საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეროვნული ხელისუფლების 419 დღე - საქართველოს მეორე რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

31 მარ­ტს ახ­ალი წიგ­ნის — „ერ­ოვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის 419 დღე — სა­ქარ­თვე­ლოს მე­ორე რეს­პუბ­ლი­კის ყო­ველ­დღი­ური მა­ტი­ანე“ I ნა­წი­ლის (1990 წ. ნო­ემ­ბე­რი-1991 წ. იან­ვა­რი) წარ­დგე­ნა გა­იმ­არ­თა.

 

წიგ­ნი „უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ცენ­ტრის“ მო­რი­გი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუ­ჯის“ მხარ­და­ჭე­რით გა­მო­იცა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის ავ­ტორ-შემ­დგენ­ლე­ბი არი­ან: გი­ორ­გი არ­ქა­ნია, გი­გი გი­ოშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ბუცხრი­კი­ძე — ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტე­ბი, სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რი კი — დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე, ამ­ავე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი.

 

წიგ­ნის წი­ნა­სიტყვა­ობ­აში ვკითხუ­ლობთ: „30 წლის წინ, 1991 წლის 9 აპ­რილს, რეს­პუბ­ლი­კის უზ­ენა­ეს­მა საბ­ჭომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა გა­მო­აცხა­და.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნის სა­ფუძ­ვლის დამ­დე­ბად ჯერ კი­დევ 1950-იან წლებ­ში დაწყე­ბუ­ლი ან­ტი­საბ­ჭო­თა, დი­სი­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ობა უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­მე­ლიც ერ­ოვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ობ­ის ახ­ალ ეტ­აპ­ად იქ­ცა. „გარ­დაქ­მნის“ სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბილ­მა პრო­ცეს­მა და საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ული სის­ტე­მის შე­სამ­ჩნევ­მა შერ­ბი­ლე­ბამ, 1980-იან წლებ­ში ერ­ოვ­ნულ მოძ­რა­ობ­ას ხელ-ფე­ხი გა­უხ­სნა და, სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის იდე­ამ გა­იმ­არ­ჯვა. მრა­ვალ­წლი­ანი იატ­აკ­ქვე­შა ბრძო­ლის, მშვი­დო­ბი­ანი მი­ტინ­გე­ბი­სა და შიმ­ში­ლო­ბე­ბის, 1989 წლის აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის შე­დე­გად, 1990 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს, პირ­ვე­ლად საბ­ჭო­თა ოკ­უპ­აცი­ის შემ­დეგ და ას­ევე, პირ­ვე­ლად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვალ­პარ­ტი­ული და დე­მოკ­რა­ტი­ული სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში – უზ­ენა­ეს საბ­ჭო­ში – მან­და­ტე­ბის უმ­ეტ­ეს­ობა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სა­არ­ჩევ­ნო ბლოკ­მა „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ მო­იპ­ოვა.

 

1990 წლის 14 ნო­ემ­ბერს ახ­ლად არ­ჩე­ული უზ­ენა­ესი საბ­ჭოს პირ­ვე­ლი სხდო­მა ჩა­ტარ­და. საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და, შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის მე­თა­ურ­ად ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია აირ­ჩი­ეს. სა­ხელ­მწი­ფოს ოფ­იცი­ალ­ური სა­ხელ­წო­დე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა“ გახ­და. სრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დეკ­ლა­რი­რე­ბამ­დე გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ოდი გა­მოცხად­და. ამ­გვა­რად, საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი მშვი­დო­ბი­ან­ად დას­რულ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, და­იბ­ადა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ორე რეს­პუბ­ლი­კა.

 

ერ­ოვ­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა ჰქონ­და გა­და­საჭ­რე­ლი: სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აზე საბ­ჭო­თა სა­ოკ­უპ­აციო ჯა­რი იდ­გა, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ან­ობ­ას სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბიც უქ­მნიდ­ნენ საფ­რთხეს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა შე­საძ­ლო მე­თო­დით ცდი­ლობ­და, კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ეკ­ავ­ებ­ინა სა­ქარ­თვე­ლო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­ური მოქ­მე­დე­ბე­ბი და­იწყეს რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბილ­მა ოპ­ოზ­იცი­ურ­მა ძა­ლებ­მა, ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა ხან­გრძლივ და მტკივ­ნე­ულ რე­ფორ­მებს მო­ითხოვ­და, რა­საც მე­ტად არ­თუ­ლებ­და ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სივ­რცეს­თან...

 

ერ­ოვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა და­ახ­ლო­ებ­ით 14 თვის – უფ­რო ზუს­ტად კი 419 დღის – გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. 1991 წლის 22 დე­კემ­ბერს დაწყე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ალ­ება 1992 წლის 6 იან­ვარს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ასა და ერ­ოვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბი­თა და გან­დევ­ნით დას­რულ­და. კა­ნო­ნი­ერ­მა მთავ­რო­ბამ მუ­შა­ობა დევ­ნი­ლო­ბა­ში გა­აგ­რძე­ლა. ამ­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­გრძლი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სო­ცი­ალ­ური კრი­ზი­სი და­იწყო.

 

წიგ­ნი „ერ­ოვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის 419 დღე“ მე­ორე რეს­პუბ­ლი­კის ყო­ველ­დღი­ური მა­ტი­ანეა. სა­თა­ური შემ­თხვე­ვი­თი არ არ­ის – ჯერ კი­დევ 1990 წლი­დან ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღ­მნიშ­ვნელ ტერ­მი­ნად „ერ­ოვ­ნუ­ლი“ დამ­კვიდ­რდა, რი­თაც ხა­ზი გა­ეს­ვა იმ ფაქ­ტს, რომ ხან­გრძლი­ვი საბ­ჭო­თა ოკ­უპ­აცი­ის შემ­დეგ ქარ­თველ­მა ერ­მა პირ­ვე­ლად თა­ვად­ვე აირ­ჩია სა­კუ­თა­რი, ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მას და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა და სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა ან­დო. ეს ტერ­მი­ნი რო­გორც ხალ­ხში, ას­ევე სა­მეც­ნი­ერო სფე­რო­ში მყა­რად დამ­კვიდ­რდა. შე­და­რე­ბით ახ­ალია „მე­ორე რეს­პუბ­ლი­კის“ ცნე­ბა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ, რეს­პუბ­ლი­კა­თა ნუ­მე­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის (1918-1921) შემ­დეგ, და­მო­უკ­იდ­ებ­ელი, ერ­ის ნე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა სწო­რედ 1990-1992 წლებ­ში არ­სე­ბობ­და, რო­გორც მი­სი გაგ­რძე­ლე­ბა და ახ­ალი, გა­მორ­ჩე­ული, თუმ­ცა ხან­მოკ­ლე ეტ­აპი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში.

 

წიგ­ნში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­კენ გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ოდ­ის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ას, ერ­ოვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებს, მის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ და და­გეგ­მილ რე­ფორ­მებს, სა­გა­რეო და სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კას, 1990-1992 წლე­ბის ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­აცი­ას, და­სავ­ლურ სამ­ყა­როს და მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­სად­მი, და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი წლე­ბის სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ცვლი­ლე­ბებს, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ებს, ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კებ­სა (აფხა­ზე­თი, აჭ­არა) და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და ა.შ.

 

წარ­მოდ­გე­ნი­ლი წიგ­ნი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლია და 1990 წლის ნო­ემ­ბრი­დან 1991 წლის იან­ვრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდს მო­იც­ავს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­იც­ემა მი­სი მომ­დევ­ნო ნა­წი­ლე­ბი – II: 1991 წლის თე­ბერ­ვა­ლი-აპ­რი­ლი, III: მა­ისი-ივ­ლი­სი, IV: აგ­ვის­ტო-ოქ­ტომ­ბე­რი, V: 1991 წლის ნო­ემ­ბე­რი-1992 წლის იან­ვა­რი.

თარიღი: 16/04/2022