საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის ადმინისტრაცია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგების ციკლს ატარებს

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამ­აღ­ლე­ბის მიზ­ნით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლი ტარ­დე­ბა. სას­წავ­ლო კურ­სე­ბი პერ­სო­ნა­ლის წი­ნას­წა­რი გა­მო­კითხვის სა­ფუძ­ველ­ზე მა­თი პრო­ფი­ლის შე­სა­ბა­მი­სი თე­მა­ტი­კი­სა და სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის მი­ხედ­ვით და­იგ­ეგ­მა. ამ დრო­ის­თვის ტრე­ნინ­გე­ბი ექ­ვსმა ჯგუფ­მა ხუ­თი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­ვე გაიარა, მათ შო­რის: გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვა, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ნე­ჯე­რის უნ­არ­ები, სო­ცი­ალ­ური მე­დი­ის მარ­თვა, ქსე­ლუ­რი ფა­ერ­ვო­ლი Fortinet Fort iGATE NGFW, Excel, Power Point.

 

ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ტრე­ნინგ-კურ­სე­ბი მო­ნა­ცემ­თა დაც­ვი­სა და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ინ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით იგ­ეგ­მე­ბა.

 

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ად­ამი­ან­ები მუ­შა­ობ­დნენ. ერ­თია, რო­დე­საც გაქ­ვს სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია, თუმ­ცა გარ­კვე­ული პე­რი­ოდ­ის შემ­დეგ სა­ჭი­როა ახ­ალი, და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. ჩვენ­თან ად­ამი­ან­ური რე­სურ­სე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პრობ­ლე­მა არ­სე­ბობ­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­სა­ბა­მი­სი კურ­სე­ბი არ იყო. პერ­სო­ნალს, რა თქმა უნ­და, შე­ეძ­ლო, თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით მო­ეძი­ებ­ინა და გა­ევ­ლო ტრე­ნინ­გე­ბი, თუმ­ცა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სის­ტე­მუ­რად ამ­ას ხელს არ უწყობ­და. რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრთან ერ­თად თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­მო­კითხვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ან­ალ­იზ­ებ­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­იგ­ეგ­მა, უკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და. მო­მა­ვალ­შიც, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც პერ­სო­ნა­ლი გვი­ბიძ­გებს, რომ გა­დამ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბათ, ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბით შე­სა­ბა­მისს კურ­სებს ეტ­აპ­ობ­რი­ვად დავ­გეგ­მავთ“, — აღ­ნიშ­ნავს თსუ-ის კან­ცლე­რი ლა­შა სა­ღი­ნა­ძე.

 

თსუ-ის უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრმა მოწ­ვე­ული ტრე­ნე­რე­ბი პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის კრი­ტე­რი­უმ­ებ­ით შე­არ­ჩია.

 

„მა­გა­ლი­თად, გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვის კურ­სი სპე­ცი­ალ­ურ­ად თსუ-ის პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის შექ­მნა და ჩა­ატ­არა სა­ხელ­მწი­ფო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლემ, ეკ­ატ­ერ­ინე სხი­ლა­ძემ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბი­სათ­ვის ტრე­ნინ­გს — „თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ნე­ჯე­რის უნ­არ­ები“ — უძ­ღვე­ბო­და თსუ დოქ­ტო­რან­ტი, ქო­უჩ­ინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (ICF) სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ვი­ცე პრე­ზი­დენ­ტი რუ­სუ­დან კვა­ჭან­ტი­რა­ძე. Excel-ის შემ­სწავ­ლელ კურ­სს უძ­ღვე­ბო­და თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში ინ­ფორ­მა­ცი­ული ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის კა­თედ­რის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი თეა მუნ­ჯიშ­ვი­ლი. შერ­ჩე­ვი­სას ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ მოწ­ვე­ულ სპე­ცი­ალ­ის­ტებს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც ჰქო­ნო­დათ თე­ორი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, ამ­გვა­რად სო­ცი­ალ­ური მე­დი­ის მარ­თვის კურ­სი ვან­დეთ სხვა­დას­ხვა (მათ შრის UNICEF) ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სო­ცი­ალ­ური მე­დი­ის მოქ­მედ მე­ნე­ჯერს რე­ვაზ ბა­რა­მი­ძეს, ქსე­ლურ ფა­ერ­ვოლს კი ას­ევე მოქ­მე­დი და გა­მოც­დი­ლი ქსე­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ალ­ექ­სან­დრე კა­ზა­ლი­კაშ­ვი­ლი უძ­ღვე­ბა“, — გან­მარ­ტავს თსუ-ის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი ქე­თი ცინ­ცა­ძე.

 

ქე­თი ცინ­ცა­ძის თქმით, ტრე­ნინ­გებს პირ­და­პი­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის — კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამ­აღ­ლე­ბის გარ­და, კორ­პო­რა­ცი­ული კულ­ტუ­რის გაღ­რმა­ვე­ბის ფუნ­ქცი­აც აქ­ვს, რაც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ასა და სა­მუ­შაო პრო­ცე­სის ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ას გაზ­რდის.

 

„მო­ნა­წი­ლე­თა მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნ­არ­ებ­ის შე­ფა­სე­ბა სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში მოხ­დე­ბა, მყი­სი­ერ­ად ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. იმ­ედია, შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­ულ­ებ­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი სა­მო­მავ­ლოდ მოგ­ვცე­მენ უკ­უკ­ავ­შირს — თუ რა შე­იც­ვა­ლა და რა გავ­ლე­ნა იქ­ონია ტრე­ნინ­გებ­მა სა­მუ­შაო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე“, — აღ­ნიშ­ნავს ქე­თი ცინ­ცა­ძე.

 

ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლი თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­იცი­ატ­ივ­ითა და უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

თარიღი: 31/03/2022