საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსში გამარჯვებული

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ესე­ებ­ის კონ­კურ­სში — „სიტყვე­ბით ას­ახ­ული თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ — სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა მა­რი­ამ თო­იძ­ემ გა­იმ­არ­ჯვა. პრო­ექ­ტის მი­ზანს სტუ­დენ­ტე­ბის ხედ­ვის წარ­მო­ჩე­ნა წარ­მო­ად­გენ­და — თუ რო­გორ ეს­მით მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის დე­ფი­ნი­ცია. სა­კონ­კურ­სო ესე­ებს თსუ-ის ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის დოქ­ტო­რან­ტე­ბი აფ­ას­ებ­დნენ. კონ­კურ­სი 22 მა­ის­იდ­ან 4 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პრო­ექ­ტი სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

 

„თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­სის აღ­ქმა თი­თოეული ად­ამი­ან­ის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურია, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, სტუ­დენ­ტებ­ში ხე­ლი შე­უწყოს ესე­ებ­ის წე­რი­სა და სტრუქ­ტუ­რის დახ­ვე­წას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ალ­იზ­მის წარ­მო­ჩე­ნას. მე­ორე მხრივ, მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებს ჰქონ­დათ სა­შუ­ალ­ება თე­მის ირ­გვლივ და­ეფ­იქ­სი­რე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი ხედ­ვა და აზ­რი. ვფიქ­რობთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდეა ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ალ­ური სა­კითხია, გან­სა­კუთ­რე­ბით სტუ­დენ­ტებ­ში და სწო­რედ ამ­იტ­ომ შე­ირ­ჩა აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მა“, — აღ­ნიშ­ნა პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ ცი­რა თო­ფუ­რი­ამ.

 

გთა­ვა­ზობთ მა­რი­ამ თო­იძ­ის ეს­ეს.

 

 

სიტყვე­ბით ას­ახ­ული თა­ვი­სუფ­ლე­ბა

 

„თა­ვი­სუფ­ლე­ბის შოვ­ნაი სჯობს სა­შოვ­ნელ­სა ყვე­ლა­სა“ — გვე­უბ­ნე­ბა ერ­ის მა­მა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­საზღვრა რთუ­ლია, რად­გან თი­თოეული ად­ამი­ანი თა­ვი­სე­ბუ­რად აღ­იქ­ვამს მას. ზო­გის­თვის ესაა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და და­ნარ­ჩე­ნე­ბის იძ­ულ­ება, და­ემ­ორ­ჩი­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რს; სხვე­ბის­თვის კი – ის­ეთი გა­რე­მოს შექ­მნა, სა­დაც თი­თოეული ინ­დი­ვი­დის თა­ნას­წო­რო­ბა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. მე მე­ორე კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი და ვფიქ­რობ, რომ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ერ­თი ად­ამი­ანი მა­ინ­ცაა იძ­ულ­ებ­ული, სა­კუ­თა­რი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იმ­ოქ­მე­დოს, შე­უძ­ლე­ბე­ლია სხვე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბი. „იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ მარ­წუ­ხე­ბი­სა და ბორ­კი­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, არ­ამ­ედ ცხოვ­რე­ბა­ში და­აფ­ასო სხვი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და გა­ავ­რცე­ლო ის“. ეს გა­ნას­ხვა­ვებს მენ­ტა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფალ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის მებ­რძოლ ად­ამი­ან­ებს ერ­თმა­ნე­თი­სა­გან.

 

სა­იდ­ან ვსწავ­ლობთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­დის ვფიქ­რდე­ბით მას­ზე, და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვართ თუ დროს­თან ერ­თად მო­დის ის? ჩე­მი აზ­რით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“ ლი­ტე­რა­ტუ­რაა. აქ ვხვდე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძოლ პერ­სო­ნა­ჟებს, მათ­თან ერ­თად გავ­დი­ვართ იმ რთულ გზას, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე დიდ ნე­ტა­რე­ბამ­დე მიჰ­ყავს ის­ინი, მათ­თან ერ­თად გვტკი­ვა, გან­ვიც­დით, გვე­ში­ნია კი­დეც, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ტრი­უმ­ფი, თუნ­დაც ამ­ას მა­თი სი­ცოცხლე შე­ეწ­ირ­ოს, გვა­ვიწყებს ყვე­ლა სირ­თუ­ლეს.

 

ბიბ­ლი­აში მოთხრო­ბი­ლი ად­ამ­ისა და ევ­ას ამ­ბა­ვი ხში­რად აღ­იქ­მე­ბა, რო­გორც ევ­ას შეც­დო­მა, რო­მელ­მაც კა­ცობ­რი­ობა სა­მოთხი­დან გა­მო­დევ­ნა. ჩემ­თვის ევა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო სიმ­ბო­ლოა. საქ­მე ვაშ­ლის სიტ­კბო­ებ­აში არ არ­ის, აქ მთა­ვა­რი არ­ჩე­ვა­ნის შეზღუდ­ვაა. თუ რა­მეს გიკ­რძა­ლა­ვენ, შენ არ ხარ თა­ვი­სუ­ფა­ლი და თუნ­დაც სა­მოთხე­ში იყო, ის აკ­რძა­ლუ­ლი ხი­ლი სულს აგ­იფ­ორი­აქ­ებს, მოს­ვე­ნე­ბას და­გა­კარ­გვი­ნებს და, რაც მთა­ვა­რია, მოგ­ცემს ძა­ლას, რომ გა­რის­კო. შე­იძ­ლე­ბა სა­მოთხი­დან გა­მო­გა­ძე­ვონ, სა­უკ­უნე­ებ­ის შემ­დეგ ად­ამი­ან­ებ­მა შე­მაც­დე­ნელ და სა­ბე­დის­წე­რო ქა­ლად შეგ­რაცხონ, მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია – სხვა ვერ გა­იგ­ებს, რომ ის ვაშ­ლი შენ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო. თუ მას არ გა­სინ­ჯავ­დი, სა­მუ­და­მოდ სა­მოთხე­ში იქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ ცა­რი­ელი სუ­ლით გა­ნაგ­რძობ­დი არ­სე­ბო­ბას. ღმერ­თის არ­სე­ბო­ბის რწმე­ნა მთლი­ან­ად რე­ლი­გი­ას უკ­ავ­შირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, თუ მარ­თლაც ღმერ­თია სამ­ყა­როს შე­მოქ­მე­დი, მა­შინ მას თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­ამი­ან­ები შე­უქ­მნია. ნუ­თუ მას არ შე­ეძ­ლო ის­ეთი ევა შე­ექ­მნა, რო­მე­ლიც არ­ავ­ით­არ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­იღ­ებ­და საც­დურს, ნუ­თუ არ შე­ეძ­ლო სა­მოთხე სა­ერ­თოდ ისე მო­ეწყო, რომ ის ხე იქ არც ყო­ფი­ლი­ყო... რა თქმა უნ­და, შე­ეძ­ლო, მაგ­რამ ის ასე ად­ამი­ანს კი არა, მა­რი­ონ­ეტს შექ­მნი­და.

 

„თა­ვი­სუფ­ლე­ბას ფა­სი არ აქ­ვს, თუ ად­ამი­ან­ებს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვათ“. მარ­თლაც ასეა და თუ ჩვე­ნი „შეც­დო­მა“ ერთ ად­ამი­ანს მა­ინც მო­უტ­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მა­შინ ეს ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი შეც­დო­მაა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ. ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი გვყავს, ავ­ტო­რე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლე­ვენ მათ მე­ტა­მორ­ფო­ზას და­ვაკ­ვირ­დეთ. ჩე­მი ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის იგია. პირ­ველ­ყო­ფი­ლი ად­ამი­ანი, რო­მე­ლიც, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იწყებს ფიქ­რს, აზ­როვ­ნე­ბას, მოვ­ლე­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბას, უჩ­ნდე­ბა კითხვე­ბი და ამ გზას სა­ბო­ლო­ოდ პი­როვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე მიჰ­ყავს. იგი რთულ გზას გა­დის, მას უწ­ევს, გა­უმ­კლავ­დეს მტრუ­ლად გან­წყო­ბილ სა­ზო­გა­დო­ებ­ას, მაგ­რამ ეს არ არ­ის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. პირ­ველ რიგ­ში, იგ­იმ სა­კუ­თა­რი თა­ვი უნ­და მი­იღ­ოს, უნ­და გაიაზროს, რომ მას არ სჭირ­დე­ბა, სხვებს და­ემ­სგავ­სოს. იგი აღ­წევს სა­წა­დელს — ყოფ­ნის არ­სს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ხე­დავს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რი (მა­ჰათ­მა გან­დი (1869–1948) – ინ­დო­ეთ­ის ერ­ოვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ობ­ის ლი­დე­რი) სი­ცოცხლეა. იგ­ის სა­ზო­გა­დო­ება წი­რავს, თუმ­ცა სწო­რედ ამ სა­ზო­გა­დო­ებ­ას სჭირ­დე­ბო­და ეს მსხვერ­პლი ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა­თა სუ­ლი­ერი პროგ­რე­სი გა­ნე­ცა­და. ამ­აში კი მთა­ვარ როლს იგ­ის მემ­კვიდ­რე – ზუ შე­ას­რუ­ლებს. მარ­თლაც, რა არ­ის სიკ­ვდი­ლი, რო­ცა იცი, რომ სუ­ლი­ერ მემ­კვიდ­რეს ტო­ვებ, რო­მე­ლიც სხვებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­უტ­ანს.

 

პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მელ­მაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და­მა­ფიქ­რა, კენ კი­ზის „გუ­გუ­ლის ბუ­დე­ზე სხვა გა­დაფ­რინ­და“ იყო. ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ავ­ად­მყო­ფო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი რენ­დალ მაკ­მერ­ფი ამ­ჩნევს, რომ იქ სრუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რაა, ად­ამი­ან­ებს ისე ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც მა­რი­ონ­ეტ­ებს. და­მო­ნე­ბულ ხალ­ხში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხვდე­ბა, რომ მხო­ლოდ მი­სი ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა არაა საკ­მა­რი­სი, რად­გან თუ სხვე­ბის ცხოვ­რე­ბას არ შეც­ვლის, თუ სხვებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიტ­კბო­ებ­ას არ გა­ას­ინ­ჯებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მხო­ლოდ თვი­თონ იყ­ოს თა­ვი­სუ­ფა­ლი. მაკ­მერ­ფი ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბა სა­ავ­ად­მყო­ფო­ში არ­სე­ბულ უს­ამ­არ­თლო­ბას და პირ­ვე­ლია, ვინც იქ მყოფ პა­ცი­ენ­ტებს ექ­ცე­ვა არა რო­გორც გი­ჟებს, არ­ამ­ედ რო­გორც ად­ამი­ან­ებს. მარ­თა­ლია, მაკ­მერ­ფი შე­ეწ­ირა დიქ­ტა­ტუ­რას, მაგ­რამ თუნ­დაც სულ ცო­ტა ხნით სხვე­ბის ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბით აავ­სო, სულ ცო­ტა ხნით აგ­რძნო­ბი­ნა მათ, რომ ის­ინი ად­ამი­ან­ები იყ­ვნენ. სა­ზო­გა­დო­ება არ გვპა­ტი­ობს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ერ­თა­დერ­თი, რაც სურს, ყვე­ლას ერთ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­ვაა, რა­თა ყვე­ლა ერ­თნა­ირ­ად ფიქ­რობ­დეს, იქ­ცე­ოდ­ეს, „აზ­როვ­ნებ­დეს“. 

 

მერ­სო თა­ვი­სუ­ფა­ლი პერ­სო­ნა­ჟი იყო, ოღ­ონდ არა ზე­მოთ გან­ხი­ლუ­ლი გმი­რე­ბის მსგავ­სი. ის არ ცდი­ლობ­და, სხვე­ბის­თვის გა­ეზი­არ­ებ­ინა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიტ­კბო­ება. ყვე­ლას­გან გას­ხვავ­დე­ბო­და, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. სწო­რედ ეს არ აპ­ატი­ეს. მერ­სო გა­ას­ამ­არ­თლეს არა რო­გორც კა­ცის მკვლე­ლი, არ­ამ­ედ რო­გორც ად­ამი­ანი, რო­მელ­მაც დე­დის გას­ვე­ნე­ბა­ში არ იტ­ირა, სი­გა­რე­ტიც მო­წია, ყა­ვაც და­ლია, მა­ლე­ვე ფილ­მის სა­ნა­ხა­ვა­დაც წა­ვი­და. ის გა­ას­ამ­არ­თლეს, რად­გან სა­ზო­გა­დო­ებ­ის და­წე­სე­ბულ ნორ­მებს არ ერ­გე­ბო­და. ხში­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­ამი­ან­ებ­ის ხვედ­რი მარ­თლაც ეს არ­ის... თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ბევ­რს ვსა­უბ­რობთ და მა­ინც თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ება არ გვყავს.

 

„მე­უბ­ნე­ბი­ან: მძი­ნა­რე მო­ნას თუ წა­აწყდე­ბი, ნუ გა­აღ­ვი­ძებ! ეგ­ება, სიზ­მრად ეზ­მა­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა! მე ვე­უბ­ნე­ბი: თუ შეხ­ვდე­ბი მძი­ნა­რე მო­ნას, გა­აღ­ვი­ძე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ელ­აპ­არ­აკე“. თუ გვინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ება, არ უნ­და შევ­წყვი­ტოთ მას­ზე სა­უბ­არი. თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვე­რა­ვინ მოგ­ვი­ტანს, ეს ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი გან­ცდაა. ხში­რად გა­მი­გია ფრა­ზა: „თა­ვი­სუფ­ლე­ბა ლომ­თა ხვედ­რია“, თით­ქოს და­დე­ბი­თი კონ­ტექ­სტი აქ­ვს, მაგ­რამ, მგო­ნია, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ზო­გა­დად, ად­ამი­ან­თა ხვედ­რია, არ აქ­ვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ძლი­ერი ხარ თუ ყვე­ლა­ზე უს­უს­ური. ჩვენ ყვე­ლა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბად ვი­ბა­დე­ბით, შემ­დეგ კი სა­ზო­გა­დო­ება თა­ვის მარ­წუ­ხებ­ში გვაქ­ცევს და ნელ-ნე­ლა იწყებს ჩვენს მორ­გე­ბას პროკ­რუს­ტეს სა­რე­ცელ­ზე. ყვე­ლა­ზე კარ­გი გზა ამ­ის თა­ვი­დან ას­არ­იდ­ებ­ლად ლი­ტე­რა­ტუ­რაა. რო­ცა მე­კითხე­ბი­ან, ჩემ­თვის რა არ­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ყო­ველ­თვის ვოლ­ტე­რის ფრა­ზა მახ­სენ­დე­ბა: „შე­საძ­ლოა, თქვე­ნი აზ­რე­ბი ჩემ­თვის მი­უღ­ებ­ელი იყ­ოს, მაგ­რამ თავს გავ­წი­რავ, რა­თა თქვენ მა­თი გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა გქო­დეთ“. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რაც კი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, სწო­რედ ამ­იტ­ომ გვე­ში­ნია მი­სი.

თარიღი: 23/06/2021