საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ბიბლიოთეკამ ევროპელი სოციალისტების საქართველოში ვიზიტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოთხენოვანი წიგნი გამოსცა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ამ მო­რი­გი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი გა­მოს­ცა. ეს გახ­ლავთ ოთხე­ნო­ვა­ნი ორ­ტო­მე­ულ­ის – „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ალ­ის­ტე­ბის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ პირ­ვე­ლი ტო­მი, რო­მე­ლიც ევ­რო­პე­ლი დე­ლე­გა­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­ურ­ობ­ას ეხ­ება. მას­ში აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი პე­რი­ოდ­ული პრე­სით გა­შუ­ქე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. გა­მო­ცე­მას ერ­თვის დი­მიტ­რი შვე­ლი­ძის, სტი­ვენ ჯონ­სის და ტი­ერი ბე­რიშ­ვი­ლის სტა­ტი­ები, ას­ევე ვი­ზი­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა. წიგ­ნის პირ­ვე­ლი ტო­მი ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და ფრიდ­რიხ ებ­ერ­ტის ფონ­დის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას შო­რის 2020 წლის 20 ივ­ლისს და­დე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, ფრიდ­რიხ ებ­ერ­ტის ფონ­დის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­სა და ერ­ოვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით გა­მო­იცა.

 

წიგ­ნი მომ­ზად­და და გა­მო­იცა ქარ­თულ, ფრან­გულ, გერ­მა­ნულ და ინ­გლი­სურ ენ­ებ­ზე.

 

გა­მო­ცე­მის ერთ-ერ­თი შემ­დგენ­ლის, სა­ლო­მე ჭან­ტუ­რი­ძის აზ­რით, ამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც იგი „კი­დევ მეტ ად­ამი­ანს მი­აწ­ვდის ხმას სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის სამ­წლი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე, მის პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რა­სა და ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მრა­ვალ­სა­უკ­უნ­ოვ­ან გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკ­უპ­აცი­აზე“.

 

ორ­ტო­მე­ულ­ის თა­ობ­აზე გა­ზე­თი „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი“ თსუ-ის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის ხელ­მძღვა­ნელს ზუ­რაბ გა­იპ­არ­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

 

– ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მე­ორე ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ის დე­ლე­გა­ცი­ის 10-დღი­ანი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, რო­მელ­საც ეს გა­მო­ცე­მა მი­ეძ­ღვნა?

 

– გა­მო­ცე­მა დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტის 100 წლის­თავს მი­ეძ­ღვნა. ეს მოვ­ლე­ნა უახ­ლე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ვი­ზიტს, ას­ევე, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებ­დნენ ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში. 1920 წლის ზაფხულ­ში ჟე­ნე­ვა­ში გა­მარ­თულ მე­ორე ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ის კონ­ფე­რენ­ცი­აზე გაჩ­ნდა იდეა, რომ ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ალ­ის­ტე­ბი არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ურ-კულ­ტუ­რუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­საც­ნო­ბად სწვე­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს და გა­და­ეწყვი­ტათ, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი — ზე­გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნათ ევ­რო­პის დი­დი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის მთავ­რო­ბებ­ზე ახ­ლად შექ­მნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის დე იურე აღი­არ­ებ­ის თვალ­საზ­რი­სით.

 

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­გან­გე­ბოდ მო­ემ­ზა­და. 1920 წლის 14 სექ­ტემ­ბერს დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რთა ბა­თუ­მი­დან დაწყე­ბუ­ლი მოგ­ზა­ურ­ობა ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუთხე­ში ხში­რად სადღე­სას­წა­ულო ელ­ფე­რით იყო გა­მორ­ჩე­ული. ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ალ­ის­ტე­ბის ვი­ზიტს მი­ეძ­ღვნა დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის სა­გან­გე­ბო სხდო­მაც. მარ­თა­ლია, ავ­ად­მყო­ფო­ბის გა­მო დე­ლე­გა­ცი­აში არ იყო სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პარ­ტი­ული მოღ­ვა­წე — სო­ცი­ალ­ის­ტი კარლ კა­უც­კი, მაგ­რამ იგი მოგ­ვი­ან­ებ­ით ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს და სა­გან­გე­ბოდ და­წე­რა წიგ­ნი – „სა­ქარ­თვე­ლოს გლეხ­თა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კა: შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­ნი და დაკ­ვირ­ვე­ბა­ნი“, რომ­ლის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ამ 2018 წელს გა­მოს­ცა.

 

– მოგ­ზა­ურ­ობ­ის რა ნა­წილს მი­ეძ­ღვნა ორ­ტო­მე­ულ­ის პირ­ვე­ლი ტო­მი?

 

– ოთხე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის — „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ალ­ის­ტე­ბის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ — პირ­ველ ტომ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია იმ­დრო­ინ­დელ ქარ­თულ მე­დი­აში გა­შუ­ქე­ბუ­ლი მე­ორე ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტის ქრო­ნი­კა და პრე­სის ფურ­ცლებ­ზე და­ბეჭ­დი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. მას­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ არ­ქივ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ერ­ოვ­ნულ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში, ვან­დერ­ველ­დეს ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ტი­ერი ბე­რიშ­ვი­ლის პი­რად კო­ლექ­ცი­ებ­ში და­ცუ­ლი ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტე­ბი.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკა, მთელ მსოფ­ლი­ოში და სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის პი­რო­ბებ­შიც უწყვე­ტად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობ­ას, მათ შო­რის, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ულ-სა­მეც­ნი­ერო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მო­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ება შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი­სა და ებ­ერ­ტის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, რომ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა ია თი­კა­ნა­ძემ და რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ ხე­ლი მო­აწ­ერ­ეს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს. სწო­რედ ამ მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და ეს გა­მო­ცე­მა.

 

– რაც შე­ეხ­ება მე­ორე ტომს, რა მა­სა­ლე­ბი შე­ვა ამ ტომ­ში, რა ის­ტო­რი­ას შე­მო­უნ­ახ­ავს იგი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ებ­ას?

 

– უნ­და ვთქვა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მიზ­ნუ­ლი იყო მხო­ლოდ ერ­თი ნა­წი­ლის გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც და­იბ­ეჭ­და და რო­მელ­შიც ძი­რი­თა­დად მოთხრო­ბი­ლია ქარ­თუ­ლი მე­დი­აქ­რო­ნი­კის მი­ხედ­ვით აღ­დგე­ნი­ლი ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ალ­იტ­ებ­ის მოგ­ზა­ურ­ობა სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა, მე­რე იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა მოგ­ვა­წო­დეს ბელ­გი­იდ­ან – ემ­ილ ვან­დერ­ველ­დეს ინ­სტი­ტუ­ტი­დან, რომ მე­ორე ნა­წი­ლის მომ­ზა­დე­ბაც გა­დაწყდა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­იტა და სა­ზო­გა­დო­ება ამ ვი­ზიტს სა­გან­გე­ბო მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებ­და ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე აღი­არ­ებ­ის მიზ­ნით. ეს იმ­ედი არ­ცთუ უს­აფ­უძ­ვლო იყო, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა უცხო­ელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა თა­ვი­ანთ მოხ­სე­ნე­ბებ­სა თუ სტა­ტი­ებ­ში საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. სწო­რედ ეს მოხ­სე­ნე­ბე­ბი და სტა­ტი­ები გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა ბრი­უს­ელ­იდ­ან — ეს მა­სა­ლა მე­ორე ტომ­ში და­იბ­ეჭ­დე­ბა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უდ­ოდ, იან­ვარ­ში იხ­ილ­ავს დღის სი­ნათ­ლეს.

 

აქ­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხრა კრე­ბუ­ლის შემ­დგენ­ლებს: სა­ლო­მე ჭან­ტუ­რი­ძე­სა და ქე­თე­ვან ქუ­სი­კაშ­ვილს, მთარ­გმნე­ლებს: მა­რი­ნე ჭყო­ნი­ას (ინ­გლი­სუ­რი), თა­მარ კა­ხე­თე­ლი­ძეს, თა­მარ ნაც­ვლიშ­ვილს (გერ­მა­ნუ­ლი), ქე­თე­ვან ქუ­სი­კაშ­ვილს, ვი­სი სად­რა­ძეს, ელ­ის­აბ­ედ ცა­ავ­ას (ფრან­გუ­ლი), რე­დაქ­ტო­რებს: ქარ­თუ­ლი ტექ­სტის — ნა­თია დვალს, ინ­გლი­სუ­რი ტექ­სტის — ნა­ნა კა­ჭა­ბა­ვა­სა და ალ­ექ­სან­დრა ბრა­ის­ონს, გერ­მა­ნუ­ლი ტექ­სტის — ქე­თე­ვან შე­ყი­ლა­ძე­სა და ნა­თია მი­ქე­ლა­ძე-ბახ­სო­ლი­ანს, ფრან­გუ­ლი ტექ­სტის – თა­მარ ხე­ტაშ­ვილს, ას­ევე დი­ზა­ინ­ერ მა­რი­ამ ებ­რა­ლი­ძეს და ჩემს ახ­ალ­გაზ­რდა კო­ლე­გებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ცე­მა­ზე მუ­შა­ობ­დნენ: მა­რი­ამ ვიბ­ლი­ანს, სო­ფი­კო მო­დე­ბა­ძეს, ნი­ნო წე­რე­თელს, გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვილს.

 

გა­მო­ცე­მა გა­მიზ­ნუ­ლია მკითხველ­თა ფარ­თო წრის­თვის. იგი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ებ­ის ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკვლევ­რე­ბი­სათ­ვის.

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 23/12/2020