საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ - სახ­ლი, რო­მელ­შიც მუ­დამ ვი­ღაც გე­ლო­დე­ბა...

„ვარ­დის­ფე­რი ქუ­ჩი­დან მაქ­ვს შენ­თვის მო­კითხვა, მე შენ მჭირ­დე­ბი...“ — ნი­ნი თურ­მა­ნი­ძე ასე მოგ­ვე­სალ­მა, რო­დე­საც გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ ეგ­იდ­ით კითხვა გა­ვუგ­ზავ­ნეთ თსუ-ის სტუ­დენ­ტს — რით შეგ­ვიძ­ლია გა­გამ­ხნე­ოთ? აღ­მოჩ­ნდა, რომ ად­ამი­ან­ებ­ის უმ­ეტ­ეს­ობა, „კო­ვიდ-19“-ით გა­მოწ­ვე­ულ ემ­ოცი­ურ­ად გა­დატ­ვირ­თულ გა­რე­მო­ში, კი­დევ უფ­რო მე­ტად ითხოვს თვით­რე­ალ­იზ­ებ­ის­თვის სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის შე­თა­ვა­ზე­ბას, რად­გან ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ყოფ­ნი­სას გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დი­დი დროს ათ­ვი­სე­ბა გჭირ­დე­ბა იმ ში­შის დაძ­ლე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, თუ რო­გორ და­ხარ­ჯო შე­ნი ენ­ერ­გია? რა­ზე გა­და­ერ­თო? რა უნ­და აკ­ეთო იმ­ის­თვის, რომ უარ­ყო­ფით ემ­ოცი­ებს სძლიო და მა­ინც შექ­მნა რა­ღაც ამ რთუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად... ალ­ბათ, ასე ფიქ­რობ­და ნი­ნი, რო­დე­საც შე­ვეხ­მი­ან­ეთ და დავ­ტვირ­თეთ გაგ­ზავ­ნილ შე­კითხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მის და­ვა­ლე­ბით, რა­თა შემ­დეგ გა­ზეთ­ში მის შე­სა­ხე­ბაც დაგ­ვე­წე­რა... სტუ­დენ­ტმა სი­ხა­რუ­ლით მი­იღო ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა — ბევ­რის­თვის ამ დამ­ზაფ­ვრელ დროს ხომ დი­დი მად­ლია ფიქ­რე­ბის, ემ­ოცი­ებ­ის გა­ზი­არ­ება და იმ­ის გა­აზ­რე­ბა — რომ სო­ცი­ალ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა...

ნი­ნო თურ­მა­ნი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ფი­ლო­ლო­გი­ის სპე­ცი­ალ­ობ­აზე სწავ­ლობს. უკ­ვე მე­ორე კურ­სზეა. თვლის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა მის­ცა ძა­ლი­ან დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბა — და­ენ­ახა სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ად­ამი­ანი, რო­მე­ლიც არ უნ­და გა­ჩერ­დეს თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის და ოც­ნე­ბე­ბის ას­ახ­დე­ნად. „ძა­ლი­ან დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ის­იც, რო­ცა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მე­ორე პრო­ფე­სი­ას გარ­ჩე­ვი­ნებს — მა­ინ­ორ­ად კულ­ტუ­რის კვლე­ვებ­ზე ვსწავ­ლობ. ეს ფა­კულ­ტე­ტიც სა­ინ­ტე­რე­სოა და ზო­გა­დი ცოდ­ნის ამ­აღ­ლე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა, შემ­ძი­ნა ბევ­რი მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ჩემს წარ­მა­ტე­ბას შე­უწყონ ხე­ლი, ერ­თად ვმე­ცა­დი­ნე­ობთ, ვა­თე­ნებთ ღა­მე­ებს გა­მოც­დე­ბის­თვის, ერ­თად ვარ­ჩევთ სა­ჭი­რო სა­კითხებს, ვცვლით ცოდ­ნას. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, თუმ­ცა ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ეს არ იგ­რძნო­ბა. თსუ ცოდ­ნის ტა­ძა­რია — ბევ­რი სი­ახ­ლით, სტუ­დენ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო­თი და ახ­ალი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით სავ­სე. ესაა სახ­ლი, რო­მელ­შიც მუ­დამ ვი­ღაც გე­ლო­დე­ბა“, — გვწერს ნი­ნი.

ნი­ნო თურ­მა­ნი­ძეს ყვე­ლა­ზე უკ­ეთ ჩა­ნა­ხა­ტე­ბის წე­რა გა­მოს­დის და ეს მი­სი უნ­არი კი­დევ უფ­რო გვა­კავ­ში­რებს მას­თან. ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი კი მი­სი ფი­ლო­სო­ფი­ური შე­ფა­სე­ბე­ბია — თუ რა­ში ეხ­მა­რე­ბა მას, რო­გორ პი­როვ­ნე­ბას, წე­რა? „ემ­ოცი­ური ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ხში­რად ბუ­ტი­აც და ძა­ლი­ან მომ­წონ­და ჩე­მი გრძნო­ბე­ბის ფურ­ცლებ­ზე გა­და­ტა­ნა, ვწერ­დი და­უს­რუ­ლებ­ლად სამ­ყა­რო­ზე და ად­ამი­ან­ებ­ზე... თა­ვი­სუ­ფალ თე­მებს და ლექ­სებს მა­წე­რი­ნებ­და ქარ­თუ­ლი ენ­ის პე­და­გო­გი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის­თვის. მე­ხუ­თე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა მოთხრო­ბა და­მა­წე­რი­ნეს ობ­ოლ გო­გო­ნა­ზე და მა­შინ პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მი მი­ვი­ღე. დღემ­დე ვწერ ჩემ­თვის, ყო­ველ­თვის მა­ში­ნებ­და ხალ­ხის აზ­რი (ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­ცა გავ­ბე­დე თქვენ­თან გა­მოხ­მა­ურ­ება). რო­ცა მი­ჭირს სუ­ლი­ერ­ად, ვწერ ბევ­რს და ვცდი­ლობ — ჩემს თავ­ში და­კარ­გუ­ლი ად­ამი­ანი წა­მო­ვა­ყე­ნო, ავ­დგე, რად­გან შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს ად­ამი­ანი...“, — ასე აზ­როვ­ნებს ნი­ნი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბი­სე­ული სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბით ზოგ­ჯერ დიდ ად­ამი­ან­ებ­ზე მე­ტად შე­უძ­ლია, რომ გვას­წავ­ლოს — რო­გორ უნ­და იპ­ოვო ად­ამი­ან­მა შე­ნი ნი­შა, რა­თა, და­ცე­მუ­ლიც კი, ად­გე და თა­ვა­წე­ულ­მა გაიარო იმ ფიქ­რით, რომ შენ შენს ქვე­ყა­ნას რა­ღა­ცით მა­ინც არ­გე... „ის­ტო­რი­ას სა­ხე­ლი რომ და­უტ­ოვო, სულ არაა სა­ჭი­რო — ცნო­ბი­ლი იყო, უბ­რა­ლოდ ად­ამი­ან­ებს თა­ვი უნ­და შე­აყ­ვა­რო, უნ­და იყო წრფე­ლი და არ უნ­და გი­წევ­დეს თა­მა­ში. თუ ად­ამი­ან­ებს შენს სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლი, ჩე­მი აზ­რით, შენს მოს­ვლას ამ ქყვეყ­ნად ფა­სი აქ­ვს. ყო­ვე­ლი დღე გა­მოც­დაა შე­ნი... არ ვი­ცი, სა­ხე­ლი დარ­ჩე­ბა თუ არა ის­ტო­რი­ას — ეს მე­ასე ხა­რის­ხო­ვა­ნია, თუმ­ცა სიყ­ვა­რუ­ლი და უან­გა­რო ბედ­ნი­ერ­ება, რო­მელ­საც ად­ამი­ან­ებ­ის­გან ვი­ღებ, აუც­ილ­ებ­ლად იტყვის ყვე­ლა­ფერს. მინ­და, სწო­რი გზით და უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით ვიცხოვ­როთ ად­ამი­ან­ებ­მა, მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი და ნაკ­ლე­ბი შუ­რი იყ­ოს ჩვენ­ში, მე­ტი რწმე­ნა და იმ­ედი. იმ­ედი იმ­ის, რომ გა­დავ­რჩე­ბით!“ — აქ­ეთ გვამ­ხნე­ვებს ნი­ნი და გვი­ხა­რია, რომ გა­ზე­თით ის დიდ-პა­ტა­რა ქა­ლი უნ­და გა­ვაც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ებ­ას, რო­მე­ლიც, ას­ეთ დროს, ბევ­რის­თვის მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თად იქ­ცე­ვა ხოლ­მე... მი­სი ნა­აზ­რე­ვი და ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქმე­დე­ბა (ის არ ჩერ­დე­ბა!) ნამ­დვი­ლად გვაძ­ლევს იმ­ის სა­ფუძ­ველს, რომ სწო­რედ ნი­ნი თურ­მა­ნი­ძის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, აღ­ქმე­ბი და სუ­ლი­ერი სამ­ყა­რო გა­ვუ­ზი­არ­ოთ ყვე­ლას დამ­შვი­დე­ბის­თვის და იმ­ედი­ან­ობ­ის­თვის...

ის­ტო­რი­ას კი მარ­თლაც შე­მო­ვუ­ნა­ხავთ მის ჩა­ნა­ხატს, რო­მელ­შიც ნი­ნიმ ფან­ტა­ზია და რე­ალ­ობა ერ­თმა­ნეთს შე­უზ­ავა ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული მო­ცე­მუ­ლო­ბი­სას.

იმ­ედს არ ვკარ­გავ, რომ ჩემს „კო­რო­ნა ქა­ლაქ­ში“ მზე ის­ევ სხვა­ნა­ირ­ად გა­ან­ათ­ებს

 

(ნი­ნი თურ­მა­ნი­ძის ჩა­ნა­ხა­ტი)

ალ­ბათ და­გი­ნა­ხავთ პა­ტა­რა, მე­ოც­ნე­ბე გო­გო­ნა ვარ­დის­ფე­რი ქუ­ჩი­დან, სარ­კმლი­დან გად­მო­კი­დე­ბუ­ლი და ფიქ­რე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი აგ­ატ­ას წიგ­ნე­ბით... ის არც გა­მომ­ძი­ებ­ელია ან რა­მე სხვა, რო­მელ­საც მოს­წონს ქუ­ჩა­ში მო­სი­არ­ულე ად­ამი­ან­ებ­ის ყუ­რე­ბა, რო­გორც ქუ­ჩებ­ში მო­ზუ­ზუ­ნე მან­ქა­ნე­ბის თვა­ლი­ერ­ება. აკ­ვირ­დე­ბა ად­ამი­ან­ებ­ის ბედ­ნი­ერ და მოწყე­ნილ სა­ხე­ებს, უყ­ვარს წვი­მა­ში სე­ირ­ნო­ბა, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა და ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, პლედ­ში გახ­ვე­ვა და აივ­ან­ზე ჭი­ქა ღვი­ნით გა­მოთ­რო­ბა, და­უს­რუ­ლებ­ლად წე­რა ად­ამი­ან­ებ­სა და სამ­ყა­რო­ზე... პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით გიჟ­დე­ბა ფე­რა­დი ბამ­ბის ქუ­ლა­ზე, რო­მელ­საც ბა­ბუ გზად ჩა­მო­ატ­არ­ებს ხოლ­მე. მას სა­კუ­თა­რი ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია ექ­ნე­ბა, იმ­უშ­ავ­ებს პრე­სა­ში. იფ­იქ­რებ, ზედ­მე­ტად მე­ოც­ნე­ბეაო. ჰო, მე­ოც­ნე­ბეა, ყვე­ლამ იც­ის ამ ქუ­ჩა­ზე...

დღეს მი­სი ვარ­დის­ფე­რი ქუ­ჩა და­ცა­რი­ელ­და, მზის­ფე­რი ქუ­ჩა „კა­ცი­ჭა­მია“ სენ­მა შე­იპყრო, ქა­ლაქ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ათი გა­მოცხად­და... ახ­სოვს ის დღე, ვი­რუს­მა ყვე­ლა­ფე­რი რომ შეც­ვა­ლა, ერ­თნა­ირ­ად არია და გა­აფ­ერ­მკრთა­ლა უწ­ინ­დე­ლი დღე­ები. და­იკ­ეტა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი, გა­და­იდო სწავ­ლაც... წამ­ლი­სა და საკ­ვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რი­გე­ბი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ლურჯ პირ­ბა­დი­ანი ად­ამი­ან­ები... უწ­ინ­დელ მზი­ან ქა­ლაქს „კო­რო­ნა ქა­ლა­ქი“ შე­არ­ქვა, ფე­რად­სა და ნა­თელ ქვე­ყა­ნას ოც­ნე­ბა წა­არ­თვა, ხალ­ხს — იმ­ედი, ად­ამი­ან­ებს — მე­გობ­რე­ბი... და, მე­ოც­ნე­ბე გო­გო სა­დაა? — ის არ კარ­გავს იმ­ედს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ულ რიტ­მს და­უბ­რუნ­დე­ბა. ხალ­ხი აღ­არ იც­ინ­ის, ქუ­ჩებ­მაც მი­იძ­ინ­ეს, მი­სი სახ­ლი­დან ფე­რა­დი ცი­სარ­ტყე­ლა არ მო­ჩანს და ვერც ბა­ბუ­ას ამ­ჩნევს, „ბამ­ბის ნა­ყინს“ რომ გა­იძ­ახ­ის ხოლ­მე, ვერ ხე­დავს ბავ­შებს, რომ­ლე­ბიც ამ ქუ­ჩას სი­ხა­ლა­სით აავ­სებ­დნენ ხოლ­მე. ეს გო­გო გა­იზ­არ­და, მაგ­რამ მა­ინც ერ­თო­ბა ბავ­შვუ­რი თა­მა­შე­ბით. ეჰ, რა კარ­გი ყო­ფი­ლა და­ხუ­ჭო­ბა­ნა... ენ­ატ­რე­ბა მე­გობ­რე­ბი, ბიბ­ლი­ოთ­ეკა და მი­სი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი, ის შო­კო­ლა­დის კრუ­ას­ანი, რო­მელ­საც, ხში­რად, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის ეზ­ოში მი­ირ­თმევს ყა­ვას­თან ერ­თად, ცოცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ად­ამი­ან­ებ­ის გა­ბედ­ნი­ერ­ება. გა­და­წით­ლე­ბუ­ლი ცხრი­ლით პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი­დან მე­ხუ­თე­ში და­უღ­ლე­ლად მორ­ბე­ნალს ხე­და­ვენ ხოლ­მე... უყ­ვარს სი­ცოცხლე, ის არ ჩერ­დე­ბა. ძნე­ლია წე­რო იმ­აზე, თუ რას გა­ნიც­დი. დი­ახ, მა­საც შენ­სა­ვით უნ­და დარ­ჩე­ნა...

ჰეი, სა­ლა­მი! ჰო, ჰო, შენ გე­უბ­ნე­ბი! მე ნი­ნი ვარ ვარ­დის­ფე­რი ქუ­ჩი­დან. მჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ივ­ლის, მინ­და, ის­ევ იც­ინო და ამ ვი­თა­რე­ბას ცო­ტა­თი პო­ზი­ტი­ურ­ად შე­ხე­დო... ჩე­მი ცხოვ­რე­ბაც აირია, ვერც საყ­ვა­რელ ად­გი­ლებ­ში მივ­დი­ვარ, ვერც მო­ნატ­რე­ბულ ად­ამი­ან­ებს ვნა­ხუ­ლობ, რომ­ლე­ბიც და­უს­რუ­ლებ­ლად მე­ნატ­რე­ბი­ან. ვი­რუს­მა პა­ნი­კუ­რი ში­ში გა­მო­იწ­ვია ჩემ­ში-თქო, ვერ ვიტყვი. ვფიქ­რობ, ას­ეთ დღე­ებ­შიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა. ბავ­შვო­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლად და ლა­ღად ვურ­თი­ერ­თობ ად­ამი­ან­ებ­თან, ყვე­ლა­ზე მე­ტად საყ­ვა­რე­ლი ად­ამი­ან­ებ­ის სით­ბო და ჩა­ხუ­ტე­ბა და­მაკ­ლდა. კო­რო­ნამ დე­და­მი­წა შე­მო­აბ­რუ­ნა, სა­ათ­მაც წაღ­მა და­იწყო ტრი­ალი, მოვ­ხვდი ბუ­ფე­რულ ზო­ნა­ში, სა­დაც მხო­ლოდ სი­ცა­რი­ელ­ეს ვხე­დავ, ვერც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში დავ­დი­ვარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შენც ჩემ­სა­ვით მოგ­ბეზ­რდა ოთხკე­დელ­ში გა­მო­კეტ­ვა. მშობ­ლებ­მა ჩე­მი სო­ფელ­ში გაშ­ვე­ბა გა­დაწყვი­ტეს, აქ შე­და­რე­ბით უს­აფ­რთხოდ ვარ, ვუვ­ლი ჩემს საყ­ვა­რელ პა­პას, ვა­ნე­ბივ­რებ გემ­რი­ელი კერ­ძე­ბით, ვი­ცი, რომ ბედ­ნი­ერია. „დი­დი სახ­ლის პა­ტა­რა დი­ას­ახ­ლი­სო­ბაც“ შე­ვი­თავ­სე, ვიც­ლი სწავ­ლის­თვი­საც, აქ­ტი­ურ­ად ჩა­ვერ­თე ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ში და ვმე­ცა­დი­ნე­ობ ყო­ველ­დღე. სი­მარ­თლე გითხრა, სის­ტე­მა ნამ­დვი­ლად სწრა­ფად და გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს, თუმ­ცა, სავ­სე და ახ­მა­ურ­ებ­ულ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს არ­აფ­ერი შე­ედ­რე­ბა. ჰო, კი­დევ ერ­თი ჩვე­ვა უნ­და გა­გან­დო, არ მიყ­ვარს უს­წავ­ლე­ლად და­ძი­ნე­ბა, კონ­სპექ­ტე­ბის რი­გი, მაღ­ლი­ვის სა­გა­მოც­დო ცი­ებ-ცხე­ლე­ბა და ამ­ოღ­ამ­ებ­ული თვა­ლე­ბით სი­არ­ული. არ მიყ­ვარს ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა, ვთვლი — წიგ­ნე­ბის კითხვა უფ­რო პრო­დუქ­ტი­ულია, ზედ­მეტ პა­ნი­კა­ში გვაგ­დე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციოები. ვი­რუს­მა ჩა­მი­შა­ლა გერ­მა­ნი­აში წას­ვლის გეგ­მე­ბიც... იმ­ედს არ ვკარ­გავ, რომ ჩემს „კო­რო­ნა ქა­ლაქ­ში“ მზე ის­ევ სხვა­ნა­ირ­ად გა­ან­ათ­ებს, ნაც­რის­ფე­რი დღე­ები ფე­რა­დი და კაშ­კა­შა დღე­ებ­ით ჩა­ნაც­ვლდე­ბა, ის­ევ დავ­სველ­დე­ბი წვი­მი­ან ქუ­ჩებ­ში, ის­ევ და­ვი­ნა­ხავ სიყ­ვა­რუ­ლით შეპყრო­ბილ მო­სე­ირ­ნე წყვი­ლებს, თა­ვი­სუფ­ლად გავ­შლი ხე­ლებს, და­ვი­ჭერ ხალ­ხის კე­თილ მზე­რას, რო­მე­ლიც თვა­ლებ­ში ვარ­სკვლა­ვებს ამ­ით­ამ­აშ­ებ­ენ. ჰო, ამ ვი­რუს­მა ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა, ცო­ტაც და­მა­სევ­დი­ანა...

თუ ამ­ას კითხუ­ლობ, მინ­და იც­ოდე, რომ მეც შენ­სა­ვით მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ თავს, ნე­ტა ჩე­მი დას­ნე­ულ­ებ­ული ქა­ლა­ქი მა­ლე გა­ნი­კურ­ნე­ბა? ხომ იცი, სას­წა­ულ­ები ხდე­ბა, მთა­ვა­რია შენც ჩემ­სა­ვით და­იჯ­ერო. მე ხში­რად ვუ­ყუ­რებ ვარ­სკვლა­ვებს და ბევ­რს ვფიქ­რობ ყვე­ლა­ზე, ამ­იტ­ომ მჭირ­დე­ბა შე­ნი ღი­მი­ლიც, ეს ჯაჭ­ვი რომ არ და­ირ­ღვეს. დარ­ჩი სახ­ლში ცო­ტახ­ნით, ეს­ეც მა­ლე გა­ივ­ლის... „რწმე­ნა ნუ­გე­შად რომ არ გვქონ­დეს, ცხოვ­რე­ბა მე­ტად მწუ­ხა­რე იქ­ნე­ბო­და“, მა­ლე ქუ­ჩე­ბი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ახ­მა­ურ­დე­ბა, მა­ლე ერ­თმა­ნეთს ჩა­ვე­ხუ­ტე­ბით.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი: ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 10/04/2020