საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თაკო ბეროძე: ის გაიმარჯვებს, ვინც ყველაზე საუკეთესო იქნება

„ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არ­ის ის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და რა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი. სარ­კის წინ დავ­დგე­ბო­დი და წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რო­გორ მიმ­ყავ­და ჩე­მი გა­და­ცე­მა“, — ფან­ტა­ზი­ებ­ში სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის გზის კონ­ტუ­რე­ბის და­ხატ­ვას ასე ცდი­ლობს თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის არ­აბ­ის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტი თა­კო ბე­რო­ძე, რო­მელ­მაც მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ამ­ჯე­რად თსუ-ის პუბ­ლი­ცი­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა გა­დაწყვი­ტა. თა­კო იმ­ედ­გაც­რუ­ებ­ულია იმ მე­დია გა­რე­მო­ზე, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავს და ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­ული დეგ­რა­და­ცი­ის თვალ­სა­ჩი­ნო რე­ალ­ობ­ას.

 

„რაც სა­შინ­ლად მა­ღი­ზი­ან­ებს და მაშ­ფო­თებს, ეს პო­ლი­ტი­კუ­რად პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი მე­დია გა­რე­მოა, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ის ყუ­რე­ბის სურ­ვილს მი­კარ­გავს. რამ­დენ­ჯერ­მე სპე­ცი­ალ­ურ­ად ვე­ცა­დე რამ­დე­ნი­მე ტე­ლე არ­ხის სა­შუ­ალ­ებ­ით მივ­მხვდა­რი­ყა­ვი — რა იყო სი­ნამ­დვი­ლე, მაგ­რამ ეთ­ერ­ში გა­სუ­ლი ახ­ალი ამ­ბე­ბი იმ­დე­ნად აც­დე­ნი­ლია ობი­ექ­ტუ­რი გა­შუ­ქე­ბის პრინ­ციპს, რომ სა­შინ­ლად გავ­ბრაზ­დი და ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა — ის­ევ მე­ყუ­რე­ბი­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის­თვის, მუ­დამ კრა­ხით სრულ­დე­ბო­და“, — ას­ეთი აღ­ქმა და წარ­მოდ­გე­ნა აქ­ვს თა­კო ბე­რო­ძეს, რო­მელ­საც სურს ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ზო­გა­დო­ებ­ის აზ­რის შეც­ვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ. ამ­ას კი ტე­ლე-მე­დი­ასა თუ ბეჭ­დურ მე­დი­აში და­საქ­მე­ბის გზით შეძ­ლებს, თუ­კი მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან­ობ­ისა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ობ­ის კვა­ლო­ბა­ზე ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის არ­ჩე­ვის წი­ნა­შე და­აყ­ენ­ებს. „დღეს სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა დი­დი რბო­ლაა, რო­მელ­შიც ის გა­იმ­არ­ჯვებს, ვინც ყვე­ლა­ზე სა­უკ­ეთ­ესო იქ­ნე­ბა. შენ თუ შენ საქ­მეს გუ­ლით არ აკ­ეთ­ებ, ის პერ­სპექ­ტი­ულ­იც ვერ იქ­ნე­ბა და ვერც დიდ ფულს მო­გი­ტანს. რო­ცა საყ­ვა­რელ საქ­მეს აკ­ეთ­ებ, მთე­ლი გუ­ლით გიყ­ვარს და მიყ­ვე­ბი ბო­ლომ­დე — ეს უკ­ვე წარ­მა­ტე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. წარ­მა­ტე­ბას სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა მოჰ­ყვე­ბა, რო­მელ­საც თა­ვის­თა­ვად მო­აქ­ვს ფუ­ლი“, — სწო­რედ ას­ეთი შეგ­ნე­ბით იწყებს თა­კო ბე­რო­ძე ცხოვ­რე­ბის ახ­ალ ას­პა­რეზ­ზე გა­მოს­ვლას, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე დიდ მარ­ცხად, ამ ეტ­აპ­ზე, კო­ვიდ პან­დე­მია მი­აჩ­ნია. „რომ არა პან­დე­მია, თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი და ბევ­რად ად­რე შევ­ძლებ­დი პრო­ფე­სი­ული თვალ­საზ­რი­სით გან­ვი­თა­რე­ბას. გა­ვა­კე­თებ­დი საყ­ვა­რელ საქ­მეს — პრო­ექ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც მხო­ლოდ წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი ვი­გე­მე, ბო­ლომ­დე შე­ვირ­გებ­დი“, — ამ­ბობს თა­კო.

 

მი­სი ყო­ვე­ლი დღე რუ­ტი­ნუ­ლად იმ­აზე ფიქ­რით იწყე­ბა — წი­ნას­წარ ჩა­მო­წე­როს — რა უნ­და იმ­ეც­ად­ინ­ოს და რა გა­აკ­ეთ­ოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. „იმ­დე­ნად ბევ­რი სა­მე­ცა­დი­ნო და სა­მუ­შაო გროვ­დე­ბა, რომ წი­ნას­წარ ჩა­მო­წე­რი­თა და ჩა­ნიშ­ვნით, ვა­კონ­ტრო­ლებ, რა­იმე არ გა­მომ­რჩეს და დათ­ქმულ დროს მზად მქონ­დეს. მე­ორე სა­ფიქ­რა­ლი პან­დე­მია და ქუ­თა­ის­ში დაბ­რუ­ნე­ბაა, რის გა­მოც აქ სა­სურ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა არც ისე მარ­ტი­ვია“, — ეს დღის წეს­რი­გი თა­კოს იმ­ედს აძ­ლევს, რომ შრო­მა და­ფას­დე­ბა და ცხოვ­რე­ბაც გა­უმ­არ­თლებს, რის შე­სა­ხე­ბაც ან­ალ­იზი მი­სი სუ­ლი­ერი სამ­ყა­როს ამ­სახ­ველ ჩა­ნა­წე­რებ­ში ხში­რად ტო­ვებს ფან­ჯა­რას ღი­ას — გა­მოჩ­ნდეს სხი­ვი, რო­მელ­საც ერთ დღე­საც აუც­ილ­ებ­ლად გაჰ­ყვე­ბა.

თარიღი: 31/10/2021