საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ასოცირებულ პროფესორს ლელა ჯანაშვილს ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული დოქტორის წოდება მიენიჭა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ პრო­ფე­სორს ლე­ლა ჯა­ნაშ­ვილს ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი დოქ­ტო­რის წო­დე­ბა მი­ენ­იჭა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­დოქ­ტო­რო კო­მი­სი­ამ მი­იღო, რო­მელ­მაც თსუ-ის პრო­ფე­სო­რის კან­დი­და­ტუ­რა ამ­ავე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური კო­მი­სი­ის მი­ერ წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტებს შო­რის გა­მო­არ­ჩია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი დოქ­ტო­რის წო­დე­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის ფლო­ბაა.

 

„ჩემ­თვის დი­დი პა­ტი­ვია აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დოს მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ნი­ჭეს ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის „გლო­ბა­ლუ­რი სა­ჯა­რო სა­მარ­თლი­სა და ად­ამი­ან­ის უს­აფ­რთხო­ებ­ის“ ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბი­სა და დოქ­ტო­რის აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხის A კა­ტე­გო­რი­ით შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის (summa cum laude). აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დოს მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა იმ მხრი­ვაც, რომ ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „გლო­ბა­ლუ­რი სა­ჯა­რო სა­მარ­თლი­სა და ად­ამი­ან­ის უს­აფ­რთხო­ებ­ის“ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მი­დან ნო­მი­ნან­ტი პირ­ვე­ლად წა­რად­გი­ნეს,“ — გა­ნაცხა­და ლე­ლა ჯა­ნაშ­ვილ­მა.

 

თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ლე­ლა ჯა­ნაშ­ვილ­მა სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხი 2003 წელს მო­იპ­ოვა, რო­დე­საც დი­სერ­ტა­ცია კონ­სტი­ტუ­ცი­ური სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იც­ვა თე­მა­ზე: „ეს­პა­ნუ­რი რე­გი­ონ­ალ­იზ­მის კონ­სტი­ტუ­ცი­ური სა­ფუძ­ვლე­ბი“. სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის მე­ორე ხა­რის­ხი კი ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მი­იღო სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მი­სათ­ვის — „ად­ამი­ან­ებ­ით ვაჭ­რო­ბა და „ახ­ალი მო­ნო­ბის“ ად­ამ­ინ­ის­ტრა­ცი­ული პრე­ვენ­ცია“.

 

„ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი სა­მარ­თლის სკო­ლაა, რო­მე­ლიც ლი­დე­რია თა­ვი­სი აკ­ად­ემი­ური ტრა­დი­ცი­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნის, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის, კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბი­სა თუ სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­მა­ყობთ იმ ძლი­ერი აკ­ად­ემი­ური გუნ­დით, რო­მე­ლიც ჩვენს სტუ­დენ­ტებს ხვდე­ბა ფა­კულ­ტეტ­ზე და ყვე­ლა ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რის წარ­მა­ტე­ბა, ცხა­დია, ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლოა. ჩვე­ნი აკ­ად­ემი­ური შე­მად­გენ­ლო­ბი­დან ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ლა პირ­ვე­ლია, რო­მელ­მაც ეს­პა­ნეთ­ში ეს­პა­ნურ ენ­აზე და­იც­ვა და მო­იპ­ოვა სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხი. მი­სი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის — „ად­ამი­ან­ებ­ით ვაჭ­რო­ბა და „ახ­ალი მო­ნო­ბის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პრე­ვენ­ცია“ — შე­ფა­სე­ბა გახ­ლდათ A (summa cum laude), რაც იშ­ვი­ათ­ობაა უცხო­ეთ­ში და­ცულ სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მებ­თან მი­მარ­თე­ბით. ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯილ­დო, რო­მე­ლიც ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ­მა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა მას გა­დას­ცა უკ­ვე ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ. ას­ევე მინ­და ვთქვა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ლა წარ­მა­ტე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს ეს­პა­ნუ­რი სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუტს ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე და ერ­თგვა­რი ხი­დია ქარ­თულ და ეს­პა­ნურ სა­მეც­ნი­ერო წრე­ებს შო­რის. მი­სი ინ­იცი­ატ­ივ­ითა და ორ­გა­ნი­ზე­ბით არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სა­მეც­ნი­ერო დის­კუ­სია ჩა­ტარ­და. გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავ ქალ­ბა­ტონ ლე­ლას ამ წარ­მა­ტე­ბას და ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბი მის ახ­ალ, აქ­ტუ­ალ­ურ და სა­ინ­ტე­რე­სო პუბ­ლი­კა­ცი­ებ­სა და ინ­იცი­ატ­ივ­ებს“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ ზა­რან­დი­ამ.

 

„ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­თან, ას­ევე, ამ­ავე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის უს­აფ­რთხო­ებ­ისა და პრე­ვენ­ცი­ის სკო­ლას­თან (EPSI) და სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ინ­სტი­ტუტ­თან (ICPS) ვაგ­რძე­ლებ რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ, ისე ინ­სტი­ტუ­ცი­ონ­ალ­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. თსუ-ის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­თან ერ­თად ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლად გვაქ­ვს მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი და იმ­ედს გა­მოვ­თქვამ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მა­თი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მა“, — გან­მარ­ტა ლე­ლა ჯა­ნაშ­ვილ­მა.

 

ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი დოქ­ტო­რის წო­დე­ბის ჯილ­დოს გა­ცე­მის ტრა­დი­ცია 2013-2014 სას­წავ­ლო წელს დამ­კვიდ­რდა.

 

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

თარიღი: 13/12/2020