საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეეტეტოსი, სოფისტი, პოლიტიკოსი

თა­მარ და­დი­ანი

 

და­სავ­ლუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხველ­თა თა­როს კლა­სი­კუ­რი ხა­ნის ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სის — პლა­ტო­ნის ტრი­ლო­გია — თე­ეტ­ეტ­ოსი სო­ფის­ტი პო­ლი­ტი­კო­სი (ძველ­ბერ­ძნულ-ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა) შე­ემ­ატა შე­სავ­ლი­თა და კო­მენ­ტა­რე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნი პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და ქარ­თულ ენ­აზე. წიგ­ნი ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი­დან თარ­გმნა, შე­სა­ვა­ლი და კო­მენ­ტა­რე­ბი და­ურ­თო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­მა და მოწ­ვე­ულ­მა ლექ­ტორ­მა, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­მა მაია შუ­ხოშ­ვილ­მა.

 

პლა­ტო­ნი (ძვ. წ. 429/8 -347/6 წწ.) ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ანი კლა­სი­კუ­რი ხა­ნის ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სია, რო­მე­ლიც გა­ნუ­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი იდე­ალ­ებ­ის მქო­ნე მო­აზ­როვ­ნე იყო. მი­სი შრო­მე­ბი დი­ალ­ოგ­ებ­ის ფორ­მით არ­ის და­წე­რი­ლი. ეს დი­ალ­ოგ­ები ძლი­ერია ფორ­მი­თაც და ში­ნა­არ­სი­თაც. პლა­ტონს ფი­ლო­სო­ფია მი­აჩ­ნდა ძი­ებ­ად და არა დას­რუ­ლე­ბულ, რე­ზულ­ტა­ტე­ბის მომ­ცემ მეც­ნი­ერ­ებ­ად. პლა­ტო­ნი ერ­თდრო­ულ­ად მო­აზ­როვ­ნეც არ­ის და შე­მოქ­მე­დიც. მი­სი ქმნი­ლე­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორც ფი­ლო­სო­ფი­ური, ას­ევე, მხატ­ვრუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ჩვე­ნამ­დე პლა­ტო­ნის ოც­და­ათ­ამ­დე დი­ალ­ოგი და 13 წე­რი­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მათ შო­რი­საა: „ფე­დო­ნი“, „ნა­დი­მი“, „სა­ხელ­მწი­ფო“, „პარ­მე­ნი­დე“, „ად­რე­ული დი­ალ­ოგ­ები“ და სხვა.

 

„თე­ეტ­ეტ­ოსი“ პლა­ტო­ნის შუა პე­რი­ოდ­ის დი­ალ­ოგ­ებ­იდ­ან ერთ-ერ­თი უკ­ან­ას­კნე­ლია, „სო­ფის­ტი“ და „პო­ლი­ტი­კო­სი“ კი გვი­ან­დელ პე­რი­ოდს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა. თი­თოეული ეს დი­ალ­ოგი მიზ­ნად ის­ახ­ავს გან­მარ­ტოს — თუ რა არ­ის ცოდ­ნა, ვინ არ­ის სო­ფის­ტი და ვინ არ­ის პო­ლი­ტი­კო­სი. მეც­ნი­ერ­ები ამ დი­ალ­ოგ­ებს ხში­რად პლა­ტო­ნის ერ­თი­ან პრო­ექ­ტად მო­აზ­რე­ბენ, რო­მე­ლიც უნ­და დაგ­ვირ­გვი­ნე­ბუ­ლი­ყო დი­ალ­ოგ­ით „ფი­ლო­სო­ფო­სი“ — იმ დი­ალ­ოგ­ით, რო­მე­ლიც პლა­ტონს არ­ას­ოდ­ეს და­უწ­ერია.

 

ეს სა­მი ნა­წარ­მო­ები ერ­თმა­ნეთ­თან თე­მა­ტურ და დრა­მა­ტულ კავ­შირ­შია და ერ­თი­ან­ობ­აში წარ­მო­ად­გენს პლა­ტო­ნის მო­წი­ფუ­ლო­ბის ხა­ნის მო­საზ­რე­ბებს ეპ­ის­ტე­მო­ლო­გი­ის, მე­ტა­ფი­ზი­კი­სა და პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

წიგ­ნი გა­მო­იცა ალ­ექ­სან­დრე ალ­ექ­სი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თულ-ბერ­ძნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მი­ერ, მწე­რალ­თა სახ­ლის მხარ­და­ჭე­რით.

თარიღი: 16/04/2022