საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვალმოხდილი ქვეყნისა და მეცნიერების წინაშე

ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას

 

ქარ­თველ მა­თე­მა­ტი­კოს­თა რი­გებს დი­დი მეც­ნი­ერი გა­მო­აკ­ლდა — გარ­და­იც­ვა­ლა გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სი, მსოფ­ლი­ოში აღი­არ­ებ­ული მეც­ნი­ერი, აკ­ად­ემ­იკ­ოსი ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლი.

 

გახ­სე­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც მი­სი კო­ლე­გე­ბი და მოს­წავ­ლე­ები აწ­ერ­ენ ხელს, ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი წარ­მო­ჩე­ნი­ლია, რო­გორც ბრწყინ­ვა­ლე პე­და­გო­გი და გა­მორ­ჩე­ული მეც­ნი­ერი, რო­მელ­მაც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მით გა­ამ­დიდ­რა მა­თე­მა­ტი­კის, რო­გორც მეც­ნი­ერ­ებ­ის დარ­გი. „თით­ქმის 60 წე­ლი მოღ­ვა­წე­ობ­და ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი ან­დრია რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­ში ერ­თგუ­ლად და თავ­და­უზ­ოგ­ავ­ად. სი­ცოცხლის ბო­ლომ­დე გა­სა­ოც­არი აქ­ტი­ურ­ობ­ით ას­რუ­ლებ­და სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვებს. ის იყო 270-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი­სა და ცნო­ბილ სა­მეც­ნი­ერო გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი 9 მო­ნოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რი. სულ ცო­ტა ხნის წინ გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად მო­ამ­ზა­და კი­დევ ერ­თი მო­ნოგ­რა­ფია და სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი, რომ­ლის კო­რექ­ტუ­რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე და­ას­რუ­ლა. გა­მორ­ჩე­ული იყო ის ას­ევე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კითხებ­შიც, თით­ქმის ორი ათე­ული წე­ლი იყო ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, 30 წელ­ზე მე­ტი ხნის მან­ძილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მა­თე­მა­ტი­კუ­რი ან­ალ­იზ­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ჩვენს ინ­სტი­ტუტ­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა იყო და არ­ის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მი­სი ღვაწ­ლი და ამ­აგი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის — „ან­დრია რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის შრო­მე­ბი“ წარ­მა­ტე­ბა­შიც, რომ­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რიც რამ­დე­ნი­მე ათე­ული წლის მან­ძილ­ზე ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი გახ­ლდათ. სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, იგი ეწე­ოდა ნა­ყო­ფი­ერ პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ობ­ას­აც და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ლექ­ტო­რი იყო. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი გა­მო­ირ­ჩე­ოდა მა­ღა­ლი ზნე­ობ­ითა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით, სა­ოც­არი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და ობი­ექ­ტუ­რო­ბით. მას­თან სა­უბ­არი და მის­გან რჩე­ვე­ბი ბევ­რის მომ­ცე­მი იყო. უდ­ავ­ოდ ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი ჩვენს ინ­სტი­ტუტს და არა მარ­ტო მას. ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მთე­ლი ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის დი­დი და­ნაკ­ლი­სია“, — წერს თსუ ან­დრია რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი ნი­ნო ფარ­ცვა­ნია.

 

ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლი და­იბ­ადა 1938 წელს ქ. თბი­ლის­ში, პე­და­გო­გე­ბის ოჯ­ახ­ში. 1959 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და მუ­შა­ობა და­იწყო სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის ან­დრია რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­ში. 1990 წლი­დან იყო ინ­სტი­ტუ­ტის მა­თე­მა­ტი­კუ­რი ან­ალ­იზ­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, 1989-2006 წლებ­ში კი — ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სა­მეც­ნი­ერო დარ­გში.

 

1997 წელს ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტად, ხო­ლო 2013 წელს — აკ­ად­ემი­ის ნამ­დვილ წევ­რად. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო აკ­ად­ემი­ის მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის ბი­ურ­ოს წევ­რი, ხო­ლო 2014-2019 წლებ­ში — გან­ყო­ფი­ლე­ბის აკ­ად­ემ­იკ­ოს-მდი­ვა­ნი. 1986 წელს მას მი­ენ­იჭა სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის ან­დრია რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია.

 

აკ­ად­ემ­იკ­ოსი ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლი ავ­ტო­რია 270-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მის და 9 მო­ნოგ­რა­ფი­ისა, რომ­ლე­ბიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ის­ეთ წამ­ყვან სა­მეც­ნი­ერო გა­მო­ცე­მებ­ში, რო­გო­რი­ცაა „Kluwer’’, „Birkhä user’’, „Addision Wesley Longman’’,“World Scientific“’ და სხვ. მი­სი შე­დე­გე­ბი ცი­ტი­რე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ერ­ის მი­ერ. ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლის „ა. რაზ­მა­ძის მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის შრო­მე­ბი’’-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, „სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი“-სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლე­ბის სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის წევ­რი.

 

ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მრა­ვა­ლი დი­დი სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მის მუ­შა­ობ­აში, იყო მსოფ­ლიო მა­თე­მა­ტი­კოს­თა კონ­გრე­სის (ICM 2014) რე­გი­ონ­ული ელ­ჩი, მსოფ­ლიო მა­თე­მა­ტი­კოს­თა კონ­გრე­სე­ბის (1966, 1998, 2002, 2014, 2018) მო­ნა­წი­ლე.

 

მის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს თა­მა­შობს ფუნ­ქცი­ათა თე­ორი­ასა და ფუნ­ქცი­ონ­ალ­ურ ან­ალ­იზ­ში. გა­ნუ­ზო­მე­ლია მი­სი წვლი­ლი ჰარ­მო­ნი­ული ან­ალ­იზ­ის, წო­ნი­ანი ფუნ­ქცი­ური სივ­რცე­ებ­ის, ოპ­ერ­ატ­ორ­თა თე­ორი­ის, ფუნ­ქცი­ათა აპ­როქ­სი­მა­ცი­ის თე­ორი­ის, ან­ალ­იზ­ურ ფუნ­ქცი­ათა თე­ორი­ისა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფი­ზი­კის დი­ფე­რენ­ცი­ალ­ურ გან­ტო­ლე­ბა­თა სა­საზღვრო ამ­ოც­ან­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. მის სა­ხელს უკ­ავ­შირ­დე­ბა ორ­წო­ნი­ანი ამ­ოც­ან­ის ამ­ოხ­სნა პო­ტენ­ცი­ალ­ის ოპ­ერ­ატ­ორ­ებ­ის­ათ­ვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან მეც­ნი­ერ­თა მი­ერ აღი­არ­ებ­ულია, რო­გორც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გარ­ღვე­ვა ინ­ტეგ­რა­ლურ ოპ­ერ­ატ­ორ­თა წო­ნი­ან თე­ორი­აში.

 

ბო­ლო პე­რი­ოდ­ის მან­ძილ­ზე ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ობა უკ­ავ­შირ­დე­ბა არ­ას­ტან­დარ­ტუ­ლი ფუნ­ქცი­ური სივ­რცე­ებ­ისა და მათ­ში მოქ­მე­დი ჰარ­მო­ნი­ული ან­ალ­იზ­ის ოპ­ერ­ატ­ორ­თა ას­ახ­ვის თვი­სე­ბე­ბის, ახ­ალ ფუნ­ქცი­ურ სივ­რცე­ებ­ში ან­ალ­იზ­ურ ფუნ­ქცი­ათა სა­საზღვრო ამ­ოც­ან­ებ­ის გა­მოკ­ვლე­ვას. მან შე­მო­იღო ზო­გი­ერ­თი ახ­ალი ფუნ­ქცი­ური სივ­რცე და წარ­მა­ტე­ბით გა­მო­იკ­ვლია მათ­ში მოქ­მე­დი ინ­ტეგ­რა­ლუ­რი ოპ­ერ­ატ­ორ­ებ­ის თვი­სე­ბე­ბი. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრებ­ში კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლის სა­მეც­ნი­ერო ჯგუ­ფი, რომ­ლის სა­ხელ­საც უკ­ავ­შირ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი არ­ას­ტან­დარ­ტუ­ლი ფუნ­ქცი­ური სივ­რცე­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვებ­თან ერ­თად ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლი ეწე­ოდა ნა­ყო­ფი­ერ პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ან­ობ­ას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. ის იყო 10 სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და 3 სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის სა­მეც­ნი­ერო კონ­სულ­ტან­ტი, აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­ში­რის საქ­მი­ან­ობ­აში.

 

„გა­მორ­ჩე­ული იყო ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლის პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბიც. იგი მა­ღალ პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მსა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბას­თან ერ­თად გა­მო­ირ­ჩე­ოდა დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, სა­მარ­თლი­ან­ობ­ითა და ობი­ექ­ტუ­რო­ბით, კო­ლე­გე­ბი­სა და მო­წა­ფე­ებ­ის მი­მართ ყუ­რადღე­ბი­ანი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რი­თაც მან მა­თი უს­აზღვრო პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

 

ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლი სი­ცოცხლის ბო­ლომ­დე გა­სა­ოც­არი ენ­ერ­გი­ით, და­უღ­ალ­ავ­ად და ნა­ყო­ფი­ერ­ად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მა­თე­მა­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ას. ის ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა თა­ვის კო­ლე­გებ­სა და მო­წა­ფე­ებს.

 

აკ­ად­ემ­იკ­ოს ვახ­ტანგ კო­კი­ლაშ­ვი­ლის — ქვეყ­ნის წი­ნა­შე ვალ­მოხ­დი­ლი პი­როვ­ნე­ბის, დი­დი მკვლევ­რი­სა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის ღვაწ­ლსა და ამ­აგს მუ­დამ პა­ტი­ვის­ცე­მით მო­იხ­სე­ნი­ებ­ენ და და­აფ­ას­ებ­ენ მი­სი კო­ლე­გე­ბი, მო­წა­ფე­ები, მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი“, — ნათ­ქვა­მია გახ­სე­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწ­ერ­ენ სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემია და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ან­დრია რაზ­მა­ძის მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტი.

თარიღი: 01/06/2022