საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თა­ნამ­შრომ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი

ანა დო­დაშ­ვი­ლი თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის ეკა ლე­კაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. თსუ-ის თა­ნამ­შრომ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლე­ბის გაც­ნო­ბის ტრა­დი­ცი­ას გა­ზე­თი „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი” კვლავ აგ­რძე­ლებს. ანა დო­დაშ­ვი­ლის ახ­ალი კა­რი­ერ­ული წინ­სვლა გახ­და სწო­რედ ჩვენს ახ­ალ რუბ­რი­კა­ში მი­სი მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ზე­ზი.

 

„და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში. დე­და — ეკა ლე­კაშ­ვი­ლი თსუ-ის პრო­ფე­სო­რია, მა­მა — ნი­კო­ლოზ დო­დაშ­ვი­ლი — სა­ხელ­მწი­ფო უს­აფ­რთხო­ებ­ის დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში დე­პარ­ტა­მენ­ტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მყავს უფ­რო­სი და — ვე­კო დო­დაშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­ით იურ­ის­ტი და ძმა — და­ჩი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ წელს და­ამ­თავ­რებს სა­შუ­ალო სკო­ლას.


4 წლის ას­აკ­იდ­ან ვე­უფ­ლე­ბო­დი კლა­სი­კურ ცეკ­ვას, რო­მე­ლიც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცა. და­ვამ­თავ­რე ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ან­ის სა­ხე­ლო­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ული სას­წავ­ლე­ბე­ლი სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბის სპე­ცი­ალ­ობ­ით. პა­რა­ლე­ლუ­რად გავ­დი­ოდი ქალ­ბა­ტონ ნა­ტა­ლია დიღ­მე­ლაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კლა­სი­კუ­რი ბა­ლე­ტის პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ულ კურ­სს, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­მე­ნი­ჭა კლა­სი­კუ­რი ცეკ­ვის პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ული კვა­ლი­ფი­კა­ცია. ამ­ავე პე­რი­ოდ­ში და­ვას­რუ­ლე მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დი ფორ­ტე­პი­ან­ოს გან­ხრით. 


სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ ჩა­ვა­ბა­რე თე­ატ­რა­ლურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სამ­სა­ხი­ობო ფა­კულ­ტეტ­ზე. ჩე­მი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ ბა­ტო­ნი სო­სო ნემ­სა­ძე და ბა­ტო­ნი სლა­ვა ნა­თე­ნა­ძე, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან დი­დი წვლი­ლი შე­იტ­ან­ეს ჩემს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. თე­ატ­რა­ლურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში წამ­ყვა­ნი რო­ლე­ბი შე­ვას­რუ­ლე სპექ­ტაკ­ლებ­ში: „წვი­მის გამ­ყიდ­ვე­ლი”, „შეშ­ლი­ლის წე­რი­ლე­ბი”, „ჩე­მი კლა­სი” და სხვ. 


თე­ატ­რა­ლუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი წარ­ჩი­ნე­ბით და­ვას­რუ­ლე და გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლა საზღვარ­გა­რეთ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ბა­კა­ლავ­რო სპე­ცი­ალ­ობ­ით ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, შე­სა­ბა­მი­სად, და­ვიწყე ჩემს ინ­ტე­რე­სის სფე­როს­თან ახ­ლოს მდგო­მი სა­მა­გის­ტრო კურ­სე­ბის მო­ძი­ება. ძი­ებ­ის პრო­ცეს­ში კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უმ­ებ­ით შე­ვარ­ჩიე ლა სა­პი­ენ­ცას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის (რო­მი) ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა — „მო­და”. ამ­ჟა­მად გახ­ლა­ვართ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი და პა­რა­ლე­ლუ­რად სტა­ჟი­რე­ბას გავ­დი­ვარ რომ­ში სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში — „Fondazione Memmo”, — გვი­ამ­ბობს ანა, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ წარ­მა­ტე­ბა სა­კუ­თა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვის სა­ზო­გა­დო აღი­არ­ებაა და გზა, რო­მელ­საც დღეს წარ­მა­ტე­ბის­თვის გა­დის, მხო­ლოდ სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბის შექ­მნის ეტ­აპია. 


„ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის კონ­კრე­ტუ­ლი რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა პა­ტა­რა ას­აკ­იდ­ან სა­ბა­ლე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თვამ და თე­ატ­რა­ლუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტო­ბამ მას­წავ­ლა კრი­ტი­კულ სა­ზო­გა­დო­ებ­აში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა, რთუ­ლი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა და სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის უნ­არი გა­მო­მი­მუ­შა­ვა ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. მრა­ვალ­სა­ათი­ანი ვარ­ჯი­ში, კონ­ცერ­ტე­ბი, გას­ტრო­ლე­ბი, სცე­ნა­ზე გას­ვლის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რე­პე­ტი­ცი­ები და მო­ბი­ლი­ზე­ბა, კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა — ეს სწო­რედ ის ამ­ოც­ან­ებია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და ჩე­მი პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­ული მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი.


ამ­ას­თან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შენს ირ­გვლივ აღ­მოჩ­ნდნენ ის ად­ამი­ან­ები, რომ­ლე­ბიც შენს მცდე­ლო­ბას სა­თა­ნა­დოდ შე­აფ­ას­ებ­ენ და მხარს და­გი­ჭე­რენ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში. ბედ­ნი­ერი ვარ, რომ ჩემს გზა­ზე ბევ­რი ას­ეთი ად­ამი­ანი შემ­ხვდა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და იტ­ალი­აშ­იც. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩე­მი ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბის უპ­ირ­ობო მხარ­და­ჭე­რა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ყვე­ლა ეტ­აპ­ზე”, — აცხა­დებს ანა, რომ­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი ინ­ტე­რე­სი ად­ამი­ან­ებ­ის ქცე­ვის, ხა­სი­ათ­ისა და მოძ­რა­ობ­ებ­ის გა­ან­ალ­იზ­ებ­ასა და შეს­წავ­ლას უკ­ავ­შირ­დე­ბა, რაც, მი­სი თქმით, მა­თი ინ­დი­ვი­დუ­ალ­იზ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.


სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს ყოფ­ნამ ან­ას „ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლის” მო­ნატ­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გა­უძ­ლი­ერა. ერ­ოვ­ნულ ფა­სე­ულ­ობ­ებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზეც ხში­რად ეფ­იქ­რე­ბა და სურ­ვი­ლი აქ­ვს, ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის ძა­ლის­ხმე­ვა — ხე­ლი შუწყოს ახ­ალ­გაზ­რდე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას — ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვი­საც ის­ეთ­ივე პრი­ორ­იტ­ეტ­ული იყ­ოს, რო­გორც ევ­რო­პა­შია. 


„კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ება საქ­მე­სა და ად­ამი­ან­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჩე­მი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. ამ­ას­თან, დღემ­დე ყა­ლიბ­დე­ბა ჩემ­ში შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ფა­სე­ულ­ობ­ებ­ის შე­სა­ხებ: აუც­ილ­ებ­ლად უნ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ იტ­ალი­აში, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ვი­ყა­ვი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, მი­ვი­ღე ად­გი­ლობ­რი­ვი სტი­პენ­დია, რა­მაც ცხად­ყო, რომ ქვე­ყა­ნა ხელს უწყობს ახ­ალ­გაზ­რდე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, მო­ტი­ვა­ცი­ის ამ­აღ­ლე­ბას და ფარ­თო ას­პა­რეზს ქმნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. სა­ზო­გა­დო­ება ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­ის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე. თუმ­ცა თვით­დამ­კვიდ­რე­ბის­თვის გა­დამ­წყვე­ტია იტ­ალი­ური ენ­ის ცოდ­ნა — ამ­ით ხაზ­გას­მა მინ­და გა­ვა­კე­თო ერ­ოვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­კითხზე”, — აღ­ნიშ­ნავს ანა, რომ­ლის მი­ზა­ნი პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვა, სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ებ­ის და პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებაა. 


„სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად აუც­ილ­ებ­ელია მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა: სი­ახ­ლე­ებ­ის ათ­ვი­სე­ბა, სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ებ­ის მო­ძი­ება და შეს­წავ­ლა. თვით­გან­ვი­თა­რე­ბა არ­ის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ესო გზა”, — ამ­ბობს ანა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იტ­ალი­ურ ენ­ას ეუფ­ლე­ბა, რა­თა უკ­ეთ შე­ის­წავ­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რა.


მარ­თა­ლია მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ ან­ას ცხოვ­რე­ბის რიტ­მი ცო­ტა შე­აფ­ერ­ხა, მაგ­რამ სწო­რედ ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა დი­დი სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი, რო­მელ­ზეც თვი­თონ სა­უბ­რობს: „სამ­თვი­ანი კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდი მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ რომ­ში გა­და­ვი­ტა­ნეთ, თუმ­ცა, შემ­დგომ, ნამ­დვი­ლად სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბით და­ვუბ­რუნ­დი ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტ­მს. ახ­ლა­ხან მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, რომ MaxMara Fashion Group Challenge-ის პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ეტ­აპ­ის მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­თვის შერ­ჩე­ვის რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რი გა­ვი­არე. ივ­ნი­სი­დან შე­ვუ­დე­ქი პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­ას. მო­დის ინ­დუს­ტრი­ის ერთ-ერთ წამ­ყვან კომ­პა­ნი­ას­თან საქ­მი­ანი ურ­თი­ერ­თო­ბა დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე მა­ყე­ნებს და, ვფიქ­რობ, ეს ეტ­აპი იქ­ნე­ბა ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფე­ხუ­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვის გზა­ზე”, – ამბობს ანა დოდაშვილი.

თარიღი: 19/09/2020