საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თა­მაზ მაღ­ლა­კე­ლი­ძე: და­ავ­ად­ებ­ის 50% პა­ნი­კაა, ჯან­მრთე­ლო­ბის 50% სიმ­შვი­დეა, თმე­ნა - გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის და­საწყი­სი!

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი თა­მაზ მაღ­ლა­კე­ლი­ძე

 

 ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი მო­ხუ­ცებს „გა­მიზ­ნუ­ლად“ არ ერ­ჩის. ამ­ას, მე­დი­ის სა­შუ­ალ­ებ­ით, ას­აკ­ოვ­ანი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ად­ამი­ან­ებ­ის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გაჟღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც ად­ას­ტუ­რებს. ძლი­ერი იმ­უნ­იტ­ეტი და ნაკ­ლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ება მა­ღალ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ან ორ­გა­ნიზ­მს უდ­რის, რაც, ჯერ­ჯე­რო­ბით, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ერთ-ერთ მთა­ვარ „ვაქ­ცი­ნად“ ით­ვლე­ბა. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რეს­პი­რა­ტო­რულ და­ავ­ად­ებ­ებ­თან ბრძო­ლის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრის პუ­ლო­მო­ნო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი თა­მაზ მაღ­ლა­კე­ლი­ძე კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის­ას რისკ-ჯგუ­ფე­ბის მა­ხა­სი­ათ­ებ­ლებს გან­მარ­ტავს.

- ბავ­შვებს იმ­უნ­იტ­ეტ­ის მა­ღა­ლი ზღურ­ბლი აქ­ვთ, შე­სა­ბა­მი­სად, კო­რო­ნა­ვი­რუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის იმ­დე­ნად და­ბა­ლი სტა­ტის­ტი­კაა, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას — პრაქ­ტი­კუ­ლად არ ემ­არ­თე­ბათ. მო­ხუ­ცებს ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ებ­ები აქ­ვთ, მა­გა­ლი­თად, 80 წლის ას­აკ­ში, და­ახ­ლო­ებ­ით, 7 ან 8 თან­მხლე­ბი და­ავ­ად­ება. ამ ფონ­ზე იმ­უნ­იტ­ეტი და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლია. კო­რო­ნა­ვი­რუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მა­თი მდგო­მა­რე­ობა უფ­რო მძიმ­დე­ბა და რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. „COVID-19“-ით ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან ახ­ალ­გაზ­რდე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, რა­ტომ­ღაც, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით მე­ტია, რაც, ვფიქ­რობ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სხე­ულ­ის მა­სის მა­ღა­ლი ინ­დექ­სით გა­მოწ­ვე­ული და­ავ­ად­ებ­ებ­ით — ჰი­პო­ვენ­ტი­ლა­ცი­ის სინ­დრო­მი, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი... 30-35 წლის ახ­ალ­გაზ­რდებ­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს თან­მხლე­ბი და­ავ­ად­ებ­ები – გუ­ლის იშ­ემი­ური სინ­დრო­მი, ათ­ერ­ოს­კლე­რო­ზი, სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ება... ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი გულ­საც ერ­ჩის, აავ­ად­ებს გუ­ლის კუნ­თს და იწ­ვევს ან­თე­ბას; რისკ-ჯგუფს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ებ­ები, მა­გა­ლი­თად, ბრონ­ქი­ალ­ური ას­თმა, რა დრო­საც პა­ცი­ენ­ტმა უნ­და გა­ნაგ­რძოს და­ნიშ­ნუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. რისკ-ფაქ­ტო­რია ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი ობ­სტრუქ­ცი­ული და­ავ­ად­ებ­ები, მწე­ვე­ლო­ბა, რად­გან იმ­უნ­იტ­ეტი უფ­რო დაქ­ვე­ით­ებ­ულია, ჰა­ერ­გამ­ტა­რი გზე­ბი შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლია, ას­ევე სის­ხლძარ­ღვე­ბიც, ჰა­ერ­ის ნა­კა­დის მი­წო­დე­ბა შეზღუ­დუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ას­ეთ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ვი­რუ­სი უფ­რო მე­ტად მოქ­მე­დებს. ზო­გა­დი სტა­ტის­ტი­კით, ვი­რუ­სი 80-83%-ში მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, 15%-ში — მძი­მედ, 5%-ში — ძა­ლი­ან მძი­მედ. სწო­რედ ამ 5%-ში აღ­ინ­იშ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ებ­ები, და­ბა­ლი იმ­უნ­იტ­ეტი.

რჩე­ვე­ბი ას­ეთია: ად­ამი­ან­ები პა­ნი­კა­ში არ უნ­და ჩა­ვარ­დნენ, რად­გან ნათ­ქვა­მია — „და­ავ­ად­ებ­ის 50% პა­ნი­კაა, ჯან­მრთე­ლო­ბის 50% სიმ­შვი­დეა, თმე­ნა — გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის და­საწყი­სი“. ყვე­ლამ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ჩვე­ნი ექ­სპერ­ტე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბი, და­ვიც­ვათ იზ­ოლ­აცია, მო­ვე­რი­დოთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნას, რად­გან ეს ვი­რუ­სი შე­ხე­ბით გა­და­დის. გან­სა­კუთ­რე­ბით ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­ად­ებ­ებ­ის მქო­ნე ად­ამი­ან­ები მო­ერ­იდ­ონ გა­რეთ გას­ვლას. მწე­ვე­ლებს ვურ­ჩევ­დი — თა­ვი და­ან­ებ­ონ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას. აქ­ტი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს ვი­რუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ობა, ად­ამი­ან­ები იმ­უშ­ავ­ებ­ენ იმ­უნ­იტ­ეტ­საც. შე­სა­ბა­მი­სად, პან­დე­მია დაძ­ლე­ვა­დია.

 ესა­უბ­რა ნა­ტო ობ­ოლ­აძე

თარიღი: 08/04/2020