საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტს კვლავ რა­მაზ ხო­მე­რი­კი უხ­ელ­მძღვა­ნე­ლებს

თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტს მო­მა­ვა­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ რა­მაზ ხო­მე­რი­კი უხ­ელ­მძღვა­ნე­ლებს. დე­კა­ნის არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც 30 ივ­ნისს გა­იმ­არ­თა, ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს 39 წევ­რი­დან მან 34 წევ­რის ხმა მი­იღო. რო­გორც ფა­კულ­ტეტ­ზე ამ­ბო­ბენ, რა­მაზ ხო­მე­რი­კი მხარ­და­ჭე­რას სა­მარ­თლი­ან­ად იმ­სა­ხუ­რებს, რად­გან ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რა­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით სტუ­დენ­ტო­ბას მუ­დამ მხარ­ში უდ­გას. იგი იბ­რძვის ყო­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლის პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და სტუ­დენ­ტთა წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, მათ­თვის სტი­მუ­ლის მი­სა­ცე­მად. აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ რა­მაზ ხო­მე­რი­კი მი­სი დე­კა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­წლი­ური სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბულ სტუ­დენ­ტსა თუ სტუ­დენ­ტთა ჯგუფს (თი­თოეული დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან) სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სი­დან 600 ლა­რით აჯ­ილ­დო­ვებ­და.

 

დე­კა­ნის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2 კან­დი­და­ტი – ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი რა­მაზ ხო­მე­რი­კი და ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მი­ხე­ილ ამ­აღ­ლო­ბე­ლი. არ­ჩევ­ნებ­ში ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს 39 წევ­რი­დან 36-მა მი­იღო მო­ნა­წი­ლე­ობა. ხმე­ბი შემ­დეგ­ნა­ირ­ად გა­და­ნა­წილ­და: რა­მაზ ხო­მე­რი­კი – 34 ხმა, მი­ხე­ილ ამ­აღ­ლო­ბე­ლი – 2 ხმა.

 

თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის რა­მაზ ხო­მე­რი­კის სა­მეც­ნი­ერო ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს წარ­მო­ად­გენს: თე­ორი­ული ფი­ზი­კა, კონ­დენ­სი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს ფი­ზი­კა, არ­აწ­რფი­ვი ფი­ზი­კა, ფო­ტო­ნი­კა. იგი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვებს ატ­არ­ებ­და ფლო­რენ­ცი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში (იტ­ალია; მოწ­ვე­ული მკვლე­ვა­რი), მაქს პლან­კის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში (დრეზ­დე­ნი, გერ­მა­ნია; მოწ­ვე­ული მკვლე­ვა­რი), მონ­პე­ლი­ეს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში (საფ­რან­გე­თი; მოწ­ვე­ული პრო­ფე­სო­რი) და ოკ­ლა­ჰო­მას უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში (აშშ; მკვლე­ვა­რი).

თარიღი: 19/09/2020