საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზნეობრივი ჟურნალისტიკა კრიზისს განიცდის

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად წარ­დგე­ნი­ლი პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი

 

ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დღეს, 21 მარ­ტს, რო­გორ აღ­ნიშ­ნავს სინ­დის­ზე ხელ­მომ­წერ ჟურ­ნა­ლის­ტთა არც თუ დიდ სი­აში შე­სუ­ლი ერთ-ერ­თი პირ­ველ­თა­გა­ნი, პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი? იგი, რო­გორც უკ­ვე თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად წარ­დგე­ნი­ლი პრო­ფე­სო­რი, ამ დღეს ქარ­თულ მე­დი­აგ­არ­ემ­ოში არ­სე­ბუ­ლი უმ­წვა­ვე­სი პრობ­ლე­მე­ბის გა­ან­ალ­იზ­ებ­ით ხვდე­ბა. რე­პუ­ტა­ცი­ული ტკი­ვი­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­აზ­რე­ბუ­ლი სა­მო­მავ­ლო ში­ში — ეს ის მო­ტი­ვე­ბია, რი­თაც გა­ჯე­რე­ბუ­ლია პრო­ფე­სორ მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს აქ­ცენ­ტე­ბით, რაც დღე­ვან­დე­ლო­ბას და სა­მო­მავ­ლო ტაქ­ტი­კას უკ­ავ­შირ­დე­ბა.

 

ბრძო­ლა ვე­რაგ „ვი­რუს­თან“ მე­დი­აში

 

— დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა — პან­დე­მი­ური პრობ­ლე­მე­ბის მიღ­მა ურ­თუ­ლე­სი გლო­ბა­ლუ­რი, რე­გი­ონ­ული თუ ლო­კა­ლუ­რი საფ­რთხე­ები, ჰიბ­რი­დუ­ლი ომი და მი­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის უწყვე­ტი ნა­კა­დი (მუ­დამ ახ­ალი ფორ­მე­ბით)... და ამ ვი­თა­რე­ბა­ში ქარ­თუ­ლი მე­დია, ნაც­ვლად შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა­ზე ზრუნ­ვი­სა, ცდი­ლობს მხო­ლოდ ვიწ­რო პარ­ტი­ული სამ­ზე­რი­დან შე­ხე­დოს მოვ­ლე­ნებს, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია წარ­მო­აჩ­ინ­ოს ერ­თა­დერთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბად.

 

ას­ეთ დროს ზნე­ობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა კრი­ზისს გა­ნიც­დის, აშ­კა­რაა პრო­ფე­სი­ის პა­ტი­ოს­ნად აღ­მსრუ­ლე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი. პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი მე­დია თავ­გა­მო­დე­ბით იბ­რძვის აუდ­იტ­ორი­ის მი­სამ­ხრო­ბად; აღ­რმა­ვებს კონ­ფლიქ­ტს, ხელს უწყობს სა­ზო­გა­დო­ებ­ის გახ­ლე­ჩა­სა და და­პი­რის­პი­რე­ბას. იმ­გვა­რი გა­რე­მო­ება შე­იქ­მნა, ერ­თი ნა­ბი­ჯი­ღა გვაკ­ლია, რომ დავ­მორ­ჩილ­დეთ ბრბოდ ქცე­ვის ინ­სტინ­ქტს... ილი­ამ გვი­ან­დერ­ძა, მოძ­რა­ობა და მოძ­რა­ობაო, მაგ­რამ ის არ უთ­ქვამს, „ფორ­მი­დან ქა­ოს­ის­კენ“ ლტოლ­ვა­ში ხარ­ჯეთ ენ­ერ­გიაო. გა­მო­დის, სიტყვით „უპ­ირ­ოვ­ნო კო­ლექ­ტი­ვის“ ქვე­ყა­ნას ვე­მიჯ­ნე­ბით, საქ­მით კი, სამ­წუ­ხა­როდ, თან­და­თან მას ვემ­სგავ­სე­ბით.

 

ამ ყვე­ლა­ზე ვე­რაგ „ვი­რუს­თან“ გა­სამ­კლა­ვებ­ლად სა­უკ­ეთ­ესო სა­შუ­ალ­ებ­ად მე­სა­ხე­ბა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე, სა­დაც სწო­რედ მო­მა­ვალ ჟურ­ნა­ლის­ტთა გა­ნათ­ლე­ბის­თვის, პრო­ფე­სი­ული და ეთ­იკ­ური პრინ­ცი­პე­ბის და­უფ­ლე­ბის­თვის ვზრუ­ნავთ და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დე­მა­სი­ფი­კა­ცი­ის­თვის ვიბ­რძვით. ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ზე, მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ბუ­ნე­ბა­სა და მის მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სამ­სჯე­ლოდ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ფო­რუ­მი გა­მარ­თა ჩვენ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბამ. მე­ტად სა­გუ­ლის­ხმო კვლე­ვე­ბი ჩა­ტარ­და არა­ერ­თი კუთხით. სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გა­მოც­დილ აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალ­თან ერ­თად სტუ­დენ­ტე­ბიც არი­ან ჩარ­თულ­ნი.

 

სა­ერ­თოდ, უნ­და ით­ქვას, რომ კვლე­ვი­თი და პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის შერ­წყმა დი­დად გვეხ­მა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში. თე­ორია ხელს გვიწყობს პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში; გვაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას გარ­კვე­ული კონ­ცეფ­ცი­ებ­ის სა­ხით წარ­მო­ვად­გი­ნოთ მე­დი­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტ­აპ­ზე; გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კონ­ტექ­სტუ­რი ცოდ­ნა და და­ვუ­კავ­ში­როთ ეს თე­ორი­ები კონ­კრე­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოწყო­ბის დოქ­ტრი­ნებ­სა და დო­მი­ნანტ ფი­ლო­სო­ფი­ურ მოძ­ღვრე­ბებს. ყო­ვე­ლი­ვე კი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ რა­კურ­სში შეს­წავ­ლის, მი­სი ეთ­იკ­ური და სა­მარ­თლებ­რი­ვი ას­პექ­ტე­ბის კვლე­ვის საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

 

არ­ავ­ინ და­ვობს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მოღ­ვა­წეო სფე­როა, მაგ­რამ მხო­ლოდ უტ­ილ­იტ­არ­ულ-საქ­მი­ან ჭრილ­ში მი­სი გან­ხილ­ვა ის­ევე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნაა რთულ, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ დის­ციპ­ლი­ნას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი სფე­როს შე­სა­ხებ, რო­გორც მი­სი მარ­ტო­დენ თე­ორი­ული თვალ­საზ­რი­სით გან­ხილ­ვა. მე­დი­ის პრო­ფე­სი­ონ­ალ­თა ჩარ­თვა სას­წავ­ლო და სამ­კვლევ­რო პრო­ცე­სებ­ში აძ­ლი­ერ­ებს დარ­გის კომ­პე­ტენ­ცი­ას, გვეხ­მა­რე­ბა პრობ­ლე­მე­ბის იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში, სტუ­დენ­ტს კი ხელს უწყობს ეთ­იკ­ური ნორ­მე­ბის გა­თა­ვი­სე­ბა­ში, ან­ალ­იტ­იკ­ური და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამ კუთხით სა­მუ­შაო ჯერ კი­დევ ბევ­რია, თუმ­ცა გარ­კვე­ული ნა­ბი­ჯე­ბი უკ­ვე გა­დავ­დგით. გა­მოც­დი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მოწ­ვე­ული პე­და­გო­გე­ბის რან­გში, წარ­მა­ტე­ბით უძ­ღვე­ბი­ან ჩვენ­თან სას­წავ­ლო პრო­ცესს სხვა­დას­ხვა საგ­ნის ფარ­გლებ­ში და სა­კუ­თარ მდი­დარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­არ­ებ­ენ სტუ­დენ­ტებს. სა­ბო­ლო­ოდ, ეს ძა­ლის­ხმე­ვა აუც­ილ­ებ­ლად გა­მო­იღ­ებს კე­თილ ნა­ყოფს — ხელს შე­უწყობს პრო­ფე­სი­ული უნ­არ­ებ­ით აღ­ჭურ­ვი­ლი, მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას და არ­სე­ბუ­ლი მე­დი­აკ­ლი­მა­ტის გა­ჯან­სა­ღე­ბას.

 

ეთ­იკ­ური პრობ­ლე­მე­ბი მე­დი­ამ თვით­რე­გუ­ლი­რე­ბით უნ­და გა­დაწყვი­ტოს

 

— მე­დი­ის მი­მართ სამ­დუ­რა­ვი ყო­ველ დრო­ში ის­მო­და, მაგ­რამ ის­ეთი სიმ­ძაფ­რით არ­ას­დროს, რო­გორც ახ­ლა. ად­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა სა­ზო­გა­დო­ებ­ის სამ­სა­ხურ­ში იდ­გა და კარ­გად ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ული თა­ვი­სი მი­სია და ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი: სან­დო­ობა, სარ­წმუ­ნო­ობა, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის­ად­მი ერ­თგუ­ლე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, პა­ტი­ოს­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტი­ოს­ნე­ბის კულ­ტუ­რა დღეს აღ­არ არ­ის ამ პრო­ფე­სი­ის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი და არც მი­საღ­წე­ვი მი­ზა­ნი. მო­რა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ად­გი­ლი ახ­ლა მხო­ლოდ ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა, რე­იტ­ინ­გზე გა­მო­კი­დე­ბულ­მა, ფრი­ვო­ლურ­მა და ნი­ად­აგ თვალ­მდეგ­ზე მზრუნ­ველ­მა მე­დი­ამ და­იკ­ავა. ამ ვი­თა­რე­ბის გა­მო საყ­ვე­დურს კი ბო­ლო არ უჩ­ანს.

 

აღ­შფო­თე­ბუ­ლი აუდ­იტ­ორია ითხოვს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დას­ჯას, მათ მი­მართ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას და მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი არ­ხის და­სა­მა­რე­ბას. მსგავ­სი გან­წყო­ბა არა მხო­ლოდ ჩვე­ულ­ებ­რივ მა­ყუ­რე­ბელ­თა შო­რის შე­იმ­ჩნე­ვა, უკ­ვე პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­საც გა­დას­წვდა და პო­ლი­ტი­კოს­თა რი­ტო­რი­კა­შიც ის­მის სულ უფ­რო აშ­კა­რად. მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია — ზოგს ან­გა­რიშ­გე­ბა სწყუ­რია, სხვას ხელს აძ­ლევს კონ­კუ­რენ­ტი არ­ხის ჩა­მო­შო­რე­ბა — არც „რე­იტ­ინ­გე­ბის ტი­რა­ნია“ უნ­და და­ვი­ვიწყოთ. აი, ხე­ლი­სუ­ფა­ლი კი მორ­ჩილ­სა და მის მე­ხოტ­ბე მე­დი­აზე ოც­ნე­ბობს ნი­ად­აგ. არ აქ­ვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ არ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა. ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ერ მთავ­რო­ბას აქ­ვს მე­დი­ის და­მორ­ჩი­ლე­ბის წა­დი­ლი. „შე­მოწ­მე­ბი­სა და ბა­ლან­სის“ (checks and belences) სის­ტე­მა, რაც დე­მოკ­რა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში მე­დი­ის, რო­გორც მეთ­ვალ­ყუ­რის ფუნ­ქცი­ას გან­საზღვრავს, ემ­ყა­რე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ნე­ბის­მი­ერი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბუ­ნე­ბით ძალ­მომ­რეა და, პო­ტენ­ცი­ურ­ად, ინ­დი­ვი­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხელ­მყო­ფი.

 

ვი­ცი, ბევ­რი კრი­ტი­კო­სი გა­მო­უჩ­ნდე­ბა ამ მო­საზ­რე­ბას, მაგ­რამ ის­ევ სჯობს თა­ვი­სუ­ფა­ლი დარ­ჩეს მო­რალ­თან მწყრა­ლი არ­ხი, ვიდ­რე მთელ მე­დი­ას „ამ­ოვ­დოთ ლა­გა­მი“. ნე­ბის­მი­ერი შეზღუდ­ვა (გარ­და ნორ­მა­ტი­ული შემ­თხვე­ვე­ბი­სა), რა­გინდ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნით არ უნ­და იყ­ოს ნა­კარ­ნა­ხე­ვი, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მიგ­ვიყ­ვანს ღი­რე­ბუ­ლის ხელ­ყო­ფამ­დე. ეს თვალ­საზ­რი­სი ნათ­ლად არ­ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის სამ­წუ­ხა­რო გა­მოც­დი­ლე­ბით. უნ­და ით­ქვას, რომ მას დღე­საც ექ­მნე­ბა ნო­ყი­ერი ნი­ად­აგი, ზო­გი­ერ­თი ე.წ. „ახ­ალი დე­მოკ­რა­ტი­ის“ პი­რო­ბებ­ში. ეს რომ არ მოხ­დეს, მე­დი­ას­თან ერ­თად, ფხიზ­ლად უნ­და იყ­ოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­აც, რა­თა და­იც­ვას სიტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ამ­ით ხე­ლი შე­უწყოს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის შე­უქ­ცე­ვად გან­ვი­თა­რე­ბას. ეთ­იკ­ური პრობ­ლე­მე­ბი მე­დი­ამ თვით­რე­გუ­ლი­რე­ბით უნ­და გა­დაწყვი­ტოს. ამ მე­ქა­ნიზ­მის გაძ­ლი­ერ­ებ­აზე უნ­და იზ­რუ­ნოს ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან­მა მე­დიაორგანიზაციამ. ხო­ლო ჩვენ, ინ­ფორ­მა­ცი­ული ხმა­ურ­ით დაღ­ლილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, თავ­ნე­ბა და ამ­ორ­ალ­ური მე­დია იმ­ით „დავ­სა­ჯოთ“, რომ უბ­რა­ლოდ აღ­არ ვუ­ყუ­როთ, არ წა­ვი­კითხოთ, არ ვუს­მი­ნოთ. მარ­ტი­ვი გზაა, მაგ­რამ, მერ­წმუ­ნეთ, ძალ­ზე ეფ­ექ­ტუ­რი. ყო­ვე­ლი­ვეს კი ის­ევ გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მას­თან მივ­ყა­ვართ.

 

21 მარ­ტს, ამ­ჯე­რად, მხო­ლოდ ერ­თი ნიშ­ნით შეგ­ვიძ­ლია მი­ვა­გოთ პა­ტი­ვი

 

— პრო­ფე­სი­ული ნიშ­ნით ზე­იმს არ ვა­ნი­ჭებ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას. კარ­გია, ჟურ­ნა­ლის­ტთა ღვაწ­ლს გა­მორ­ჩე­ვით რომ აღ­ვნიშ­ნავთ, მაგ­რამ რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში ას­ეთი მძი­მე მე­დი­აგ­არ­ემოა, სა­დაც ყვე­ლა მან­კი­ერ­ებ­ას ერ­თად მო­უყ­რია თა­ვი, ვფიქ­რობ, სადღე­სას­წა­ულო და თავ­მო­სა­წო­ნი არ­აფ­ერი გვაქ­ვს. ამ დღეს თუ უნ­და მი­ვა­გოთ პა­ტი­ვი, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, იმ დი­დი სა­მო­ქა­ლა­ქო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ნიშ­ნით, რო­მე­ლიც „სა­მო­ცი­ან­ელ­ებ­მა“ შექ­მნეს ან­ტი­კო­ლო­ნი­ური კონ­ცეფ­ცი­ის სა­ხით. არც შემ­დგო­მი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვი­ვიწყოთ, რო­ცა ამ იდე­ას პუბ­ლი­ცის­ტთა ახ­ალ­მა თა­ობ­ამ შე­ას­ხა ხორ­ცი და პლუ­რა­ლის­ტუ­რი მე­დი­ალ­ან­დშაფ­ტი შექ­მნა ჩვე­ნი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის ხან­მოკ­ლე ეტ­აპ­ზე. რამ­დე­ნად გა­ვი­თა­ვი­სეთ ეს იდე­ალ­ები, რო­გორ შე­ვი­სის­ხლხორ­ცეთ, ვგრძნობთ და ვაც­ნო­ბი­ერ­ებთ თუ არა, რომ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის ნა­წი­ლი ვართ, ხელს ვუწყობთ ამ გე­ნე­ზისს, თუ ვაბ­რკო­ლებთ, უკ­ვე სხვა თე­მაა, ფიქ­რი­სა და გან­სჯის სა­გა­ნი.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად ბევ­რი ეჭ­ვი­სა, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სე­ბი­სა, ალ­ბათ, მა­ინც უნ­და მი­ვა­გოთ პა­ტი­ვი ჩვენს პრო­ფე­სი­ულ დღე­სას­წა­ულს და კი­დევ ერ­თხელ გა­ვიხ­სე­ნოთ ის სა­ხე­ლო­ვა­ნი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ობ­ად გვერ­გო. მეხ­სი­ერ­ებ­ის წრე­ტა ყვე­ლა­ზე მძი­მე ხვედ­რის­თვის გვწი­რავს. გვახ­სოვ­დეს — „ვინც იყო, იგი რომ არა“, ამ დღეს ვერ მო­ვიყ­ვან­დით.

 

რას ვუ­სურ­ვებ­დი მოქ­მედ და მო­მა­ვალ ჟურ­ნა­ლის­ტებს? რა თქმა უნ­და, სა­სი­კე­თო ფე­რის­ცვა­ლე­ბას — სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ტე­რე­სე­ბი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბას, პა­ტი­ოს­ნე­ბას, პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რულ­სა და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას, მუდ­მი­ვი ძი­ებ­ის წყურ­ვილს, პრინ­ცი­პუ­ლო­ბას, შე­უპ­ოვ­რო­ბას, გამ­ძლე­ობ­ას, მოთ­მი­ნე­ბას... სურ­ვი­ლე­ბის სია ვრცე­ლია. ის­იც კარ­გად გვეს­მის, რომ რჩე­ვა იოლია, აღ­სრუ­ლე­ბა კი — ბევ­რად ძნე­ლი. ზო­გა­დად, რთუ­ლია ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­არი, რო­ცა თა­ნად­რო­ულ­ობ­ის კონ­ტექ­სტი სულ სხვას გვკარ­ნა­ხობს. და­უნ­დო­ბე­ლი დრო, ირ­ონი­ული და გრო­ტეს­კუ­ლი, ყვე­ლაფ­რი­სა და ყოვ­ლის გან­მსჯე­ლი, ად­გილს თით­ქოს აღ­არც ტო­ვებს მსგავ­სი სა­უბ­რის­თვის — ბევ­რი უმ­ალ ან­აქ­რო­ნულ მენ­ტო­რულ შე­გო­ნე­ბად, ყალბ პა­თე­ტი­კად აღ­იქ­ვამს (ზოგს მხო­ლოდ ღიმს თუ მოგ­ვრის და ფუჭ­სიტყვა­ობ­ად მო­ნათ­ლავს).

 

მი­უხ­ედ­ავ­ად რე­ალ­ური საფ­რთხი­სა, შე­ნი ხმა დარ­ჩეს შე­უს­მე­ნე­ლი, ად­რე­სა­ტის გა­რე­შე, მა­ინც ღირს გა­რის­კვა და შეხ­სე­ნე­ბა იმ მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, რა­საც უნ­და იზი­არ­ებ­დეს ყო­ვე­ლი დრო­ის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა — მოქ­მე­დიც და მო­მა­ვა­ლიც. ამ­აზე სა­უბ­არს ყო­ველ­თვის აქ­ვს გა­მარ­თლე­ბა, რად­გან ეს ის პრო­ფე­სიაა, რომ­ლის არ­სი და მი­სია მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის ერ­თგუ­ლე­ბაა.

 

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა პი­როვ­ნე­ბის გა­მოც­დაა, მი­სი მო­რა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი. არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რომ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­ის წი­ნა­შე პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ფაქ­ტო­რე­ბი გან­საზღვრავს ჩვენს პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ობ­ას. ხან­მოკ­ლე სარ­გე­ბელს, მყი­ფე პო­პუ­ლა­რო­ბას, ვი­სი­მე მსა­ხუ­რე­ბას მხო­ლოდ და მხო­ლოდ ზი­ანი მო­აქ­ვს. პრო­ფე­სი­აში რჩე­ბი­ან ის­ინი, ვინც ნი­ად­აგ შრო­მით, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ობ­ით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა საქ­მეს და მოთ­მი­ნე­ბით ელ­ოდ­ება თა­ვის დროს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ავ­ით, ის­იც არ და­ახ­ან­ებს. კე­თი­ლი სა­ხე­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­ის ნდო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია მთა­ვა­რი ჯილ­დო იმ რჩე­ულ­თათ­ვის, ვინც შეძ­ლებს და დრო­ულ­ად აამ­ოქ­მე­დებს „ში­ნა­გან მუხ­რუ­ჭებს“, რა­საც სინ­დი­სი ჰქვია.

 

ესა­უბ­რა ნა­ტო ობ­ოლ­აძე

თარიღი: 21/03/2021