საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამშრომელთა გადამზადებას აანონსებს

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

მთავ­რო­ბამ 2022 წლი­დან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ის­თვის ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა დააანონსა. ეს ინ­იცი­ატ­ივა შე­ეხ­ება თუ არა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­საც?

 

„შარ­შან, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­იძ­ლე­ბა დი­დი ოდ­ენ­ობ­ით არა, მაგ­რამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პერ­სო­ნალს ან­აზღა­ურ­ება მო­ვუ­მა­ტეთ. რაც შე­ეხ­ება მთავ­რო­ბის მი­ერ და­ან­ონ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეს ეხ­ება სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­შიც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არ მო­ვი­აზ­რე­ბით. ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იურ­იდი­ული პი­რია, თუმ­ცა და­ფი­ნან­სე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან პირ­და­პი­რი წე­სით არ ვი­ღებთ. და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ გა­დახ­დი­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და მათ მი­ერ მო­ტა­ნი­ლი გრან­ტია. თუმ­ცა ახ­ლაც აქ­ტი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ობა უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და წლის ბო­ლომ­დე რა­ღაც შე­დე­გე­ბი უნ­და და­იდ­ოს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ უმ­აღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გა­ეზ­რდე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი და­ფი­ნან­სე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ფიქ­რო­ბენ, რომ მო­მა­ვა­ლი წლის­თვის იმ ფა­კულ­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რებს, რო­მელ­თაც 2021 წელს ან­აზღა­ურ­ება ვერ გა­ეზ­არ­დათ, ხელ­ფასს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­უმ­ატ­ებ­ენ. „ძა­ლი­ან გვინ­და და ვეც­დე­ბით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი გავ­ხა­დოთ მა­თი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი და გავ­ზარ­დოთ ის ან­აზღა­ურ­ება, რაც ყვე­ლას წა­ად­გე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ინ­ფლა­ცი­ური პრო­ცე­სე­ბის დროს“, — აღ­ნიშ­ნა ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ.

 

რაც შე­ეხ­ება ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლის მი­სა­მარ­თით და­გეგ­მილ ინ­იცი­ატ­ივ­ებს, თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ნამ­შრო­მელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას აან­ონ­სებს. „ჩვენ გა­ზაფხუ­ლის ბო­ლოს ჩა­ვა­ტა­რეთ გა­მო­კითხვა შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ებ­ში. მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხე­ბი, რო­მელ­თა და­მუ­შა­ვე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­იგ­ეგ­მე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბი თუ გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­შიც მათ სურ­დათ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამ­აღ­ლე­ბა“, — აღ­ნიშ­ნავს ლა­შა სა­ღი­ნა­ძე.

 

თარიღი: 30/09/2021