საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ელი მაკა ნუცუბიძე, ფრანგული განათლების ბაზაზე, ვაზისა და ღვინის სამართალს ეძებს

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი, თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი მა­კა ნუ­ცუ­ბი­ძე ფრანგ კო­ლე­გებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის სა­მარ­თლის დარ­გის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობს. ვა­ზი­სა და ღვი­ნის სა­მარ­თა­ლი სრუ­ლი­ად ახ­ალი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ნო­ვა­ტო­რუ­ლია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლის კონ­ტექ­სტში, არ­ამ­ედ მთლი­ან­ად პოსტ საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში. საქ­მე ეხ­ება ის­ეთ სრუ­ლი­ად ახ­ალ, ნო­ვა­ტო­რულ, იმ­ავ­დრო­ულ­ად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მას, რო­გო­რი­ცაა ვა­ზი­სა და ღვი­ნის სა­მარ­თლის დარ­გის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვა, ქარ­თულ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში ვა­ზი­სა და ღვი­ნის სა­მარ­თლის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის და­ფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის ერ­თობ­ლივ ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის ბა­ზად უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

 

„ვფიქ­რობ, ბევ­რი და­სა­ბუ­თე­ბა არ არ­ის სა­ჭი­რო — თუ რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ვა­ზი და ღვი­ნო, არც იმ­ას სჭირ­დე­ბა ბევ­რი და­სა­ბუ­თე­ბა, რომ გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბა შე­სა­ბა­მი­სი სრულ­ყო­ფი­ლი სა­მარ­თლე­ბი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ები და თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ფრან­გუ­ლი ტრა­დი­ცი­ებ­ისა და გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბია. ვა­ზი­სა და ღვი­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის გა­მარ­თუ­ლო­ბა, მა­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ას­ოც­ირ­ებ­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ქვა­კუთხე­დია — ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ფარ­გლებ­ში“, — აცხა­დებს მა­კა ნუ­ცუ­ბი­ძე.

 

ფრან­გუ­ლი სა­მარ­თა­ლი ვა­ზი­სა და ღვი­ნის სა­მარ­თლის სფე­რო­ში ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მარ­თულ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ბა­ზად მი­იჩ­ნე­ვა. ევ­რო­კავ­ში­რის ღვი­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის უდ­იდ­ესი ნა­წი­ლი სწო­რედ ფრან­გუ­ლი სა­მარ­თლის ტრა­დი­ცი­ებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ეფ­უძ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, სა­დაც თით­ქმის ორი სა­უკ­უნეა ღვი­ნის სა­მარ­თლის კვლე­ვა, სწავ­ლე­ბა, ღვი­ნის სა­მარ­თლის დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის (მა­გის­ტრან­ტე­ბი­სა და დოქ­ტო­რან­ტე­ბის) მომ­ზა­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მა­კა ნუ­ცუ­ბი­ძეს მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბი აქ­ვს საფ­რან­გე­თის სამ ძი­რი­თად უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან და ღვი­ნის სა­მარ­თლის ცენ­ტრთან — ბორ­დოს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან, ექს ან პრო­ვან­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან და რე­იმ­სის შამ­პან არ­დე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან. მან, 2004 წელს, საფ­რან­გე­თის სორ­ბო­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის შე­და­რე­ბი­თი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­იღო, 2014 წელს კი ნან­ტერ ლა დე­ფან­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უმ­აღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბით სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა და სა­ჯა­რო სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ენ­იჭა.

 

„ჩე­მი ფრან­გუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა (საფ­რან­გეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო ხა­რის­ხე­ბი), იქა­ურ აკ­ად­ემი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ჩე­მი კავ­ში­რე­ბი, საფ­რან­გეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი წე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, მაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას — მქონ­დეს კარ­გი კონ­ტაქ­ტე­ბი ფრან­გუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სა­მარ­თლის პრო­ფე­სო­რებ­სა და მკვლევ­რებ­თან. მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბით არა­ერ­თი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი გან­გვი­ხორ­ცი­ელ­ებია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში (ევ­რო­პუ­ლი ფონ­დე­ბის, ას­ევე, ფონდ „ღია სა­ზო­გა­დო­ება — სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და რუს­თა­ვე­ლის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით).

 

პირ­ველ ეტ­აპ­ზე, საფ­რან­გე­თი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თლის შეს­წავ­ლა, მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება გახ­ლდათ ჩე­მი გა­მოწ­ვე­ვა. კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი — „ვა­ზი­სა და ღვი­ნის სა­მარ­თალ­ში ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ან­ალ­იზი, მი­სი შე­სა­ბა­მი­სო­ბის კვლე­ვა ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­თან“ მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო-ოქ­ტომ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და რუს­თა­ვე­ლის ფონ­დი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს ფრან­გუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის და­ფი­ნან­სე­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით. მო­ცე­მუ­ლი კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და საფ­რან­გე­თის ბორ­დოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე, ვა­ზი­სა და ღვი­ნის სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის ბა­ზა­ზე. ვა­ზი­სა და ღვი­ნის სა­მარ­თლის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი რო­ნან რაფ­რაი გახ­ლავთ ჩე­მი მენ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მომ­ზად­და სტა­ტია, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გა­მო­იც­ემა ბორ­დოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ღვი­ნის სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის ჟურ­ნალ­ში“, — აღ­ნიშ­ნავს მა­კა ნუ­ცუ­ბი­ძე.

 

ბორ­დოს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქარ­თვე­ლი მკვლევ­რის ვი­ზი­ტის შე­დე­გად ახ­ალ ინ­იცი­ატ­ივ­ას­აც ჩა­ეყ­არა სა­ფუძ­ვე­ლი — 2022 წლის 15 მარ­ტს, ღვი­ნის სა­მარ­თლის აქ­ტუ­ალ­ური გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ერო სე­მი­ნა­რი იგ­ეგ­მე­ბა, რო­მელ­შიც თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი­სა და ბორ­დოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი და დოქ­ტო­რან­ტე­ბი მი­იღ­ებ­ენ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას.

თარიღი: 21/11/2021