საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვის ცხოვრებაში იქცა „პირველი სხივი“ მართლაც გამორჩეულ სხივად

თა­მარ და­დი­ანი

 

თსუ-ში აღ­დგე­ნილ 93-ე აუდ­იტ­ორი­აში „პირ­ვე­ლი სხი­ვის“ პირ­ვე­ლი ნომ­რის გან­ხილ­ვა ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რის, პო­ეტ­ისა და მთარ­გმნე­ლის გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის ინ­იცი­ატ­ივ­ით სხვა­დას­ხვა რა­კურ­სით წა­რი­მარ­თა. რუბ­რი­კა­ში „თარ­გმა­ნი და მას­ტერ­კლა­სი“ ახ­ალ­გაზ­და მწერ­ლებს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ — გა­ეც­ნონ რო­გორც უცხო­ელი, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს წე­რის ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, ეზი­არ­ონ მათ გა­მოც­დი­ლე­ბას ამ საქ­მე­ში.

 

თარ­გმა­ნი­სა და მას­ტერ­კლა­სის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა მთარ­გმნელ­მა გო­ჩა კუ­ჭუ­ხი­ძემ, რო­მელ­მაც სა­ინ­ტე­რე­სოდ შე­აფ­ასა ალ­მა­ნახ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი მთარ­გმნე­ლე­ბის ოს­ტა­ტო­ბა და პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი.

 

თარ­გმა­ნის რუბ­რი­კა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო შემ­დე­გი ავ­ტო­რე­ბით: პუბ­ლი­უს ვერ­ტი­ლი­უს მა­რო­ნი (თარ­გმნა მა­ნა­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა); ტ.ს. ელი­ოტი (თარ­გმნა ანა კო­პა­ლი­ან­მა); მაჰ­მუდ დარ­ვი­ში (თარ­გმნა ნი­ნო დო­ლი­ძემ); ჩარ­ლზ დი­კენ­სი (თარ­გმნეს პა­ატა და როს­ტომ ჩხე­იძე­ებ­მა); უოლ­ეს სტი­ვენ­სი (თარ­გმნა ლე­ლა კო­და­ლაშ­ვილ­მა); ივ­ან ბუ­ნი­ნი (თარ­გმნა ზუ­რაბ გა­იპ­არ­აშ­ვილ­მა); ჰიბ­რან ხა­ლილ ჰიბ­რა­ნი (თარ­გმნა მა­თე ქარ­და­ვამ); პე­ილ­ერ მი­ულ­ერი (თარ­გმნა ნა­თია მი­ქე­ლა­ძე-ბაღ­სო­ლი­ან­მა); მას­ტერ­კლა­სი კი შემ­დე­გი ავ­ტო­რე­ბით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი: და­ჩა მარ­ბი­ნი (თარ­გმნა ნუ­ნუ გე­ლა­ძემ); ალ­ბერ კა­მიუ (თარ­გმნა და­ლი იაშ­ვილ­მა); ელ­იზ­აბ­ეთ ბი­შო­პი (თარ­გმნა მა­ნა­ნა მა­თი­აშ­ვილ­მა).

 

პრო­ზის, პო­ეზი­ის, დრა­მა­ტურ­გი­ისა და თარ­გმა­ნის რუბ­რი­კებ­თან ერ­თად ჟურ­ნალს აქ­ვს ეს­ოდ­ენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობ­ისა და კრი­ტი­კის სექ­ცია, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე და სტი­ლის­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი 7 სტა­ტიაა და­ბეჭ­დი­ლი. მას­ში როს­ტომ ჩხე­იძ­ის, ნუკ­რი დუმ­ბა­ძის, ნი­ნო ქუ­თა­თე­ლა­ძის, ქე­თე­ვან ქურ­დო­ვა­ნი­ძის, ნა­ნა კუ­ცი­ას, ლე­ვან კაკ­ლი­ან­ის და მე­რი ზა­ქაშ­ვი­ლის კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბი და ესე­ებია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათ შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რა ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­მა, თსუ-ის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ თა­ნამ­შრო­მელ­მა ადა ნემ­სა­ძემ, რო­მელ­საც ერთ-ერ­თი ავ­ტო­რის ეს­ეს გაც­ნო­ბი­სას იმ­პრე­სი­ონ­ის­ტუ­ლი კრი­ტი­კის ფუ­ძემ­დებ­ლის ან­ატ­ოლ ფრან­სის სიტყვე­ბი გა­ახ­სენ­და: „მწე­რალ­მა ნა­წარ­მო­ები კი არ უნ­და გააანალიზოს, არ­ამ­ედ უნ­და გვი­ამ­ბოს სა­კუ­თა­რი სუ­ლის მოგ­ზა­ურ­ობ­ის შე­სა­ხებ შე­დევ­რებს შო­რი­სო. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო კრი­ტი­კა და მით უფ­რო ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობა სხვა რა­მეს მო­ითხოვს კრი­ტი­კო­სის­გან. ეს პრობ­ლე­მა, სამ­წუ­ხა­როდ, არც ისე იშ­ვი­ათია დღეს ჩვენ­ში და მგო­ნია, რომ სე­რი­ოზ­ულ და­ფიქ­რე­ბას მო­ითხოვს“, — აღ­ნიშ­ნა ადა ნემ­სა­ძემ გა­მოს­ვლის ბო­ლოს და ახ­ალ­გაზ­რდა პო­ეტ­ებს, პრო­ზა­იკ­ოს­ებს, მთარ­გმნე­ლებს, კრი­ტი­კო­სებს წარ­მა­ტე­ბე­ბი უს­ურ­ვა: „პირ­ვე­ლი სხი­ვი“ მათ ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლაც გა­მორ­ჩე­ულ სხი­ვად იქ­ცე­ვა.“

 

დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზის მთა­ვარ ღირ­სე­ბა­ზე სა­უბ­რით და­იწყო თა­ვი­სი გა­მოს­ვლა ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­მა თა­მა­რე­ლა წო­წო­რი­ამ, რო­მელ­მაც ალ­მა­ნახ­ში შე­სუ­ლი ესე­ის­ტუ­რი ნი­მუ­შე­ბი მი­მო­იხ­ილა. ეს­ენია: პა­ატა ნაც­ვლიშ­ვი­ლის „წე­რი­ლის“ არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი თავ­გა­და­სა­ვა­ლი; მუ­რად მთვა­რე­ლი­ძის „ჩე­მი „პირ­ვე­ლი სხი­ვი“; ილო ბე­როშ­ვი­ლის „გე­ნე­რალ-მაიორი ნი­კო ზუ­რა­ბის-ძე ჭავ­ჭა­ვა­ძე — და­ღეს­ტნის მმარ­თვე­ლი და გუ­ბერ­ნა­ტო­რი“ და და­ვით წე­რე­დი­ან­ის „ლოც­ვა­ნი“. ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რე­ლას აზ­რით: „ დო­კუ­მენ­ტურ პრო­ზას, მე­მუ­არ­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ება. ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­ცა მკითხველს აინ­ტე­რე­სებს სწო­რედ მთხრო­ბე­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, პო­ზი­ცია, ემ­ოცია, ხედ­ვა. აინ­ტე­რე­სებს, მან რა გა­ნი­ცა­და, რა იგ­რძნო, რა შე­ემ­თხვა, რა გა­დახ­და. აქ არ არ­ის ვი­დე­ოკ­ამ­ერა, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას აფ­იქ­სი­რებს ან მე­სა­მე პი­რი, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას გვი­ამ­ბობს. აქ არ­ის თვით­მხილ­ვე­ლი­სა და გან­მცდე­ლის მი­ერ პირ­ველ პირ­ში მოთხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი. ას­ეთი ტი­პის ნა­წარ­მო­ებ­ში სჭარ­ბობს სუ­ბი­ექ­ტუ­რი ხედ­ვა, მაგ­რამ არ­ის რე­ალ­იზ­მიც, კრი­ტი­კუ­ლი მიდ­გო­მაც და სწო­რედ ამ­იტ­ომ ვინ­ტე­რეს­დე­ბით მი­სით. ფაქ­ტია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოში ე.წ. non-fiction ან oral history (ე.ი. ის, თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და — თვით­მხილ­ვე­ლის მი­ერ გან­ცდი­ლი და და­ნა­ხუ­ლი) თან­და­თან fiction-ზე (მხატ­ვრულ ფან­ტა­ზი­აზე) უფ­რო მოთხოვ­ნა­დი ხდე­ბა“, — გა­ნაცხა­და მან და თი­თოეული ავ­ტო­რის ნაშ­რო­მი ვრცლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნი­ხი­ლა.

თარიღი: 04/04/2021