საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ გაიპარაშვილი: პირველად ვიგრძენი - ქაღალდს როგორ შეიძლება ჰქონოდა შემორჩენილი სიკვდილის სუნიც...

„არ­ცთუ ცო­ტა ხელ­ნა­წე­რი თუ სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ არც ერთ მათ­განს არ მო­უხ­დე­ნია ის­ეთი დამ­თრგუნ­ვე­ლი, გუ­ლის შემ­ძრვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­გორც ამ პა­წა­წი­ნა ბა­რათს... მათ სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სურ­დათ, რე­ჟი­მის­გან, რო­მელ­მაც, 1921 წლის 25 თე­ბერ­ვლი­დან დაწყე­ბუ­ლი, უამ­რა­ვი ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე შე­იწ­ირა,“ — წერს თსუ-ის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ გა­იპ­არ­აშ­ვი­ლი და 1942 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის მი­ერ სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის შალ­ვა შა­ვი­ნი­ძის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

 

„წე­რილს ცი­ხი­დან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­უკ­ეთ­ესო სტუ­დენ­ტი შალ­ვა შა­ვი­ან­იძე სწერს დე­დას. დო­კუ­მენ­ტებს თა­ვი­სე­ბუ­რი სუ­ნი აქ­ვთ, სიძ­ვე­ლის, სა­რეს­ტავ­რა­ციო ნივ­თი­ერ­ებ­ის, ნეს­ტის, მაგ­რამ ამ­ჯე­რად პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი — ქა­ღალ­დს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­და შე­მორ­ჩე­ნი­ლი სა­სო­წარ­კვე­თი­სა და იმ­ედ­ის სურ­ნე­ლი... სიკ­ვდი­ლის სუ­ნიც!“ — ამ­ბობს ზუ­რაბ გა­იპ­არ­აშ­ვი­ლი.

 

შალ­ვა შა­ვი­ნი­ძე სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს 17 ახ­ალ­გაზ­რდას­თან ერ­თად, რომ­ლებ­საც შეთ­ქმუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ში უშუ­ალო მო­ნა­წი­ლე­ობა ედ­ებ­ოდ­ათ ბრა­ლად.

 

თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ას მიტ­რო­პო­ლიტ ნა­უმ­ის შთა­მო­მა­ვალ­მა, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა მა­რი­ნა შა­ვი­ან­იძ­ემ გად­მოს­ცა.

 

თარიღი: 28/02/2022