საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დოქტორანტი ბორის კომახიძე ამჟამად საველე ეთნოგრაფულ კვლევებს ატარებს ლატვიაში

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ან­თრო­პო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რან­ტი ბო­რის კო­მა­ხი­ძე ამ­ჟა­მად სა­ვე­ლე ეთ­ნოგ­რა­ფულ კვლე­ვებს ატ­არ­ებს ლატ­ვი­აში. კვლე­ვა მი­სი სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის ნა­წი­ლია და მი­სი გან­ხორ­ცი­ელ­ება შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და თსუ ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ბერ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ური ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში. ეს ორი ინ­სტი­ტუ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ნორ­ვე­გი­ული ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით ახ­ორ­ცი­ელ­ებს ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტს „ქარ­თულ-ნორ­ვე­გი­ული პარ­ტნი­ორ­ობ­ის პროგ­რა­მა ან­თრო­პო­ლო­გი­აში — კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის“. პრო­ექ­ტს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლი და პრო­ფე­სო­რი თუ­ნე ბრინ­გა. ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში 2019 წლი­დან ას­ევე ტარ­დე­ბა სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა, რო­მელ­შიც ქარ­ვე­ლი და ნორ­ვე­გი­ელი სტუ­დენ­ტე­ბი ის­მე­ნენ ლექ­ცი­ებს ან­თრო­პო­ლო­გი­ური კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ და ატ­არ­ებ­ენ მცი­რე მას­შტა­ბის კვლე­ვებს.

 

დოქ­ტო­რანტ ბო­რის კო­მა­ხი­ძის კვლე­ვა ურ­ბა­ნუ­ლი ან­თრო­პო­ლო­გი­ის სფე­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და ქარ­თულ-ლატ­ვი­ური მა­გა­ლი­თე­ბის შე­და­რე­ბით ან­ალ­იზს გუ­ლის­ხმობს. სა­ვე­ლე მა­სა­ლის შეკ­რე­ბის შემ­დგომ ბ. კო­მა­ხი­ძეს სა­შუ­ალ­ება მი­ეც­ემა სა­მი თვე გა­ატ­არ­ოს ბერ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პუბ­ლი­კა­ცი­აზე სა­მუ­შა­ოდ.

 

2022 წელს ქარ­თულ-ნორ­ვე­გი­ული პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ბერ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სტა­ჟი­რე­ბას გა­ივ­ლის თსუ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ან­თრო­პო­ლო­გი­ის კი­დევ სა­მი დოქ­ტო­რან­ტი: ალ­ისა და­თუ­ნაშ­ვი­ლი, მა­რი­ამ რაზ­მა­ძე და ზვი­ად მირ­ცხუ­ლა­ვა.

თარიღი: 16/04/2022