საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეპ­იდ­ემი­ურ და­ავ­ად­ებ­ებ­თან ქცე­ვის წე­სე­ბი ქარ­თულ ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ პრაქ­ტი­კა­ში

გვესაუბრება თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი

 

- ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ველ სა­ზო­გა­დო­ებ­ას აქ­ვს და­ავ­ად­ებ­ებ­თან შე­ხე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ყა­ლიბ­დე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ავ­ად­მყო­ფო­ბის არ­სის, და­ავ­ად­ებ­ებ­ის წარ­მო­შო­ბი­სა და მათ­გან თა­ვის დაც­ვის ხერ­ხე­ბის შე­სა­ხებ. ქარ­თულ ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ პრაქ­ტი­კა­ში დას­ტურ­დე­ბა სხვა­დას­ხვა და­ავ­ად­ებ­ებ­ის მოვ­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრაქ­ტი­კა.

და­ავ­ად­ებ­ათა სა­ხე­ები ად­ამი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ებ­ის ფი­ზი­კურ-ფი­ზი­ოლ­ოგი­ური მო­ნა­ცე­მე­ბის გარ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლია გე­ოგ­რა­ფი­ულ გა­რე­მო­ზე, კვე­ბის სის­ტე­მა­ზე, კონ­კრე­ტულ სო­ცი­ალ­ურ ჯგუფ­ში არ­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და სხვა სო­ციო-კულ­ტუ­რულ მა­ხა­სი­ათ­ებ­ლებ­ზე. ამ­ას­თან, და­ავ­ად­ებ­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბის ფორ­მებს ის­იც გან­საზღვრავს, თუ რო­გორ ეს­მით ად­ამი­ან­ებს და­ავ­ად­ებ­ის არ­სი და მი­სი გა­ჩე­ნის მი­ზე­ზე­ბი. უძ­ვე­ლე­სი დრო­იდ­ან ყა­ლიბ­დე­ბა და­ავ­ად­ებ­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ემ­პი­რი­ულ-რა­ცი­ონ­ალ­ური და მა­გი­ურ-რე­ლი­გი­ური პრაქ­ტი­კე­ბი. ემ­პი­რი­ულ-რა­ცი­ონ­ალ­ური მიდ­გო­მე­ბი ყო­ფით გა­მოც­დი­ლე­ბას, საცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო­სა და ად­ამი­ან­ის ფი­ზი­კუ­რი აგ­ებ­ულ­ებ­ის ცოდ­ნას ემ­ყა­რე­ბა. მა­გი­ურ-რე­ლი­გი­ური პრაქ­ტი­კა კი გუ­ლის­ხმობს და­ავ­ად­ებ­ებ­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის ტრან­სცენ­დენ­ტურ ახ­სნას და შე­სა­ბა­მი­სი რი­ტუ­ალ­ური პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას. ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში ორ­ივე მიდ­გო­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­მო­იყ­ენ­ებ­ოდა.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება უძ­ვე­ლე­სი დრო­იდ­ან იც­ნობს მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხერ­ხებს, არ­ქე­ოლ­ოგი­ური აღ­მო­ჩე­ნე­ბიც მოწ­მობს სა­მე­დი­ცი­ნო ცოდ­ნის არ­სე­ბო­ბას (ბრინ­ჯა­ოს ხა­ნი­დან გვხვდე­ბა ტრე­პა­ნი­რე­ბუ­ლი თა­ვის ქა­ლე­ბი, ნა­პოვ­ნია სა­მე­დი­ცი­ნო იარ­აღ­ები და სხვ.), ამ­ას გარ­და ცნო­ბე­ბი ხალ­ხუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცოდ­ნის და პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ გვხვდე­ბა ფოლ­კლორ­ში და წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში. XI სა­უკ­უნ­იდ­ან შე­მორ­ჩე­ნი­ლია ხელ­ნა­წე­რი სა­მე­დი­ცი­ნო წიგ­ნე­ბი — კა­რა­ბა­დი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­იც­ავს რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო ხერ­ხე­ბი­სა და სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის, ას­ევე, ავ­ად­მყო­ფო­ბის არ­სის შე­სა­ხებ. ამ მა­სა­ლის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მო­ნა­ცე­მებ­თან შე­ჯე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თვე­ლე­ბი იც­ნობ­დნენ და აჯ­გუ­ფებ­დნენ სხვა­დას­ხვა და­ავ­ად­ებ­ებს მა­თი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ას­ევე, იც­ნობ­დნენ ამ და­ავ­ად­ებ­ებ­თან ბრძო­ლის მთელ რიგ ხერ­ხებს. და­ავ­ად­ებ­ათა დაჯ­გუ­ფე­ბა უპ­ირ­ატ­ეს­ად ხდე­ბო­და ავ­ად­მყო­ფო­ბის ფორ­მის, და­ავ­ად­ებ­ის თვი­სე­ბე­ბი­სა და და­ზი­ან­ებ­ული სხე­ულ­ის ნა­წი­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბის მი­ხედ­ვით. იც­ნობ­დნენ გა­დამ­დებ (კონ­ტა­გი­ოზ­ურ), მო­არ­ულ (ეპ­იდ­ემი­ურ), სა­ხად (იმ­უნ­იტ­ეტ­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის უნ­არ­ის მქო­ნე) და მემ­კვიდ­რე­ობ­ით და­ავ­ად­ებ­ებს. გა­ნას­ხვა­ვებ­დნენ და­ავ­ად­ებ­ათა გავ­რცე­ლე­ბის ფორ­მებ­საც — „ნა­პი­რა­ლი“ (წვე­თო­ვა­ნი), „პი­რის ორ­თქლით“ (ჰა­ერ-წვე­თო­ვა­ნი) და „ჰა­ერ­ით“ (ჰა­ერ­ოვ­ანი). არ­სე­ბობ­და წარ­მოდ­გე­ნე­ბი და­ავ­ად­ებ­ის გა­მომ­წვე­ვი ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის („ჭი­ებ­ის“) შე­სა­ხე­ბაც. შე­სა­ბა­მი­სად ყა­ლიბ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბის ან და­ავ­ად­ებ­ის თა­ვი­დან აც­ილ­ებ­ის მიდ­გო­მე­ბი.

ხალ­ხუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კა სა­ფუძ­ვლი­ან­ად არ­ის შეს­წავ­ლი­ლი ქარ­თულ ეთ­ნო­ლო­გი­აში, კვლე­ვე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ქალ­ბა­ტონ ნი­ნო მინ­და­ძის და მი­სი მო­წა­ფე­ებ­ის წვლი­ლი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის კვლე­ვის საქ­მე­ში. არ­სე­ბობს ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნაშ­რო­მე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი სა­კითხე­ბი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი კვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვიძ­ლია გან­ვაცხა­დოთ, რომ ბევ­რი ტრა­დი­ცი­ული პრაქ­ტი­კა საკ­მა­ოდ პრაგ­მა­ტუ­ლი სა­ფუძ­ვლის მქო­ნე იყო და დღე­საც ეპ­იდ­ემი­ებ­ისა თუ ცალ­კე­ული და­ავ­ად­ებ­ებ­ის პრე­ვენ­ცია-მკურ­ნა­ლო­ბის სტრა­ტე­გია-ტაქ­ტი­კის ნა­წი­ლია.

და­ავ­ად­ებ­ებ­ის, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ფექ­ცი­ური და­ავ­ად­ებ­ებ­ის გავ­რცე­ლე­ბის, ეპ­იდ­ემი­ებ­ის საფ­რთხე­ები ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, მი­თუ­მე­ტეს, სხვა­დას­ხვა ეპ­ოქ­აში ჰი­გი­ენ­ის არ­სის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღ­ქმი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ვე­ბი­სა თუ სტე­რე­ოტ­იპ­ებ­ის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლო იყო. პე­რი­ოდ­ულ­ად ვრცელ­დე­ბო­და ეპ­იდ­ემი­ები (ის­ეთი და­ავ­ად­ებ­ებ­ისა, რო­გო­რი­ცაა ტი­ფი, დე­ზინ­ტე­რია, ციმ­ბი­რის წყლუ­ლი, ყვა­ვი­ლი, ქო­ლე­რა, შა­ვი ჭი­რი). დი­დი მას­შტა­ბის ეპ­იდ­ემი­ებ­ის თა­ვი­დან აც­ილ­ებ­ის მიზ­ნით, პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, მი­მარ­თავ­დნენ ავ­ად­მყო­ფის იზ­ოლ­ირ­ებ­ის წესს (იზ­ოლ­ირ­ებ­ას ახ­დენ­დნენ ან სა­კუ­თარ სახ­ლში­ვე ან სახ­ლის გა­რეთ). შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ქარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­ნა­წე­რებ­ში არ­ის რე­კო­მენ­და­ცი­ები, რომ გა­დამ­დე­ბი და­ავ­ად­ებ­ის მქო­ნე ავ­ად­მყო­ფის სი­ახ­ლო­ვეს არ გა­ჩერ­დნენ; არ და­იძ­ინ­ონ იმ­ავე ოთ­აში, სა­დაც მო­თავ­სე­ბუ­ლია ავ­ად­მყო­ფი; არ მი­იღ­ონ საკ­ვე­ბი ავ­ად­მყოფ­თან ერ­თად; არც სა­ერ­თო ჭურ­ჭე­ლი გა­მო­იყ­ენ­ონ. იც­ოდ­ნენ ავ­ად­მყო­ფის სახ­ლის ნარ-ეკ­ლით მორ­თვა — ავ­ად­მყო­ფო­ბა გა­რეთ არ გა­ვი­დე­სო. თუ და­ავ­ად­ება უბ­ან­ში ან სო­ფელ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ამ ტე­რი­ტო­რი­ას ხნუ­ლით გა­მო­ყოფ­დნენ, რა­თა გამ­ვლე­ლე­ბი მო­რი­დე­ბოდ­ნენ. იც­ოდ­ნენ ავ­ად­მყო­ფის გა­ხიზ­ვნაც. ხევ­სუ­რეთ­ში დას­ტურ­დე­ბა წე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე გა­დამ­დე­ბი და­ავ­ად­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ად­მყო­ფის­თვის სპე­ცი­ალ­ური ქო­ხის აგ­ებ­ისა სოფ­ლის გა­რეთ. იზ­ოლ­ირ­ებ­ულ ავ­ად­მყოფს საკ­ვებ­სა და სას­მელს ისე აწ­ვდიდ­ნენ, რომ ქოხ­ში არ შე­ვი­დოდ­ნენ, ხო­ლო თუ ავ­ად­მყო­ფი ზედ­მე­ტად იყო და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და დამ­ხმა­რე სჭირ­დე­ბო­და, მა­შინ ოჯ­ახ­ის წევრ ან ნა­თე­სავ მო­ხუცს მი­უჩ­ენ­დნენ მომ­ვლე­ლად. ეპ­იდ­ემი­ებ­ის დროს იზ­ოლ­ირ­ებ­ის წესს მკაც­რად იც­ავ­დნენ, ხო­ლო წე­სის დამ­რღვევს აჯ­არ­იმ­ებ­დნენ ან გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თვე­ვა­ში აიძ­ულ­ებ­დნენ სოფ­ლი­დან წა­სუ­ლი­ყო, ხში­რად ოჯ­ახი­ან­ად. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო გა­ხიზ­ვნის წე­სიც. და­ავ­ად­ებ­ის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე იც­ოდ­ნენ სახლ-კა­რის და­ტო­ვე­ბა და მთე­ლი ოჯ­ახ­ის აყ­რა-გა­ხიზ­ვნა. „ხიზ­ვნა“, სულ­ხან სა­ბა ორ­ბე­ლი­ან­ის მი­ხედ­ვით, მტერ­თან ერ­თად „სენ­თა და­რი­დე­ბა­საც“ ნიშ­ნავს. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც მთე­ლი სო­ფე­ლიც აყ­რი­ლა და გა­დახ­ვე­წი­ლა, წი­ნან­დე­ლი საცხოვ­რე­ბე­ლი კი გა­და­უწ­ვავთ.

და­ავ­ად­ებ­ის გავ­რცე­ლე­ბის აღ­საკ­ვე­თად პრაგ­მა­ტუ­ლი ხერ­ხე­ბის -იზ­ოლ­ირ­ება/დის­ტან­ცი­რე­ბის გარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი იყო სხვა წე­სე­ბიც. პირ­ველ­ყოვ­ლი­სა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­სე­ბობ­და ვა­რი­ოლ­იზ­აცი­ის — აც­რის წე­სი სა­ხა­დე­ბის თა­ვი­დან ას­აც­ილ­ებ­ლად. ამ­ის თა­ობ­აზე ინ­ფორ­მა­ცია დას­ტურ­დე­ბა უცხო­ელ მოგ­ზა­ურ­თა ჩა­ნა­წე­რებ­შიც.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ხერ­ხებ­თან ერ­თად და­ავ­ად­ებ­ათა პრე­ვენ­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და კვე­ბის რა­ცი­ონ­ის ბა­ლან­სი­რე­ბა, სო­ცი­ალ­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ნორ­მი­რე­ბა და ხალ­ხუ­რი ჰი­გი­ენ­ის ტრა­დი­ცი­ებ­ის დაც­ვა. ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ოდა სას­მელ წყალს, დად­გე­ნი­ლი იყო და­ბა­ნის წე­სე­ბი. ბა­ნა­ობ­ის­ას იყ­ენ­ებ­დნენ ბუ­ნებ­რივ სა­შუ­ალ­ებ­ებს (მი­წა, მცე­ნა­რე­ები), ას­ევე, ამ სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის­გან სპე­ცი­ალ­ურ­ად მომ­ზა­დე­ბულ ნა­ყე­ნებს. ამ­ზა­დებ­დნენ, ას­ევე, სა­პონს ნაც­რი­სა და ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბის შე­რე­ვით და მას სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. ავ­ად­მყოფ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას იყ­ენ­ებ­დნენ ნი­ორ­სა და ნი­ორ­ზე დამ­ზა­დე­ბულ წამ­ლებს (ნივ­რის ბაქ­ტე­რი­ოც­იდ­ული თვი­სე­ბე­ბი დღეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია). ამ პრაგ­მა­ტულ მიდ­გო­მებს თან ერ­თვო­და მა­გი­ურ-რი­ტუ­ალ­ური პრაქ­ტი­კაც. მა­გა­ლი­თად, ბა­ტო­ნე­ბის ეპ­იდ­ემი­ებ­ის დროს იც­ოდ­ნენ საღ­მრთო-საკ­ვი­რა­ოს რი­ტუ­ალ­ის შეს­რუ­ლე­ბა რი­ტუ­ალ­ური მსხვერ­პლშე­წირ­ვი­თა და ლოც­ვით. ყო­ვე­ლი­ვე ეს ცხა­დად აჩ­ვე­ნებს, რომ ქარ­თვე­ლებს საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა და ცოდ­ნა ჰქონ­დათ და წარ­მა­ტე­ბით იყ­ენ­ებ­დნენ და­ავ­ად­ებ­ათა მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის­ათ­ვის.

თარიღი: 05/05/2020