საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზღაპ­რე­ბის გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი „დათ­ვი“

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს, 1 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს — თა­ნამ­შრო­მელ პრო­ფე­სორ­თა შვი­ლებ­სა თუ შვი­ლიშ­ვი­ლებს ეს დღე თა­ვი­სე­ბუ­რად მი­ულ­ოც­ოს და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში მათ შე­სა­ხებ გაჩ­ნდეს ჩა­ნა­წე­რი — და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ბავ­შვო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ამ­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. „პრე­სა­ში უკ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ“ — ეტყვი­ან პა­ტა­რებს თუ მოზ­რდი­ლებს და „ამ პო­პუ­ლა­რო­ბის“ ხიბ­ლით, ვინ იც­ის, რა კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი დად­გნენ... ასე რომ, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს ჩვენ მათ უფ­ლე­ბას შე­ვე­ხე­ბით — წარ­მოჩ­ნდნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.

 

...

 

თსუ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რი თა­მარ ბელ­ქა­ნია გვიყ­ვე­ბა თა­ვის პა­ტა­რა 7-8 წლის შვილ­ზე — და­ვით ბელ­ქა­ნი­აზე, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლით „დათ­ვს“ ეძ­ახ­ის.

 

დღეს დათ­ვს გაკ­ვე­თი­ლი ჰქონ­და სა­თა­ურ­ით.“პრო­ფე­სია“ და მას­წავ­ლე­ბე­ლი უხ­სნის — რას ნიშ­ნავს პრო­ფე­სია. რომ ვინც პურს აცხობს, ხა­ბა­ზია... ვინც სახ­ლს აშ­ენ­ებს, არ­ქი­ტექ­ტო­რი... გაკ­ვე­თი­ლის მე­რე „დათ­ვი“ მიხ­სნის — რა ის­წავ­ლა და უც­ებ მე­უბ­ნე­ბა. — „დე! ასე მგო­ნია, რომ დღეს მარ­ტო ერ­თი პრო­ფე­სიაა'და მას ექ­იმი ჰქვია. კბი­ლის თუ გუ­ლის, ყვე­ლა ექ­იმია და მარ­ტო ებ­რძვი­ან ვი­რუსს“!

 

ერ­თხე­ლაც ქუ­ჩა­ში მივ­დი­ვართ, ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბა და მინ­და ფე­ხი და­თუ­ნა­მაც ამ­იწყოს, ის კი დინ­ჯად მო­დის, ათ­ვა­ლი­ერ­ებს ხალ­ხს და სა­თი­თა­ოდ ყვე­ლას ეს­ალ­მე­ბა. — გა­მო­ად­გი ფე­ხი ჩქა­რა, ნუ მაგ­ვი­ან­ებ და მორ­ჩი ამ­დენ მი­სალ­მე­ბას! ნუ­თუ ყვე­ლას იც­ნობ? — ვე­უბ­ნე­ბი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. დათ­ვი ჩერ­დე­ბა და სევ­დი­ანი ამ­ბობს: — „რა ვქნა, რომ ად­ამი­ან­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მიყ­ვარს!“

 

თმე­ბი მო­მე­ზარ­და და ძი­ლის წინ და­თუ­ნა მეხ­ვე­წე­ბა — თმა მოკ­ლედ შე­ვიჭ­რა. რა­ტომ-თქო? — ვკითხე. „მინ­და, შე­ნი თმის სა­მაგ­რე­ბი კლა­სელს ვა­ჩუ­ქო! — მე­უბ­ნე­ბა გულ­წრფე­ლად, არ­ადა მე­ფი­ცე­ბა, მარ­ტო შენ მიყ­ვარ­ხა­რო. კი­დევ კარ­გი გულ­წრფე­ლად მითხრა და ძილ­ში არ შე­მაჭ­რა თმა.

 

და­თუ­ნა (დათ­ვი) ხში­რად იგ­ონ­ებს ზღაპ­რებს და ერ­თხე­ლაც ყვე­ბა: „იყო თუ არ იყო, არ ვი­ცი. იყო, არა იყო რა. იყო ერთ ორ­ბი­ტა­ზე მზე, მთვა­რე, ვარ­სკვლა­ვე­ბი და დე­და­მი­წა. დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რობ­დნენ დი­დი დი­ნო­ზავ­რე­ბი. იმ­დე­ნად დი­დი იყ­ვნენ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და ვე­რა­ვის ხე­დავ­დნენ და სი­არ­ულ­ის­ას ყვე­ლა­ფერს ფეხს აბ­იჯ­ებ­დნენ და ტე­ხავ­დნენ. იმ­დე­ნი იარ­ეს, რომ მთე­ლი დე­და­მი­წა დატ­კეპ­ნეს. ხში­რად ში­ოდ­ათ და სულ მცე­ნა­რე­ებს და ხე­ებს ჭამ­დნენ. დი­ნო­ზავ­რებ­მა მდი­ნა­რე­ში თევ­ზე­ბი, ზღვა­ში დელ­ფი­ნე­ბი და ოკე­ან­ეში წყალ­მცე­ნა­რე­ები შე­ჭა­მეს. მე­რე ყვე­ლა­ფე­რი რომ შე­ჭა­მეს, მი­იხ­ედ-მო­იხ­ედ­ეს და ერ­თმა­ნე­თის ჭა­მა და­იწყეს. ეს რომ ნა­ხა ღმერ­თმა, გაბ­რაზ­და და ეს დი­ნო­ზავ­რე­ბი კი არ გა­და­აშ­ენა, წრუ­წუ­ნე­ბად და ვირ­თხე­ბად აქ­ცია. ახ­ლა არი­ან ზუს­ტად ის­ეთ­ები, ოღ­ონდ ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი და დე­და­მი­წა­ზე ძლივს ჩა­ნან და ყვე­ლა­სი ეშ­ინი­ათ“. — ას­ეთია და­თუ­ნას გა­მო­გო­ნი­ლი დი­ნო­ზავ­რე­ბის ზღა­პა­რი.

თარიღი: 31/05/2020