საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ონლაინ პრეზენტაცია

2020 წლის 16 დე­კემ­ბერს, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იმ­არ­თა მიზ­ნობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი. შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ას მი­ეს­ალ­მა თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე. მან ხა­ზი გა­უს­ვა იმ გა­რე­მო­ებ­ას, რომ პან­დე­მი­ის მი­უხ­ედ­ავ­ად უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში აქ­ტი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობა. „ჩვენ გვაქ­ვს არ­ჩე­ული სწო­რი სტრა­ტე­გია. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა იწყე­ბა კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბით სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში. ამ­დე­ნად, ბევ­რი სი­ახ­ლე გვექ­ნე­ბა ახ­ალი სას­წავ­ლო წლი­დან, მზად­დე­ბა სპე­ცი­ალ­ური წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის, გრან­ტე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ამ­ოქ­მედ­დე­ბა იან­ვრის თვი­დან და მი­ეძ­ღვნე­ბა პრო­ფე­სო­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, პუბ­ლი­კა­ცი­ებს, კვლე­ვებს სა­მეც­ნი­ერო მი­მარ­თუ­ლე­ბით", — გა­ნაცხა­და რექ­ტორ­მა.

 

ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­ის მო­დე­რა­ტო­რი იყო ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, 2020 წელს, თსუ ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე, ყო­ველ­წლი­ური სა­მეც­ნი­ერო საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გლებ­ში, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ორი მიზ­ნობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი. პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი — „თსუ-ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის შე­ფა­სე­ბა აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე (ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მა­გა­ლით­ზე)“ გან­ხორ­ცი­ელ­და მე­ნეჯ­მენ­ტი­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ და­ვით ნარ­მა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ამ პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბე­ბი პრე­ზენ­ტა­ცი­აზე წარ­მო­ად­გი­ნა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ეკა ჩო­ხელ­მა.

 

პრო­ექ­ტის გუნ­დი შედ­გე­ბო­და ცხრა წევ­რი­სა­გან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ება, რომ პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას იღ­ებ­და სა­მი სტუ­დენ­ტი. მათ შო­რის ორი დოქ­ტო­რან­ტი და ერ­თი მა­გის­ტრან­ტი. გუნ­დის წევ­რე­ბი იყ­ვნენ ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რე­ბი: ეკა ჩო­ხე­ლი, გი­ული ქე­შე­ლაშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა ხარ­ხე­ლი, ვა­სილ კი­კუ­ტა­ძე, ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი ეკ­ატ­ერ­ინე გუ­ლუა, დოქ­ტო­რან­ტე­ბი: ბე­ქა თო­ფუ­რია და ნი­ნო ვარ­დი­აშ­ვი­ლი, მა­გის­ტრან­ტი და­ვით გა­ვარ­დაშ­ვი­ლი.

 

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის მი­ერ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის შერ­ჩე­ვის გან­მსაზღვრე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გან­საზღვრა. კვლე­ვა ჩა­ტარ­და რო­გორც თბი­ლის­ში, ას­ევე სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ებ­ში. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო 577 აბ­იტ­ური­ენ­ტმა. კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ან­ონ­იმ­ურ­ად, კითხვა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. კითხვა­რი შე­მუ­შავ­და უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის, ან­გა­რი­შე­ბის და სხვა წყა­რო­ებ­ის ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე. კვლე­ვის პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნა ინ­დუქ­ცი­ის და დე­დუქ­ცი­ის, თვი­სებ­რი­ვი და რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დე­ბი. მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და­მუ­შავ­და SPSS სტა­ტის­ტი­კუ­რი პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბით. ჩა­ტარ­და ზო­გა­დი სიხ­ში­რუ­ლი ან­ალ­იზი და სიღ­რმი­სე­ული ან­ალ­იზი: ჯვა­რე­დი­ნი (კროს­ტა­ბუ­ლა­ცი­ური) ან­ალ­იზი, ცვლა­დებს შო­რის კავ­ში­რე­ბის დო­ნე ხი-კვად­რატ ტეს­ტის (Chi-Square Tests), კრონ­ბა­ხის ალ­ფას (Cronbach’s Alfa), პირ­სო­ნის კო­რე­ლა­ცი­ური ტეს­ტის, წრფი­ვი რეგ­რე­სი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. ბო­ლოს შე­ფას­და აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლის სან­დო­ობა.

 

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ: აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის მხრი­დან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას პრი­ორ­იტ­ეტი უკ­ავია თსუ-ს; რე­გი­ონ­ებ­ის მი­ხედ­ვით აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის მი­ერ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის­თვის პრი­ორ­იტ­ეტ­ებ­ის მი­ნი­ჭე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია (აჭ­არ­ისა და გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში თსუ არ წარ­მო­ად­გენს პრი­ორ­იტ­ეტს, და­ნარ­ჩე­ნი რე­გი­ონ­ებ­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით); უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის შერ­ჩე­ვის დროს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტო­რად და­სა­ხელ­და პროგ­რა­მე­ბის ში­ნა­არ­სი, ფა­სი და და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა; ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით, აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის მი­ერ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის შერ­ჩე­ვის გან­მსაზღვრელ ფაქ­ტო­რე­ბად ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის ში­ნა­არ­სი, ფა­სი და რე­იტ­ინ­გი, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფა­სი, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის ში­ნა­არ­სი და რე­იტ­ინ­გი, ხო­ლო ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფა­სი, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის ში­ნა­არ­სი და სტუ­დენ­ტთა მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მე­ბი. კვლე­ვის შე­დე­გად პრო­ექ­ტის მი­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან პრო­ექ­ტში აის­ახა გარ­კვე­ული რე­კო­მენ­და­ცი­ები.

 

საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან მომ­ზად­და მოხ­სე­ნე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის 2020 წლის მე-5 სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­აზე „გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში“, ას­ევე იგ­ეგ­მე­ბა კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ უცხო­ურ სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალ­ში.

 

მე­ორე პრო­ექ­ტის „მცი­რე ბიზ­ნე­სის ფაქ­ტო­რუ­ლი მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბა და სა­ექ­სპორ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის კა­თედ­რის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მელ­მაც თა­ვად გა­აც­ნო დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ას ძი­რი­თა­დი შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია. პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან ეკ­ონ­ომ­იკ­ის და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რე­ბი: შო­თა შა­ბუ­რიშ­ვი­ლი, თეა მუნ­ჯიშ­ვი­ლი, ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი ლე­ილა ქა­და­გიშ­ვი­ლი, ას­ევე თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტე­ბი: რუ­სუ­დან მა­ის­ურ­აძე და ხა­ტია უდ­ესი­ანი.

 

კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტის ძი­რი­თად მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და ფირ­მის ზო­მას, ინ­ოვ­აცი­ურ­ობ­ასა და მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბას შო­რის კავ­ში­რე­ბის შეს­წავ­ლა და მცი­რე ბიზ­ნე­სის სა­ექ­სპორ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე მი­სი გავ­ლე­ნის დად­გე­ნა. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა დარ­გის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის ნაშ­რო­მე­ბის ან­ალ­იზ­ის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი უახ­ლე­სი ემ­პი­რი­ული მო­დე­ლე­ბი გა­მო­იყ­ენ­ეს, ხო­ლო სა­ჭი­რო ცვლა­დებ­ზე მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ერ­ოვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის და მსოფ­ლიო ბან­კის მიკ­რო მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბი­დან, რაც კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მა­ღალ სან­დო­ობ­ას და ვა­ლი­დო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

 

უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა არ­სე­ბი­თი მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი ფირ­მე­ბის ზო­მის მი­ხედ­ვით ინ­ოვ­აცი­ებ­სა და მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბას შო­რის. კერ­ძოდ, კვლე­ვა და გან­ვი­თა­რე­ბა სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა პრო­დუქ­ტი­სა და პრო­ცე­სის ინ­ოვ­აცი­ას­თან. დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ოვ­აცი­ები არ­სე­ბით გავ­ლე­ნას არ ახ­დენს მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბა­ზე, რაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბებ­თან. მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბა­ზე სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს ძი­რი­თა­დი კა­პი­ტა­ლის ზრდა და და­საქ­მე­ბულ­თა რა­ოდ­ენ­ობა, რაც დას­ტურ­დე­ბა გლო­ბა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის ან­გა­რი­შებ­ში ას­ახ­ული შე­დე­გე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლო იმ­ყო­ფე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის „ეფ­ექ­ტი­ან­ობ­აზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სტა­დი­აზე“. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უდ­ოთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში უნ­და მოხ­დეს სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ­ან — მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პრო­აქ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ზე გა­დას­ვლა.

 

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთლი­ან­ად სი­ახ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რამ­დე­ნა­დაც მსგავ­სი მას­შტა­ბის ემ­პი­რი­ული კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულა. მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი სა­ექ­სპორ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სპე­ცი­ფი­კის გა­მოვ­ლე­ნა ხელს შე­უწყობს მა­თი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ის ამ­აღ­ლე­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, უზ­რუნ­ველ­ყოფს ჯა­მუ­რი სო­ცი­ალ­ური ეფ­ექ­ტის ზრდას. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას მცი­რე და სა­შუ­ალო სა­წარ­მო­ებ­ის მარ­თვის პრაქ­ტი­კა­ში და სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე ინ­დუს­ტრი­ული პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, ას­ევე, შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თუ­ლი იყ­ოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში.

 

საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 2 სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი: „მთლი­ანი ფაქ­ტო­რუ­ლი მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბის ან­ალ­იზი ეკ­ონ­ომ­იკ­ური საქ­მი­ან­ობ­ის ზო­მი­სა და სექ­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში“ (ჟურ­ნა­ლი „ეკ­ონ­ომ­იკა და ბიზ­ნე­სი“, #3, 2020); „ინ­ოვ­აცი­ებ­ის გავ­ლე­ნა მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბა­ზე ფირ­მე­ბის ზო­მის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის 2020 წლის მე-V სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია „გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში“ შრო­მე­ბის კრე­ბულ­ში. ას­ევე გა­მო­სა­ცე­მად მომ­ზა­დე­ბუ­ლია მე­სა­მე ნაშ­რო­მი — „ინ­ოვ­აცი­ებ­ის გავ­ლე­ნა სა­ექ­სპორ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ფირ­მე­ბის ზო­მის მი­ხედ­ვით“, რო­მე­ლიც მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ უცხო­ურ სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალ­ში და­იბ­ეჭ­დე­ბა ინ­გლი­სურ ენ­აზე.

 

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ და კვლე­ვი­თი ჯგუ­ფე­ბის მუ­შა­ობ­ას მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს თსუ-ის ვი­ცე რექ­ტორ­მა ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა, თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­მა: ვლა­დი­მერ პა­პა­ვამ, ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვილ­მა, ეთ­ერ ხა­რა­იშ­ვილ­მა, მი­რი­ან ტუ­ხაშ­ვილ­მა, სი­მონ გე­ლაშ­ვილ­მა და სხვებ­მა. ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში საკ­მა­ოდ დი­დი ხელ­შეწყო­ბა ას­ევე და­დე­ბი­თად შე­ფას­და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხრი­დან, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ერ­ებ­ას, ას­ევე სა­მეც­ნი­ერო სფე­რო­ში თსუ-ის, მათ შო­რის, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე,

ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ნი­ნო ფა­რე­საშ­ვი­ლი

თარიღი: 30/12/2020