საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვირუსთან ბრძოლის ახალი გზა - რა კვლევა იგეგმება თსუ-ში?

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

რა რო­ლი ეკ­ის­რე­ბათ T ლიმ­ფო­ცი­ტებს რო­გორც ვი­რუს­თან ბრძო­ლა­ში, ას­ევე ვი­რუ­სის გა­და­ტა­ნის ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგომ უჯ­რე­დუ­ლი მეხ­სი­ერ­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში? T ლიმ­ფო­ცი­ტე­ბით გა­მოწ­ვე­ული იმ­უნ­ური პა­სუ­ხის შეს­წავ­ლას კო­რო­ნა­ვი­რუს­თან ბრძო­ლა­ში თსუ-ის იმ­უნ­ოლ­ოგი­ის და მიკ­რო­ბი­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რა გეგ­მავს. კვლე­ვა ძვი­რი ჯდე­ბა, ამ­იტ­ომ კა­თედ­რის შე­მად­გენ­ლო­ბამ გა­დაწყვი­ტა კონ­კურ­სში მი­ეღო მო­ნა­წი­ლე­ობა გრან­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად და ამ­ჯე­რად კონ­კურ­სის შე­დე­გებს ელ­ოდ­ები­ან. იმ­უნ­ოლ­ოგი­ის და მიკ­რო­ბი­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რას­თან ერ­თად კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და­ავ­ად­ებ­ათა კონ­ტრო­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრიც.

 

„იმ­უნ­ური მე­ქა­ნიზ­მე­ბი ვი­რუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ მო­იც­ავს რო­გორც ე.წ. „ბუ­ნებ­რი­ვი იმ­უნ­იტ­ეტ­ის" მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამ­ოქ­მე­დე­ბას, ას­ევე, ად­აპ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­საც. ეს, რა­საც ახ­ლა ხში­რად აწყდე­ბით პრე­სა­ში და სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­ში — ან­ტის­ხე­ულ­ებ­ის ტიტ­რის მი­დევ­ნე­ბას მო­სახ­ლე­ობ­ის მი­ერ ვი­რუ­სის გა­და­ტა­ნის ან ვაქ­ცი­ნი­რე­ბის შემ­დეგ, არ გახ­ლავთ იმ­უნ­ური პა­სუ­ხის ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი და არც იმ­უნ­ური მეხ­სი­ერ­ებ­ის ერ­თა­დერ­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ან­ტის­ხე­ულ­ები გა­მო­მუ­შავ­დე­ბა იმ­უნ­ური უჯ­რე­დე­ბის გარ­კვე­ული სა­ხით — B ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის მი­ერ. თუმ­ცა ან­ტის­ხე­ულ­ები არ არ­ის ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს ვი­რუს­თან ბრძო­ლა­ში და/ან იმ­უნ­ური მეხ­სი­ერ­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. აქ­ტუ­ალ­ურია T ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის (ე.წ. უჯ­რე­დუ­ლი) მე­ქა­ნიზ­მე­ბიც. შე­სა­ბა­მი­სად, ეს კვლე­ვა ნათ­ლად წარ­მო­აჩ­ენს — რა რო­ლი ეკ­ის­რე­ბათ T ლიმ­ფო­ცი­ტებს რო­გორც ვი­რუს­თან ბრძო­ლა­ში, ას­ევე ვი­რუ­სის გა­და­ტა­ნის ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგომ უჯ­რე­დუ­ლი მეხ­სი­ერ­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ეს, ზო­გა­და­თაც, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და, ამ­ავ­დრო­ულ­ად, ეს მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი შე­საძ­ლოა გან­სხვავ­დე­ბო­დეს ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რაც კი­დევ და­მა­ტე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ბას სძენს კვლე­ვას“, — აცხა­დებს თსუ-ის იმ­უნ­ოლ­ოგი­ის და მიკ­რო­ბი­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი, პრო­ფე­სო­რი ნი­ნო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

 

ვი­რუ­სო­ლო­გის პროგ­ნო­ზი ას­ეთია: „თუ ვი­რუს­მა შე­უფ­ერ­ხებ­ლად მო­ახ­ერ­ხა კი­დევ დი­დი ხნის მან­ძილ­ზე ცირ­კუ­ლა­ცია, ეს ახ­ალ-ახ­ალი შტა­მე­ბის წარ­მოქ­მნას შე­უწყობს ხელს და ის­იც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ აქ­ამ­დე მიღ­წე­ული აღ­არც ვაქ­ცი­ნა იყ­ოს ეფ­ექ­ტუ­რი და აღ­არც ბუ­ნებ­რი­ვად გა­და­ტა­ნი­ლი ვი­რუ­სის შემ­დეგ და­ტო­ვე­ბუ­ლი იმ­უნ­ური მეხ­სი­ერ­ება. ეს სრუ­ლი­ად ჩვენ­ზეა — რამ­დე­ნა­დაც სწრა­ფად და ეფ­ექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი, იმ­დე­ნად ეფ­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა გავ­რცე­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ალი შტა­მე­ბის წარ­მოქ­მნის საფ­რთხეც შემ­ცირ­დე­ბა. ეს კი ხელს შე­უწყობს აქ­ამ­დე მიღ­წე­ული იმ­უნ­ური მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ე.წ. „ვი­რუ­სის და­სუს­ტე­ბას". შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­რუ­სის შე­სუს­ტე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მუ­ტა­ცი­ის გზი­თაც, უბ­რა­ლოდ, აქ­ამ­დე ეს ამ ვი­რუსს არ მოს­ვლია და რო­დის მოხ­დე­ბა — უც­ნო­ბია. ამ­იტ­ომ, ჯერ-ჯე­რო­ბით „შე­სუს­ტე­ბი­სათ­ვის" ერ­თა­დერ­თი გზა, რო­გორ მო­მა­ბეზ­რებ­ლა­დაც არ უნ­და ჟღერ­დეს ეს, მა­ინც ვაქ­ცი­ნა­ციაა“, — აღ­ნიშ­ნავს ნი­ნო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

 

თარიღი: 30/09/2021