საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვი­რუ­სე­ბი არ­ქე­ოლ­ოგი­აში, ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის დო­ნე შო­რე­ულ წარ­სულ­ში და ში­ში — არ დავ­კარ­გოთ არ­ქე­ოლ­ოგ­ებ­ის ახ­ალი თა­ობა

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

„კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ამ არ­ქე­ოლ­ოგ­ებს, ჯერ­ჯე­რო­ბით, ველ­ზე მუ­შა­ობ­ის სა­შუ­ალ­ება მო­უს­პო. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი არ­ქე­ოლ­ოგი ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი ივ­ნი­სი­დან გეგ­მავს მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შაოებს და ამ­ჯე­რად ლა­ბო­რა­ტო­რი­ული საქ­მით არ­ის და­კა­ვე­ბუ­ლი. არ­ქე­ოლ­ოგი, რო­მელ­საც უდ­იდ­ესი სა­ვე­ლე მუ­შა­ობ­ის გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვს და ფლობს „ჩა­მარ­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თა­ობ­აზე სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას, არ გა­მო­რიცხავს, რომ ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებს შე­ეძ­ლოს ვი­რუ­სის დნმ-ის კვა­ლის და­ტო­ვე­ბა, მით უფ­რო, რომ ამ­ას ას­ევე ცნო­ბი­ლი არ­ქე­ოლ­ოგ­ები ვა­რა­უდ­ობ­ენ. რა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ სა­მარ­ხე­ბი? რა გა­მოც­დი­ლე­ბას გვძენს ვი­რუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არ­ქე­ოლ­ოგია? მე­დი­ცი­ნის დო­ნის რა ხა­რის­ხზე შე­იძ­ლე­ბა სა­უბ­არი წარ­სუ­ლის ნაკ­ვა­ლევ­ზე და რა ახ­ალი გან­საც­დე­ლის დაძ­ლე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ არ­ქე­ოლ­ოგ­ები? — ამ სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სწო­რედ თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი.

 

შე­უძ­ლი­ათ თუ არა ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებს ვი­რუ­სის დნმ-ის კვა­ლის და­ტო­ვე­ბა?

 

- თქვე­ნი პრო­ფე­სი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ქე­ოლ­ოგი­ური გათხრე­ბის და კვლე­ვის შე­დე­გად რო­დეს­მე თუ გა­მოვ­ლე­ნი­ლა წარ­სულ­ში დღე­ვან­დე­ლი პან­დე­მი­ის მსგავ­სი ფაქ­ტი? რა ფაქ­ტებ­ზე და ვა­რა­უდ­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი?

 

-  ის­ეთ შო­რე­ულ წარ­სულ­ში, რო­მელ­საც მე ვიკ­ვლევ ( ძვ.წ. 2-1 ათ­სწლე­ულ­ები), სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის ფაქ­ტი არ დას­ტურ­დე­ბა. მაგ­რამ აუც­ილ­ებ­ლად უნ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არ­ქე­ოლ­ოგი­ური კვლე­ვის ობი­ექ­ტი, რის შე­დე­გა­დაც და­ავ­ად­ებ­ებ­ის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბა სა­უბ­არი, არ­ის ად­ამი­ან­ის ძვლო­ვა­ნი ნაშ­თე­ბი. პრობ­ლე­მა ის არ­ის, რომ სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი მრა­ვა­ლი სე­ნი არ­ანა­ირ კვალს არ ტო­ვებს ძვალ­ზე. სა­ზო­გა­დოდ, პა­ლე­ოპ­ათ­ოლ­ოგია (ძვე­ლი და­ავ­ად­ებ­ებ­ის შეს­წავ­ლა) ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მიმ­დი­ნა­რე­ობაა თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქე­ოლ­ოგი­აში, ის­ევე, რო­გორც ე.წ. სა­სა­მარ­თლო არ­ქე­ოლ­ოგია, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის დად­გე­ნა­სა და ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­აში ეხ­მა­რე­ბა არ­ქე­ოლ­ოგ­ებს. ამ სა­მეც­ნი­ერო მი­მარ­თუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია კო­ლექ­ტი­ურ სა­მარ­ხებ­ში ინ­დი­ვი­დე­ბის იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც. ას­ეთი კო­ლექ­ტი­ური სა­მარ­ხე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლია კოლ­ხეთ­ში (ძვ.წ. პირ­ვე­ლი ათ­ას­წლე­ულ­ის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი) და თი­თოეულ მათ­გან­ში ასე­ულ­ობ­ით ად­ამი­ანია (200, 500 და 1000 ინ­დი­ვი­დიც კი!) დაკ­რძა­ლუ­ლი. თუმ­ცა, დაკ­რძალ­ვის პრო­ცე­სი აქ, რო­გორც ჩანს, ხან­გრძლი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და, ალ­ბათ, ეპ­იდ­ემი­აზე ან, მით უფ­რო, პან­დე­მი­აზე სა­უბ­არი არ იქ­ნე­ბა მარ­თე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ეს იშ­ვი­ათი მოვ­ლე­ნაა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო ამ შემ­თხვე­ვა­შიც უნ­იკ­ალ­ური გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ად­გი­ლია.

რაც შე­ეხ­ება ვი­რუ­სებს არ­ქე­ოლ­ოგი­აში, ის­ინი შე­იძ­ლე­ბა შე­მორ­ჩეს რბილ ქსო­ვილ­ში ის­ეთი ფორ­მით, რო­მე­ლიც ამ­ოც­ნო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ცნო­ბი­ლი არ­ქე­ოლ­ოგ­ები კო­ლინ რენ­ფრიუ და პოლ ბა­მი თვლი­ან, რომ ამ ვი­რუ­სებს პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნაც კი შე­უძ­ლი­ათ გა­უფ­რთხი­ლე­ბე­ლი არ­ქე­ოლ­ოგ­ის­თვის. და­ნამ­დვი­ლე­ბით უც­ნო­ბია, თუ რამ­დენ ხანს ძლე­ბენ მიკ­რო­ბე­ბი პა­სი­ურ­ად მი­წა­ში. ექ­სპერ­ტთა უმ­ეტ­ეს­ობა ეჭ­ვობს, რომ მათ რა­იმე საფ­რთხის შექ­მნა შე­უძ­ლი­ათ ერ­თი ან ორი სა­უკ­უნ­ის შემ­დეგ, თუმ­ცა არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბე­ბი იმ­ის შე­სა­ხე­ბაც, რომ ჯი­ლე­ხის სპო­რებ­მა სი­ცოცხლი­სუ­ნა­რი­ან­ობა შე­ინ­არ­ჩუ­ნეს ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დებ­ში, ხო­ლო ინ­ფექ­ცი­ური მიკ­რო-ორ­გა­ნიზ­მე­ბი, შე­საძ­ლოა, კვლავ აგ­რძე­ლე­ბენ არ­სე­ბო­ბას არ­ქტი­კა­ში და­მარ­ხულ სხე­ულ­ებ­ში, რომ­ლე­ბიც შე­მო­ნა­ხულ­ნი არი­ან მრა­ვალ­წლი­ან მზრალ გრუნ­ტში. საფ­რთხე, რო­მე­ლიც ჩა­ბუ­დე­ბუ­ლია გახ­რწნილ ძვალ­სა და ქსო­ვილ­ში, შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ რე­ალ­ური იყ­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი იმ­უნ­ური სის­ტე­მი­სათ­ვის, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გამ­ქრა­ლი ან ამ­ჟა­მად იშ­ვი­ათი და­ავ­ად­ებ­ებ­ის მი­მართ დაკ­ნი­ნე­ბუ­ლია. კ. რენ­ფრიუ და პ. ბა­მი იმ­აზ­ეც მი­უთ­ით­ებ­ენ, რომ ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებს შე­უძ­ლი­ათ ვი­რუ­სის დნმ-ის კვა­ლის და­ტო­ვე­ბა. ამ­იტ­ომ ძვე­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის ან­ალ­იზი შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­როს გარ­კვე­ული და­ავ­ად­ებ­ებ­ის ის­ტო­რი­ის კვა­ლის მიგ­ნე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, ამ­ერ­იკ­ელ­მა პა­თო­ლოგ­მა არ­ტურ აუფ­დერ­ჰა­იდ­ემ და მის­მა კო­ლე­გებ­მა პე­რუს 900 წლი­ანი მუ­მი­ის ფილ­ტვე­ბის და­ზი­ან­ებ­ებ­იდ­ან გა­მოყ­ვეს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ბაქ­ტე­რი­ის დნმ-ის ფრაგ­მენ­ტე­ბი, რი­თაც და­ამ­ტკი­ცეს, რომ ეს მიკ­რო­ბი არ იყო შე­ტა­ნი­ლი ამ­ერ­იკ­ის კონ­ტი­ნენ­ტებ­ზე ევ­რო­პე­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბის მი­ერ.

ას­ევე, იქ, სა­დაც რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბი გა­დარ­ჩე­ბა, ჩვე­ულ­ებ­რივ, გარ­კვე­ული სა­ხის პა­რა­ზი­ტე­ბის პოვ­ნაც შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, პა­რა­ზი­ტე­ბი თით­ქმის ყვე­ლა მუ­მი­აში აღ­მოჩ­ნდა. ეგ­ვიპ­ტე­ლებს ჰყავ­დათ პა­რა­ზი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვევ­დნენ ამ­ებ­ურ დი­ზენ­ტე­რი­ასა და ბილ­ჰარ­ზი­ას და ნაწ­ლა­ვებ­ში ბი­ნად­რობ­დნენ. ახ­ალ სამ­ყა­რო­ში, კო­ლუმ­ბამ­დელ მუ­მი­ებს ჰქონ­დათ შოლ­ტი­სებ­რი და მრგვა­ლი ნე­მა­ტო­დუ­რი პა­რა­ზი­ტუ­ლი ჭი­ებ­ის კვერ­ცხე­ბი. საფ­რან­გეთ­ში მდე­ბა­რე არ­კი-სურ-კუ­რე­ში, ზე­და პა­ლე­ოლ­ით­ის გა­მოქ­ვა­ბუ­ლის და­ნა­ლე­ქებ­ში, რო­მელ­თა ას­აკი 25,000-30,000 წელს ით­ვლის, აღ­მო­აჩ­ინ­ეს ნაწ­ლა­ვე­ბის პა­რა­ზი­ტუ­ლი ჭი­ებ­ის, ას­კა­რი­დე­ბის (Ascarides) კვერ­ცხე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია. ასე რომ, პა­ლეო და­ავ­ად­ებ­ათა თე­მა საკ­მა­ოდ ვრცე­ლია და სა­ინ­ტე­რე­სო, რაც ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა.

აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს და კი­დევ არა­ერ­თი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ წა­იკ­ითხოთ კ. რენ­ფრი­უსა და პ. ბა­მის „არ­ქე­ოლ­ოგი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში“, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად უკ­ვე არ­ის ნა­თარ­გმნი და რო­მე­ლიც და­კა­ბა­დო­ნე­ბუ­ლი დევს ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში. იმ­ედი მაქ­ვს, რომ ეს არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი წიგ­ნი წელს იხ­ილ­ავს დღის სი­ნათ­ლეს.

 

გრაკ­ლი­ან­ის აღ­მო­ჩე­ნის კვა­ლი — წარ­სულ­ში ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე

 

- არ­ქე­ოლ­ოგი­ური გათხრე­ბის შე­დე­გად რა­იმე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ული ვა­რა­უდი, ფაქ­ტი თუ არ­სე­ბობს წარ­სულ­ში ჩვე­ნი მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე?

 

- ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ცი­ნა, რო­გორც ჩანს, საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე იდ­გა. კონ­კრე­ტუ­ლად, გრაკ­ლი­ან გო­რა­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 3 000 წლის წი­ნან­დე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტრე­პა­ნა­ცი­ის კვა­ლი (ას­ეთი მრა­ვა­ლი ფაქ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი). სა­ვა­რა­უდ­ოდ, ძვე­ლი დას­ტა­ქა­რე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო თა­ვის ქა­ლის ში­და წნე­ვის და­რე­გუ­ლი­რე­ბის ხერ­ხი. არ­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­ური ჩა­რე­ვის მა­გა­ლი­თე­ბიც. სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ავ­ად­ებ­ათა შო­რის ჭარ­ბობს ოს­ტე­ოქ­ონ­დრო­ზი და სიმ­სივ­ნუ­რი და­ავ­ად­ებ­ები. არ­ის პრო­ფე­სი­ული და­ავ­ად­ებ­აც. მა­ღა­ლია ჩვილ­თა და­ღუპ­ვის პრო­ცენ­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ პირ­ველ ტე­რა­სა­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია 2 300 წლის წი­ნან­დე­ლი ემ­ბრი­ონ­ში­ვე და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის ნაშ­თე­ბიც. მა­თი და­ღუპ­ვის მი­ზე­ზე­ბის ზუს­ტად დად­გე­ნა რთუ­ლია. ვა­რა­უდ­ობ­ენ, რომ ეს, შე­საძ­ლოა, გა­მოწ­ვე­ულია თან­და­ყო­ლი­ლი და­ავ­ად­ებ­ებ­ით ან ინ­ფექ­ცი­ური პრობ­ლე­მე­ბით, რა­მაც რა­მო­დე­ნი­მე ფეხ­მძი­მე ქა­ლის მუც­ლის მოშ­ლა გა­მო­იწ­ვია.

 

და­იწყე­ბენ თუ არა გათხრებს ზაფხულ­ში?

 

- რო­გორ შეხ­ვდით პი­რა­დად დღე­ვან­დელ პან­დე­მი­ას და რო­გორ აპ­ირ­ებთ მუ­შა­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბას, თუ­კი დიდ­ხანს გაგ­რძელ­და ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ებ­ები?

 

- პან­დე­მი­ას ის­ევე შევ­ხვდი, რო­გორც, ალ­ბათ, უმ­ეტ­ეს­ობა, თუმ­ცა რა­მო­დე­ნი­მე დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი გა­მი­უქ­მდა, უფ­რო სწო­რად, პრო­ექ­ტე­ბი გა­და­იდო მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის და ეს, ცხა­დია, და­სა­ნა­ნია. ისე, ლექ­ცი­ებს ვა­ტა­რებ დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად. და­ნარ­ჩე­ნი დრო კი ისე გა­დის, რომ ვერც ვამ­ჩნევ — აუარ­ებ­ელი ლა­ბო­რა­ტო­რი­ული საქ­მე მქონ­და გა­სა­კე­თე­ბე­ლი და არ ვი­ცო­დი, რო­დის გა­მო­მე­ძებ­ნა დრო. ნა­წი­ლი და­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ ვი­ცი, ყვე­ლა­ფერს მო­ვას­წრებ თუ არა. ისე კი, გუ­ლახ­დი­ლად რომ გითხრათ, ცხა­დია, ვე­ლი­სა­კენ გა­მირ­ბის თვა­ლი და ერ­თი სუ­ლი მაქ­ვს, რო­დის გა­ვაგ­რძლებ გათხრებს. ვფიქ­რობ, რომ ივ­ნის­ში და­ვიწყებთ მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შაოებს.

 

- გა­მოწ­ვე­ვა — ახ­ალ­მა თა­ობ­ამ არ თქვას უარი სპე­ცი­ალ­ობ­აზე

 

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა დღე­ვან­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვის ფონ­ზე?

 

- დღეს ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნი ერ­თნა­ირ­ად ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­შე, ქვეყ­ნის წი­ნა­შე, ჩვე­ნი მო­მავ­ლის წი­ნა­შე. რო­გო­რიც არ უნ­და იყ­ოს ამ მოვ­ლე­ნის გე­ნე­ზი­სი, ის არ­სე­ბულ სი­ტუ­აცი­ას უკ­ვე ვე­ღარ შეც­ვლის — მთე­ლი სამ­ყა­რო ერ­თი და იგ­ივე ფაქ­ტის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. ცხა­დია, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ პოს­ტვი­რუ­სულ პე­რი­ოდ­შიც სირ­თუ­ლე­ებ­ის ნა­წი­ლი, გარ­კვე­ული თვალ­საზ­რი­სით, ან­ალ­ოგი­ური იქ­ნე­ბა. ჩემს თა­ობ­ას ბევ­რი რა­იმე აქ­ვს ნა­ნა­ხი და ამ­იტ­ომ, მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ­თვის, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, კვლავ გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა კე­თილ­გო­ნი­ერ­ება, მიმ­ტე­ვებ­ლო­ბა, მოთ­მი­ნე­ბა და თა­ნად­გო­მის სურ­ვი­ლი, რი­სი აუც­ილ­ებ­ლო­ბაც კარ­გა ხა­ნია ისე თვალ­ნათ­ლივ არ წარ­მო­ჩე­ნი­ლა, რო­გორც ეს დღეს ხდე­ბა. ლო­გი­კა მარ­ტი­ვია — იმ ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, რაც სა­ყო­ველ­თა­ოდ არ­ის გარ­დუ­ვა­ლი, ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა ახ­ალ ვი­თა­რე­ბას­თან შე­გუ­ება და, ამ­იტ­ომ, გა­დარ­ჩე­ნის გზა კარ­გად გათ­ვლილ, უდ­რტვინ­ველ შრო­მა­ზე და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ თვი­სე­ბებ­ზე გა­დის.

ეს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რთუ­ლი, მაგ­რამ თე­მი­დან ზო­გა­დი გა­დახ­ვე­ვაა. კონ­კრე­ტუ­ლი რე­ალ­ობა ჩემ­თვის ბევ­რად უფ­რო და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია: ის ახ­ალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე ვზრდი­დით, კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში, უს­ახ­სრო­ბის გა­მო, იძ­ულ­ებ­ული გახ­დე­ბი­ან მი­ატ­ოვ­ონ რუ­დუ­ნე­ბით შერ­ჩე­ული სპე­ცი­ალ­ობა. ჩვენ, ჰუ­მა­ნი­ტა­რე­ბი, ის­ედ­აც დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დით ნი­ჭი­ერ სტუ­დენ­ტებს იმ პერ­სპექ­ტი­ვით, რომ მო­მა­ვა­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ეს რე­ალ­ობა იყო, რად­გან ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ყვე­ლა კურ­სდამ­თავ­რე­ბულს სამ­სა­ხუ­რი აქ­ვს. ახ­ლა კი, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ჩემ­თვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ეს არ­ის — რო­გორ და­ვუდ­გე გვერ­დში იმ თა­ობ­ას, რო­მელ­მაც სულ მოკ­ლე ხან­ში ქარ­თულ არ­ქე­ოლ­ოგი­ას მეც­ნი­ერ­ებ­ის ღირ­სე­ული გვირ­გვი­ნი უნ­და და­ად­გას?

ჩვენ, სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, გა­დავ­წყვეტთ ამ პრობ­ლე­მას...

თარიღი: 24/04/2020