რი­ოდი. ეს პე­რი­ოდი გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი­ულ­ობ­ით თარ­გმა­ნის სფე­რო­ში და ევ­რო­პუ­ლი ენ­ებ­იდ­ან თარ­გმა­ნე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა (პრო­ზა/დრა­მა­ტურ­გია) ამ პე­რი­ოდ­ში წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბელ სტი­მულს და ას­ახ­ავს დრო­ის აქ­სი­ოლ­ოგი­ურ პრი­ორ­იტ­ეტ­ებ­სა და ლინ­გვო­მენ­ტა­ლურ სამ­ყა­როს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა:

 

  • გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სებ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა, რა­მაც კითხვის ქვეშ და­აყ­ენა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კითხე­ბი (ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი იდ­ენ­ტო­ბა, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ტრა­დი­ცი­ული სის­ტე­მე­ბი­სა და ახ­ალი რე­ალ­ობ­ის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა, გლო­ბა­ლურ კულ­ტუ­რულ-სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში ქვეყ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა­ტი).
  •  
  • გლო­ბა­ლურ კულ­ტუ­რულ–სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სტა­ტუ­სით შეს­ვლამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა ქვეყ­ნის კონ­ტაქ­ტუ­რი ვე­ლი და კულ­ტუ­რათ­შო­რი­სი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ახ­ლე­ბუ­რი მო­დე­ლი მო­ითხო­ვა.
  •  
  • დღეს, რო­დე­საც უდ­იდ­ესი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ება სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბას – ორ­გა­ნუ­ლად ჩა­ერ­თოს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის სის­ტე­მა­ში და ნი­ად­აგი შექ­მნას სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რის ახ­ლე­ბუ­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის – მწვა­ვედ დგე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ფორ­მა­ცი­ული უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხი, რა­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აფ­ერ­ხებს ენ­ობ­რი­ვი და კულ­ტუ­რუ­ლი ბა­რი­ერ­ებ­ის არ­სე­ბო­ბა. მთარ­გმნე­ლო­ბი­თი, ე. წ. „მან­ქა­ნუ­რი პროგ­რა­მე­ბის“, ხარ­ვე­ზე­ბი მა­თი ავ­ტო­რე­ბის ცალ­მხრივ (ტექ­ნი­კურ ან მარ­ტო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ) კვა­ლი­ფი­კა­ცი­აზე მეტყვე­ლებს და კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზე მი­ან­იშ­ნებს.

 

„ტრან­სლა­ტო­ლო­გი­ურ ქვე­კორ­პუსს რო­გორც თე­ორი­ული, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქ­ვს: ერ­თი მხრივ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ის­თვის ის წარ­მო­ად­გენს უნ­იკ­ალ­ურ მა­სა­ლას, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გლო­ბა­ლუ­რი სამ­ყა­როს ახ­ალ აქ­ტორ­თან (სა­ქარ­თვე­ლოს­თან) და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სრუ­ლი­ად ახ­ალი ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლით გა­ამ­დიდ­როს შე­მეც­ნე­ბის არე­ალი და გარ­კვე­ული სიცხა­დე შე­იტ­ან­ოს ქვე­ყა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ულ სუ­ბი­ექ­ტი­ვიზ­მში, მე­ორე მხრივ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ები შეძ­ლე­ბენ, თვა­ლი გა­ად­ევ­ნონ მა­თი კულ­ტუ­რუ­ლი პრო­დუქ­ტის ად­აპ­ტა­ცი­ის პრო­ცესს გან­სხვა­ვე­ბულ ლინ­გვო­კულ­ტუ­რულ სივ­რცე­ში. ენ­ისა და კულ­ტუ­რის მჭიდ­რო კავ­ში­რი სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა ენ­ობ­რივ ფაქ­ტებ­ში ერ­ის მენ­ტა­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა და­ვი­ნა­ხოთ, რაც უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ახ­ლე­ბუ­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის გლო­ბა­ლურ კულ­ტუ­რულ–სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში“, — გან­მარ­ტავს და­ვით გო­ცი­რი­ძე.

 

მკვლევ­რე­ბი ტრან­სლა­ტო­ლო­გი­ური კორ­პუ­სის შექ­მნა­ზე პრო­ექტ „ციფ­რულ ან­თრო­პო­ლო­გი­ის“ ფარ­გლებ­ში მუ­შა­ობ­ენ. პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან გრა­ნა­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი რა­ფა­ელ გუს­მან ტი­რა­დო, მონ­რე­ალ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი არ­კა­დი ბერ­კუ­ტი და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ნ. ბოგ­და­ნო­ვა. ქარ­თვე­ლი მკვლევ­რე­ბი კო­ლე­გებ­თან: პრო­ფე­სორ და­რე­ჯან თვალ­თვა­ძეს­თან, თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძეს­თან და მა­რი­ამ თან­დაშ­ვილ­თა­ნაც ით­ან­ამ­შრომ­ლე­ბენ. პრო­ფე­სო­რი და­ვით გო­ცი­რი­ძე პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ალ­ურ­ობ­ას აფ­ას­ებს და ამ­ბობს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ვექ­ტორს „ან­თრო­პო­ცენ­ტრის­ტუ­ლი პა­რა­დიგ­მა“ გან­საზღვრავს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ად­ამი­ან­ის ფაქ­ტო­რი რე­ლე­ვან­ტუ­რი ხდე­ბა რო­გორც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, ას­ევე არ­აჰ­უმ­ან­იტ­არ­ული დარ­გე­ბის­თვის.

 

„ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა სიმ­ბი­ოზ­ის წარ­მა­ტე­ბულ მცდე­ლო­ბად შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ მა­თე­მა­ტი­კუ­რი ლინ­გვის­ტი­კა, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის მე­ორე ნა­ხე­ვარ­ში საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ით­ამ­აშა, მაგ­რამ თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ალი გარ­კვე­ულ­ად ამ­ოწ­ურა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის გან­მსაზღვრე­ლი ტენ­დენ­ცი­ებ­ის შეს­წავ­ლა, რო­მელ­მაც ნათ­ლად წარ­მო­აჩ­ინა იდე­ებ­ის დარ­გთა­შო­რი­სი მიგ­რა­ცი­ის გარ­და­უვ­ალი და შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ათი. „ყვე­ლა უდ­იდ­ესი აღ­მო­ჩე­ნა, რაც კი მე­ოცე სა­უკ­უნ­ის მეც­ნი­ერ­ებ­აში მოხ­და, გან­ხორ­ცი­ელ­და მეც­ნი­ერ­ებ­ათა გა­დაკ­ვე­თა­ზე“ (ნორ­ბერტ ვი­ნე­რი). ამ თვალ­საზ­რი­სით უაღ­რე­სად პერ­სპექ­ტი­ულია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი დარ­გე­ბის სინ­თე­ზი, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს შე­მეც­ნე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი (გრძნო­ბა­დი, ანუ ემ­პი­რი­ული და რა­ცი­ონ­ალ­ური) ფორ­მე­ბის პო­ტენ­ცი­ალ­ის გა­ერ­თი­ან­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა“, — აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი და­ვით გო­ცი­რი­ძე.

 

ტრან­სლა­ტო­ლო­გი­ური კორ­პუ­სის შექ­მნის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული კვლე­ვის შე­დე­გე­ბი რე­ლე­ვან­ტუ­რი იქ­ნე­ბა ის­ეთი სა­მეც­ნი­ერო დის­ციპ­ლი­ნე­ბის­თვის, რო­გო­რე­ბი­ცაა, თარ­გმა­ნის სო­ცი­ოლ­ოგია, ფსი­ქო­ლო­გია, ეთ­ნო­ლინ­გვის­ტი­კა, უცხო ენ­ებ­ის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა, კულ­ტუ­რათ­შო­რი­სი კო­მუ­ნი­კა­ცია, კონ­ფლიქ­ტო­ლო­გია, ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ება, კულ­ტუ­რო­ლო­გია, ის­ტო­რია, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობა, ინ­ფორ­მა­ტი­კა და სხვ. ყო­ველ მათ­განს სა­კუ­თა­რი მი­მარ­თე­ბა ექ­ნე­ბა საკ­ვლევ კორ­პუს­თან, რომ­ლი­და­ნაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ.

 

„პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­დე­გად შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტი სრუ­ლი­ად ახ­ალ ინ­ფორ­მა­ცი­ას მის­ცემს ინ­გლი­სელ, რუს, ფრანგ და გერ­მა­ნელ მეც­ნი­ერ­ებს მა­თი XIX სა­უკ­უნ­ის მხატ­ვრუ­ლი პრო­ზა­ული მემ­კვიდ­რე­ობ­ის ქარ­თულ ნი­ად­აგ­ზე იმ­პლე­მენ­ტა­ცი­ის იმ კრი­ტე­რი­უმ­ებ­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­ირ­ჩა ამა თუ იმ მწერ­ლის ესა თუ ის ნა­წარ­მო­ები. ტრან­სლა­ტო­ლო­გი­ური კორ­პუ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ას იმ კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ კულ­ტუ­რას ჰქონ­და სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­თან, აგ­რეთ­ვე იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებ­და ამ­გვარ ინ­ტე­რესს. თარ­გმა­ნის სფე­როს სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის­თვის, ის­ევე, რო­გორც ეთ­ნო­ლო­გე­ბის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა კულ­ტუ­რის სპე­ცი­ფი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის (პრე­ცე­დენ­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბის, ად­გი­ლე­ბის, რე­ალი­ებ­ის, იდი­ომ­ებ­ის) ას­ახ­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი თარ­გმა­ნებ­ში.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი კორ­პუ­სი სა­ინ­ტე­რე­სო სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო მა­სა­ლას მი­აწ­ვდის მთარ­გმნე­ლო­ბი­თი გან­ყო­ფი­ლე­ბის სტუ­დენ­ტებს, რო­მელ­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ — კომ­პლექ­სუ­რად შე­აფ­ას­ონ თარ­გმა­ნე­ბი, მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ური სტრა­ტე­გი­ებ­ის, ეთ­ნოს­პე­ცი­ფი­კუ­რი რე­ალი­ებ­ის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ური ეთ­ნოს­ტი­ლე­ბის გად­მო­ცე­მის მე­ქა­ნიზ­მებს, გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ონ სა­კუ­თა­რი თარ­გმა­ნე­ბი და შე­უდ­არ­ონ კორ­პუს­ში ას­ახ­ულ თარ­გმა­ნის ტექ­სტებს.

 

პროგ­რა­მის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა დახ­ვეწს მკვლე­ვარ­თა გუნ­დის წევ­რე­ბის კორ­პუ­სუ­ლი კვლე­ვის უნ­არ­ებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს — გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ობა შემ­დგო­მი პე­რი­ოდ­ის პა­რა­ლე­ლურ ტექ­სტებ­ზე, გაიაზრონ ეპ­ოქ­ის კონ­ტექ­სტი და მი­სი გავ­ლე­ნა მთარ­გმნე­ლო­ბით სტრა­ტე­გი­ებ­ზე. პრო­ფე­სი­ული და­ოს­ტა­ტე­ბის ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს საკ­ვლე­ვი პე­რი­ოდ­ის პო­ეტ­ური ტექ­სტე­ბის კორ­პუ­სის შედ­გე­ნა, რო­მელ­საც მარ­კი­რე­ბის სპე­ცი­ალ­ური აპ­არ­ატ­ის შექ­მნა სჭირ­დე­ბა, ვი­ნა­იდ­ან, გან­სხვა­ვე­ბით პრო­ზა­ული ტექ­სტე­ბის­გან, პო­ეზია სპე­ცი­ფი­კუ­რი კო­დი­რე­ბის სის­ტე­მას იყ­ენ­ებს, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად ემ­ორ­ჩი­ლე­ბა ფორ­მა­ლი­ზა­ცი­ას“, — აღ­ნიშ­ნავს მკვლე­ვა­რი.

 

პრო­ფე­სო­რი და­ვით გო­ცი­რი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს პრო­ექ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქ­ვს შრო­მე­ბი, რომ­ლებ­საც იც­ნობს ფარ­თო სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ება და რა­მაც გარ­კვე­ული ავ­ტო­რი­ტე­ტი შე­უქ­მნა კო­ლე­გებს შო­რის, რაც დას­ტურ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ებ­ის (FIPLV, ISAPL, MAPRYAL) სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არ­ჩე­ვით. მი­სი შრო­მე­ბი ეხ­ება რო­გორც კორ­პუ­სულ ტრან­სლა­ტო­ლო­გი­ას, თარ­გმა­ნის ის­ტო­რი­ასა და თე­ორი­ას, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ას გლო­ბა­ლი­ზი­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში, ას­ევე, პრო­ექ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ კერ­ძო პრობ­ლე­მებს, რო­გო­რი­ცაა — კულ­ტუ­რა­თა თავ­სე­ბა­დო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ური კონ­ფლიქ­ტის სა­კითხი, მთარ­გმნე­ლი­სე­ული იდი­ოს­ტი­ლი...

 

და­ვით გო­ცი­რი­ძეს­თან ერ­თად ტრან­სლა­ტო­ლო­გი­ური კორ­პუ­სის შექ­მნა­ზე თარ­გმან­მცოდ­ნე ეკ­ატ­ერ­ინე ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი თა­მარ შა­რა­ბი­ძე, მთარ­გმნე­ლი და­ვით ბარ­ბა­ქა­ძე, ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბი: თეა თა­თეშ­ვი­ლი, ანა კო­პა­ლი­ანი, თე­მურ გოგ­ნა­ძე, პრო­ფე­სო­რი მურ­თაზ მაღ­რა­ძე და პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ხუ­ხუ­ნი მუ­შა­ობ­ენ.

თარიღი: 21/11/2021