საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვარშავის უნივერსიტეტში შეიქმნება დისციპლინა, რომელსაც ქართველოლოგია დაერქმევა

მაია ტო­რა­ძე

 

11 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ვარ­შა­ვა­ში (პო­ლო­ნე­თი) გა­მო­მა­ვა­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური ჟურ­ნა­ლის „Pro Georgia“-ს გა­მო­ცე­მის 30-ე წლის­თა­ვი აღ­ინ­იშ­ნა და ახ­ალი ნომ­რის პრე­ზენ­ტა­ცია მო­ეწყო. ამ­ავე დღეს შედ­გა წმი­და გრი­გოლ ფე­რა­ძი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი წიგ­ნის წარ­დგე­ნა და გა­მო­იფ­ინა წმ. გრი­გოლ ფე­რა­ძის ფო­ტო­ები, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის აქ­ამ­დე უც­ნო­ბი იყო.

 

ღო­ნის­ძი­ება გახ­სნა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც მოკ­ლედ მი­მო­იხ­ილა ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მეც­ნი­ერო თუ კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ „პრო-გე­ორ­გი­ამ“ — ევ­რო­პა­ში გა­მო­მა­ვალ­მა ერ­თა­დერ­თმა ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ურ­მა ჟურ­ნალ­მა დი­დი წვლი­ლი შე­იტ­ანა ევ­რო­პა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში.

 

„სა­ქარ­თვე­ლო­სა და პო­ლო­ნეთს მრა­ვალ­სა­უკ­უნ­ოვ­ანი ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებს; ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რია ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა. მი­სი თქმით, „ღო­ნის­ძი­ებ­აზე შეკ­რე­ბი­ლი მეც­ნი­ერ­ები სა­უბ­რო­ბენ იმ სა­ერ­თო ტვირ­თზე, რო­მე­ლიც ჩვენ ვზი­დეთ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში. ამ­ის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია წმინ­და მღვდელ­მო­წა­მე გრი­გოლ ფე­რა­ძის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ობა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მკვლევ­რე­ბი იკ­ვლე­ვენ ნა­ცის­ტუ­რი და კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მე­ბის მი­ერ მი­ყე­ნე­ბულ ტკი­ვილს წარ­სულ­ში და სვლას სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი ოჯ­ახ­ის­კენ.“

 

ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლი "Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies“ და­არ­სდა 1991 წელს და მი­სი და­მა­არ­სე­ბე­ლია ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის ცენ­ტრის კავ­კა­სი­ოლ­ოგი­ურ/ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური კვლე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ყოლ­ბაია. ჟურ­ნა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ევ­რო­პა­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში. „პრო გე­ორ­გი­ამ“ ჩა­უყ­არა სა­ფუძ­ვე­ლი პო­ლო­ნურ ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ას: ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქარ­თუ­ლი ენ­ის, მწერ­ლო­ბის, ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლას. სტა­ტი­ები იბ­ეჭ­დე­ბა პო­ლო­ნურ და ინ­გლი­სურ ენ­ებ­ზე. წელს გა­მო­ვი­და ჟურ­ნა­ლის 31-ე, საიუბილეო ნო­მე­რი. იგი ეძ­ღვნე­ბა გა­მო­ჩე­ნილ პო­ლო­ნელ თე­ოლ­ოგს, ფი­ლო­სო­ფოსს, მთარ­გმნელს, ვარ­შა­ვის წმინ­და გრი­გოლ ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარს, პრო­ფე­სორ ჰენ­რიკ პაპ­როც­კის (მი­სი 75 წლის იუბ­ილ­ეს­თან და­კავ­ში­რე­ბით).

 

„გა­და­უჭ­არ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის მთე­ლი ჯგუ­ფის მი­ერ გა­წე­ული მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მნე­ბა დის­ციპ­ლი­ნა, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლო­ლო­გია და­ერ­ქმე­ვა. თა­ვად პო­ლო­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს არ­ის პო­ლო­ნუ­რი ქარ­თვე­ლო­ლო­გია. ჟურ­ნალ­ში მო­ცე­მუ­ლია ძვე­ლი და შუა სა­უკ­უნე­ებ­ის სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­ული სა­კითხე­ბი და ის­ტო­რი­ული წყა­რო­ებ­ის თარ­გმა­ნე­ბი. ჟურ­ნა­ლის ყო­ველ ნო­მერ­ში იბ­ეჭ­დე­ბა „ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა­ში“ თავ­მოყ­რი­ლი ტექ­სტე­ბის პო­ლო­ნურ ენ­აზე თარ­გმა­ნე­ბი. ბო­ლო ნო­მერ­ში და­ბეჭ­დი­ლია „მა­ტი­ანე ქარ­თლი­სას“ თარ­გმა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი აფხა­ზუ­რი ქრო­ნი­კე­ბი. ამ­ავე დროს, გა­მო­ვე­ცით წმ.გრი­გოლ ფე­რა­ძის დღი­ურ­ები. გერ­მა­ნი­აში ვი­პო­ვეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­ნა­წე­რი ივ­ერი­ონ­ის ქარ­თველ­თა მო­ნას­ტერ­ზე და კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­სუ­ლია ამ წიგ­ნში“, — გა­ნაცხა­და ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა და­ვით ყოლ­ბაიამ.

 

სა­ქარ­თვე­ლო-პო­ლო­ნე­თის ის­ტო­რი­კოს­თა კო­მი­სი­ის სე­რი­ით პო­ლო­ნე­თის ერ­ოვ­ნუ­ლი მეხ­სი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წმ. გრი­გოლ ფე­რა­ძის დღი­ურ­ებ­ის სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რი, წი­ნა­სიტყვა­ობ­ისა და კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რია და­ვით ყოლ­ბაია. „დღი­ურ­ები“ შე­იც­ავს გრი­გოლ ფე­რა­ძის აქ­ამ­დე უც­ნობ ჩა­ნა­წე­რებ­სა და დღი­ურ­ებს, ამ­ონ­აწ­ერ­ებს პა­რი­ზის წმ. ნი­ნოს ეკ­ლე­სი­ის სა­ეკ­ლე­სიო ცნო­ბა­რი­დან. წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რო­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვეძ­ლე­ვა გა­ვეც­ნოთ უდ­იდ­ესი მო­აზ­როვ­ნის ფიქ­რებ­სა და გან­ცდებს იმ მო­მენ­ტში, რო­ცა ყა­ლიბ­დე­ბა მი­სი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა და იწყე­ბა მი­სი სუ­ლი­ერი პი­ლიგ­რი­მო­ბა.

 

ამ­ავე ღო­ნის­ძი­ებ­აზე ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წმი­და გრი­გოლ ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ით და­ჯილ­დოვ­და.

 

წმ. გრი­გოლ ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მია ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ორი­ენ­ტა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ურ ჟურ­ნალ „პრო გე­ორ­გი­ას“ სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს ინ­იცი­ატ­ივ­ით და­წეს­და და მას ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ გას­ცე­მენ. პრე­მია მის ლა­ურე­ატ­ებს იმ ჰუ­მა­ნიზ­მი­სა და ფა­სე­ულ­ობ­ებ­ის­თვის გა­და­ეც­ემ­ათ, რო­მე­ლებ­საც ის­ინი მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­კვიდ­რებ­დნენ. წმ. გრი­გოლ ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია წარ­მო­ად­გენს X სა­უკ­უნ­ის უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის მარ­ტვი­ლის პა­ნა­გი­ას ას­ლს, მო­ხა­ტულს მარ­გა­ლი­ტის თვლე­ბით და მი­ნან­ქა­რით, ოქ­რო­სა და ვერ­ცხლში მო­ოჭ­ვილს, სა­დაც წმ. გრი­გო­ლის ხა­ტია გა­მო­სა­ხუ­ლი.

 

წმი­და გრი­გოლ ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ით და­ჯილ­დო­ებ­ულ­ები არი­ან: ჰენ­რიკ პაპ­როც­კი; ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თი­სა ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი ლენ­გაუერი; ქარ­თვე­ლო­ლო­გე­ბი -პროფ. ბერ­ნარ უტიე და პროფ. იოსტ გი­პერ­ტი; მა­მა ად­ამი (ახ­ლა­ძე), ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ერო პო­ეტი და ფი­ლო­სო­ფო­სი; გრი­გოლ ფე­რა­ძის სა­ზო­გა­დო­ებ­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი ილია ფე­რა­ძე; წმი­და მი­წის ქარ­თველ­თა სიძ­ვე­ელ­ებ­ის შეს­წავ­ლის­თვის თა­მი­ლა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და ორი­ენ­ტა­ლის­ტი პროფ. გო­ჩა ჯა­ფა­რი­ძე; გრაკ­ლი­ან­ის გო­რა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ქე­ოლ­ოგი­ური ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კავ­კა­სი­აში უძ­ვე­ლე­სი არ­ამე­ული წარ­წე­რე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი.

თარიღი: 24/09/2021