საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვინ როგორ შეაფასა წიგნის - ,,ახალი კორონავირუსი და თსუ“ - პრეზენტაცია

„მი­მაჩ­ნია, რომ ეს არ­ის ერთ-ერ­თი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოვ­ლე­ნა არა მარ­ტო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სათ­ვის, არ­ამ­ედ ქვეყ­ნის მაშ­ტა­ბით. ჩემს მო­ლო­დინს გა­და­აჭ­არ­ბა იმ გა­რე­მომ, იმ სი­ტუ­აცი­ამ, რო­მე­ლიც წიგ­ნის — „ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი და თსუ“ — პრე­ზენ­ტა­ცი­ის­ას ვნა­ხე“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ წიგ­ნის წარ­დგე­ნი­სას.

 

წიგ­ნის — ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი და თსუ“ პრე­ზენ­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც 9 ივ­ნისს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში გა­იმ­არ­თა, ეს­წრე­ბოდ­ნენ თსუ-ის ვი­ცე-რექ­ტო­რი ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნუ­ნუ მიც­კე­ვი­ჩი, თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლა­შა სა­ღი­ნა­ძე, თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი.

 

„სა­ზო­გა­დო­ება გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია, უფ­რო სწო­რად, თავ­მო­ბეზ­რე­ბუ­ლია სა­მეც­ნი­ერო სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით. ძა­ლი­ან სე­რი­ოზ­ული დე­ფი­ცი­ტია იმ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც ამ წიგ­ნშია თავ­მოყ­რი­ლი. მე მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქ­ვს კო­რო­ნა­ვი­რუს­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­ის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ამ წიგ­ნში ყვე­ლა თა­ობ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბია. მოკ­ლედ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­დუქ­ტია. გარ­და ამ­ისა, უაღ­რე­სად ლა­მა­ზად მოხ­და მი­სი პრე­ზენ­ტა­ცია — აქ­აც იგ­რძნო­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის უმ­აღ­ლე­სი კლა­სი. ეს იყო უაღ­რე­სად ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი პრე­ზენ­ტა­ცია ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტო­ბე­ბის გა­რე­შე, გა­სა­გებ ენ­აზე... ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მეტყვე­ლებს იმ­აზე, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ლი­დე­რია არა მხო­ლოდ მეც­ნი­ერ­ებ­ასა და პე­და­გო­გი­კა­ში, არ­ამ­ედ ლი­დე­რია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც. მას ხე­ლი უდ­ევს სა­ზო­გა­დო­ებ­ის პულ­სზე და პირ­ვე­ლი ეხ­მა­ურ­ება და პა­სუ­ხობს იმ პრობ­ლე­მებს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­ას აწ­უხ­ებს“, — აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

 

„დი­დი მად­ლო­ბა ამ კრე­ბუ­ლის შემ­ქმნე­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, ქალ­ბა­ტონ ნი­ნო კა­კუ­ლი­ას. ვფიქ­რობ, მან ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი ით­ამ­აშა ამ უდ­იდ­ესი მნიშ­ვნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნის აღ­წე­რა-და­ფიქ­სი­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან სა­ამ­აყოა, რომ ჩე­მი პა­ტა­რა წვლი­ლიც არ­ის ამ­აში. ახ­ლა რომ გა­დავ­ხე­დე ჩემს ნა­წერს, ცო­ტა მი­ამ­იტ­ურ­ად­აც მეჩ­ვე­ნა, ვი­ნა­იდ­ან მას შემ­დეგ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია დაგ­როვ­და და ბევრ რა­მე­ზე წარ­მოდ­გე­ნე­ბი შეგ­ვეც­ვა­ლა, თუმ­ცა ესაა ის­ტო­რია იმ რთუ­ლი გზი­სა, რო­მელ­საც კა­ცობ­რი­ობა გა­დის. ამ­ის აღ­ბეჭ­დვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ებ­ის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გი მა­გა­ლი­თი იყ­ოს“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ალ­ექ­სან­დრე ცის­კა­რი­ძემ.

 

„წიგ­ნში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ის რე­ალ­ობა, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე პი­კურ პე­რი­ოდს აღ­წერს. სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რე­ბის სა­ტა­ტი­ებია მო­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხვა დარ­გი­დან, ძა­ლი­ან ფარ­თო სპექ­ტრია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აქ ნა­ხავთ სტუ­დენ­ტე­ბის ჩა­ნა­წერს, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მე­ნე­ჯე­რე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბის მო­ნათხრობს, რომ­ლე­ბიც პან­დე­მი­ურ რე­ალ­ობ­ას აღ­წე­რენ და ყვე­ლა ერ­თად სხვა­დას­ხვა რა­კურ­სით გვი­ზი­არ­ებს ხედ­ვას; გვი­ზი­არ­ებს რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ეს დას­კვნე­ბი, რო­მე­ლიც გა­კე­თე­ბუ­ლია იმ დროს, რო­ცა ჩვენ ვი­ყა­ვით გა­მო­უც­დე­ლე­ბი. ამ წიგ­ნის წა­კითხვა კი­დევ ერ­თხელ გვაძ­ლებს გა­და­აზ­რე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას, რად­გან რე­ალ­ობა შეც­ვლი­ლია და ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბიც არ­ის კი­დევ უფ­რო ად­აპ­ტი­რე­ბუ­ლი ამ დროს­თან, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ“, — გა­ნაცხა­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა.

 

„თსუ მო­ხა­რუ­ლია, რომ მას­პინ­ლობს ახ­ალ წიგ­ნს, მის შე­მობ­რძა­ნე­ბას ჩვენს თა­რო­ზე. ამ წიგ­ნს აქ­ვს სწო­რედ ის უნ­იკ­ალ­ური ნი­შა, რაც ახ­ალ­მა გა­მოწ­ვე­ვებ­მა შე­უქ­მნა, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­ას. ახ­ალ­მა კო­რო­ნა­ვი­რუს­მა ცხოვ­რე­ბის ახ­ალი წე­სი და­ამ­კვიდ­რა და აღ­ნიშ­ნულ წიგ­ნში ავ­ტო­რი შე­ეც­ადა ეს პრობ­ლე­მა სხვა­დას­ხვა რა­კურ­სი­დან წარ­მო­ეჩ­ინა. აქ თქვენ ნა­ხავთ, რომ არ­ის რო­გორც მე­დი­კო­სე­ბის, ას­ევე, არა მე­დი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი ახ­ალ კო­რო­ნა­ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქ არ­ის სა­უბ­არი იმ­აზე, რომ თსუ-მ ღირ­სე­ულ­ად დაძ­ლია პირ­ვე­ლი ეტ­აპ­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რაც უკ­ავ­შირ­დე­ბო­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას, რაც უკ­ავ­შირ­დე­ბო­და თა­ნამ­შრო­მელ­თა დრო­ულ ინ­ფორ­მი­რე­ბას აღ­ნიშ­ნულ სა­კითხზე. ამ­ავე დროს, ჩვენ­მა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა თა­ვი­სი წვლი­ლი შე­იტ­ანა მო­სახ­ლე­ობ­ის ფსი­ქო­ლო­გი­ური დახ­მა­რე­ბის სა­კითხებ­ში. ამ­დე­ნად, ეს წიგ­ნი კი­დევ უფ­რო გა­ამ­დიდ­რებს იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­ამ შე­იძ­ინა კო­რო­ნა­ვი­რუს­თან ბრძო­ლა­ში“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის ვი­ცე-რექ­ტორ­მა ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა.

თარიღი: 23/06/2021