საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 100 წლისაა

თა­მარ და­დი­ანი

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტს 100 წე­ლი უს­რულ­დე­ბა. და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე ფა­კულ­ტეტ­ზე აქ­ტი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობა. ფა­კულ­ტე­ტის სტრა­ტე­გია მა­ღალ­პრო­ფე­სი­ული კად­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო შრო­მის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე გა­დის. ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტს ეკ­ონ­ომ­იკ­ის პრო­ფი­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ალ­ური კონ­კუ­რენ­ტი არ ჰყავს. ის უძ­ლი­ერ­ესი ეკ­ონ­ომ­იკ­ური სკო­ლაა, რო­მე­ლიც ას­ოც­ირ­დე­ბა ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას­თან და მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებ­თან. ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია ეყ­რდნო­ბა სწო­რედ ამ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ის რე­ალ­იზ­აცი­ის აუც­ილ­ებ­ლო­ბას. ფა­კულ­ტე­ტის უდ­ავო ლი­დე­რო­ბას ას­ევე ად­ას­ტუ­რებს მი­სი, რო­გორც წამ­ყვა­ნი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის აღი­არ­ება. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფა­კულ­ტე­ტი რე­გი­ონ­ის ერთ-ერ­თი უპ­ირ­ობო ლი­დე­რი გახ­დე­ბა.

 

საიუბილეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით აუც­ილ­ებ­ელია თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მდი­დარ წარ­სულს და ერ­თხელ კი­დევ პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ იმ ად­ამი­ან­ებს, ვის სა­ხელ­თა­ნაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა.

 

1918 წელს თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის სწავ­ლე­ბას სა­ფუძ­ვე­ლი სიბ­რძნის­მეტყვე­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ეყ­არა. აღ­ნიშ­ნულ ფა­კულ­ტეტ­თან და­არ­სე­ბულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბას სა­თა­ვე­ში ედ­გა ლა­იფ­ცი­გის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი ფი­ლი­პე გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

 

1922 წელს და­მო­უკ­იდ­ებ­ლად შე­იქ­მნა სო­ცი­ალ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფა­კულ­ტე­ტი, რომ­ლის დე­კა­ნი იყო პრო­ფე­სო­რი შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე.

 

1931 წელს სო­ცი­ალ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფა­კულ­ტე­ტის ბა­ზა­ზე და­მო­უკ­იდ­ებ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფა­კულ­ტე­ტი, რო­მე­ლიც გახ­და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრო­ფი­ლის სას­წავ­ლო–აღ­მზრდე­ლო­ბი­თი და სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი მუ­შა­ობ­ის ერ­თა­დერ­თი ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სა და აღ­ორ­ძი­ნე­ბის ის­ტო­რი­ული ამ­ოც­ან­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში ფას­და­უდ­ებ­ელი წვლი­ლი შე­იტ­ან­ეს ქარ­თუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა:

 

ფი­ლი­პე გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი — ტფი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ლა­იფ­ცი­გის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი.

 

ირ­აკ­ლი მი­ქე­ლა­ძე — სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოსი, პრო­ფე­სო­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­ურე­ატი.

 

პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლი — სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოსი, პრო­ფე­სო­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­ურე­ატი. მან 1944 წელს, ფი­ლი­პე გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თა­ნად­გო­მით, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის სის­ტე­მა­ში ჩა­მო­აყ­ალ­იბა ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც 30 წელ­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 1991 წელს ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუტს მი­სი­ვე სა­ხე­ლი მი­ენ­იჭა.

 

ვა­სილ ჩან­ტლა­ძე — სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოსი. პრო­ფე­სო­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი.

 

ვა­ლე­რი­ან მელ­ქა­ძე — სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი და სხვა ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი.

 

დღეს ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­ენ ეკ­ონ­ომ­იკ­ის დარ­გში აკ­ად­ემ­იკ­ოს­ები: ვლა­დი­მერ პა­პა­ვა და ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრო­ფი­ლის სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტი არ­სე­ბობ­და, რო­მელ­თა დე­კა­ნე­ბი იყ­ვნენ პრო­ფე­სო­რე­ბი: ბი­კენ­ტი გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ალ­ექ­სან­დრე კუ­ჭუ­ხი­ძე, ნუგ­ზარ პა­იჭ­აძე, რო­ინ ქუ­ტი­ძე, ილია ბაქ­რა­ძე, ნა­თე­ლა მეს­ხი, ივ­სი­ხი მუ­ჯი­რი, შუ­შა­ნა გვე­ლე­სი­ანი, გრი­ზელ­დი ბერ­კა­ცაშ­ვი­ლი, იზ­ოლ­და ადე­იშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი და სხვა.

 

2018 წლი­დან დღემ­დე ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე.

 

თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტ­აპ­ზე ფარ­თოვ­დე­ბო­და ეკ­ონ­ომ­იკ­ური გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო, შე­იქ­მნა ახ­ალი სპე­ცი­ალ­ობ­ები და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრო­ფი­ლის ფა­კულ­ტე­ტე­ბი: სა­აღ­რიცხვო–ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სა­ინ­ჟინ­რო–ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სა­ხალ­ხო მე­ურ­ნე­ობ­ის და­გეგ­მვის და ვაჭ­რო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და სა­ქო­ნელ­მცოდ­ნე­ობ­ის.

 

გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის 90-იან წლე­ბი­დან 2005 წლამ­დე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ეკ­ონ­ომ­ის­ტთა კვა­ლი­ფი­ცი­ური კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ოთხი ფა­კულ­ტე­ტი: ეკ­ონ­ომ­იკა, მიკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკა და მე­ნეჯ­მენ­ტი, კო­მერ­ცია და მარ­კე­ტინ­გი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სი.

 

სხვა­დას­ხვა წლებ­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ის და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნე­ბი იყ­ვნენ პრო­ფე­სო­რე­ბი: სერ­გო ბე­რა­ძე, კა­სი­ანე მეგ­რე­ლი­ძე, ნი­კო­ლოზ ქოიავა, იოს­ებ ბა­ჯა­ძე, ნი­კო­ლოზ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, ირ­აკ­ლი მი­ქე­ლა­ძე, ვა­ლე­რი­ან მელ­ქა­ძე, პავ­ლე გა­რუ­ჩა­ვა, გი­ვი ჭა­ნუყ­ვა­ძე, ვლა­დი­მერ ლე­ბა­ნი­ძე, გრი­გოლ თო­დუა, თენ­გიზ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე, ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, თე­იმ­ურ­აზ ბე­რი­ძე.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სხვა­დას­ხვა წლებ­ში კა­თედ­რებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ: აკ­ად­ემ­იკ­ოს­ები: ვა­სილ ჩან­ტლა­ძე, ირ­აკ­ლი მი­ქე­ლა­ძე, არ­ჩილ გო­კი­ელი, ვლა­დი­მერ პა­პა­ვა, ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე, პრო­ფე­სო­რე­ბი: სერ­გო ბე­რა­ძე, არ­ჩილ ფან­ცხა­ვა, ვა­ლე­რი­ან ად­ვა­ძე, გი­ორ­გი ადე­იშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მშვილ­და­ძე, ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, გრი­გოლ თო­დუა, კლი­მენ­ტი აჩ­ელ­აშ­ვი­ლი, ნო­დარ ბაგ­რა­ტი­ონი, გი­ვი გამ­სა­ხურ­დია, ბი­კენ­ტი გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, თენ­გიზ ჭი­აბ­რიშ­ვი­ლი, ნო­დარ ხა­დუ­რი, მე­დეა გო­ცი­რი­ძე, ოთ­არ სა­ღა­რე­იშ­ვი­ლი, მი­რი­ან ტუ­ხაშ­ვი­ლი, ეთ­ერ ხა­რა­იშ­ვი­ლი, ფრი­დონ ბურ­დუ­ლი, ომ­არ ჩა­დუ­ნე­ლი, ელ­ენე ხა­რა­ბა­ძე.

 

მიკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მე­ნეჯ­მენ­ტის ფა­კულ­ტეტ­ზე სხვა­დას­ხვა წლებ­ში კა­თედ­რებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ პრო­ფე­სო­რე­ბი: ნუგ­ზარ პა­იჭ­აძე, და­ვით ძნე­ლა­ძე, ნო­დარ ბი­ჭი­აშ­ვი­ლი, ალ­ექ­სან­დრე ტა­ტიშ­ვი­ლი, მურ­თაზ მაღ­რა­ძე, ავ­თან­დილ გი­ორ­გო­ბი­ანი.

 

კო­მერ­ცი­ისა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სხვა­დას­ხვა წლებ­ში კა­თედ­რებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ პრო­ფე­სო­რე­ბი: მა­მია ღა­ღა­ნი­ძე, გი­ვი მი­ქე­ლა­ძე, გაიოზ ნა­დი­რაშ­ვი­ლი, ეს­ტა­ტე ბო­ლო­კა­ძე.

 

2004 წელს აკ­ად­ემ­იკ­ოს­ებ­მა ვლა­დი­მერ პა­პა­ვამ და ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძემ, პრო­ფე­სო­რებ­თან იური ან­ანი­აშ­ვილ­თან, კლი­მენ­ტი აჩ­ელ­აშ­ვილ­თან, გი­ორ­გი წე­რე­თელ­თან და იაკ­ობ მეს­ხი­ას­თან ერ­თად მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ტექ­ნი­კის დარ­გში სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია მი­იღ­ეს.

 

2005 წელს ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრო­ფი­ლის მქო­ნე ოთხი ფა­კულ­ტე­ტი გა­ერ­თი­ან­და და შე­იქ­მნა ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი. ფა­კულ­ტეტ­ზე ორი მი­მარ­თუ­ლე­ბაა: ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა და ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს 15 კა­თედ­რა. სტუ­დენ­ტთა რა­ოდ­ენ­ობა 6000-ს აჭ­არ­ბებს.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტს აქ­ვს ორი დამ­ხმა­რე სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­ული: ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა (ISET) და ტუ­რიზ­მის სკო­ლა.

 

ფა­კულ­ტე­ტი ახ­ორ­ცი­ელ­ებს: ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ლუ­მი­ერ­ის ლი­ონ 2 (საფ­რან­გე­თი) უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას ტუ­რიზ­მში ორ­მა­გი ხა­რის­ხით (აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი), პროგ­რა­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­სა და სწავ­ლე­ბის ინ­ოვ­აცი­ური მე­თო­დე­ბის და­ნერ­გვა­ზე.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლას აქ­ვს ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­მა­გის­ტრო Master’s Program in Economics at International School of Economics at Tbilisi State University (ISET) და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა Bachelor’s Degree Program in Economics at International School of Economics at Tbilisi State University (ISET).

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტს პარ­ტნი­ორ­ობ­ას უწ­ევ­ენ ბერ­ლი­ნის (გერ­მა­ნია), პოტ­სდა­მის (გერ­მა­ნია), ბრან­დერ­ბურ­გის (გერ­მა­ნია), იენ­ის (გერ­მა­ნია), პი­რე­უს­ის (სა­ბერ­ძნე­თი), მი­უნ­ხე­ნის (გერ­მა­ნია), ლი­ლის (საფ­რან­გე­თი), ლი­ონ­ის (საფ­რან­გე­თი) უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს: „ბლუმ­ბერ­გის“ („Bloomberg“) სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო-კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რია და ინ­ოვ­აცი­ური სამ­რეწ­ვე­ლო, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია „ფაბ ლა­ბი“ ( „Fab Lab“).

 

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა აერ­თი­ან­ებს შვიდ კა­თედ­რას:

 

  1. თე­ორი­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი)
  2. ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ გვე­ლე­სი­ანი)
  3. მიკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი ეთ­ერ ხა­რა­იშ­ვი­ლი)
  4. მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი მი­რი­ან ტუ­ხაშ­ვი­ლი)
  5. ეკ­ონ­ომ­ეტ­რი­კის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი იური ან­ანი­აშ­ვი­ლი)
  6. ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სო­ცი­ალ­ური სტა­ტის­ტი­კის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი სი­მონ გე­ლაშ­ვი­ლი)
  7. სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მოძ­ღვრე­ბა­თა ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: აკ­ად­ემ­იკ­ოსი ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე)

 

 

ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა 8 კა­თედ­რას აერ­თი­ან­ებს:

 

  1. ფი­ნან­სე­ბი­სა და სა­ბან­კო საქ­მის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი ირ­აკ­ლი კოვ­ზა­ნა­ძე)
  2. ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რიცხვი­სა და აუდ­იტ­ის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი ლე­ვან სა­ბა­ური)
  3. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი თე­მურ შენ­გე­ლია)
  4. მე­ნეჯ­მენ­ტის და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი და­ვით ნარ­მა­ნია)
  5. გლო­ბა­ლურ გა­რე­მო­ში მე­ნეჯ­მენ­ტის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე)
  6. მარ­კე­ტინ­გის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი ნუგ­ზარ თო­დუა)
  7. ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის მე­ნეჯ­მენ­ტის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი იოს­ებ ხე­ლაშ­ვი­ლი)
  8. ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და ბიზ­ნეს­ში ინ­ფორ­მა­ცი­ული ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის კა­თედ­რა (კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი დე­მურ სი­ჭი­ნა­ვა)

 

ფა­კულ­ტეტ­ზე საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გლებ­ში ყო­ველ­წლი­ურ­ად მუ­შავ­დე­ბა ათ­ამ­დე სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი და ად­მი­ნის­ტრა­ცია აქ­ტი­ურ­ად საქ­მი­ან­ობს სტუ­დენ­ტთა სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის და­სა­ნერ­გად, სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის დო­ნის ას­ამ­აღ­ლებ­ლად და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში პრაქ­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­საძ­ლი­ერ­ებ­ლად.

თარიღი: 31/03/2022